საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა
"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა

მხატ­ვა­რი ფრი­დონ ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც უშ­გუ­ლელ გე­ნი­ოს­საც ეძახ­დნენ, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

მისი თქმით, ნი­ჟა­რა­ძე ბოლო თვე­ე­ბის განმვლო­ბა­ში ავად­მყო­ფობ­და და დღეს 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნიც წერს:

"ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია უშ­გუ­ლი ფი­დოს გა­რე­შე... გე­ნი­ო­სი მხატ­ვა­რი წა­ვი­და" - წერს ხაჭ­ვა­ნი.

ფრი­დონ ნი­ჟა­რა­ძის სა­ხელს კარ­გად იც­ნო­ბენ ის ქარ­თვე­ლე­ბი და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთხელ მა­ინც მოხ­ვედ­რი­ლან უშ­გულ­ში. მას სი­უ­რრე­ა­ლისტ მხატ­ვარს, გე­ნი­ოსს უწო­დე­ბენ. მის ნა­ხა­ტებ­ში სა­ო­ცა­რი სამ­ყა­როა ასა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც ერთი ნახ­ვით ატყვე­ვებს მნახ­ველს…

"ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ტრან­სცენ­დენ­ტა­ლურ ჟანრს მი­ა­კუთ­ვნეს, სა­და­უ­რი სი­ტყვაა ისიც არ ვიცი" - ამ­ბობ­და მხატ­ვა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" წლე­ბის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ჰყვე­ბო­და, რომ შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მის­თვის ბუ­ნე­ბა და ხალ­ხი იყო.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხან­გრძლი­ვი ზამ­თა­რი იცის და ლამ­ფის შუქ­ზე გვი­წევ­და ყოფ­ნა. მო­დი­ოდ­ნენ ლან­დე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს, ჩემ­თან, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ზოგ­ჯერ ხატ­ვა­ზე უარს ვამ­ბობ­დი, თუმ­ცა თავს არ მა­ნე­ბებ­დნენ და მეც ვი­წყებ­დი... ასე იქ­მნე­ბო­და ეს ნა­მუშ­ვრე­ბი...

გა­მო­ფე­ნა არ მქო­ნია, შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში მობ­რძან­დეთ და აქ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ჩემი ნა­ხა­ტე­ბი. მუ­ზე­უმ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ისევ უკნ წა­მო­ვი­ღე, ჩრჩი­ლი ჭამ­და იქ... და­ინ­ტე­რე­სე­ბა არა­ვის­გან მო­დის, არც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ხელი, რომ შე­მი­წყონ და გა­ვა­კე­თო გა­მო­ფე­ნა. იყო პე­რი­ო­დი როცა მშრალ ხიდ­ზე ვი­დე­ქი და ვყი­დი­დი ჩემს ნა­მუ­შევ­რებს იმი­სათ­ვის, რომ ლუკ­მა-პური მე­შო­ვა... ეს იყო შე­მო­სავ­ლის წყა­რო...

მიყ­ვარს ლექ­სე­ბის წერა, კი­თხვა. ვცხოვ­რობ ისე, რო­გორც სოფ­ლის მკვიდრს შე­ე­ფე­რე­ბა, ასე მგო­ნია, ფი­როს­მა­ნის მე­ე­ზო­ვე ვარ. მი­ხა­რია, ბოლო პე­რი­ოდ­ში ტუ­რიზ­მი ამუ­შავ­და, უშ­გულ­ში ხალ­ხი მომ­რავ­ლდა, ეს კარ­გია სვა­ნე­თის­თვის…" - ჰყვე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ში ფრი­დონ ნი­ჟა­რა­ძე.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფრი­დონ ნი­ჟა­რა­ძის ნა­ხა­ტე­ბი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელო
0
ძალიან მეწყინა
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

ვააა, საწყალი კაცი. ამდენი წვალების მერე თავისუფალ ქვეყანას მაინც ვერ ეღირსა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა

მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელსაც უშგულელ გენიოსსაც ეძახდნენ, გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ნიჟარაძე ბოლო თვეების განმვლობაში ავადმყოფობდა და დღეს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი მხატვრის გარდაცვალების ფაქტზე სოციალურ ქსელში კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანიც წერს:

"ვერ წარმომიდგენია უშგული ფიდოს გარეშე... გენიოსი მხატვარი წავიდა" - წერს ხაჭვანი.

ფრიდონ ნიჟარაძის სახელს კარგად იცნობენ ის ქართველები და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან უშგულში. მას სიურრეალისტ მხატვარს, გენიოსს უწოდებენ. მის ნახატებში საოცარი სამყაროა ასახული, რომელიც ერთი ნახვით ატყვევებს მნახველს…

"ჩემი ნამუშევრები ტრანსცენდენტალურ ჟანრს მიაკუთვნეს, სადაური სიტყვაა ისიც არ ვიცი" - ამბობდა მხატვარი "კვირის პალიტრისთვის" წლების წინ მიცემულ ინტერვიუში. ჰყვებოდა, რომ შთაგონების წყარო მისთვის ბუნება და ხალხი იყო.

"მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ზამთარი იცის და ლამფის შუქზე გვიწევდა ყოფნა. მოდიოდნენ ლანდები ნებისმიერ დროს, ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობდი, თუმცა თავს არ მანებებდნენ და მეც ვიწყებდი... ასე იქმნებოდა ეს ნამუშვრები...

გამოფენა არ მქონია, შეგიძლიათ სახლში მობრძანდეთ და აქ დაათვალიეროთ ჩემი ნახატები. მუზეუმში რამდენჯერმე ჩავიტანე, მაგრამ ისევ უკნ წამოვიღე, ჩრჩილი ჭამდა იქ... დაინტერესება არავისგან მოდის, არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელი, რომ შემიწყონ და გავაკეთო გამოფენა. იყო პერიოდი როცა მშრალ ხიდზე ვიდექი და ვყიდიდი ჩემს ნამუშევრებს იმისათვის, რომ ლუკმა-პური მეშოვა... ეს იყო შემოსავლის წყარო...

მიყვარს ლექსების წერა, კითხვა. ვცხოვრობ ისე, როგორც სოფლის მკვიდრს შეეფერება, ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ. მიხარია, ბოლო პერიოდში ტურიზმი ამუშავდა, უშგულში ხალხი მომრავლდა, ეს კარგია სვანეთისთვის…" - ჰყვებოდა ინტერვიუში ფრიდონ ნიჟარაძე.

დაათვალიერეთ ფრიდონ ნიჟარაძის ნახატები

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები "ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"