სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ
"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

სომ­ხეთ­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც თით­ქმის ორი კვი­რაა იმარ­თე­ბა, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა უკა­ნაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თი­დან მარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია დგას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მა­სა და რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ. მათ­თვის ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც 10 ნო­ემ­ბერს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის ლი­დე­რებ­მა ყა­რა­ბა­ღის ომის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რაც სომ­ხე­თის­თვის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს სა­გა­რეო საქ­მე­თა, თავ­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ასე­ვე შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა მი­ნის­ტრებ­მა.

მათი პო­ზი­ცი­ე­ბი, ძი­რა­თა­დად, მათ­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა და­ი­კა­ვეს. კონ­კრე­ტუ­ლად, გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრი, არა­იკ ჰა­რუ­თუ­ნი­ა­ნი მის­მა მო­ად­გი­ლემ ჟანა ან­დრე­ა­სი­ან­მა შეც­ვა­ლა, შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა ახა­ლი მი­ნის­ტრი მე­სოპ არა­ქე­ლი­ა­ნია, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­თა­უ­რი კი, ვა­გარ­შაკ არუ­თუ­ნი­ა­ნი იქ­ნე­ბა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი არა აი­ვა­ზი­ან­მა და­ი­კა­ვა.

ერევ­ნის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს სომ­ხეთ­ში სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლა­ქი გი­უმ­რი, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გზა გა­და­კე­ტეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გი­უმ­რის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბა იქ რუ­სე­თის ბა­ზის არ­სე­ბო­ბით აიხ­სნე­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ბა­ზა­ზეა და­საქ­მე­ბუ­ლი და რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის და­კარ­გვა ან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვა, მათ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ბა­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. თუმ­ცა რო­გორც ფა­ში­ნი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა აცხა­დებს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს. ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ახლა მთა­ვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა".

რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ვი­ზიტს სომ­ხეთ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, "კრემ­ლმა ფა­ში­ნი­ანს თა­ვი­სი ძალა აჩ­ვე­ნა და შემ­დეგ პა­ტი­ვი დას­დო, პი­რის­პირ გაც­ნო­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, რი­თაც აგ­რძნო­ბი­ნა, რომ მის გა­რე­შე სომ­ხეთ­ში ვე­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა".

სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გან­სა­ზღვრა, რომ რუ­სე­თის ორ­ბი­ტას ასე ად­ვი­ლად ვერ და­აღ­წევ­და თავს, სო­მეხ­მა ხალ­ხმა კი, ვი­თომ რე­ვო­ლუ­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, რო­მე­ლიც ვი­თომ დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­სა და პრო­და­სავ­ლურ მო­მა­ვალს ჰპირ­დე­ბო­და, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და­კარ­გა.

კი­დევ ერთი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ახლა სომ­ხე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში იმარ­თე­ბა, სომ­ხე­თის სტა­ბი­ლუ­რი მო­მავ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არის მი­მარ­თუ­ლი და არა, კონ­კრე­ტუ­ლად ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის.

"ამ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რთუ­ლია ამის თქმა და არა­მომ­გე­ბი­ა­ნიც, მაგ­რამ უთ­ქმე­ლო­ბაც რთუ­ლია - რუ­სეთ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა თა­ვი­სი გავ­ლე­ნა, რი­თაც გვი­თხრა, რო­გორც მე გი­კარ­ნა­ხებთ, ისე იცხოვ­რებთ, და­სავ­ლე­თი და­ი­ვი­წყეთ, თო­რემ ჰუ­მა­ნი­ტუ­რა­ლი მი­სი­ით შე­მო­სულ ათა­სო­ბით სამ­ხედ­როს, მა­შინ­ვე და­ვა­მა­ტებ­თო... ვაქ­ცი­ნა ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს, რო­მელ­საც მსოფ­ლიო არ აღი­ა­რებს და არა­ვინ იცის, რე­ა­ლუ­რად არ­ჩენს თუ კლავს. არა­ნა­ი­რი სან­დო კვლე­ვა არ გა­უვ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს, რომ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი აღარ გვაქვს და არც არას­დროს გვქო­ნია, ეს ყვე­ლამ ნახა, ჩვენ თუ არ გვინ­და და­ნახ­ვა, სხვა საქ­მეა... ცხა­დია, მხო­ლოდ ფა­ში­ნი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­შია, ვწუხ­ვარ სერჟ სარ­გსი­ა­ნის გამო, რო­მე­ლიც 58 წლის ასაკ­ში Covid-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ეს ღმერ­თის სას­ჯე­ლია, იმის გამო, რაც მან და მის­მა კლან­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის ხალ­ხს გა­უ­კე­თეს", - წერს სერ მი­კირ­ტი­ჩი­ა­ნი.

"ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით ჩა­ვიდ­ნენ ყარ­ბაღ­ში... რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ავ­ტო­მა­ტე­ბის კა­კა­ნი რომ ის­მო­და, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე გვაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი, არ­ცახ­ზე კი არაო და მშვი­დად უცქერ­დნენ, რო­გორ იხო­ცე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ახლა კი, მათ­თან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა მი­აქვთ, რუ­სეთს ხომ ყველ­გან მშვი­დო­ბა შე­აქვს?! ბე­დის ირო­ნი­აა", - მი­აჩ­ნია ანა კა­რა­პე­ტი­ანს.

"ყვე­ლა­ფე­რი მათი გეგ­მის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აზერ­ბა­ი­ჯანს მძი­მე ტექ­ნი­კა მიჰ­ყი­დეს, რომ ჩვენ­თვის და­ე­ში­ნა, აბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ო­ბა აკავ­ში­რებთ, თურ­ქე­თი კი, მათი ქოლ­გაა. ჰოდა, და­ე­ლოდ­ნენ, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და თურ­ქეთ­მა ბო­ლომ­დე რომ გა­დაგ­ვი­ა­რა, კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას რომ მო­ვა­წე­რეთ ხელი, მერე ჩა­მო­ვიდ­ნენ და ფა­ში­ა­ნი­ანს შეხ­ვდნენ - თუ ჩვენ­თან იქ­ნე­ბით, და­ცუ­ლად და კარ­გად იქ­ნე­ბით, თუ არა­და, სა­ერ­თოდ აღარ იქ­ნე­ბი­თო.

ახლა ჯერი ჩვენ­ზეა - ისევ მოს­კოვს ჩავ­ბარ­დე­ბით და ისევ იგი­ვეს გა­ვაგ­რძე­ლებთ, თუ ვე­ტყვით, უკვე და­სა­კარ­გი არა­ფე­რი გვაქვს და უთ­ქვე­ნო­დაც გა­ვალთ ფონს, კრემ­ლის "დახ­მა­რე­ბა" უკვე გა­მოვ­ცა­დე­თო. ჩვენ კი, ისევ უკან ვბრუნ­დე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მჯე­რა, რომ რუ­სეთ­მა სომ­ხე­თი მო­რა­ლუ­რად და­კარ­გა, ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ძლი­ერ­დე­ბა, ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნა კი დრო­ის ამ­ბა­ვია", - წერს ჰა­ი­ა­თე მა­გა­ნე­სი­ა­ნი.

"რამ­დე­ნი­მე დღეა ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ვი­ზიტს აპი­ა­რე­ბენ. სერ­გეი შო­ი­გუ­სა და მისი დე­ლე­გა­ცი­ის ყვე­ლა წევ­რი სა­თი­თა­ოდ აჩ­ვე­ნეს, კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბით ჩა­მო­ვე­დით - ყა­რა­ბაღ­ში სომ­ხე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ვყო­თო. ფა­ში­ნი­ა­ნი გან­წი­რუ­ლი სა­ხით იჯდა და თავს უქ­ნევ­და, - მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ვგრძნობ­დით თქვენს მხარ­და­ჭე­რას და იმე­დია, ძვენს ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ვებ­თო... სად, რაში, რო­გო­რი ფორ­მით იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი მათი მხარ­და­ჭე­რა?! მად­ლო­ბა, რუ­სე­თო, ყვე­ლაფ­რის­თვის, იმე­დია, ჩემი შთა­მო­მავ­ლო­ბა მა­ინც და­წერს მარ­თალ ის­ტო­რი­ას, სა­დაც თქვე­ნი როლი "ღირ­სე­უ­ლად" იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი!" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი აზა­რატ ქო­ჩა­რი­ა­ნი.

"ვინ ჩა­მო­ვი­დო­და ამ მძი­მე დღე­ებ­ში, თუ არა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?! თქვენ­თა­ნაც გვინ­და, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი გვირ­ჩევ­ნი­აო, ვე­უბ­ნე­ბო­დით, ჩუ­მად კი და­სავ­ლეთ­სა და ამე­რი­კას ვეპ­რან­ჭე­ბო­დით, თუმ­ცა, რო­გორც კი დაგ­ვჭირ­და, და­ნა­მუ­სე­ბა და­ვუ­წყეთ, - სად ხართ, რა­ტომ არ გვეხ­მა­რე­ბი­თო?! მა­ინც ჩა­მო­ვი­და ლავ­რო­ვი, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, და­გეხ­მა­რე­ბი­თო, ვაქ­ცი­ნა ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს, თა­ვად თავ­ზე ენგრე­ვათ ყვე­ლა­ფე­რი... რა­ტომ მო­ვე­დით აქამ­დე? რამ გა­ნა­პი­რო­ბა, რა­ტომ და­იღ­ვა­რა ამ­დე­ნი სის­ხლი? ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს", - წერს ნი­კო­ლაი აბ­რა­მი­ა­ნი.

"სომ­ხეთს ის­ტო­რი­უ­ლი და ემო­ცი­უ­რი ბმა აქვს რუ­სეთ­თან. მისი მხარ­და­ჭე­რით მო­ვე­დით აქამ­დე. რა­ტომ­ღაც თურ­ქე­თის ფაქ­ტო­რი დაგ­ვა­ვი­წყდა და შე­დე­გიც მი­ვი­ღეთ - მე­ნა­ნე­ბა ყო­ვე­ლი და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ იმე­დია, ჭკუ­ას ვის­წავ­ლით და გვე­ცო­დი­ნე­ბა, საით უნდა ვი­ყუ­როთ", - მი­აჩ­ნია არ­ტურ ოსი­პი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პომპეუსი
13

ყარაბახი აზერბაიჯანია

აფხაზეთი სამხრეთ ოსეთი საქართველოა

ყირიმი უკრაინა

დაინახეთ, ეს თქვენც, სომხებო!
29

ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა მთელს მსოფლიოს კრემლის "მორალური" სახე!

 

ავტორი:

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

სომხეთში, საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც თითქმის ორი კვირაა იმართება, რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები ჩავიდნენ. აქციის მონაწილეები, რომელთა უკანაც, საზოგადოების ნაწილის შეფასებით, რუსეთიდან მართული ოპოზიცია დგას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათთვის ფაშინიანის ხელისუფლება მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა ყარაბაღის ომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სომხეთისთვის კაპიტულაციად არის მიჩნეული.

აქციების ფონზე, თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

მათი პოზიციები, ძირათადად, მათმა მოადგილეებმა დაიკავეს. კონკრეტულად, განათლების ყოფილ მინისტრი, არაიკ ჰარუთუნიანი მისმა მოადგილემ ჟანა ანდრეასიანმა შეცვალა, შრომისა და სოციალურ საკითხთა ახალი მინისტრი მესოპ არაქელიანია, თავდაცვის სამინისტროს მეთაური კი, ვაგარშაკ არუთუნიანი იქნება. უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი არა აივაზიანმა დაიკავა.

ერევნის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიურობს სომხეთში სიდიდით მეორე ქალაქი გიუმრი, სადაც პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით, გიუმრის მოსახლეობის რადიკალური განწყობა იქ რუსეთის ბაზის არსებობით აიხსნება - მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაზაზეა დასაქმებული და რუსეთთან კავშირების დაკარგვა ან ურთიერთობის დაძაბვა, მათ ეკონომიკურ მდგომარებაზე ცუდად აისახება. თუმცა როგორც ფაშინიანის გარემოცვა აცხადებს, პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, "ახლა მთავარი დიპლომატიური მიმართულებაა".

რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს სომხეთში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილის შეფასებით, "კრემლმა ფაშინიანს თავისი ძალა აჩვენა და შემდეგ პატივი დასდო, პირისპირ გაცნობოდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, რითაც აგრძნობინა, რომ მის გარეშე სომხეთში ვერაფერი შეიცვლება".

სხვები მიიჩნევენ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ვერ განსაზღვრა, რომ რუსეთის ორბიტას ასე ადვილად ვერ დააღწევდა თავს, სომეხმა ხალხმა კი, ვითომ რევოლუციის სანაცვლოდ, რომელიც ვითომ დემოკრატიულ რეფორმებსა და პროდასავლურ მომავალს ჰპირდებოდა, მთიანი ყარაბაღი დაკარგა.

კიდევ ერთი ნაწილის მოსაზრებით, აქციები, რომელიც ახლა სომხეთის რამდენიმე ქალაქში იმართება, სომხეთის სტაბილური მომავლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და არა, კონკრეტულად ფაშინიანის ხელისუფლების.

"ამ კრიტიკულ სიტუაციაში რთულია ამის თქმა და არამომგებიანიც, მაგრამ უთქმელობაც რთულია - რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი გავლენა, რითაც გვითხრა, როგორც მე გიკარნახებთ, ისე იცხოვრებთ, დასავლეთი დაივიწყეთ, თორემ ჰუმანიტურალი მისიით შემოსულ ათასობით სამხედროს, მაშინვე დავამატებთო... ვაქცინა ჩამოგვიტანეს, რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს და არავინ იცის, რეალურად არჩენს თუ კლავს. არანაირი სანდო კვლევა არ გაუვლია. ყველაფერი რეალურად ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი აღარ გვაქვს და არც არასდროს გვქონია, ეს ყველამ ნახა, ჩვენ თუ არ გვინდა დანახვა, სხვა საქმეა... ცხადია, მხოლოდ ფაშინიანი არაფერ შუაშია, ვწუხვარ სერჟ სარგსიანის გამო, რომელიც 58 წლის ასაკში Covid-19-ით გარდაიცვალა, მაგრამ ეს ღმერთის სასჯელია, იმის გამო, რაც მან და მისმა კლანმა წლების განმავლობაში თავის ხალხს გაუკეთეს", - წერს სერ მიკირტიჩიანი.

"ჰუმანიტარული მისიით ჩავიდნენ ყარბაღში... რამდენიმე დღის წინ, ავტომატების კაკანი რომ ისმოდა, გვეუბნებოდნენ - თქვენს უსაფრთხოებაზე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, არცახზე კი არაო და მშვიდად უცქერდნენ, როგორ იხოცებოდნენ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. ახლა კი, მათთან ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ, რუსეთს ხომ ყველგან მშვიდობა შეაქვს?! ბედის ირონიაა", - მიაჩნია ანა კარაპეტიანს.

"ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით განვითარდა, რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანს მძიმე ტექნიკა მიჰყიდეს, რომ ჩვენთვის დაეშინა, აბა საქართველოსთან სტრატეგიული მოკავშირეობა აკავშირებთ, თურქეთი კი, მათი ქოლგაა. ჰოდა, დაელოდნენ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბოლომდე რომ გადაგვიარა, კაპიტულაციას რომ მოვაწერეთ ხელი, მერე ჩამოვიდნენ და ფაშიანიანს შეხვდნენ - თუ ჩვენთან იქნებით, დაცულად და კარგად იქნებით, თუ არადა, საერთოდ აღარ იქნებითო.

ახლა ჯერი ჩვენზეა - ისევ მოსკოვს ჩავბარდებით და ისევ იგივეს გავაგრძელებთ, თუ ვეტყვით, უკვე დასაკარგი არაფერი გვაქვს და უთქვენოდაც გავალთ ფონს, კრემლის "დახმარება" უკვე გამოვცადეთო. ჩვენ კი, ისევ უკან ვბრუნდებით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღიურად ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია", - წერს ჰაიათე მაგანესიანი.

"რამდენიმე დღეა ადგილობრივი პრორუსული არხები რუსეთის თავდაცვის მაღალჩინოსანთა ვიზიტს აპიარებენ. სერგეი შოიგუსა და მისი დელეგაციის ყველა წევრი სათითაოდ აჩვენეს, კონკრეტული დავალებით ჩამოვედით - ყარაბაღში სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა უზრუნველვყოთო. ფაშინიანი განწირული სახით იჯდა და თავს უქნევდა, - მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას და იმედია, ძვენს ძმურ ურთიერთობასა და თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთო... სად, რაში, როგორი ფორმით იყო გამოხატული მათი მხარდაჭერა?! მადლობა, რუსეთო, ყველაფრისთვის, იმედია, ჩემი შთამომავლობა მაინც დაწერს მართალ ისტორიას, სადაც თქვენი როლი "ღირსეულად" იქნება წარმოჩენილი!" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი აზარატ ქოჩარიანი.

"ვინ ჩამოვიდოდა ამ მძიმე დღეებში, თუ არა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები?! თქვენთანაც გვინდა, მაგრამ დასავლეთი გვირჩევნიაო, ვეუბნებოდით, ჩუმად კი დასავლეთსა და ამერიკას ვეპრანჭებოდით, თუმცა, როგორც კი დაგვჭირდა, დანამუსება დავუწყეთ, - სად ხართ, რატომ არ გვეხმარებითო?! მაინც ჩამოვიდა ლავროვი, როგორც შეგვიძლია, დაგეხმარებითო, ვაქცინა ჩამოგვიტანეს, თავად თავზე ენგრევათ ყველაფერი... რატომ მოვედით აქამდე? რამ განაპირობა, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი? ამაზე არავინ საუბრობს", - წერს ნიკოლაი აბრამიანი.

"სომხეთს ისტორიული და ემოციური ბმა აქვს რუსეთთან. მისი მხარდაჭერით მოვედით აქამდე. რატომღაც თურქეთის ფაქტორი დაგვავიწყდა და შედეგიც მივიღეთ - მენანება ყოველი დაკარგული სიცოცხლე, მაგრამ იმედია, ჭკუას ვისწავლით და გვეცოდინება, საით უნდა ვიყუროთ", - მიაჩნია არტურ ოსიპიანს.

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის შეჭრისთვის ემზადება

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში