სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო "ჩაწყობა" ან "ჩინოვნიკობა"... მეტად უნდა გამეთვალისწინებინა ვითარება" - კალაძე "უნებური შეცდომის" გამო ბოდიშს იხდის
"ეს არ იყო "ჩაწყობა" ან "ჩინოვნიკობა"... მეტად უნდა გამეთვალისწინებინა ვითარება" - კალაძე "უნებური შეცდომის" გამო ბოდიშს იხდის

სა­ქარ­თვე­ლოს და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის დროს გუ­შინ და­ჯა­რი­მე­ბულ პირს სა­ვა­რა­უ­დოდ ჯა­რი­მის გა­დახ­და არ მო­უ­წევს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე აცხა­დებს. კა­ლა­ძე სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ გუ­შინ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­დე­ქით ჩვე­ნი 30-წლი­ა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას­თან, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მაშ­თან.

„სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვი­გეთ, რა­მაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გული გვატ­კი­ნა. გუ­შინ­დელ­მა დღემ გული და­წყვი­ტა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, რომ­ლე­ბიც ფეხ­ბურ­თის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­მა, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის ჟინ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. გუ­შინ ბევ­რი მათ­გა­ნის თვალ­ზე ვი­ხი­ლეთ ცრემ­ლი და ეს ემო­ცია ყვე­ლა­ზე დიდ და­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

გუ­შინ, ერთ-ერთი ასე­თი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ჯა­რიმ­და, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­წრფე­ლი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ფეხ­ბურ­თის და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა, და­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს და ჩემი აზ­რით ჯა­რი­მა ამ ადა­მი­ა­ნის ოჯახს ტვირ­თად არ უნდა და­აწ­ვეს.

ამი­ტომ პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი, ამ ადა­მი­ანს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა და კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით შევ­ძლებთ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სტა­დი­ონ­ზე მის ყოფ­ნას, გან­მარ­ტავს, რომ ის უე­ფას დე­ლე­გა­ცი­ის და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ მიწ­ვე­უ­ლი იყო სხვა ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად.

„სტა­დი­ონ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან და სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ან ქა­ლა­ქის მერი.

ეს არ იყო არც რა­ი­მე სა­ხის პრი­ვი­ლე­გია, „ჩა­წყო­ბა“, “ჩი­ნოვ­ნი­კო­ბა”, ან რამე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა. უე­ფას­გან და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან მი­ვი­ღე მო­საწ­ვე­ვი, რო­გო­რიც ყვე­ლა სხვა მატ­ჩე­ზეც მომ­დის-ხოლ­მე. ეს მო­საწ­ვე­ვი და­მა­ტე­ბით სამი პი­რის თან­ხლე­ბის უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და.

უც­ნა­უ­რი ის იქ­ნე­ბო­და მე და სხვა ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ბი­ჭე­ბის გვერ­დში, რომ არ ვმდგა­რი­ყა­ვით ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს წუ­თებ­ში.

აქვე, მინ­და შე­ვე­ხო ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის, ლე­ვა­ნის ტრი­ბუ­ნა­ზე ყოფ­ნის ფაქტსაც. ვი­საც გული და­წყდა ამ კად­რის და­ნახ­ვი­სას, გან­გი­მარ­ტავთ, რომ ყო­ველ­თვის, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან, ჩემი შვი­ლი ლე­ვა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მატჩზე თან მახ­ლავს და ინერ­ცი­ით გუ­ში­ნაც ერ­თად მი­ვე­დით ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მატჩზე.

ალ­ბათ, მე­ტად უნდა გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შექ­მნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა ჩემ­თვის გუ­შინ იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი დღე იყო, ამ სა­კი­თხზე სამ­წუ­ხა­როდ ყუ­რა­დღე­ბა აღარ გა­მი­მახ­ვი­ლე­ბია.

ამის გამო, ბევ­რმა, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვით გაკ­რი­ტი­კე­ბა გა­და­წყვი­ტა, რაც ნამ­დვი­ლად უად­გი­ლოა. სპორ­ტი ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს და მო­დით აქ მა­ინც ნუ შე­მო­ვი­ტანთ პო­ლი­ტი­კას.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გულ­წრფე­ლად გა­მაკ­რი­ტი­კა და გუ­ლის­წყვე­ტა გა­მო­ხა­ტა, თი­თო­ე­ულ მათ­განს ბო­დიშს ვუხ­დი ამ უნე­ბუ­რი შეც­დო­მის­თვის.

კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვამ­ხნე­ვო ნაკ­რე­ბის ბი­ჭე­ბი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. მჯე­რა, რომ ერ­თად დგო­მით და ერ­თმა­ნე­თის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით დიდ გა­მარ­ჯვე­ბებს მი­ვაღ­წევთ!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
81

კარგია რომ გვიან, მაგრამ მაინც ხვდებით რაღაცეებს. განსხვავებით კობახიძეებისგან და წულუკიანებისგან, კალაძეს სინდისის და კაცობის ნასახი კიდევ აქვს შერჩენილი (თუმცა მაინც გასვრილია ცუდ გუნდში)

მგზავრი
41

ნოლი ხარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ეს არ იყო "ჩაწყობა" ან "ჩინოვნიკობა"... მეტად უნდა გამეთვალისწინებინა ვითარება" - კალაძე "უნებური შეცდომის" გამო ბოდიშს იხდის

"ეს არ იყო "ჩაწყობა" ან "ჩინოვნიკობა"... მეტად უნდა გამეთვალისწინებინა ვითარება" - კალაძე "უნებური შეცდომის" გამო ბოდიშს იხდის

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის დროს გუშინ დაჯარიმებულ პირს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. კალაძე საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან.

„სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“, - აღნიშნავს კალაძე.

რაც შეეხება სტადიონზე მის ყოფნას, განმარტავს, რომ ის უეფას დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული იყო სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.

„სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.

ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, “ჩინოვნიკობა”, ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!“ - აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალიდან საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას მამაკაცი გარდაიცვალა - "საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა"

"ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს..." - ფოტოები უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელოსნოდან

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და მათგან რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე?