სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს თავს ვუთხარი, გამარჯვებული უნდა დაბრუნდე-მეთქი... მინდა, მალე დავუბრუნდე ჩემს ქვეყანას" - ამერიკაში მყოფი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოცნება და წარმატების გზა
"ჩემს თავს ვუთხარი, გამარჯვებული უნდა დაბრუნდე-მეთქი... მინდა, მალე დავუბრუნდე ჩემს ქვეყანას" - ამერიკაში მყოფი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოცნება და წარმატების გზა

წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლოს­თან არ­სე­ბუ­ლი "სუ­ლი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი", ეს­პა­ნეთ­ში მძი­მე პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცდი­ლობს ემიგ­რანტ ბავ­შვებს უამ­რა­ვი ლა­მა­ზი დღე აჩუ­ქოს, ამის­თვის კი მოს­წავ­ლე­ებს ბევრ კარგ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს სთა­ვა­ზობს. მთე­ლი გუნ­დი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩაბ­მუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, არ­ქი­მან­დრიტ ლუკა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის კურ­თხე­ვით.

წმინ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის საკ­ვი­რაო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა, და არა მარ­ტო მათ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყვეს ქა­ლაქ ფი­უ­ას წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლოს ქარ­თუ­ლი საკ­ვი­რაო სკო­ლი­სა და ავ­სტრი­ის ქა­ლაქ გრა­ცის ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის.სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი საკ­ვი­რაო სკო­ლის ახალ­და­მე­გობ­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს.

გაჩ­ნდა იდეა, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ, სა­ა­მა­ყო და წარ­მა­ტე­ბულ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში მყოფ ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილს შეხ­ვედ­როდ­ნენ. გა­ი­მარ­თა ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა, სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია მოს­წავ­ლე­ებ­სა და ალექ­სან­დრეს შო­რის.

- ახერ­ხებ ამე­რი­კა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას?

- რა თქმა უნდა. დავ­დი­ვარ ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­ში, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ვი­რი­ცხე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- რო­გორ ფიქ­რობ, რამ მო­გი­ტა­ნა წარ­მა­ტე­ბა, რა არის ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც წარ­მა­ტე­ბას უთუ­ოდ მო­გი­ტანს, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მაა. ყო­ველ­თვის ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, ვარ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი, ყო­ველ­თვის ბევ­რს ვთხოვ სა­კუ­თარ თავს და ალ­ბათ, ეს არის ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლაც - იშ­რო­მეთ ბევ­რი და მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ.

თა­ვის დრო­ზე, იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ძლი­ე­რი ვარ და სიმ­ღე­რა შე­მიძ­ლია, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ვო­ის­ში" და ვფიქ­რობ, ჩემი გა­მარ­ჯვე­ბით ეს და­ვამ­ტკი­ცე. არა­ერთ სხვა კონ­კურ­სშიც გა­მი­მარ­ჯვია, თუმ­ცა დღემ­დე მწყდე­ბა გული, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ნიჭი არ და­ა­ფა­სეს.

- რა იყო გა­მარ­ჯვე­ბის სტი­მუ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა გინ­დო­და?

- ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი - მან კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბის წინ და­მი­ბა­რა, რო­დე­საც მი­ვე­დი, მთხო­ვა მემ­ღე­რა. სამი სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. დამ­ლო­ცა. მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ­დი წარ­მა­ტე­ბას. მა­შინ ჩემს თავს ვუ­თხა­რი: ალექ­სან­დრე, სხვა გზა აღარ გაქვს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა დაბ­რუნ­დე-მეთ­ქი, - და ეს შევ­ძე­ლი. პატ­რი­არ­ქმა მომ­ცა ორ­მა­გი სტი­მუ­ლი.

- ამე­რი­კა­ში მყოფს ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გე­ნატ­რე­ბა?

- ჩემი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის გზაც კი მო­მე­ნატ­რე­ბო­და, რომ­ლი­თაც სახ­ლი­დან მა­ღა­ზი­ამ­დე მივ­დი­ო­დი და უკან ვბრუნ­დე­ბო­დი. ყო­ველ ღამე სიზ­მარ­ში ვხე­დავ ამ გზას და ჩემს სო­ფელს. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და მინ­და, მალე და­ვუბ­რუნ­დე ჩემს ქვე­ყა­ნას....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მანჩო
1

"მიეცი ნიჭსა გზა ფართო"!

წარმატებებს გისურვებ ალექსანდრე შენი ცხოვრების სავალ გზაზე!

ღმერთმა დაგლოცოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემს თავს ვუთხარი, გამარჯვებული უნდა დაბრუნდე-მეთქი... მინდა, მალე დავუბრუნდე ჩემს ქვეყანას" - ამერიკაში მყოფი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოცნება და წარმატების გზა

"ჩემს თავს ვუთხარი, გამარჯვებული უნდა დაბრუნდე-მეთქი... მინდა, მალე დავუბრუნდე ჩემს ქვეყანას" - ამერიკაში მყოფი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოცნება და წარმატების გზა

წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული "სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი", ესპანეთში მძიმე პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობს ემიგრანტ ბავშვებს უამრავი ლამაზი დღე აჩუქოს, ამისთვის კი მოსწავლეებს ბევრ კარგ და საინტერესო პროექტს სთავაზობს. მთელი გუნდი აქტიურადაა ჩაბმული ამ პროცესში, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის კურთხევით.

წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, და არა მარტო მათ, არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყვეს ქალაქ ფიუას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ქართული საკვირაო სკოლისა და ავსტრიის ქალაქ გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის.სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ახალდამეგობრებულ მოსწავლეებს.

გაჩნდა იდეა, ყველასათვის საყვარელ, საამაყო და წარმატებულ თანამემამულეს, ამჟამად ნიუ-იორკში მყოფ ალექსანდრე ზაზარაშვილს შეხვედროდნენ. გაიმართა ამაღელვებელი და ემოციური შეხვედრა, საინტერესო დისკუსია მოსწავლეებსა და ალექსანდრეს შორის.

- ახერხებ ამერიკაში განათლების მიღებას?

- რა თქმა უნდა. დავდივარ ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც ავტომატურად ჩავირიცხები უნივერსიტეტში.

- როგორ ფიქრობ, რამ მოგიტანა წარმატება, რა არის ამისთვის აუცილებელი?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წარმატებას უთუოდ მოგიტანს, დაუღალავი შრომაა. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვარ ძალიან კრიტიკული, ყოველთვის ბევრს ვთხოვ საკუთარ თავს და ალბათ, ეს არის ჩემი წარმატების ფორმულაც - იშრომეთ ბევრი და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

თავის დროზე, იმის დასამტკიცებლად, რომ ძლიერი ვარ და სიმღერა შემიძლია, მივიღე მონაწილეობა "ვოისში" და ვფიქრობ, ჩემი გამარჯვებით ეს დავამტკიცე. არაერთ სხვა კონკურსშიც გამიმარჯვია, თუმცა დღემდე მწყდება გული, რომ საქართველოში ჩემი ნიჭი არ დააფასეს.

- რა იყო გამარჯვების სტიმული, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობების დამტკიცება გინდოდა?

- ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი - მან კონკურსზე გამგზავრების წინ დამიბარა, როდესაც მივედი, მთხოვა მემღერა. სამი სიმღერა შევასრულე. დამლოცა. მითხრა, რომ აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: ალექსანდრე, სხვა გზა აღარ გაქვს, გამარჯვებული უნდა დაბრუნდე-მეთქი, - და ეს შევძელი. პატრიარქმა მომცა ორმაგი სტიმული.

- ამერიკაში მყოფს ყველაზე მეტად რა გენატრება?

- ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და მენატრება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის გზაც კი მომენატრებოდა, რომლითაც სახლიდან მაღაზიამდე მივდიოდი და უკან ვბრუნდებოდი. ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ ამ გზას და ჩემს სოფელს. მეამაყება, რომ ქართველი ვარ და მინდა, მალე დავუბრუნდე ჩემს ქვეყანას....განაგრძეთ კითხვა

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?

"აღარ მაშინებს ვირუსი, "პისიარი" მაქვს მინუსი" - კორონავირუსისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და ვირუსზე ლექსი დაწერა

ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ