საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება
"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ზე­დი­ზედ ორ მარ­ცხს ეხ­მი­ა­ნე­ბა. კო­ბი­აშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ჩემ­თვის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის, ურ­თუ­ლე­სი აღ­საქ­მე­ლი იყო 12 ნო­ემ­ბრის მარ­ცხი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად გვქონ­და ასე­თი დიდი მო­ლო­დი­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, მატ­ჩის შემ­დგო­მი სტრე­სი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა, აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე რთუ­ლად და მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­სა­ტა­ნი. ამ სტრე­სულ ფონს მოჰ­ყვა მე­ო­რე მარ­ცხი.

მაგ­რამ მე, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ასე­თი დღე­ე­ბის შემ­დეგ არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბა, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა, შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა შემ­დე­გი თა­მა­შე­ბის­თვის ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი მო­ე­დან­ზე გას­ვლა - გას­ვლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. მომ­დევ­ნო თა­მა­შის­თვის მომ­ზა­დე­ბა და სწო­რედ ამ გან­წყო­ბის მი­ტა­ნა ჩვენს ბი­ჭე­ბამ­დე იყო ამ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ფე­დე­რა­ცი­ის გუნდთან ერ­თად გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ჯა­როდ ვრცლად ვი­სა­უბ­როთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე.

დღეს ჩვე­ნი გუნ­დი, მო­ე­დან­ზე ეს­ტო­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­თა­მა­შოდ ახალ მწვრთნელ­თან ერ­თად გა­მო­ვა და მინ­და რა­მაზ სვა­ნა­ძეს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმის­თვის, რომ ასეთ ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნაკ­რებს გვერ­დით უდ­გას. ასე­ვე, მად­ლო­ბა ვლა­დი­მირ ვა­ისს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ჩვენ­მა ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფის ფი­ნალ­ში შეძ­ლო ას­პა­რე­ზო­ბა.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­ულ ერ­თგულ გულ­შე­მატ­კი­ვარს - მე­თორ­მე­ტე მო­თა­მა­შეს. ასეთ ურ­თუ­ლეს წუ­თებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და ყვე­ლა გა­მამ­ხნე­ვე­ბელ სი­ტყვას და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის მხარ­და­ჭე­რას. კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში ეს არის სწო­რედ ის ძალა, რაც გეხ­მა­რე­ბა ფეხ­ზე წა­მოდ­გე, მი­უ­ხე­და­ვად მარ­ცხი­სა და­ი­წყო თა­ვი­დან და კი­დევ უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით გა­ა­კე­თო შენი საქ­მე.

დღეს შემ­დე­გი თა­მა­შის დღეა. მე მჯე­რა ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, მჯე­რა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენს ერ­თგულ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად ახალ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპს, ახა­ლი შე­მარ­თე­ბით შევ­ხვდე­ბით და ერ­თად არა­ერთ გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ზე­ი­მებთ", - წერს კო­ბი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

ცნობილი ფრაზა საყვარელი ფილმიდან ოლიმპიური სისტემის შესახებ, ვენაცვალე ძველ ბერძნებს წააგებ წადი, ეგ თქვენც გეხებათ ფედერაციას...

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
7

ამათ არაფერი ეხებათ, თანამდებობა მალე ალბათ მამიდან შვილზე გადავა, როგორც მეფეების დროს იყო და ქართველებისთვის ბიძო და მისი ზებრა იქნება ღვთის მოციქული...

თემურ ლენგის მოცილება უფრო ადვილი იყო, მარა, ამათ რა გაყრის ტოო???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება

"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების ზედიზედ ორ მარცხს ეხმიანება. კობიაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - წერს კობიაშვილი.

"კარგად ჩანს, როგორ დაუნგრიეს ოცნებებით სავსე გოგონას ცხოვრება" - სერიალი The Crown, ეკრანზე "გაცოცხლებული" პრინცესა დიანა და მსახიობი, რომელმაც ბრიტანელების აზრი ორად გაყო

"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული - "ტვირთთან ერთად ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

"შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს.. " - ნიკა მელია უქურთუკოდ გადაღებულ ფოტოსა და კომენტარს აქვეყნებს