სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიბეებზე ჩარბენის ხმამ გამაღვიძა, ეტყობა, მკვლელი გარბოდა. ვიღაც ყვიროდა, ხანძარია, გარეთ გადითო, აფეთქების საშიშროება იყო" - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე
"კიბეებზე ჩარბენის ხმამ გამაღვიძა, ეტყობა, მკვლელი გარბოდა. ვიღაც ყვიროდა, ხანძარია, გარეთ გადითო, აფეთქების საშიშროება იყო" - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია, რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე სის­ხლისღვრამ­დე.

თემ­ქის მე­სა­მე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­ლუ­ქუ­ლი აქვთ იმ სახ­ლის კარი, სა­დაც სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სახ­ლი "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლის" პარ­ტი­ის წევრ ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნის. იქ 13 ნო­ემ­ბერს ახალ­გაზ­რდე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. ლე­ვან­თან მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მიშო მე­ლი­ქიშ­ვი­ლი იყო, მი­შოს ლე­ვა­ნის მე­ზობ­ლე­ბიც იც­ნო­ბენ, რად­გან იქ ხში­რად და­დი­ო­და და ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­რი­მა­ნი­ძე, მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან - 1999 წელს და­ბა­დე­ბულ ა.უ.-სთან ერ­თად მი­ვი­და ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის სახ­ლში. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ დამ­ნა­შა­ვე მიშო მე­ლი­ქიშ­ვილს იც­ნობ­და. იმ ღა­მით ნი­კო­ლოზ ნა­რი­მა­ნი­ძე­სა და მიშო მე­ლი­ქიშ­ვილს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და. სწო­რედ ამ დროს ნა­რი­მა­ნი­ძემ მი­შოს ჭრი­ლო­ბა ყელ­ში და­ნით მი­ა­ყე­ნა. მო­ჩხუბ­რე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და ლე­ვან­მა, რა დრო­საც მას დამ­ნა­შა­ვემ დანა ყელ­ში და­არ­ტყა. მიშო ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ლე­ვან­მა კი მო­ა­ხერ­ხა მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და სა­დარ­ბა­ზო­ში და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი გა­მო­ვარ­და. სა­დარ­ბა­ზოს კედ­ლებს ამ დრომ­დე ეტყო­ბა სის­ხლის კვა­ლი, სის­ხლის კვა­ლი ჩანს კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზეც, რო­გორც ჩანს, ეს ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის სის­ხლია, რო­მე­ლიც დაჭ­რი­ლი კი­ბე­ებ­ზე გარ­ბო­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ ნა­რი­მა­ნი­ძის და­კა­ვე­ბა არა­შენ­დას­თან ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­და. მა­შინ და­ა­კა­ვეს დამ­ნა­შა­ვე და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, როცა ერ­თად ტაქ­სით მოძ­რა­ობ­დნენ. მან­ქა­ნის მარ­კის დად­გე­ნა­ში ძა­ლოვ­ნებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კორ­პუ­სის წინ არ­სე­ბუ­ლი "ორი ნა­ბი­ჯის" მა­ღა­ზი­ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა. დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა კი არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა თა­ვად დაჭ­რილ­მა უთხრა მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ძა­ლოვ­ნებს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­რი­მა­ნი­ძე წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ ნა­სა­მარ­თლე­ვია. მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ მკვლე­ლო­ბის თვითმხილ­ვე­ლია.

21 წლის გო­გოს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"12 სა­ა­თი ხდე­ბო­და, როცა ხმა­ურ­ზე სა­დარ­ბა­ზო­ში გა­ვი­ხე­დე, ჩვენს ზედა სარ­თულ­ზე მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ყვი­რო­და, სახ­ლი იწ­ვის, ვიხ­რჩო­ბით, კვამ­ლი ჩვენს ბი­ნა­ში ამო­ვი­და, სას­წრა­ფოდ და­ცა­ლეთ ბი­ნე­ბიო. პლედ­ში გახ­ვე­უ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვი ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი ჩა­ყავ­და კი­ბე­ებ­ზე და ყვე­ლას გვთხოვ­და გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­დარ­ბა­ზო­ში გა­ზის სუ­ნიც იდგა და აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც იყო. ძა­ლი­ან მალე მო­ვი­და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნაც, რო­გორც ჩანს, და­რე­კეს მე­ზობ­ლებ­მა. მერე გა­ვი­გეთ, რომ იმ ბი­ნა­ში ცე­ცხლი ხე­ლოვ­ნუ­რად იყო გა­ჩე­ნი­ლი და მოკ­ლუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა. შე­ვი­ტყვე, რომ ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი მო­უკ­ლავთ, ჩვენ მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი ხმა­უ­რი არ გაგ­ვი­გია იმ ბი­ნი­დან. ერთ სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ლე­ვა­ნის ბინა ცო­ტა­თი შე­წე­უ­ლია, წინა მე­ზობ­ლის ბინა კი და­კე­ტი­ლია, არა­ვინ ცხოვ­რობს. მოკ­ლუ­ლი სხვა დრო­საც გვი­ნა­ხავს აქ, ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბიჭი იყო, ვერც ლე­ვანს და ვერც მას სა­ლამს ვერ და­ას­წრებ­დი. მომ­ღი­მა­რი სა­ხით და­დი­ოდ­ნენ. რა მოხ­და და რა­ტომ მოკ­ლეს, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მომ­ხდარს", - ამ­ბობს ლე­ვა­ნის მე­ზო­ბე­ლი.

კი­დევ ერთი მე­ზობ­ლის თქმით, დაჭ­რილ ლე­ვანს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მე­სა­მე სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ­მა მე­ზო­ბელ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა. რამ­დე­ნი­მე წუთი შო­კი­რე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა თურ­მე სა­დარ­ბა­ზოს­თა­ნაც იდგა და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბაც მო­ას­წრო. ამის შემ­დეგ კი "ჯერ­არ­სის" კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"12-ის ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და კი­ბე­ებ­ზე ხმა­უ­რით ჩარ­ბე­ნის ხმამ რომ გა­მაღ­ვი­ძა. ვი­ღაც დიდი სის­წრა­ფოთ გარ­ბო­და. ახლა რომ ვფიქ­რობ, ეტყო­ბა დამ­ნა­შა­ვე გარ­ბო­და. ცოტა ხან­ში მე­ზობ­ლის ყვი­რი­ლის ხმა გა­ვი­გე, ყვი­როდ­ნენ ხან­ძა­რია და გა­რეთ გა­დი­თო. მეც გა­ვიყ­ვა­ნე ბავ­შვე­ბი და სა­დარ­ბა­ზო­ში გა­ვე­დით ყევ­ლა­ნი. არ ვი­ცო­დით ზე­ვით ადა­მი­ა­ნი რომ იყო მოკ­ლუ­ლი, იძახ­დნენ გა­ზის სუ­ნია და ხან­ძა­რი­აო. პო­ლი­ცია და სა­ხან­ძრო მალე მო­ვი­და, ჩა­აქ­რეს ცე­ცხლი და მერე თქვეს მაშ­ვე­ლებ­მა სახ­ლში ცხე­და­რი დაგ­ვხვდაო. მა­ნამ­დე ლე­ვანს ცოტა ხნით ეზო­ში მოვ­კა­რი თვა­ლი, პო­ლი­ცი­ე­ლებს რა­ღა­ცას ესა­უბ­რე­ბო­და, გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი არ ჰქონ­და, ისე ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ჩან­და, მერე სას­წრა­ფოც მო­ვი­და და გა­და­იყ­ვა­ნეს. მერე მე­ზობ­ლის­გან გა­ვი­გე, რომ მას შე­უყ­ვა­ნია სახ­ლში და მო­ბა­ნა თურ­მე სის­ხლი. ეტყო­ბა, ამ მო­მენ­ტში ჩა­ირ­ბი­ნა მკვლელ­მა მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან ძირს და გა­იქ­ცა. ვფიქ­რობ მისი ფე­ხის ხმა გა­ვი­გე მე. რა­ტომ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლად არ მაქვს", - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩვენ ვცა­დეთ გავ­სა­უბ­რე­ბო­დით შა­ბუ­რიშ­ვი­ლის ბი­ნის ქვე­და სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ ქალ­ბა­ტონს, მაგ­რამ მან ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. მხო­ლოდ ის გვი­თხრა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გა­ი­გებ­და ბი­ნი­დან ჩხუ­ბის და ხმა­უ­რის ხმას. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლო ხვალ იმ­სჯე­ლებს. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა და რას ამ­ბობს სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ლე­ვან შა­ბუ­რიშ­ვი­ლი, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიამ
12

საშინელი დრო მოვიდა გარეთ გახედვაც კი მეშინია ღამე, კრიმინალმა იკლო კი არა იმატა თანაც როვორ, თუ რამე არ შეიცვალა ცუდად არის ჩვენი თვითოეულის ბედი ამ ქვეყანაში

222
2

და ციხეში რატომ არ იჯდა ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კიბეებზე ჩარბენის ხმამ გამაღვიძა, ეტყობა, მკვლელი გარბოდა. ვიღაც ყვიროდა, ხანძარია, გარეთ გადითო, აფეთქების საშიშროება იყო" - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

"კიბეებზე ჩარბენის ხმამ გამაღვიძა, ეტყობა, მკვლელი გარბოდა. ვიღაც ყვიროდა, ხანძარია, გარეთ გადითო, აფეთქების საშიშროება იყო" - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს ამ დრომდე სამართალდამცავები არკვევენ. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რატომ მივიდა საქმე სისხლისღვრამდე.

თემქის მესამე მიკრორაიონში სამართალდამცავებს დალუქული აქვთ იმ სახლის კარი, სადაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სახლი "კანონი და სამართალის" პარტიის წევრ ლევან შაბურიშვილს ეკუთვნის. იქ 13 ნოემბერს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ლევანთან მისი ბავშვობის მეგობარი მიშო მელიქიშვილი იყო, მიშოს ლევანის მეზობლებიც იცნობენ, რადგან იქ ხშირად დადიოდა და ყველა დადებითად ახასიათებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარიმანიძე, მეგობარ გოგონასთან - 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან ერთად მივიდა ლევან შაბურიშვილის სახლში. ისიც ცნობილია, რომ დამნაშავე მიშო მელიქიშვილს იცნობდა. იმ ღამით ნიკოლოზ ნარიმანიძესა და მიშო მელიქიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს ნარიმანიძემ მიშოს ჭრილობა ყელში დანით მიაყენა. მოჩხუბრების გაშველება სცადა ლევანმა, რა დროსაც მას დამნაშავემ დანა ყელში დაარტყა. მიშო ადგილზე გარდაიცვალა, ლევანმა კი მოახერხა მოძალადისგან თავის დაღწევა და სადარბაზოში დასისხლიანებული გამოვარდა. სადარბაზოს კედლებს ამ დრომდე ეტყობა სისხლის კვალი, სისხლის კვალი ჩანს კიბის საფეხურებზეც, როგორც ჩანს, ეს ლევან შაბურიშვილის სისხლია, რომელიც დაჭრილი კიბეებზე გარბოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულ ნიკოლოზ ნარიმანიძის დაკავება არაშენდასთან ძალიან ოპერატიულად მოხდა. მაშინ დააკავეს დამნაშავე და მისი მეგობარი გოგონა, როცა ერთად ტაქსით მოძრაობდნენ. მანქანის მარკის დადგენაში ძალოვნებს, სავარაუდოდ, კორპუსის წინ არსებული "ორი ნაბიჯის" მაღაზიის სათვალთვალო კამერები დაეხმარება. დამნაშავის ვინაობის დადგენა კი არ გასჭირვებიათ, ადგილობრივების თქმით, შესაძლოა თავად დაჭრილმა უთხრა მკვლელის ვინაობა ძალოვნებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ნარიმანიძე წარსულში არაერთხელ ნასამართლევია. მას განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სხვისი ნივთის განადგურების ბრალი წაუყენეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად დაკავებულია გოგონა, რომელიც ამ მკვლელობის თვითმხილველია.

21 წლის გოგოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისთვის წაყენებული ბრალი 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"12 საათი ხდებოდა, როცა ხმაურზე სადარბაზოში გავიხედე, ჩვენს ზედა სართულზე მაცხოვრებელი ადამიანი ყვიროდა, სახლი იწვის, ვიხრჩობით, კვამლი ჩვენს ბინაში ამოვიდა, სასწრაფოდ დაცალეთ ბინებიო. პლედში გახვეული პატარა ბავშვი ხელში ატატებული ჩაყავდა კიბეებზე და ყველას გვთხოვდა გარეთ გავსულიყავით. სადარბაზოში გაზის სუნიც იდგა და აფეთქების საშიშროებაც იყო. ძალიან მალე მოვიდა სახანძრო მანქანაც, როგორც ჩანს, დარეკეს მეზობლებმა. მერე გავიგეთ, რომ იმ ბინაში ცეცხლი ხელოვნურად იყო გაჩენილი და მოკლული იყო ახალგაზრდა. შევიტყვე, რომ ლევანის მეგობარი მოუკლავთ, ჩვენ მანამდე არანაირი ხმაური არ გაგვიგია იმ ბინიდან. ერთ სართულზე ვცხოვრობთ, მაგრამ ლევანის ბინა ცოტათი შეწეულია, წინა მეზობლის ბინა კი დაკეტილია, არავინ ცხოვრობს. მოკლული სხვა დროსაც გვინახავს აქ, ძალიან ზრდილობიანი ბიჭი იყო, ვერც ლევანს და ვერც მას სალამს ვერ დაასწრებდი. მომღიმარი სახით დადიოდნენ. რა მოხდა და რატომ მოკლეს, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან განვიცდი მომხდარს", - ამბობს ლევანის მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, დაჭრილ ლევანს პირველადი დახმარება მესამე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა აღმოუჩინა. რამდენიმე წუთი შოკირებული დაჭრილი ახალგაზრდა თურმე სადარბაზოსთანაც იდგა და კლინიკაში გადაყვანამდე პოლიციელებთან გასაუბრებაც მოასწრო. ამის შემდეგ კი "ჯერარსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

"12-ის ნახევარი იქნებოდა კიბეებზე ხმაურით ჩარბენის ხმამ რომ გამაღვიძა. ვიღაც დიდი სისწრაფოთ გარბოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ეტყობა დამნაშავე გარბოდა. ცოტა ხანში მეზობლის ყვირილის ხმა გავიგე, ყვიროდნენ ხანძარია და გარეთ გადითო. მეც გავიყვანე ბავშვები და სადარბაზოში გავედით ყევლანი. არ ვიცოდით ზევით ადამიანი რომ იყო მოკლული, იძახდნენ გაზის სუნია და ხანძარიაო. პოლიცია და სახანძრო მალე მოვიდა, ჩააქრეს ცეცხლი და მერე თქვეს მაშველებმა სახლში ცხედარი დაგვხვდაო. მანამდე ლევანს ცოტა ხნით ეზოში მოვკარი თვალი, პოლიციელებს რაღაცას ესაუბრებოდა, გონება დაკარგული არ ჰქონდა, ისე ძალიან შოკირებული ჩანდა, მერე სასწრაფოც მოვიდა და გადაიყვანეს. მერე მეზობლისგან გავიგე, რომ მას შეუყვანია სახლში და მობანა თურმე სისხლი. ეტყობა, ამ მომენტში ჩაირბინა მკვლელმა მერვე სართულიდან ძირს და გაიქცა. ვფიქრობ მისი ფეხის ხმა გავიგე მე. რატომ მოხდა მკვლელობა, ამაზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით შაბურიშვილის ბინის ქვედა სართულზე მცხოვრებ ქალბატონს, მაგრამ მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მხოლოდ ის გვითხრა, რომ სამართალდამცავებს უამბო ყველაფერი. სავარაუდოდ, ის გაიგებდა ბინიდან ჩხუბის და ხმაურის ხმას. ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. რა ჩვენება მისცა გამოძიებას დაკავებულებმა და რას ამბობს სიკვდილს გადარჩენილი ლევან შაბურიშვილი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს