"კვირის პალიტრის"სტუმარია ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ბუნებრივია, ჩვენი ინტერვიუ კოვიდსიტუაციის შეფასებით დაიწყო.
- ფაქტია, საქართველომ გადალახა წითელი ხაზი, სიკვდილიანობის რაოდენობა დრამატულად გაიზარდა. რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ არის საკმარისი და სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. შესაბამისად, ზოგიერთი გადაწყვეტილება სწრაფად არის მისაღები. ლაპარაკი აღარ არის დღეებზე, ლაპარაკია საათებსა და წუთებზე.
- გამოსავალი რა არის?
- ვფიქრობ, რამდენი ადამიანია ინფიცირებული, ამ სტატისტიკამ დაკარგა აზრი.როცა ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 3000-ს გადასცდა, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში დათვლას მნიშვნელობა აღარ აქვს. ფოკუსირება უნდა იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.
საწოლების რაოდენობა ქალაქების, რეგიონების მასშტაბით და სიკვდილიანობის მაჩვენებელი - ეს ორი ინდიკატორი ცხადყოფს, რა მდგომარეობაშიც ვართ.ახლა "შუქნიშანი" უნდა ჩავრთოთ - იქ, სადაც დაკავებულია რეანიმაციული საწოლების 50%, არის მწვანე ზონა, სადაც დაკავებულია რეანიმაციული საწოლების 50-დან 75%-მდე, ეს ყვითელი ზონაა და უკვე გამკაცრებული ზომებია მისაღები, თუ საწოლების დატვირთვამ 75%-ს გადააჭარბა, ის ზონა უნდა ჩაიკეტოს.უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ მარტო "კოვიდისგან" არ არის გარდაცვალების ინდიკატორი.
ის რომ პაციენტს აქვს გულის შეტევა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროზე არ მოდის, რომ ადამიანს ოპერაცია სჭირდება და არ არის შესაბამისი რეანიმაციული განყოფილება, ნიშნავს, რომ შესაძლოა პაციენტი არ გარდაცვლილა უშუალოდ "კოვიდისგან", არამედ გარდაიცვალა "კოვიდით" შექმნილი სიტუაციის გამო. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს, რომ "კოვიდისგან" დატვირთულმა სამედიცინო დაწესებულებამ ვერ მისცა საშუალება, დახმარებოდა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა, და ის გარდაიცვალა. შესაბამისად, უნდა შევცვალოთ ის ძველი მეთოდები, რომლებითაც ეპიდემიას ვმართავდით. ამჟამად ეპიდემიას ვმართავთ ისე, როგორც პირველი ტალღის დროს, როცა ყოველდღიურად 10-20 შემთხვევა გვქონდა. ეპიდემიის მართვის სადავე გაგვექცა. ამიტომაც აუცილებელია მკაცრი ზომები.
- თქვენ კარგა ხანია, ლოკდაუნის მომხრე ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აპირებს შემოღებას.
- მე პოლიტიკოსი არა ვარ, არც ეკონომისტი და არც ხელისუფლების წევრი, მე დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ - ჩემი გათვლებით (და არა მარტო ჩემით, საერთაშორისო ექსპერტებისაც), ლოკდაუნი ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოეღოთ. არავინ არსად არ უნდა გავიდეს, მიმოსვლა მინიმალური უნდა იყოს. მოქალაქეებს ერთმანეთთან მინიმალური კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, რათა ვირუსი გაჩერდეს, არ გავრცელდეს. დანარჩენი, ალაგ-ალაგ რაღაცები ჩავკეტეო, კატათაგვობანას თამაშია. რა არის ყველაზე მთავარი? - ადამიანის სიცოცხლე!
რაც შეეხება ეკონომიკას, მე გავეცანი ცნობილი ეკონომისტების ანგარიშს, სადაც ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული მათემატიკური მოდელი - ვინც უფრო მალე ჩაკეტავს ქვეყანას, მით მალე წამოდგება ფეხზე როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანდაცვის კუთხით, ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კატათაგვობანას თამაშობენ, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება - ეკონომიკისთვისაც და ხალხისთვისაც...წაიკითხეთ სრულად
ეს კაცი იმდენს იზამს, რომ უბრალო დაცემინებაზე ადამიანმა შეიძლება ინსულტი მიიღოს
ამ გარემოებაში სხვა გამოსავალი არ არის. უნდა მოახდინო გათიშვაზე მკაცრი რეაგირება. სხვაა ის რა კომენტარებიც ვაკეთე, მაგრამ ამან შესაბამისი განხილვა არ მიიღო, ხოლო დღესაც მაქვს სრული მზაობა ნებისმიერი სახის ექსპერიმენტისა კოვიდთან შეხებაში.