მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას
"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი "თა­ნა­შემ­წე", ახრა ავი­ძ­ბა ყა­რა­ბა­ღი­დან დევ­ნი­ლე­ბის­თვის დე­რეფ­ნის გახ­სნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა - ekhokavkaza.com წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ავი­ძ­ბამ მო­უ­წო­და პო­ლი­ტი­კო­სებს, დი­ას­პო­რა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რებს, ას­ლან ბჟა­ნი­ას მი­მარ­თონ თხოვ­ნით, ყა­რა­ბა­ღე­ლი დევ­ნი­ლე­ბი მი­ი­ღოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სომ­ხე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მი­ნის­ტრმა ზოჰ­რაბ მნა­ცა­კა­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო დევ­ნი­ლად იქცა და­ახ­ლო­ე­ბით 90 000 ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი. მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 50 000-ს თავ­შე­სა­ფა­რი სომ­ხეთ­ში მის­ცეს, და­ნარ­ჩე­ნი კი, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო რა­ი­ო­ნებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს.

მთავ­რო­ბის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ომის და­წყე­ბამ­დე, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თვი­თა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში 150 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და.

"რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბის ხელი უნდა გა­ვუ­წო­დოთ, რო­გორც ეს ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბი­ათ წი­ნაპ­რებს", - წერს ავი­ძ­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე. დონ­ბა­სე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რილ "სა­ხალ­ხო გმი­რის" მო­საზ­რე­ბა­საც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკვე მოჰ­ყვა აზთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა.

"ეს გა­მო­სუ­ლა ცი­ხი­დან და "პატ­რი­ო­ტულ­მა მო­წო­დე­ბებ­მაც" აღარ და­ა­ყოვ­ნა... კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, მაგ­რამ ეტყო­ბა, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობს. ახლა თა­ვი­სი თუ არ გა­ა­ტა­ნი­ნეს, წავა და ისე მო­ა­წყობს რე­ვო­ლუ­ცი­ას, ან მერე, სხვა დროს მო­ა­წყობს, იმ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "შა­ა­ბან ლარ­ბა" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"შე­ვე­სი­ოთ ახლა, გა­მო­ვუ­ყოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი, გა­და­ვუ­ხა­დოთ დენი, ვა­ჭა­მოთ, და­ვუთ­მოთ ად­გი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ჩვენ სახ­ლებ­ში ვუმ­კურ­ნა­ლოთ კო­რო­ნას და ერთ-ორ წელ­წად­ში წელ­ში გა­ი­მარ­თე­ბი­ან, ბიზ­ნე­სებს წა­მო­ი­წყე­ბენ, ად­გი­ლობ­რი­ვებს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლად წა­იყ­ვა­ნენ და კა­პი­კებს გა­და­უხ­დი­ან. მე არ ვემ­ხრო­ბი მათ­თვის დე­რეფ­ნის გახ­სნა­სა და არც მათ მი­ღე­ბას" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი".

"რას ნიშ­ნავს დე­რეფ­ნის გახ­სნა?! ბა­ტო­ნო ახრა, თქვე­ნი შავი ჯი­პის და­ბუ­რუ­ლი შუ­შე­ბი­დან ალ­ბათ გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი აფხა­ზე­თიც ვარ­დის­ფე­რი, სა­მო­თხედ ქცე­უ­ლი გეჩ­ვე­ნე­ბათ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად იცით რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში? იცით რამ­დე­ნი ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დგას ყო­ველ­დღი­უ­რად პენ­სი­ის რიგ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, კო­ვიდ-19 შე­ე­ყა­როს და ისიც იცის, რომ სახ­ლში მო­უ­წევს მკურ­ნა­ლო­ბა? არ იცით, ამი­ტომ იქ­ნებ მიხ­ვდეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებს შე­ეშ­ვათ და იქ­ნებ ისევ დონ­ბას­ში დაბ­რუნ­დეთ... მგო­ნი, ამას ეკუთ­ვნო­და ყა­რა­ბაღ­ში აფხა­ზე­თი­დან მო­ხა­ლი­სე­ე­ბის წაყ­ვა­ნის იდეა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ომი მალე დას­რულ­და..." - მი­იჩ­ნევს ანა ჟიბა.

"რა არის ამა­ში ცუდი, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რომ ხელი მო­ვუ­მარ­თოთ? ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი იქ­ნე­ბა, სიმ­ბო­ლუ­რად..." - მი­აჩ­ნია ვიკა მკრტჩი­ანს.

"ამას მიჰ­ყავ­და სო­ჭი­დან ყა­რა­ბაღ­ში აფხა­ზი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ასეთ საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ებს შე­უდ­გა. აფხა­ზეთ­ში 6 ნო­ემ­ბერს დაბ­რუნ­და და უფრო გა­ნავ­რცო... ასე­თი კად­რე­ბი გვყავს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, ამი­ტო­მაც ვართ იქ, სა­დაც ვართ... მთე­ლი დღეა სო­ხუმ­ში დენი არაა, აფ­თი­ა­ქე­ბი ცა­რი­ე­ლია, სურ­სა­თი კი­დევ უფრო გაძ­ვირ­და, პენ­სი­ებ­ზე რაც ხდე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით... რა რე­სურ­სით მოგ­ვყავს დევ­ნი­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში? იმე­დია, ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტილ სახ­ლებს არ შეს­თა­ვა­ზე­ბენ..." - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, სო­ხუ­მე­ლი "მერი ივა­ნო­ვა".

ყა­რა­ბაღ­ში აფხა­ზი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს ბლო­გე­რი ნა­ი­რა ამა­ლია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ უსამ­ძიმ­რებს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს, თუმ­ცა ვერ იგებს, "რა­ტომ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით და რა­ტომ უნდა ეც­ნო­ბე­ბი­ნათ მე­დი­ის­თვის ეს ამ­ბა­ვი? ვი­ღა­ცას და­ა­ვი­წყდა, რომ ამ ქვე­ყა­ნას აფხა­ზე­თი ჰქვია? ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აფხა­ზი მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სხვა­დას­ხვა ტრდი­ცი­ე­ბი­თა და წე­სე­ბით, ოღონდ შე­თან­ხმე­ბუ­ლად და რომ ცდი­ლობთ ამის დარ­ღვე­ვას? იქ­ნებ შე­ხე­დოთ, საით გვე­ქა­ჩე­ბი­ან, რა გვინ­დო­და სხვის ომში? რას მოგ­ვცემს ეს?!" - წერს ის.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
0

ვიკა მკრტ.. წასულიყავით ყარაბახში და იქ დახმარებოდით. აფხაზეთი რას მოიმოქმდეს შენ ვინ გაკითხება. აფხაზი ხარ????

მაია
4

უკვე სასაცილოც არ არის

სახელმწიფობანას თამაშობენ

ძონძები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი "თანაშემწე", ახრა ავიძბა ყარაბაღიდან დევნილებისთვის დერეფნის გახსნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა - ekhokavkaza.com წერს. გამოცემის ცნობით, ავიძბამ მოუწოდა პოლიტიკოსებს, დიასპორასა და საზოგადოების სხვა წევრებს, ასლან ბჟანიას მიმართონ თხოვნით, ყარაბაღელი დევნილები მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის საგარეო უწყების მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის გამო დევნილად იქცა დაახლოებით 90 000 ეთნიკურად სომეხი. მათგან დაახლოებით 50 000-ს თავშესაფარი სომხეთში მისცეს, დანარჩენი კი, მთიანი ყარაბაღის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გადაანაწილეს.

მთავრობის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებამდე, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 150 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

"რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს", - წერს ავიძბა სოციალური ქსელის თავის გვერდზე. დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერილ "სახალხო გმირის" მოსაზრებასაც ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე მოჰყვა აზთა სხვადასხვაობა.

"ეს გამოსულა ციხიდან და "პატრიოტულმა მოწოდებებმაც" აღარ დააყოვნა... კი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ ეტყობა, პრივილეგიებით სარგებლობს. ახლა თავისი თუ არ გაატანინეს, წავა და ისე მოაწყობს რევოლუციას, ან მერე, სხვა დროს მოაწყობს, იმ ხალხის მხარდაჭერით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი "შააბან ლარბა" სოციალურ ქსელში.

"შევესიოთ ახლა, გამოვუყოთ საცხოვრებელი ადგილები, გადავუხადოთ დენი, ვაჭამოთ, დავუთმოთ ადგილები საავადმყოფოებში, ჩვენ სახლებში ვუმკურნალოთ კორონას და ერთ-ორ წელწადში წელში გაიმართებიან, ბიზნესებს წამოიწყებენ, ადგილობრივებს მომსახურე პერსონალად წაიყვანენ და კაპიკებს გადაუხდიან. მე არ ვემხრობი მათთვის დერეფნის გახსნასა და არც მათ მიღებას" - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".

"რას ნიშნავს დერეფნის გახსნა?! ბატონო ახრა, თქვენი შავი ჯიპის დაბურული შუშებიდან ალბათ გაღატაკებული აფხაზეთიც ვარდისფერი, სამოთხედ ქცეული გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად იცით რა ხდება ქვეყანაში? იცით რამდენი ასეული ადამიანი დგას ყოველდღიურად პენსიის რიგში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კოვიდ-19 შეეყაროს და ისიც იცის, რომ სახლში მოუწევს მკურნალობა? არ იცით, ამიტომ იქნებ მიხვდეთ, რომ სახელმწიფო საქმეებს შეეშვათ და იქნებ ისევ დონბასში დაბრუნდეთ... მგონი, ამას ეკუთვნოდა ყარაბაღში აფხაზეთიდან მოხალისეების წაყვანის იდეა, მაგრამ საბედნიეროდ, ომი მალე დასრულდა..." - მიიჩნევს ანა ჟიბა.

"რა არის ამაში ცუდი, გაჭირვებულ ადამიანებს რომ ხელი მოვუმართოთ? ალბათ რამდენიმე ათეული იქნება, სიმბოლურად..." - მიაჩნია ვიკა მკრტჩიანს.

"ამას მიჰყავდა სოჭიდან ყარაბაღში აფხაზი მოხალისეები ციხის დატოვების შემდეგ, ასეთ საქვეყნო საქმეებს შეუდგა. აფხაზეთში 6 ნოემბერს დაბრუნდა და უფრო განავრცო... ასეთი კადრები გვყავს ქვეყნის სათავეში, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ... მთელი დღეა სოხუმში დენი არაა, აფთიაქები ცარიელია, სურსათი კიდევ უფრო გაძვირდა, პენსიებზე რაც ხდება, ყველამ ვიცით... რა რესურსით მოგვყავს დევნილები აფხაზეთში? იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, სოხუმელი "მერი ივანოვა".

ყარაბაღში აფხაზი მოხალისეების გადაყვანას მწვავედ აკრიტიკებს ბლოგერი ნაირა ამალია, რომელიც ამბობს, რომ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თუმცა ვერ იგებს, "რატომ უნდა წასულიყვნენ ხელისუფლების სახელით და რატომ უნდა ეცნობებინათ მედიისთვის ეს ამბავი? ვიღაცას დაავიწყდა, რომ ამ ქვეყანას აფხაზეთი ჰქვია? ჩვენს ქვეყანაში აფხაზი მუსლიმები და ქრისტიანები ცხოვრობენ, სხვადასხვა ტრდიციებითა და წესებით, ოღონდ შეთანხმებულად და რომ ცდილობთ ამის დარღვევას? იქნებ შეხედოთ, საით გვექაჩებიან, რა გვინდოდა სხვის ომში? რას მოგვცემს ეს?!" - წერს ის.