სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა" - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას პასუხობს
"ან დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა" - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას პასუხობს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

კო­ბი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მისი შტა­ბის გა­დაწ­ვა კა­ლა­ძე-კო­ბი­აშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის და­ვა­ლე­ბით მოხ­და, ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს.

"არ­ჩევ­ნე­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ მინ­დო­და ჩემი ოპო­ნენ­ტის ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. ვთვლი­დი, რომ არე­უ­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა და დრა­მე­ბის დად­გმა უბ­ნებ­თან მათი ჩვე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სტრა­ტე­გია იყო და ჩვენ­გან ყვე­ლა­ზე სწო­რი რე­აქ­ცია ამ სპექ­ტაკ­ლე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა იქ­ნე­ბო­და.

მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამ სი­ბინ­ძუ­რის დას­რუ­ლე­ბას არ აპი­რებს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ნი­კა­ნორ მე­ლია.

ახლა, როცა ვან­და­ლიზმს და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს გვაბ­რა­ლე­ბენ, უპა­სუ­ხოდ ვერ დავ­ტო­ვებ კან­დი­და­ტი მე­ლი­ას ცი­ლის­წა­მე­ბას.

ის ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი, რაც ამ პარ­ტი­ას მისი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, 2003 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, არ შეც­ვლი­ლა.

მათ ვერ აუ­წყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას და ვერც ამომ­რჩე­ველს.

მე არ მჩვე­ვია მე­ლი­ას სტილ­ში ყა­ყა­ნი და ბრალ­დე­ბე­ბის უმი­სა­მარ­თოდ ფრქვე­ვა.

მის დო­ნე­ზე არ და ვერ და­ვალ!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ად­გე­ნენ, თუ ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და, რა­ტომ და ვინ გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი ნი­კა­ნორ მე­ლი­ას ერთ-ერთ ოფის­ში და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე უმ­კაც­რე­სად აგებს პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

კან­დი­დატ­მა მე­ლი­ამ კი უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, რის სა­ფუძ­ველ­ზე გვდებს ბრალს ოფი­სის დარ­ბე­ვა­ში და კრი­მი­ნალ­თან კავ­შირ­ში, ან მო­უ­წევს ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე ბო­დი­შის მოხ­და.

მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ ტე­ლეს­პექ­ტაკ­ლებს არ ვდგამთ.

მას შემ­დეგ, რაც სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ ერთხელ და­ი­ნა­ხავს მათ ნამ­დვილ სა­ხეს და კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდე­ბა, სად არის სი­მარ­თლე და სად ამო­რა­ლუ­რი ტყუ­ი­ლე­ბი!", - წერს კო­ბი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
90

ნეტა შენი დაწერილი რაცაა, ის წაგვაკითხა.. თუმცა, შევძლებდით კი წაკითხვას?

natia
111

მოდი ლევან წადი სახლში ხო ხედავ არც ფეხბურთი გამოგდით არც პოლიტიკა და დაგვანებეთ თავი რა შეგვჭამეთ გვაცადეთ ცხოვრება ღირსეულად გული არ გაქვთ არცერთ მაქეთა ფლანგზე ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ან დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა" - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას პასუხობს

"ან დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა" - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას პასუხობს

"ქართული ოცნების" წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

კობიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მისი შტაბის გადაწვა კალაძე-კობიაშვილთან დაახლოებული ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით მოხდა, ცილისწამებას უწოდებს.

"არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია.

ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას.

ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა.

მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს.

მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა.

მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.

მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.

მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!", - წერს კობიაშვილი.

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ გახარიამ, ვიდრე გადააყენებდნენ, დაასწრო და გადადგა" -  რამდენად შესაძლებელია მე-3 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება გახარიას გარშემო მოხდეს?

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას?

"მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს იმ დეპუტატებმაც, ვინც გახარიას კვოტით მოხვდნენ პარლამენტში" - ნიკოლოზ მეტრეველი