სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?
"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?

საფ­რან­გე­თის გა­ზეთ "ლე მონ­დის“ («Le Monde») 18 ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით - "რა­ტომ და­მარ­ცხდა სომ­ხე­თი? ერე­ვან­მა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რუ­სე­თის მითი და­ი­ჯე­რა“, რომ­ლის ავ­ტო­რია ოლი­ვიე რუა - ცნო­ბი­ლი ფრან­გი პო­ლი­ტო­ლო­გი, რე­ლი­გი­ათმცოდ­ნე, ფლო­რენ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ში­ნა­არსს: "აზერ­ბა­ი­ჯან­თან პირ­ველ ომში (1992-94 წ.წ.) მიღ­წე­უ­ლი სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბის ფონ­ზე სო­მეხ ლი­დე­რებს, ისე­ვე, რო­გორც ზო­გი­ერთ ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კოსს, შეც­დო­მით მი­აჩ­ნდათ, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოს­კო­ვი და­სავ­ლე­თის ბოლო საყ­რდე­ნად რჩე­ბა ის­ლამ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ასე­თი რწმე­ნა ილუ­ზია აღ­მოჩ­ნდა.

რა­ტომ მოხ­და, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ ომში სომ­ხე­თი საკ­მა­ოდ იო­ლად და­მარ­ცხდა? რა თქმა უნდა, ჩვენ კარ­გად ვი­ცით ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის მო­მენ­ტში სომ­ხებს, რომ­ლებ­საც ხან­გრძლი­ვი სამ­ხედ­რო ის­ტო­რია გა­აჩ­ნდათ ჯერ მე­ფის რუ­სე­თის, შემ­დეგ კი - საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში სამ­სა­ხუ­რის, სა­ო­მარ ტრა­დი­ცი­ებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დათ, ვიდ­რე მსგავ­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის არმ­ქო­ნე აზერ­ბა­ი­ჯან­ლებს.

შე­სა­ბა­მი­სად, 1994 წელს სომ­ხებ­მა გა­ა­კონ­ტრო­ლეს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და მის გარ­შე­მო და­მა­ტე­ბი­თი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც და­ი­კა­ვეს, მაგ­რამ სო­მეხ­თა სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბა 2003 წლი­დან თან­და­თან გაჰ­ქ­რა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის მოს­ვლის შემ­დეგ: ბა­ქოს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტ­მა სომ­ხე­თი­სას თით­ქმის 7-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის რი­ცხვი კი, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სამ­ჯერ მე­ტად გა­ი­ზარ­და. ეს იმ დროს, როცა სომ­ხეთს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა, 1990-იანი წლე­ბი­დან.

მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ამით ვერ აიხ­სნე­ბა. ყვე­ლა ხე­დავ­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არ­მი­ის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და და ემ­ზა­დე­ბო­და იმ ტე­რი­ტო­რი­ის და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მელ­საც თა­ვი­სად მი­იჩ­ნევ­და. პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა, რო­მელ­მაც დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა მა­მის­გან - ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის­გან, ანუ და­მარ­ცხე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან - ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა თა­ვის პი­რად მიზ­ნად გა­ი­ხა­და და მისი რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბიც და­აგ­რო­ვა. გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, განა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის შე­ტე­ვას რამე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი ჰქონ­და? - მსგავ­სი - არა­ფე­რი. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მითი არა იხვი
21

ერთი ადგილის თამაშისთვის დაისაჯა

ქართველი ევროპელი
20

რა თქმა უნდა დღეს ფრანგები და ამერიკელები დგანან ქრისტიანობის დაცვაზე, რაღა დროის რუსეთია. სწორედ ამ ქვეყნებში ხდება ქრისტიანული სარწმუნოების დაცვა. 

ავტორი:

"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?

"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?

საფრანგეთის გაზეთ "ლე მონდის“ («Le Monde») 18 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - "რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“, რომლის ავტორია ოლივიე რუა - ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი, რელიგიათმცოდნე, ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: "აზერბაიჯანთან პირველ ომში (1992-94 წ.წ.) მიღწეული სამხედრო წარმატების ფონზე სომეხ ლიდერებს, ისევე, როგორც ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს, შეცდომით მიაჩნდათ, რომ ქრისტიანული მოსკოვი დასავლეთის ბოლო საყრდენად რჩება ისლამთან დაპირისპირებაში. სინამდვილეში კი, ასეთი რწმენა ილუზია აღმოჩნდა.

რატომ მოხდა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ ამჟამინდელ ომში სომხეთი საკმაოდ იოლად დამარცხდა? რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით ტექნიკური მიზეზები: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში სომხებს, რომლებსაც ხანგრძლივი სამხედრო ისტორია გააჩნდათ ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი - საბჭოთა არმიაში სამსახურის, საომარ ტრადიციებში უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე მსგავსი ტრადიციების არმქონე აზერბაიჯანლებს.

შესაბამისად, 1994 წელს სომხებმა გააკონტროლეს მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო დამატებითი აზერბაიჯანული ტერიტორიებიც დაიკავეს, მაგრამ სომეხთა სამხედრო უპირატესობა 2003 წლიდან თანდათან გაჰქრა, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ: ბაქოს სამხედრო ბიუჯეტმა სომხეთისას თითქმის 7-ჯერ გადააჭარბა. აზერბაიჯანის არმიის რიცხვი კი, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, სამჯერ მეტად გაიზარდა. ეს იმ დროს, როცა სომხეთს დემოგრაფიული პრობლემები გაუჩნდა, 1990-იანი წლებიდან.

მაგრამ ყველაფერი ამით ვერ აიხსნება. ყველა ხედავდა, რომ აზერბაიჯანი არმიის გადაიარაღებას ახორციელებდა და ემზადებოდა იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელსაც თავისად მიიჩნევდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც დისტანცირება მოახდინა მამისგან - ჰეიდარ ალიევისგან, ანუ დამარცხებული პრეზიდენტისგან - ქვეყნის გამთლიანება თავის პირად მიზნად გაიხადა და მისი რეალიზებისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსებიც დააგროვა. გულახდილად რომ ვთქვათ, განა აზერბაიჯანის არმიის შეტევას რამე მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა? - მსგავსი - არაფერი. წაიკითხეთ სტატია სრულად

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა