მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი
"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

ჟურ­ნა­ლისტ ია თი­ნი­კაშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს. თი­ნი­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის შემ­თხვე­ვა­ში ვირუ­სი მძი­მე ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, გაფრ­თხილ­დნენ და და­იც­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

"გმად­ლობთ, რომ ჩემს გამ­ხნე­ვე­ბას ცდი­ლობთ, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს ვუ­პა­სუ­ხე, სუნ­თქვა ძა­ლი­ან მი­ჭირს და ენერ­გი­ას ვზო­გავ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მკერ­დზე მად­გას ორი­ვე ფე­ხით და სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს, წე­ღან სხვა არა­ნაკ­ლებ მძი­მე შეგ­რძნე­ბე­ბიც და­მე­მა­ტა - ჯერ, თით­ქოს, ყელ­ში შე­შუ­პე­ბა და­ი­წყო და ესეც სუნ­თქვას მიძ­ნე­ლებ­და, მერე, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ აორ­ტა გა­და­ი­კე­ტა და ტვინს ჟნგბა­დის მი­წო­დე­ბა შე­უ­ფერ­ხდა...ახლა შევ­ძე­ლი წერა, ექი­მის რჩე­ვით, კა­რის ზღურ­ბლთან და­ტო­ვი­ლი ორი ამ­პუ­ლა დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი გა­ვი­კე­თე სა­კუ­თა­რი ხე­ლით კუნთში და ცოტა შვე­ბა მომ­ცა. რამ­დე­ნი­მე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­და­ი­ტა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლამ მსუ­ბუ­ქად და ამ სიმპტო­მებ­სა და სიმ­ძი­მე­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი მათ­გან.

სუნს ვერ ვგრძნობ, ვერც გე­მოს, თავი მტკი­ვა, ასე­ვე - მკერ­დი­სა და ბე­ჭე­ბის არე­ში მაქვს ტკი­ვი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­ნემ­სა­რი ად­გი­ლის ტკი­ვი­ლიც და­ე­მა­ტა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მძაფ­რად რა­საც ვგრძნობ ისაა, რომ სა­შინ­ლად მწყდე­ბა გული სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის გამო რომ ასე­თი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით ყვე­ლა. ვე­რაფ­რით წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ ვფრ­თხი­ლობ­დი და რო­გორ ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცავ­დი უსაფრ­თხო­ე­ბას, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნაა, ბევ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია ირ­გვლივ. და სად ხართ ახლა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­მა უგუ­ნუ­რე­ბა­მაც ამ­გვა­რი მას­შტა­ბე­ბი შეს­ძი­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას!

ან ისი­ნი, ვინც დღემ­დე ჯი­უ­ტად არ იჯე­რებს ამ მკვლე­ლი ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას და ხან მთავ­რო­ბის, ხან ექი­მე­ბის თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ხა­ნაც - მა­სო­ნე­ბის შე­მოგ­დე­ბულ თე­მად თვლის?! ასე­თე­ბი თუ კი­დევ ხართ, მეს­ტუმ­რეთ სახ­ლში, მარ­ტო ვარ, გი­მას­პინ­ძლებთ!" - წერს ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ddgfdf
9

მერე ეთანოლი რად გინდა?

???
0

სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში პირქვე დაწექით მგონი შეგიმსუბუქდებათ ცოტა როგორც ვიცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

ჟურნალისტ ია თინიკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს. თინიკაშვილის ინფორმაციით, მის შემთხვევაში ვირუსი მძიმე ფორმებში მიმდინარეობს და მოუწოდებს ყველას, გაფრთხილდნენ და დაიცვან რეკომენდაციები.

"გმადლობთ, რომ ჩემს გამხნევებას ცდილობთ, სულ რამდენიმე სატელეფონო ზარს ვუპასუხე, სუნთქვა ძალიან მიჭირს და ენერგიას ვზოგავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჭარბწონიანი ადამიანი მკერდზე მადგას ორივე ფეხით და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, წეღან სხვა არანაკლებ მძიმე შეგრძნებებიც დამემატა - ჯერ, თითქოს, ყელში შეშუპება დაიწყო და ესეც სუნთქვას მიძნელებდა, მერე, მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა...ახლა შევძელი წერა, ექიმის რჩევით, კარის ზღურბლთან დატოვილი ორი ამპულა დექსამეტაზონი გავიკეთე საკუთარი ხელით კუნთში და ცოტა შვება მომცა. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველამ მსუბუქად და ამ სიმპტომებსა და სიმძიმეზე არაფერი ვიცოდი მათგან.

სუნს ვერ ვგრძნობ, ვერც გემოს, თავი მტკივა, ასევე - მკერდისა და ბეჭების არეში მაქვს ტკივილი და ამ ყველაფერს, საკუთარი ხელით გაკეთებული ნანემსარი ადგილის ტკივილიც დაემატა, მაგრამ ყველაზე მძაფრად რასაც ვგრძნობ ისაა, რომ საშინლად მწყდება გული საზოგადოების არასწორი მიდგომების და რეკომენდაციების ფეხებზე დაკიდების გამო რომ ასეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით ყველა. ვერაფრით წარმოიდგენთ, როგორ ვფრთხილობდი და როგორ ზედმიწევნით ვიცავდი უსაფრთხოებას, მაგრამ უკვე გვიანაა, ბევრი ინფიცირებული ადამიანია ირგვლივ. და სად ხართ ახლა ის ადამიანები, ვისმა უგუნურებამაც ამგვარი მასშტაბები შესძინა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას!

ან ისინი, ვინც დღემდე ჯიუტად არ იჯერებს ამ მკვლელი ვირუსის არსებობას და ხან მთავრობის, ხან ექიმების თუ ჟურნალისტების და ხანაც - მასონების შემოგდებულ თემად თვლის?! ასეთები თუ კიდევ ხართ, მესტუმრეთ სახლში, მარტო ვარ, გიმასპინძლებთ!" - წერს ია თინიკაშვილი.

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?