სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გოგო, მეორედ დაბადების მერე, კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა..." - რას წერს შატილის საზარელ ავარიას გადარჩენილ გოგონაზე ახლობელი
"ეს გოგო, მეორედ დაბადების მერე, კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა..." - რას წერს შატილის საზარელ ავარიას გადარჩენილ გოგონაზე ახლობელი

ჟურ­ნა­ლის­ტი მარი ჯა­ფა­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შა­ტი­ლის ავა­რი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ეს გოგო? ეს გოგო მე­ო­რედ და­ი­ბა­და...

ეს გოგო მე­ო­რედ და­ბა­დე­ბის მერე კი­დევ ერთხელ მოკ­ვდა, როცა დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­ი­გო და ისევ და­ი­ბა­და და გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა...

ეს გოგო დე­დას გა­დარ­ჩე­ნი­ლი იმე­დია...

ეს გოგო დე­დის ლოც­ვამ, სხვა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ლოც­ვამ გა­და­არ­ჩი­ნა და შვილმკვდა­რი დედა უფრო მუქ ძა­ძებ­ში არ გახ­ვია... ეს ის გო­გოა, ყვე­ლა ახ­ლო­ბელ­მა რომ გა­მო­ვი­ტი­რეთ პირ­ველ დღეს, რად­გან გვი­თხრეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა... და გა­ვი­ხა­რეთ ძა­ლი­ან მალე იმით, რომ სუნ­თქავ­და... მერე რა, რომ კო­მა­ში იყო, მერე რა, რომ ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მა­ინც გვი­ხა­რო­და და სულ ციც­ქნა იმედს ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და...ოღონდ ესუნ­თქა, ოღონდ აქ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ­თან...

ეს ის გო­გოა, რო­მელ­მაც გა­უძ­ლო ყვე­ლა­ფერს და სუნ­თქავს, და­დის, იღი­მის და კე­თი­ლი თვა­ლე­ბი ძვე­ლე­ბუ­რად უციმ­ცი­მებს... თუმ­ცა... თუმ­ცა ის დღე, ის სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის დღე მის­მა ტვინ­მა დაბ­ლო­კა... არა­ფე­რი ახ­სოვს, სულ არა­ფე­რი... 23 აგ­ვის­ტო, როცა შა­ტი­ლის ტუ­რი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ეშ­ვა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის - მისი და, მე­დე­აც, მთლი­ა­ნად ამოშ­ლი­ლია მისი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან... ეს ის გო­გოა, ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი რო­მაა და გა­დარ­ჩა... ეს ის გო­გოა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი რომ იქ­ნე­ბა... ეს ხა­ტი­აა...

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, ხევ­სუ­რეთ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე, სო­ფელ ბი­სოს­თან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თით­ქმის 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ტუ­რის 20 მგზავ­რი­დან 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის ხა­ტი­ას და მე­დე­აც. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ: ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
1

ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, გამრავლებას ვუსურვებთ!

гиорги
1

гмертма дидханс гацоцхлос

ავტორი:

"ეს გოგო, მეორედ დაბადების მერე, კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა..." - რას წერს შატილის საზარელ ავარიას გადარჩენილ გოგონაზე ახლობელი

"ეს გოგო, მეორედ დაბადების მერე, კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა..." - რას წერს შატილის საზარელ ავარიას გადარჩენილ გოგონაზე ახლობელი

ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე შატილის ავარიას სასწაულებრივად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ეს გოგო? ეს გოგო მეორედ დაიბადა...

ეს გოგო მეორედ დაბადების მერე კიდევ ერთხელ მოკვდა, როცა დის გარდაცვალება გაიგო და ისევ დაიბადა და გააგრძელა ცხოვრება...

ეს გოგო დედას გადარჩენილი იმედია...

ეს გოგო დედის ლოცვამ, სხვა უამრავი ადამიანის ლოცვამ გადაარჩინა და შვილმკვდარი დედა უფრო მუქ ძაძებში არ გახვია... ეს ის გოგოა, ყველა ახლობელმა რომ გამოვიტირეთ პირველ დღეს, რადგან გვითხრეს, რომ გარდაიცვალა... და გავიხარეთ ძალიან მალე იმით, რომ სუნთქავდა... მერე რა, რომ კომაში იყო, მერე რა, რომ ძალიან მძიმედ იყო, მაინც გვიხაროდა და სულ ციცქნა იმედს ვებღაუჭებოდით, რომ გადარჩებოდა...ოღონდ ესუნთქა, ოღონდ აქ ყოფილიყო, ჩვენთან...

ეს ის გოგოა, რომელმაც გაუძლო ყველაფერს და სუნთქავს, დადის, იღიმის და კეთილი თვალები ძველებურად უციმციმებს... თუმცა... თუმცა ის დღე, ის საშინელი ტრაგედიის დღე მისმა ტვინმა დაბლოკა... არაფერი ახსოვს, სულ არაფერი... 23 აგვისტო, როცა შატილის ტურიდან მომავალი მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლიდან გადაეშვა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის - მისი და, მედეაც, მთლიანად ამოშლილია მისი მეხსიერებიდან... ეს ის გოგოა, ძალიან იღბლიანი რომაა და გადარჩა... ეს ის გოგოა, ძალიან ბედნიერი რომ იქნება... ეს ხატიაა...

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ხატიას და მედეაც. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე.

"ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს" - "მეფის" გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

როგორ დაემშვიდობა მაია ცქიტიშვილი სამინისტროს თანამშრომლებს

"დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ... ძალიან მიჭირს საუბარი" - რას წერს კოვიდით ინფიცირებული თინა ხიდაშელი