სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას
"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ მთელს ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა უბ­ნე­ბის 53%-ში, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ დგე­ბო­დეს ბა­ლან­სი. გვაქვს ან ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მე­ტო­ბა, რაც არის ჩაყ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ან ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ეს სა­ცი­ხო საქ­მეა ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ! , - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დათ­ვლის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 600 სარ­ჩე­ლი­დან დაკ­მა­ყო­ფილ­და მხო­ლოდ ერთი.

"ათა­სო­ბით ამომ­რჩე­ველს უცებ გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ ჯი­ბე­ში ჩა­ი­დოს ბი­უ­ლე­ტე­ნი და სახ­ლში წა­ი­ღოს კე­დელ­ზე ჩა­მო­სა­კი­დად? ეს ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მით ვერ აიხ­სნე­ბა. რო­გორ აიხ­სნე­ბა ის, რომ ოპო­ზი­ცი­ის ნამ­დვი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდა შე­რე­უ­ლი გა­და­საყ­რელ ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ში, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ილუ­ქე­ბა ყუ­თის გახ­სნამ­დე და თუ გახ­სნამ­დე არ და­ი­ლუ­ქა და ნამ­დვი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი შე­ე­რია გა­და­საყ­რელ ბი­უ­ლე­ტე­ნებს, ეს არის სა­ცი­ხე საქ­მე იმი­ტომ, რომ თქვე­ნი მი­თი­თე­ბით მოხ­და ეს.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 206 უბან­ზე არის მე­ტო­ბა, რაც არის ჩაყ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. 104 უბა­ნია ისე­თი, სა­დაც 5-მა ყვე­ლა­ზე მეტი ხმე­ბის ამ­ღებ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ აიღო ან ნული, ან ერთი ხმა. ეს სტა­ტის­ტი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ად­გი­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს. ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 600 სარ­ჩე­ლი­დან გა­დათ­ვლის შე­სა­ხებ დაკ­მა­ყო­ფილ­და მხო­ლოდ ერთი და იმ ერ­თშიც კი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ თქვა, რომ მხო­ლოდ ბი­უ­ლე­ტე­ნებს ით­ვლი­და. ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის დოღი და სა­ცი­ხო ამ­ბა­ვია“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა.

ცნო­ბის­თვის, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა­ზე სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მიერ მი­ღე­ბულ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მებ­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რი­საა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი. ისი­ნი 30 ოქ­მის ბა­თი­ლად ცნო­ბას ითხო­ვენ.

დღე­ვან­დელ სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან: ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, ოთარ კა­ხი­ძე და გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
boikot
7

თარხნიშვილი რომ გაყალბებაზე დაგიწვებს ლაპარაკს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე

ციხე
8

ციხეზე ვინც ლაპარაკობს, თვითონ მოუწევს ციხე ქვეყნის ღალატისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას

"ან ბიულეტენების მეტობა გვაქვს, ან - ნაკლებობა - ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ!" - გიორგი კანდელაკი თამარ ჟვანიას

როგორ შეიძლება, რომ მთელს ქვეყანაში, ყველა უბნების 53%-ში, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში არ დგებოდეს ბალანსი. გვაქვს ან ბიულეტენების მეტობა, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება, ან ბიულეტენების ნაკლებობა, ეს საციხო საქმეა ქალბატონო თამარ! , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გადათვლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაფიქსირებული 600 სარჩელიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი.

"ათასობით ამომრჩეველს უცებ გაუჩნდა სურვილი, რომ ჯიბეში ჩაიდოს ბიულეტენი და სახლში წაიღოს კედელზე ჩამოსაკიდად? ეს ადამიანური შეცდომით ვერ აიხსნება. როგორ აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ნამდვილი ბიულეტენები აღმოჩნდა შერეული გადასაყრელ ბიულეტენებში, რომელიც კანონის თანახმად ილუქება ყუთის გახსნამდე და თუ გახსნამდე არ დაილუქა და ნამდვილი ბიულეტენები შეერია გადასაყრელ ბიულეტენებს, ეს არის საციხე საქმე იმიტომ, რომ თქვენი მითითებით მოხდა ეს.

ქვეყნის მასშტაბით 206 უბანზე არის მეტობა, რაც არის ჩაყრის მტკიცებულება. 104 უბანია ისეთი, სადაც 5-მა ყველაზე მეტი ხმების ამღებმა ოპოზიციურმა პარტიამ აიღო ან ნული, ან ერთი ხმა. ეს სტატისტიკურად შეუძლებელია და ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ევროპული საქართველოს 600 სარჩელიდან გადათვლის შესახებ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი და იმ ერთშიც კი კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიდა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის დოღი და საციხო ამბავია“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა "ევროპული საქართველოს" მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან: ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი.

დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - "პირველი თაობა მიდის..."

"ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით