თბილისში, თემქაზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული 36 წლის მიშო მელიქიშვილია. მკვლელობა კი მისი მეგობრის ლევან შაბურიშვილის ბინაში მოხდა, თავად ლევანმა კი, რომელსაც ასევე ჭრილობები მიაყენეს, გაქცევით უშველა თავს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის ადგილს ცეცხლი წაუკიდა. ლევან შაბურიშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიის "კანონი და სამართლის" წევრია.
თაკო ჩარკვიანი
- ლევანის სახლში მოხდა ეს უმძიმესი დანაშუალი, ლევანი ძლივს გადარჩა, ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ლევანი მარტო პარტიის წევრი არ არის ჩვენი, ის უკარგესი ადამიანია, 20 წელია ჩვენი თანამშრომელია. მსგავსი კეთილშობილი ადამიანი არ მინახავს. ფუტკარს ვეძახით ლევანს. მის სახლში მოხდა ეს ტრაგედია.
ცნობილია მკვლელის ვინაობა და ის დაკავებულია. მოკლულია ლევანის ბავშვობის მეგობარი მიშო. თავად ლევანი გამოექცა მკვლელს, თორემ ამასაც მოკლავდა, ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლევანს სახლი დაუწვა. სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით. რომ მოკლა ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თურმე ადგილზე იყო გარდაცვლილი, შემდეგ სახლში მოასხა ბენზინი და დაწვა. მოკლულია მიშო მელიქიშვილი, რომელიც იყო ლევანის მეგობარი. როგორც ვიცი, დანაშაულის დროს ლევანი მეორე ოთახში იყო გასული, იქიდან ხმაურზე შემობრუნდა იმ ოთახში, სადაც ჩხუბი იყო, სცადა მკვლელი მოეშორებინა მსხვერპლისთვის, მაგრამ მან ამ დროს ლევანსაც ყელში დაუსვა დანა და არ უშვებდა.
ბეწვზეა გადარჩენილი ლევანიც. მან მოახერხა ამ მხეცს გაცლოდა, ამ სამხეცემ ნაწვალევი და ნაშრომი სახლი გადაუწვა ლევანს. როგორც ვიცი, იქვე ყოფილა ორი ნაბიჯის მაღაზია და იქიდანაც ამოღებულია კამერის ჩანაწერები, ალბათ ესეც დაეხმარა დანაშაულის გახსნაში პოლიციას. ვერსად მივაკვლიეთ წუხელ ლევანს, ყველგან ვეძებდით, მერე გავიგეთ რომ საავადმყოფოში იყო. ლევანი სახლში მარტო ცხოვრობს, დედამისი სამუშაოდ წასულია საზღვარგარეთ.
არ გასჭირვებია დამნაშავის დადგენა და დაკავება პოლიციას, ის უკვე დაკავებულია. როგორც ვიცი, მკვლელი ლევანის სახლში გოგოსთან ერთად იყო მისული. როგორც ჩანს, ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები ლევანისთან. ამბობენ, მოკლულთან მოსვლია კონფლიქტი მკვლელს. კონფლიქტის მიზეზი არ ვიცით. ჯერ ვერ გავესაუბრეთ ლევანს. ლევანი ისეთი ახალგაზრდაა, რომ ინატრებ ადამიანი ასეთ შვილს. პროგრესული, მშრომელი ადამიანი. პატარა ასაკიდან მუშაობს, უპატიოსნესი ბიჭია. ასეთივე ყოფილა მოკლულიც, ასე ამბობენ გოგონები, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი. მანიაკია როგორც ჩანს მკვლელი, რომელიც ყელს ჭრის ადამიანებს. მოკლული ახალგაზრდა ლევანის უახლოესი მეგობარი ყოფილა, ამბობენ, ძალიან საყვარელი ბიჭი იყოო, ძალიან კარგად ახასიათებენ.
am pandemiis dros ra ubedurebaa ra agitkdat rom ikribebit ojaxebshi keipobt rodesac vambobt shezgudvebi es ar nishnavs kape barebs gaekce da saxlebshi moaxdino shekrebebi egec kanondamrgveobaa isedac psikikurad moshlilebi aian ert or chiks rom daleven xom sul aprenen tuki zed moceven kidec mere xom sigeze akvt tavshi gamjdari ojaxshi rom ikribebi an kribav xals unda icode vis ushveb saxlshi ak sxva ragacashia sakme torem egre ubralod misuli gogostan ertad rogor unda cakamatebuliko ise adamiani rom keli gamochra mere cecxli caukido visi partiis cevric ar unda ikves kargia tu cudi gamodzieba seriozulad unda moxdes rom itkvian nemsis cvershi unda gatardes kvela es iseti mkvlelobaa tan eaxlavs cecxlis gachena ragacis damalva undodat gmertma natelshi amkopos es bichi ra lamazia guli damecva rom shevxede sytumrad mkops egre rom mogispoben sicocxles isev angelozi giorgi shakarashvili gamaxsena udanashaulo bavshvi stumrad misuli velurebma rogor mokles axla es bichi
კიდევ ერთი საჯიშე ახალგაზრდა (((((ამ გაგანია კორონებში რა ერთმანეთთან მისვლა მოსვლა აგიტყდათ. დაეტიეთ რაა სახლებში ცოტა ხანს, ხომ შეიძლება.