სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი
"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი

3 თვე გა­ვი­და შა­ტი­ლის გზა­ზე, სო­ფელ ბი­სოს­თან დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან, რო­დე­საც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თით­ქმის 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რის 20 მგზავ­რი­დან 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის იყო 25 წლის მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და ხა­ტია, ნატა თხე­ლი­ძე­სა და თა­მუ­ნა არ­ღვლი­ან­თან ერ­თად, ავა­რი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მან კლი­ნი­კა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ტო­ვა. ხა­ტია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ იწყებს ბრძო­ლას დამ­ნა­შა­ვის და­სას­ჯე­ლად. ხა­ტი­ას პოსტზე მო­ნიშ­ნუ­ლი ჰყავს ნატა თხე­ლი­ძე და თა­მუ­ნა არ­ღვლი­ა­ნიც.

"ვფიქ­რობ და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტო­მაა რომ სახ­ლი, სა­დაც მე და ჩემი დები გა­ვი­ზარ­დეთ, მო­წყე­ნი­ლი, დარ­დი­ა­ნი და ცა­რი­ე­ლია. მე­დეა ჩვენ­თან აღარ ცხოვ­რობს. ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე და ხა­ლი­სი­ა­ნი გოგო იყო. წელს მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი გახ­და, მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ცოდ­ნას იღ­რმა­ვებ­და მუდ­მი­ვად, სულ წიგ­ნე­ბი ეჭი­რა ხელ­ში და რის­თვის? რა­ტომ არ შე­უძ­ლია მას ჩვენს გვერ­დით ყოფ­ნა და თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა: პა­სუ­ხი ერ­თია - უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კომ­პა­ნი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი ტური! იმის გამო, რომ თრე­ვე­ლერ­მა მეტი სარ­გებ­ლო­ბის მიზ­ნით იქი­რა­ვა ძვე­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი მან­ქა­ნა, ჩას­ვა ამ მან­ქა­ნა­ში იმა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბო­და, იმის გამო, რომ მან­ქა­ნა არ ეკუთ­ვნო­და მძღოლს, რო­მე­ლიც იმ დღეს მარ­თავ­და აღ­ნიშ­ნულ ტრან­სპორ­ტს - დღეს ჩემი და ცო­ცხა­ლი აღარ არის, სი­ცო­ცხლეს მას­თან ერ­თად გა­მო­ემ­შვი­დო­ბა კი­დევ 16 ადა­მი­ა­ნი და გავმწარ­დით ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი თუ უც­ნო­ბე­ბი. ამ ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და უამ­რავ კი­თხვა­ზე ჯერ პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ერთი კი ნა­თე­ლია: ჩვე­ნი ტური გან­წი­რუ­ლი იყო თა­ვი­დან­ვე, ყვე­ლა პი­რო­ბა შეგ­ვიქ­მნა კომ­პა­ნი­ამ იმი­სათ­ვის,რომ მგზავ­რო­ბა ასე­თი კა­ტას­ტრო­ფით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­წყდა, კომ­პა­ნი­ას ერთი დღი­თაც არ შე­უ­წყვე­ტია მუ­შა­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე ჩა­სა­რი­ცხი თან­ხა უფ­როს­მა თა­ვის პი­რად ან­გა­რიშ­ზე ჩა­ა­რი­ცხი­ნა- ამ სა­კი­თხით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა არა­ვინ. დრო აღარ ით­მენს! ჩვენ გვინ­და პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე! დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს! ჩვენ ვი­წყებთ ბრძო­ლას!"

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერმინე
16

...ნეტა, მაგ სიფხიზლე მაშინვე გამოგეჩინათ და არ ჩამსხდარიყავით, ხომ შეძლებოდა.

ნანა
1

დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი გარდაცვლილების სულებმა! რაც შეეხება ამ არაკომპეტენტურ , უპასუხისმგებლო კომპანიებს, კი ნამდვილად უნდა მოეკითხოს და პასუხი აგონ, თუ შერჩებათ, დარწმუნებული ვარ ეს და ასევე სხვა კომპანიებიც გულგრილები იქნებიან და ამიტომ მათი პასუხისმგებლობა მაგალითი უნდა იყოს ყველა კომპანიისთვის, რომ ისევ არ გაიმეორონ ეს დანაშაული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი

"ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე... დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!" -  რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი

3 თვე გავიდა შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან დატრიალებული ტრაგედიიდან, როდესაც მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილებს შორის იყო 25 წლის მედეა დევსურაშვილი, რომლის და ხატია, ნატა თხელიძესა და თამუნა არღვლიანთან ერთად, ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. მან კლინიკა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ხატია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ იწყებს ბრძოლას დამნაშავის დასასჯელად. ხატიას პოსტზე მონიშნული ჰყავს ნატა თხელიძე და თამუნა არღვლიანიც.

"ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომაა რომ სახლი, სადაც მე და ჩემი დები გავიზარდეთ, მოწყენილი, დარდიანი და ცარიელია. მედეა ჩვენთან აღარ ცხოვრობს. ის სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი გოგო იყო. წელს მაგისტრატურის სტუდენტი გახდა, მასწავლებლობაზე ოცნებობდა, ცოდნას იღრმავებდა მუდმივად, სულ წიგნები ეჭირა ხელში და რისთვის? რატომ არ შეუძლია მას ჩვენს გვერდით ყოფნა და თავისი მიზნებისკენ სწრაფვა: პასუხი ერთია - უპასუხისმგებლო კომპანიის მიერ დაგეგმილი ტური! იმის გამო, რომ თრეველერმა მეტი სარგებლობის მიზნით იქირავა ძველი და გაუმართავი მანქანა, ჩასვა ამ მანქანაში იმაზე მეტი რაოდენობის ადამიანი, ვიდრე შეიძლებოდა, იმის გამო, რომ მანქანა არ ეკუთვნოდა მძღოლს, რომელიც იმ დღეს მართავდა აღნიშნულ ტრანსპორტს - დღეს ჩემი და ცოცხალი აღარ არის, სიცოცხლეს მასთან ერთად გამოემშვიდობა კიდევ 16 ადამიანი და გავმწარდით ასეულობით ადამიანი, გარდაცვლილების ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა და უამრავ კითხვაზე ჯერ პასუხი არ არსებობს. ერთი კი ნათელია: ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე, ყველა პირობა შეგვიქმნა კომპანიამ იმისათვის,რომ მგზავრობა ასეთი კატასტროფით დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 17 ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, კომპანიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ანგარიშზე ჩასარიცხი თანხა უფროსმა თავის პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა- ამ საკითხით არ დაინტერესებულა არავინ. დრო აღარ ითმენს! ჩვენ გვინდა პასუხი ყველა კითხვაზე! დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!"

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა