პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?
უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

10 ნო­ემ­ბერს, თით­ქმის ორ­თვი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ზავი და­ი­დო. სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯანს და­უბ­რუნ­დე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და ის­ტო­რი­უ­ლად და სტრა­ტე­გი­უ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წერ­ტი­ლე­ბი, მათ შო­რის ქა­ლა­ქი შუშა. ომში გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ფლობ­და. მათი არ­სე­ნა­ლის მთა­ვა­რი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ძალა უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი იყო, რომ­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბაც სომ­ხურ­მა არ­მი­ამ, რო­მელ­საც უმე­ტე­სად, რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა ჰქონ­და, ვერ შეძ­ლო.

  • კონ­ფლიქტმა კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, რომ რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა ნელ-ნელა უძ­ლუ­რი ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან, რა­საც უკვე პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის არ­სე­ნალ­ში ვა­წყდე­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად, რა შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რე­გი­ო­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში? ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია Geo Case-ის მკვლევ­რის, გი­ორ­გი ან­თა­ძის თქმით, მომ­ხდა­რი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

გი­ორ­გი ან­თა­ძე

"რო­გორც ჩანს, სომ­ხურ­მა მხა­რემ მა­ნამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე იმი­ტომ არ იზ­რუ­ნა, რომ შე­სა­ბა­მის ანა­ლიზს ვერ ახორ­ცი­ე­ლებ­და. ფაქ­ტია, ჩვენ ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რომ მთა­ვა­რი კონ­ფლიქ­ტის შემ­დგომ გა­სუ­ლი 30 წელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სომ­ხეთ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ემ­ზა­დე­ბო­და პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფლიქ­ტის­თვის. გა­სა­გე­ბია, რომ ამა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ქვეყ­ნის რე­სურ­სებ­მა, - აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტს, - ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბულ­მა ბევ­რმა მო­მენ­ტმა, მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ამ, ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბამ, დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა კონ­ტროლ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე, ანუ ყვე­ლა იმ ას­პექ­ტმა, რაც ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. რო­გორც ჩანს, ამ მხრივ სომ­ხე­თი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­კოჭ­ლებ­და და ეს შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ამ ომის პი­რო­ბებ­ში შე­დე­გებ­შიც აი­სა­ხა.

სა­ერ­თოდ, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­მარ­ტო ჩვენ­თვის, არა­მედ რე­გი­ო­ნის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვი­სა­ცაა. მა­გა­ლი­თად, გა­მოჩ­ნდა, რომ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, მათ შო­რის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი და რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ძვე­ლი სის­ტე­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­ოდ არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­ლონ­დე­ლია, რომ არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ რუ­სე­თი, თურ­ქე­თი და სომ­ხე­თიც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მის დას­კვნებს გა­ა­კე­თე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, სომ­ხეთს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­უ­წევს არა მარ­ტო თა­ვი­სი, თუნ­დაც, სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა, არა­მედ და­ფიქ­რე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­დეს ასეთ თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი წავა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და მისი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან გი­ორ­გი ან­თა­ძე.

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის თქმით, ჯერ კი­დევ 2016 წელს, ყა­რა­ბაღ­ში მომ­ხდარ 4-დღი­ან შე­ტა­კე­ბებ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა უპი­ლო­ტო კა­მი­კა­ძე­ე­ბი და სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც ერე­ვა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ იყო.

"მე ამ ომს ვთვლი ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე ომად, რად­გან ყა­რა­ბა­ღის პირ­ვე­ლი ომის შემ­დგომ, რო­მე­ლიც 1994 წელს შე­ჩერ­და, 2016 წელს მოხ­და 4-დღი­ა­ნი ომი, სა­დაც ყვე­ლა ნი­შა­ნი გა­მოჩ­ნდა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სწო­რედ მე­სა­მე ომი. ანუ ის, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა პირ­ვე­ლად სწო­რედ 2016 წლის 4-დღი­ან ომში გა­მო­ი­ყე­ნა უპი­ლო­ტო კა­მი­კა­ძე­ე­ბი და სხვა, შე­და­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც არ ჰქონ­და სომ­ხე­თის არ­მი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში. აი, სწო­რედ მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ ერე­ვანს უნდა მი­ექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­მი­ის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე. რა გა­მოჩ­ნდა ამ ომში მთა­ვა­რი? რო­გორც ჩვენ ვი­ცით, ჰა­ე­რია მთა­ვა­რი და ვინც ფლობს სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს, აკონ­ტრო­ლებს ჰა­ე­რი­დან, ის ბევრ რა­მეს იგებს. ასე მოხ­და ამ შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­მო­ი­ყე­ნა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: პირ­ვე­ლი იყო სა­დაზ­ვერ­ვო, ანუ სა­მიზ­ნე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის; მე­ო­რე, სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის კო­რექ­ტი­რე­ბის­თვის; და მე­სა­მე, დარ­ტყმის­თვის, ე.ი., ამ უპი­ლო­ტო­ე­ბი­დან ხდე­ბო­და სა­მიზ­ნე­ში მოხ­ვედ­რა ან თა­ვად ეს კა­მი­კა­ძე­ე­ბი, უპი­ლო­ტო­ე­ბის სა­ხით, ეცე­მოდ­ნენ და აფეთ­ქებ­დნენ თუნ­დაც, სომ­ხე­ბის ტან­კებს. ამით გა­მოჩ­ნდა ის, რომ მსოფ­ლიო 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სხვა დო­ნე­ზე გა­და­დის, მა­გა­ლი­თად, ტან­კე­ბი რჩე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა კვლავ აქვს, მაგ­რამ ახლა უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და პირ­ველ რიგ­ში წერ­ტი­ლო­ვან, უზუს­ტეს დარ­ტყმებს“, - აღ­ნიშ­ნავს ალა­დაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან.

ის ასე­ვე პა­სუ­ხობს კი­თხვას, თუ რა­ტომ არ შე­ი­ა­რაღ­და სომ­ხე­თი იმის შემ­დეგ, რაც 2016 წლის 4-დღი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა.

"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა 2007-2008 წელს სა­ქარ­თვე­ლომ შე­მო­ი­ტა­ნა, ეს უპი­ლო­ტო­ე­ბი ის­რა­ე­ლის წარ­მო­ე­ბის იყო. ასე­ვე, მა­შინ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი ტან­კე­ბის აღ­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­ვი­გა­ცი­ი­სა და ცე­ცხლის მარ­თვის სის­ტე­მე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა­ტომ არ შე­ი­ა­რაღ­და სომ­ხე­თი: პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ეს ძა­ლი­ან დიდ თან­ხებს მო­თხოვს, რაც სომ­ხეთს არ ჰქონ­და; და მე­ო­რე, სომ­ხე­თი მიბ­მუ­ლი იყო და ახ­ლაც მიბ­მუ­ლი რჩე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე, რუ­სეთს კი შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ასე­თი დო­ნის უპი­ლო­ტო­ე­ბი თა­ვად არ აქვს. ჩვენ­თან, 2008 წლის შემ­დგომ, რაც ის­რა­ელ­მა უპი­ლო­ტო­ე­ბის გად­მო­ცე­მა შეგ­ვი­წყვი­ტა, თვი­თონ რუ­სეთ­მა დადო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, შე­ი­ძი­ნა უპი­ლო­ტო­ე­ბი და ის­რა­ე­ლის უპი­ლო­ტო­ე­ბის ლი­ცენ­ზი­ის წარ­მო­ე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვად და­ი­წყო. სომ­ხებს თა­ვი­სი უპი­ლო­ტო­ე­ბი ჰქონ­დათ, რამ­დე­ნი­მე სა­ხით, მაგ­რამ ის მხო­ლოდ სა­დაზ­ვერ­ვო ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს. თუმ­ცა, ბრძო­ლის ბოლო ეტაპ­ზე გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია ისე­თი ტი­პის უპი­ლო­ტო სა­დაზ­ვერ­ვო თვითმფრი­ნა­ვით, რო­მე­ლიც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია და სომ­ხეთს არ ჰქონ­და - ეტყო­ბა, ბრძო­ლის ბოლო ეტაპ­ზე მი­ა­წო­დეს სომ­ხეთს, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სომ­ხებ­მა სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის კო­რექ­ტი­რე­ბა და გარ­კვე­უ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და­ნა­ყო­ფის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი

უპი­ლო­ტო­ე­ბი, სომ­ხე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, რო­მელ­საც ფული აქვს, შე­ის­ყი­და ჯერ ის­რა­ე­ლის­გან, შემ­დეგ თურ­ქეთ­მა გა­მო­უშ­ვა ეს ახა­ლი უპი­ლო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ცა­და მა­ნამ­დე სი­რი­ა­ში, ასე­ვე ლი­ბი­ა­ში და შემ­დეგ უკვე ყა­რა­ბაღ­ში. აზერ­ბა­ი­ჯან­მა ამ მხრივ სწო­რი გათ­ვლა გა­ა­კე­თა, რომ დღეს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა არა ვთქვათ, ტან­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, არა­მედ იმა­ვე, სა­დაზ­ვერ­ვო, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად მო­პო­ვე­ბას და შემ­დეგ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბას, უზუს­ტე­სი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით“, - აცხა­დებს ალა­დაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ან­თა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქვე­ყა­ნამ ამ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­კე­თოს შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი. ალა­დაშ­ვი­ლის თქმით კი, სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ უპი­ლო­ტო სის­ტე­მე­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

"პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი იმ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ რე­გი­ონ­ში იყო. ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ურ უპი­რა­ტე­სო­ბას შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში. ეს ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ დრო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის, რო­გორც კა­მი­კა­ძე­ე­ბის, ისე სა­დაზ­ვერ­ვო და დამ­რტყმე­ლი დრო­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­მარ­ტო ტექ­ნი­კის, არა­მედ, ოპე­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუ რო­გორ მოქ­მე­დებ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის როლს და მოქ­მე­დე­ბა­საც, საბ­რძო­ლო სივ­რცე­ზე რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში საბ­რძო­ლო სუ­რა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, და­მუ­შა­ვე­ბა­სა და მის ადეკ­ვა­ტუ­რად და სწრა­ფად ასახ­ვას, ამას­თან, თუ რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბა­ზე - ყვე­ლა ეს მო­მენ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს არა­მარ­ტო იმა­ზე, თუ ტექ­ნი­კუ­რად რო­გორ უნდა გა­და­ი­ა­რაღ­დეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, არა­მედ, გვა­რე­ო­ბე­ბი­სა და სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს. ყვე­ლა­ფერ­მა ამან შე­იძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს წვრთნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ზეც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ეს დას­კვნე­ბი შე­სა­ბა­მი­სად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს და აი­სა­ხოს. ოღონდ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი: რო­დე­საც ასეთ ცვლი­ლე­ბებ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი მთა­ვა­რი პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ის, თუ რო­გორ მოქ­მე­დებ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ერთი სა­კი­თხია, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, რა დას­კვნე­ბი უნდა გა­ვა­კე­თოთ ჩვენს უპირ­ვე­ლეს პო­ტენ­ცი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რად მა­ინც თა­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და გან­სხვა­ვე­ბებს მო­ი­ტანს, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი“, - აღ­ნიშ­ნავს ან­თა­ძე.

"პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რე­გი­ონ­ში სწო­რედ ჩვენ, 2007-2008 წლებ­ში გა­დავ­დგით და იმ პე­რი­ო­დის­თვის სა­უ­კე­თე­სო, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე უპი­ლო­ტო­ე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ... ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე 3-4 მათ­გა­ნი დავ­კარ­გეთ აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ვთვლი, რომ პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დიდი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ამა­ზე უნდა იყოს გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, რომ უპი­ლო­ტო სის­ტე­მე­ბის არა­მარ­ტო შეს­ყიდ­ვა, არა­მედ მათი აწყო­ბა მოხ­დეს. თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არის, ტექ­ნი­კუ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი არაა, უბ­რა­ლოდ, რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბის ჩა­დე­ბას მო­ი­თხოვს. რო­დე­საც ეს იქ­ნე­ბა, უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად წას­წევს წინ ქარ­თულ არ­მი­ას, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მოხ­დეს, ანუ ვთქვათ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, მაგ­რამ ხან­ძრე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, წყალ­დი­დო­ბე­ბი და ისი­ნი სა­დაზ­ვერ­ვო ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლე­ბენ, მა­გა­ლი­თად, აღ­მო­ა­ჩე­ნენ, ვი­საც შვე­ლა სჭირ­დე­ბა და ა.შ. ერთი სი­ტყვით, დღეს უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა“, - აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

ასეა თუ ისე, ფაქ­ტია, რომ რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბა ბევრ სფე­რო­ზე, მათ შო­რის, შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, ქვეყ­ნებს კი ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, შე­ას­რუ­ლონ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დად­გე­ბი­ან თუ არა ისი­ნი კონ­ფლიქ­ტის საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
7
37 000 -იანი ჯარი სასაცილოდ ცოტაა. მინიმუმ 50 000 გვჭირდება 200 000 -იანი რეზერვით. 700 მილიონიც სასაცილოდ ცოტაა. მინიმუმ 2 მილიარდია საჭირო.
eka
6

ჯარისკაცებიც არ უნდა იყვნენ 8 კლასის განათლებით მაგასაც მიხვდით ალბათ.

ავტორი:

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

10 ნოემბერს, თითქმის ორთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ზავი დაიდო. სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს დაუბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი და ისტორიულად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი წერტილები, მათ შორის ქალაქი შუშა. ომში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელსაც აზერბაიჯანი ფლობდა. მათი არსენალის მთავარი გამანადგურებელი ძალა უპილოტო თვითმფრინავები იყო, რომლის განეიტრალებაც სომხურმა არმიამ, რომელსაც უმეტესად, რუსული ტექნიკა ჰქონდა, ვერ შეძლო.

  • კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ რუსული ტექნიკა ნელ-ნელა უძლური ხდება თანამედროვე სამხედრო შეიარაღებასთან, რასაც უკვე პატარა ქვეყნების არსენალში ვაწყდებით.

შესაბამისად, რა შეიძლება შეცვალოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რეგიონის შეიარაღებაში? ანალიტიკური ორგანიზაცია Geo Case-ის მკვლევრის, გიორგი ანთაძის თქმით, მომხდარი მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

გიორგი ანთაძე

"როგორც ჩანს, სომხურმა მხარემ მანამდე შეიარაღებაზე იმიტომ არ იზრუნა, რომ შესაბამის ანალიზს ვერ ახორციელებდა. ფაქტია, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მთავარი კონფლიქტის შემდგომ გასული 30 წელი აზერბაიჯანი სომხეთთან შედარებით გაცილებით ემზადებოდა პოტენციური კონფლიქტისთვის. გასაგებია, რომ ამაზე გავლენა იქონია ქვეყნის რესურსებმა, - აზერბაიჯანული თავდაცვის ბიუჯეტი რამდენჯერმე აღემატება სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტს, - ასევე, სახელმწიფოში არსებულმა ბევრმა მომენტმა, მათ შორის კორუფციამ, ქვეყნის მდგომარეობამ, დემოკრატიულმა კონტროლმა შეიარაღებულ ძალებზე, ანუ ყველა იმ ასპექტმა, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე ახდენს გავლენას. როგორც ჩანს, ამ მხრივ სომხეთი სერიოზულად მოიკოჭლებდა და ეს შესაბამისად, უკვე ამ ომის პირობებში შედეგებშიც აისახა.

საერთოდ, ბოლოდროინდელი მოვლენები მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, არამედ რეგიონის სხვა მოთამაშეებისთვისაცაა. მაგალითად, გამოჩნდა, რომ მოძველებული შეიარაღება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რადიოლოკაციური ბრძოლის საშუალებების ძველი სისტემები თანამედროვე დრონების წინააღმდეგ საკმაოდ არაეფექტური აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მოსალონდელია, რომ არამარტო საქართველო, არამედ რუსეთი, თურქეთი და სომხეთიც აღნიშნული მიმართულებით შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ. პირველ რიგში, სომხეთს სერიოზულად მოუწევს არა მარტო თავისი, თუნდაც, სამხედრო შეიარაღების პარკის განახლება, არამედ დაფიქრება იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდეს ასეთ თანამედროვე სისტემებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სერიოზული საუბარი წავა შეიარაღებული ძალებისა და მისი ტექნიკური აღჭურვის საშუალებების განახლების მიმართულებით“, - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან გიორგი ანთაძე.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2016 წელს, ყარაბაღში მომხდარ 4-დღიან შეტაკებებში აზერბაიჯანმა უპილოტო კამიკაძეები და სხვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა გამოიყენა, რომელიც ერევანის შეიარაღებაში არ იყო.

"მე ამ ომს ვთვლი ყარაბაღის მესამე ომად, რადგან ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ, რომელიც 1994 წელს შეჩერდა, 2016 წელს მოხდა 4-დღიანი ომი, სადაც ყველა ნიშანი გამოჩნდა, თუ როგორი იქნებოდა სწორედ მესამე ომი. ანუ ის, რომ აზერბაიჯანმა პირველად სწორედ 2016 წლის 4-დღიან ომში გამოიყენა უპილოტო კამიკაძეები და სხვა, შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა, რომელიც არ ჰქონდა სომხეთის არმიას შეიარაღებაში. აი, სწორედ მაშინ ოფიციალურ ერევანს უნდა მიექცია ყურადღება, რომ აზერბაიჯანმა სერიოზული განაცხადი გააკეთა თავისი არმიის გადაიარაღებაზე. რა გამოჩნდა ამ ომში მთავარი? როგორც ჩვენ ვიცით, ჰაერია მთავარი და ვინც ფლობს საჰაერო სივრცეს, აკონტროლებს ჰაერიდან, ის ბევრ რამეს იგებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც აზერბაიჯანმა გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები რამდენიმე დანიშნულებით: პირველი იყო სადაზვერვო, ანუ სამიზნეების აღმოჩენისთვის; მეორე, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის; და მესამე, დარტყმისთვის, ე.ი., ამ უპილოტოებიდან ხდებოდა სამიზნეში მოხვედრა ან თავად ეს კამიკაძეები, უპილოტოების სახით, ეცემოდნენ და აფეთქებდნენ თუნდაც, სომხების ტანკებს. ამით გამოჩნდა ის, რომ მსოფლიო 21-ე საუკუნეში სხვა დონეზე გადადის, მაგალითად, ტანკები რჩება და მნიშვნელობა კვლავ აქვს, მაგრამ ახლა უპირატესობა ენიჭება ახალ ტექნოლოგიებს და პირველ რიგში წერტილოვან, უზუსტეს დარტყმებს“, - აღნიშნავს ალადაშვილი AMBEBI.GE-სთან.

ის ასევე პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ შეიარაღდა სომხეთი იმის შემდეგ, რაც 2016 წლის 4-დღიანი შეტაკებებისას გამოჩნდა.

"სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე თანამედროვე შეიარაღება 2007-2008 წელს საქართველომ შემოიტანა, ეს უპილოტოები ისრაელის წარმოების იყო. ასევე, მაშინ წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენი, ქართული ტანკების აღჭურვა თანამედროვე ნავიგაციისა და ცეცხლის მართვის სისტემებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ შეიარაღდა სომხეთი: პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ თანხებს მოთხოვს, რაც სომხეთს არ ჰქონდა; და მეორე, სომხეთი მიბმული იყო და ახლაც მიბმული რჩება რუსეთის ფედერაციაზე, რუსეთს კი შეიარაღებაში ასეთი დონის უპილოტოები თავად არ აქვს. ჩვენთან, 2008 წლის შემდგომ, რაც ისრაელმა უპილოტოების გადმოცემა შეგვიწყვიტა, თვითონ რუსეთმა დადო ხელშეკრულება, შეიძინა უპილოტოები და ისრაელის უპილოტოების ლიცენზიის წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე თავად დაიწყო. სომხებს თავისი უპილოტოები ჰქონდათ, რამდენიმე სახით, მაგრამ ის მხოლოდ სადაზვერვო ფუნქციებს ასრულებს. თუმცა, ბრძოლის ბოლო ეტაპზე გამოჩნდა ვიდეოკადრები, რომელიც გადაღებულია ისეთი ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავით, რომელიც რუსეთის შეიარაღებაშია და სომხეთს არ ჰქონდა - ეტყობა, ბრძოლის ბოლო ეტაპზე მიაწოდეს სომხეთს, რის მეშვეობითაც სომხებმა საარტილერიო ცეცხლის კორექტირება და გარკვეული აზერბაიჯანული დანაყოფის განადგურება მოახერხეს.

ირაკლი ალადაშვილი

უპილოტოები, სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა, რომელსაც ფული აქვს, შეისყიდა ჯერ ისრაელისგან, შემდეგ თურქეთმა გამოუშვა ეს ახალი უპილოტოები, რომლებიც გამოიცადა მანამდე სირიაში, ასევე ლიბიაში და შემდეგ უკვე ყარაბაღში. აზერბაიჯანმა ამ მხრივ სწორი გათვლა გააკეთა, რომ დღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა ვთქვათ, ტანკების რაოდენობას, არამედ იმავე, სადაზვერვო, ოპერატიული ინფორმაციის დროულად მოპოვებას და შემდეგ ამ ინფორმაციის დროულად რეალიზებას, უზუსტესი, წერტილოვანი საჰაერო და საარტილერიო დარტყმების საშუალებით“, - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ანთაძე აღნიშნავს, ქვეყანამ ამ სამხედრო მოქმედებების შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ალადაშვილის თქმით კი, საქართველო სწორედ უპილოტო სისტემებით უნდა დაინტერესდეს.

"პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები იმ სამხედრო მოქმედებებიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რეგიონში იყო. ნათლად გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობას შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს ჩვენ დავინახეთ დრონების აქტიური გამოყენებით, მათ შორის, როგორც კამიკაძეების, ისე სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არამარტო ტექნიკის, არამედ, ოპერატიული ხელოვნების თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, თუ როგორ მოქმედებდნენ შეიარაღებული ძალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ყურადღება მივაქციოთ სპეცდანიშნულების ძალების როლს და მოქმედებასაც, საბრძოლო სივრცეზე რეალურ რეჟიმში საბრძოლო სურათის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებასა და მის ადეკვატურად და სწრაფად ასახვას, ამასთან, თუ როგორ გავლენას ახდენს ოპერატიულ ვითარებაზე - ყველა ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს არამარტო იმაზე, თუ ტექნიკურად როგორ უნდა გადაიარაღდეს შეიარაღებული ძალები, არამედ, გვარეობებისა და სახეობების გამოყენებაში რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ყველაფერმა ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს წვრთნისა და განათლების პროცესზეც შეიარაღებულ ძალებში. ეს დასკვნები შესაბამისად აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აისახოს. ოღონდ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: როდესაც ასეთ ცვლილებებზე გვაქვს საუბარი, პირველ რიგში ჩვენი მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგეები უნდა გავითვალისწინოთ. ის, თუ როგორ მოქმედებდა აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ, ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელობა ექნება, რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ ჩვენს უპირველეს პოტენციურ მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, რადგან საბრძოლო მოქმედებები პოტენციურად მაინც თავის თავისებურებებს და განსხვავებებს მოიტანს, როდესაც მაგალითად, საქართველოზე იქნება ლაპარაკი“, - აღნიშნავს ანთაძე.

"პირველი ნაბიჯი რეგიონში სწორედ ჩვენ, 2007-2008 წლებში გადავდგით და იმ პერიოდისთვის საუკეთესო, ულტრათანამედროვე უპილოტოები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ... ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე 3-4 მათგანი დავკარგეთ აფხაზეთის მიმართულებაზე. ვთვლი, რომ პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დიდი ყურადღება სწორედ ამაზე უნდა იყოს გამახვილებული, რომ უპილოტო სისტემების არამარტო შესყიდვა, არამედ მათი აწყობა მოხდეს. თბილისში, საქართველოში ამის საშუალებები არის, ტექნიკურად ეს ძალიან რთული არაა, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხების ჩადებას მოითხოვს. როდესაც ეს იქნება, უკვე სერიოზულად წასწევს წინ ქართულ არმიას, მათი გამოყენება შეიძლება ორმაგი დანიშნულებით მოხდეს, ანუ ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხანძრები შეიძლება იყოს, წყალდიდობები და ისინი სადაზვერვო ფუნქციას შეასრულებენ, მაგალითად, აღმოაჩენენ, ვისაც შველა სჭირდება და ა.შ. ერთი სიტყვით, დღეს უპილოტო საფრენ აპარატებზე დიდი მოთხოვნაა“, - აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რეგიონში ვითარების ცვლილება ბევრ სფეროზე, მათ შორის, შეიარაღებაზე მოახდენს გავლენას, ქვეყნებს კი ისღა დარჩენიათ, შეასრულონ საშინაო დავალება, მიუხედავად იმისა, დადგებიან თუ არა ისინი კონფლიქტის საფრთხეების წინაშე.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე