მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...პოლიცია მყისიერად იმოქმედებს" - შსს
"საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...პოლიცია მყისიერად იმოქმედებს" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, კახა სა­ბა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან "სირ­ცხვი­ლის დე­რეფ­ნე­ბის“ მო­წყო­ბა სცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს. რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ცია არ და­უშ­ვებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბას და მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ერ ფაქ­ტზე.

სა­ბა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, 21 ნო­ემ­ბერს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო­ე­ბას და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვას, რათა თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ თა­ვი­სუ­ფალ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში გა­ა­კე­თოს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი.

"უსაფრ­თხო სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შექ­მნი­ლია პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი. 21 ნო­ემ­ბერს, ისე­ვე, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში, პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სრუ­ლად იქ­ნე­ბი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და და­ი­ცა­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს.

ასე­ვე, გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დროს სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან ე.წ. სირ­ცხვი­ლის დე­რეფ­ნე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან “სირ­ცხვი­ლის დე­რეფ­ნე­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბა, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, აშ­კა­რად სცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, არ­ღვევს მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ უფ­ლე­ბებს, საფრ­თხეს უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბას და შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რად­გან ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიზ­ნად ისა­ხავს სა­არ­ჩევ­ნო ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას და პირ­და­პირ ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას ამომ­რჩე­ველ­ზე, რათა აი­ძუ­ლოს იგი მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უარი თქვას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ მათი მხრი­დან სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია მყი­სი­ე­რად იმოქ­მე­დებს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლად აღ­კვე­თი­სა და გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით მის­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­სა და ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

„ასე­ვე, მივ­მარ­თავთ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა პირს თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, და­იც­ვან კა­ნო­ნი, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს და ხელი შე­უ­წყონ არ­ჩევ­ნე­ბის მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­სა და ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

21 ნო­ემ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პე­რი­ო­დუ­ლად მო­ახ­დენს რო­გორც სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის ინ­ფორ­მი­რე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მარ­თლწეს­რი­გის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ.

პო­ლი­ცია არ და­უშ­ვებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბას და მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ერ ფაქ­ტზე. პო­ლი­ცია და­ი­ცავს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბას, იყოს სა­ხელ­მწი­ფო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო, სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს მშვიდ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში”, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
2

ვარ 71 წლის და ჯერ არცერთხელ არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა,მაგრამ ახლა ნამდვილად წავალ და ერთი რომელიმე ეცადოს რაიმე "კორიდორი" დამახვედროს და მერე ხურდა არავის გაუყოს, მიშას რისხვას სანატრელს გავუხდი ,გეფიცებით და თუ არა,ხომ ნახავთ.მე ხმას ბათუმში ვაძლევ ვარშანიძევ და სად დამემალები განახებ ვინაა სამარცხვინო.გეფიცებით,ჩემმა ასაკმა არ შეგაცდინოს,გაფრთხილებ!

განმარტებითი ბარათი:)
2

რა არის ცოცხალი დერეფანი? ადამიანები რომლებიც ჩამწკრივებულები არიან რიგში გასასვლელის აქეთ-იქით, რა არის სირცხვილის დერეფანი--- სამარცხვინო ადამიანების მიერ გაკეთებული დერეფანი რომლებიც ჩამწკრივებულები არიან რიგში გასასვლელის აქეთ-იქით, რა არის ღირსების დერეფანი----ღირსეული ადამიანების მიერ გაკეთებული დერეფანი რომლებიც ჩამწკრივებულები არიან რიგში გასასვლელის აქეთ-იქით, ასე რომ თუ ვინმე საკუთარ თავს კნინობითი ფორმით წარმოადგენს საკუთარ თავს დააბრალოს...:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...პოლიცია მყისიერად იმოქმედებს" - შსს

"საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...პოლიცია მყისიერად იმოქმედებს" - შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 21 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

"უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები. 21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან “სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”, - განაცხადა საბანაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

21 ნოემბერს, არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში”, - განაცხადა საბანაძემ.

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს