საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?
"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც 20 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს, ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ და ამის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვეტს, შე­უ­ფარ­დე­ბენ თუ არა 31 წლის ბიჭს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­იჭ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა.

ის ითხოვ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ მისი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ასე­თი იყო: აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში; ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7%-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში; ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეთ. თავ­დამ­სხმელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ისიც და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი, 31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფაბ­რი­კა­ში" მუ­შა­ობ­და. მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ლე­ვა­ნი თა­მა­შობ­და და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ ცოლს გა­შორ­და.

ჩიტო ჩო­კო­რა­ია, და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი:

- ლე­ვა­ნის წლე­ბია ვიც­ნობ. მისი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვი ვარ. მე­უღ­ლეს გა­ცი­ლე­ბუ­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცოლ-შვი­ლი ჰყავს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ლე­ვა­ნი აზარ­ტულ­მა თა­მა­შებ­მა და­ღუ­პა. ამის გამო მო­უხ­და მშობ­ლე­ბის ბი­ნის გა­ყიდ­ვა. იმ სა­ზი­ზღარ ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში ისე­თი მა­ქი­ნა­ცია გა­უ­კე­თეს, რომ ამ­ხე­ლა ვა­ლე­ბი და­ე­დო. 10 წელ­ზე მე­ტია მის მშობ­ლებს ვიც­ნობ, კარ­გი ხალ­ხია, დედა პე­გა­გო­გი ჰყავს, ძა­ლი­ან კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი, მამა უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი.

ბორ­ჯომ­შიც აქვთ სახ­ლი. ბი­ნის და­კარ­გვა ძა­ლა­ი­ან გა­ნი­ცა­და, მერე ისე მოხ­და, რომ მე­უღ­ლეს გა­შორ­და ამ პრობ­ლე­მე­ბის გამო და ამა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ვუ­რე­კავ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი ნუ გე­ში­ნია, შენი გი­ორ­გი შენ­თან იქ­ნე­ბა და არას­დროს დაგ­კარ­გავს-მეთ­ქი. ვამ­ხნე­ვებ­დი. შენს ხმას ვე­ნაც­ვა­ლე ჩიტო დე­ი­დაო, ასე მე­ტყო­და. ამის მეტი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. ეტყო­ბა ახლა ძა­ლი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლია, ეტყო­ბა კი­დევ წა­ა­გო. გუ­შინ სახ­ლში ვერ ვის­ვე­ნებ­დი, მინ­დო­და წე­რე­თელ­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ 10 სა­ათ­ზე მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა რომ იყო, იმის შე­მე­შინ­და.

რომ მცოდ­ნო­და გზა არ გა­და­ი­კე­ტე­ბო­და და ეს შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნე­ბო­და, რა გა­მა­ჩე­რებ­და სახ­ლში. სულ მე­ტი­რე­ბა, ეს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის გამო რომ იღუ­პე­ბი­ან, ოჯა­ხე­ბი იღუ­პე­ბა, ახლა სას­ჯელს მის­ცე­მენ, ცი­ხე­ში გა­უშ­ვე­ბენ და კა­ციშ­ვი­ლი არ იკი­თხავს, რა ხდე­ბო­და მის სულ­ში. დე­დის პენ­სი­ა­ზე რომ ცხოვ­რობს ადა­მი­ა­ნი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და და ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
9

მხოლოდ პირობითი სასჯელი!

kaci
10

ხულიგნობის მუხლი, მეტი არ ეკუთვნის, ხალხის სატქმელი გააჟღერა კაცმა 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 20 ნოემბერს დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, შეუფარდებენ თუ არა 31 წლის ბიჭს წინასწარ პატიმრობას. როგორც ცნობილია, ის წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ის ითხოვდა ჟურნალისტებს გაეჟღერებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო: აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული, 31 წლის ლევან ზურაბიშვილი, ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფაბრიკაში" მუშაობდა. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც ახლობლები ამბობენ, ლევანი თამაშობდა და ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ცოლს გაშორდა.

ჩიტო ჩოკორაია, დაკავებულის ახლობელი:

- ლევანის წლებია ვიცნობ. მისი მეუღლის ნათესავი ვარ. მეუღლეს გაცილებულია, არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ჰყავს. ყველამ ვიცით, რომ ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა. ამის გამო მოუხდა მშობლების ბინის გაყიდვა. იმ საზიზღარ ტოტალიზატორში ისეთი მაქინაცია გაუკეთეს, რომ ამხელა ვალები დაედო. 10 წელზე მეტია მის მშობლებს ვიცნობ, კარგი ხალხია, დედა პეგაგოგი ჰყავს, ძალიან კარგი ქალბატონი, მამა უკეთილშობილესი ადამიანი.

ბორჯომშიც აქვთ სახლი. ბინის დაკარგვა ძალაიან განიცადა, მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს გაშორდა ამ პრობლემების გამო და ამასაც ძალიან განიცდიდა. ვურეკავდი და ვეუბნებოდი ნუ გეშინია, შენი გიორგი შენთან იქნება და არასდროს დაგკარგავს-მეთქი. ვამხნევებდი. შენს ხმას ვენაცვალე ჩიტო დეიდაო, ასე მეტყოდა. ამის მეტი ცხოვრებაში არავისთვის არაფერი უთქვამს. ეტყობა ახლა ძალიან გამწარებულია, ეტყობა კიდევ წააგო. გუშინ სახლში ვერ ვისვენებდი, მინდოდა წერეთელზე მივსულიყავი, მაგრამ 10 საათზე მოძრაობის შეზღუდვა რომ იყო, იმის შემეშინდა.

რომ მცოდნოდა გზა არ გადაიკეტებოდა და ეს შეზღუდვა მოიხსნებოდა, რა გამაჩერებდა სახლში. სულ მეტირება, ეს ახალგაზრდა ბიჭები ტოტალიზატორის გამო რომ იღუპებიან, ოჯახები იღუპება, ახლა სასჯელს მისცემენ, ციხეში გაუშვებენ და კაციშვილი არ იკითხავს, რა ხდებოდა მის სულში. დედის პენსიაზე რომ ცხოვრობს ადამიანი, ამ ყველაფერმა იმოქმედა და ეს ნაბიჯი გადადგა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული