სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ
"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 52 წლის და­ვით წე­რო­ძის ოჯა­ხი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბის თხოვნთ მი­მარ­თავს. რო­გორც ისი­ნი ყვე­ბინ, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დღე­ე­ბია უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და - აქვს მა­ღა­ლი სი­ცხე და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, იგუ­დე­ბა, თუ კლი­ნი­კა­ში არ გა­და­იყ­ვა­ნეს, ბიძა მო­მიკ­ვდე­ბა", - ამ­ბობს სა­ლო­მე ზამ­ბა­ხი­ძე. მისი თქმით, 12 ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ რაც, და­ვით წე­რო­ძეს ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას უშე­დე­გოდ მო­ი­თხო­ვენ. ოჯა­ხი თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს.

"თა­ვი­დან­ვე მძი­მედ და­ე­წყო ვირუ­სი. ჰქონ­და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, სი­სუს­ტე და კი­დევ არა­ერ­თი სხვა სიმპტო­მი. მა­ში­ნაც სჭირ­დე­ბო­და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ არა­ვინ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღბა. წუ­ხელ ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. 39-ს გა­დას­ცდა ტემ­პე­რა­ტუ­რა და და­ე­წყო სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. და­ვუ­რე­კეთ სას­წრა­ფოს და რო­გორც იქნა, მო­ვიდ­ნენ. მხო­ლოდ ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა გა­უ­სინ­ჯეს და უთხრეს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბით მი­ე­წო­დე­ბო­და ჟანგბა­დი. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, ახლა გვი­ა­ნაა, ვერ შევ­ძლებ­თო და წა­ვიდ­ნენ. ეს იყო და ეს. იმ­დე­ნი სა­ა­თი ამის გამო ვე­ლო­დეთ... არც წა­მა­ლი გა­მო­უ­წე­რი­ათ და არც სხვა რამე რე­კო­მენ­და­ცია მი­უ­ცი­ათ. ბიძა მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში მუ­შა­ობს, იქე­დან და­ინ­ფი­ცირ­და. მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს მე­უღ­ლე და შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ დის­ტან­ცია და­იც­ვან. მათ ჯერ არ აქვთ სიმპტო­მე­ბი, მათ­თვის ტეს­ტი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. თუ კლი­ნი­კა­ში არ გა­და­იყ­ვა­ნენ ასე უწამ­ლოდ და უყუ­რა­დღე­ბოთ, ალ­ბათ, და­ი­ღუ­პე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უკ­ლებს. მხო­ლოდ სი­თხე­ე­ბი და პა­რა­ცე­ტა­მო­ლი არა­ფერს შვე­ლის...“ - უყ­ვე­ბა ambebi.ge -ს სა­ლო­მე ზა­ბა­ხი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
60

აი ეს არის ოცნება! ზეიმობდნენ ვირუსი დავამარცხეთო და არანაირი მოსამზადებელი ეტაპები არ გაუვლიათ, ახლა კი სრული კოლაფსია. ველაფერში ასეთი დირეტანტები საიდან მოხვედით?! თქვენი ბრალით რამდენი ადამიანი უნდა იყოს ასეთ ცუდ დღეში 

pompeo
15

ეს ნაძირალა ნაცების ტელევიზიდან ყოველფღე რო გაიძახოდნენ ვირუსი არ არსებობსო.იტყუებიანო, ფულს უხდიან რო კოვიდიანად ჩაწერონო და ამან თავის შედეგი მოიტანა. სააკაშვილზე და მის მოდგმაზე იყოს მთელი ცოდვა და სიმწარე ამ დატანჯული და დაავადებული ხალხის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ

კორონავირუსით ინფიცირებული 52 წლის დავით წეროძის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნთ მიმართავს. როგორც ისინი ყვებინ, ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა ბოლო დღეებია უკიდურესად დამძიმდა - აქვს მაღალი სიცხე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"ფაქტობრივად, იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება", - ამბობს სალომე ზამბახიძე. მისი თქმით, 12 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც, დავით წეროძეს ვირუსი დაუდასტურდა, პაციენტის კლინიკაში გადაყვანას უშედეგოდ მოითხოვენ. ოჯახი თბილისში, ვარკეთილში ცხოვრობს.

"თავიდანვე მძიმედ დაეწყო ვირუსი. ჰქონდა მაღალი სიცხეები, სისუსტე და კიდევ არაერთი სხვა სიმპტომი. მაშინაც სჭირდებოდა კლინიკაში გადაყვანა, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღბა. წუხელ ძალიან დამძიმდა. 39-ს გადასცდა ტემპერატურა და დაეწყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დავურეკეთ სასწრაფოს და როგორც იქნა, მოვიდნენ. მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება გაუსინჯეს და უთხრეს, რომ მინიმალური ოდენობით მიეწოდებოდა ჟანგბადი. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, ახლა გვიანაა, ვერ შევძლებთო და წავიდნენ. ეს იყო და ეს. იმდენი საათი ამის გამო ველოდეთ... არც წამალი გამოუწერიათ და არც სხვა რამე რეკომენდაცია მიუციათ. ბიძა მეტროპოლიტენში მუშაობს, იქედან დაინფიცირდა. მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე და შვილი, რომლებიც ცდილობენ დისტანცია დაიცვან. მათ ჯერ არ აქვთ სიმპტომები, მათთვის ტესტი არ გაუკეთებიათ. თუ კლინიკაში არ გადაიყვანენ ასე უწამლოდ და უყურადღებოთ, ალბათ, დაიღუპება. ტემპერატურა არ უკლებს. მხოლოდ სითხეები და პარაცეტამოლი არაფერს შველის...“ - უყვება ambebi.ge -ს სალომე ზაბახიძე.

მობრძანდით "მიჰაუსში"! ჩვენთან უსაფრთხოა

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა ვახტანგ გომელაურს დაბადების დღე პარლამენტის ტრიბუნიდან (ვიდეო)

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება