სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს
"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მიერ 24 წლის სევა შა­მო­ი­ა­ნის დაწ­ვის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო.

11 ნო­ემ­ბერს, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც იგი წერ­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. ად­ვო­კა­ტის ამ პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძი­რი­თა­დად, ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

გი­ორ­გი ბარ­და­ვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში ახა­ლი ჩარ­თუ­ლია, Ambebi.ge-სთან საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. ად­ვო­კა­ტი რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბას ეხე­ბა, რაც მისი შე­ფა­სე­ბით, მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვის არარ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

"პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ნამ­დვ­ლად არ ვე­ლო­დი, თუ ასეთ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს გა­მო­იწ­ვევ­და ჩემი პოს­ტი. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხო­ვო, რომ თუ გვსურს კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სი იყოს და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა გვერ­ქვას, პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნეთს და სი­ძულ­ვი­ლის ენით არ ვი­სა­უბ­როთ. და ვიდ­რე სა­სამ­რთლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ დად­გე­ბა, ქუ­ჩა­ში, პირ­ველ­ყო­ფი­ლუ­რი წე­სე­ბით, ნუ გა­მო­ვუ­ტანთ ერ­თმა­ნეთს გა­ნა­ჩენს.

ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რაც სე­ვას შე­ემ­თხვა და ამა­ზე გულ­წრფე­ლად წუხს, რო­გორც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, ისე მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებს, ის რომ მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ადას­ტუ­რებს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ ამ ეტაპ­ზე. უპირ­ვე­ლე­სად, გან­ზრახ­ვის არარ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს ის, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სე­ვას­თან ბენ­ზი­ნით არ მი­სუ­ლა. მათ ერ­თად იყი­დეს იგი. მე­ო­რე - თუ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ისი­ნი და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ემუქ­რე­ბო­და, მა­შინ­ვე რა­ტომ არ გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ა­ში.

კი­დევ ერთი, არ­სე­ბობს საქ­მე­ში ფო­ტოც, სა­დაც ჩანს, რომ საწ­ვა­ვი ძირს არის დას­ხმუ­ლი, ეს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა შა­მო­ი­ა­ნის შე­ში­ნე­ბის მიზ­ნით გა­ა­კე­თა. ბენ­ზი­ნის ფე­ხებ­ზე შეს­ხმა ნიშ­ნავს იმას, რომ მას არ ჰქონ­და სე­ვას მოკ­ვლა გან­ზრა­ხუ­ლი, ეს რომ ნდო­მო­და, ტან­ზე გა­და­ას­ხამ­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, რომ სე­ვას ბენ­ზი­ნი შემ­თხვე­ვით შე­ეს­ხა, რო­დე­საც ძირს ას­ხამ­და ბენ­ზინს. რაც შე­ე­ხე­ბა უკვე ცე­ცხლის მო­კი­დე­ბის ფაქტს, ისი­ნი სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ჩხუ­ბის დროს შალ­ვას ერთ ხელ­ში სან­თე­ბე­ლა ეჭი­რა, მე­ო­რე­ში ბენ­ზი­ნის ბოთ­ლი, სე­ვას ხმა­მაღ­ლა მო­უ­წო­დებ­და შე­სუ­ლი­ყო სახ­ლში, ამ დროს ხდე­ბა სან­თე­ბე­ლის შემ­თხვე­ვით გა­ჩხა­კუ­ნე­ბა და აა­ლე­ბა. საქ­მე­ში არ­სე­ბობს წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც ოჯა­ხი მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს სე­ვას მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის სრუ­ლად ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, მაგ­რამ ამა­ზე თან­ხმო­ბა არ მი­უ­ღი­ათ", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი 30 ივ­ნისს, ღა­მის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში, ბაგ­რა­ტი­ო­ნის 45 ნო­მერ­ში მოხ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სევა შა­მო­ი­ანს მის­მა ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, მის­სა­ვე სახ­ლთან ახ­ლოს, ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. შემ­თხვე­ვას გო­გოს მე­ზობ­ლე­ბი და და შე­ეს­წრნენ, რომ­ლებ­მაც ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბა სა­ხან­ძროს მოს­ვლამ­დე მო­ა­ხერ­ხეს. სე­ვამ სხე­უ­ლის 37% და­ეწ­ვა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 5 ჯო­ჯო­ხე­თუ­რი თვე გა­ი­ა­რა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი კვლავ გრძელ­დე­ბა. იგი Ambebi.ge-სთან ად­ვო­კა­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და იმე­დოვ­ნებს, რომ ეს საქ­მის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს.

სევა შა­მო­ი­ა­ნი წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­იჩ­ნევს საქ­მე­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, თუ ეს მოხ­და, მო­ძა­ლა­დე­ებს „მწვა­ნე შუქი აენ­თე­ბათ.“

"ეს ესაა თით­ქოს გონს მო­ვე­დი და ამ პოსტმა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი თა­ვი­დან გან­მი­ახ­ლა. სი­ტყვით ვერ გად­მოვ­ცემ ვერც იმ ფი­ზი­კურ ტკი­ვილს, რა­საც გან­ვიც­დი­დი და ვერც ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს. თუ მას ვინ­მე სას­ჯელს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს, რო­დე­საც ხე­ლის გულ­ზე დევს ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მა­შინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ ვცხოვ­რობთ.

30 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე სა­წოლ­ში ვწე­ვარ და ვმკურ­ნა­ლობ. გა­ვი­ა­რე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტკი­ვი­ლით სავ­სე დღე­ე­ბი, თი­თო­ე­ულ გა­დახ­ვე­ვა­ზე ნარ­კოზს მი­კე­თებ­დნენ, ჩა­მი­ტარ­და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია და ჯერ კი­დევ ვერ დავ­დი­ვარ. უდი­დეს ტკი­ვილს მა­ყე­ნებს ფე­ხის გა­მარ­თვის თი­თო­ე­უ­ლი მცდე­ლო­ბა.

მე არ ვიცი, რა გა­და­უ­ხა­დეს ამ­დე­ნი ამ ად­ვო­კატს, რომ ასეთ აბ­სურ­დულ და უხერ­ხულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. შავი პი­ა­რიც პი­ა­რია და ალ­ბათ თა­ვის გა­პი­ა­რე­ბა სურს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მან და­ამ­ტკი­ცოს სა­სა­მარ­თლო­ში ის, რა­საც ამ­ბობს, თით­ქოს ბრალ­დე­ბულს ჩემი მოკ­ვლის, ცო­ცხლად დაწ­ვის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. მას რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა წი­ნას­წარ ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი, ამის უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს საქ­მე­ში, მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, sms-შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი დევს ხე­ლის გულ­ზე.

ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე შე­ვა­ტყვე, რომ ძა­ლა­დო­ბის­კენ ჰქონ­და მიდ­რე­კი­ლე­ბა და მუდ­მი­ვად არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის გამო ურ­თი­ერ­თო­ბა გავ­წყვი­ტე. ის კი გა­მუდ­მე­ბით მწერ­და და შეხ­ვედ­რას მთხოვ­და. 30 ივ­ნისს გა­მო­მიგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, თუ არ გა­მოხ­ვალ და მნა­ხავ, დაგწ­ვა­ვო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, გავ­სუ­ლი­ყა­ვი. შევ­ხვდი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს. ვი­ფიქ­რე, აქ ვე­რა­ფერს გა­ბე­დავს-მეთ­ქი. უცებ გარ­და­ი­სა­ხა და ძა­ლი­ან თბი­ლად და­მი­წყო სა­უ­ბა­რი, გე­ხუმ­რე­ბი, მარ­თლა ხომ არ დაგწ­ვა­ვო. მან­ქა­ნა­ში ბენ­ზი­ნი გა­მი­თავ­და და სა­ყიდ­ლად წა­მომ­ყე­ვიო. გავ­ყე­ვი ბენ­ზინ­გა­სამ­რთ სად­გუ­რამ­დე. იყი­და იქ 5 ლიტ­რი ბენ­ზი­ნი. ჩემს სახ­ლს როცა მო­ვუ­ახ­ლოვ­დით, ამო­ი­ღო და ფე­ხებ­ზე მო­მას­ხა. შემ­დეგ ირ­გვლი­ვაც მო­ას­ხა. შევ­ბრუნ­დი, გაქ­ცე­ვა მინ­დო­და და სწო­რედ ამ დროს მო­მი­კი­და სან­თე­ბე­ლა­თი ცე­ცხლი. კი­დევ კარ­გი, რომ მე­ზობ­ლებ­მა დრო­უ­ლად გა­ი­გეს ჩემი ყვი­რი­ლი და გა­და­მარ­ჩი­ნეს.

ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბა რას ნიშ­ნავს და რო­გორც ჟღერს, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა ალ­ბათ ყვე­ლას­თვის", - ამ­ბობს სევა შა­მო­ი­ა­ნი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს - გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა. ბრალ­დე­ბულს 16-დან 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა შალ­ვა გო­გო­ლა­ძის დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია 20 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და იგი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი წარ­დგე­ნილ ბრალს არ ეთან­ხმე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. გი­ორ­გი ბარ­და­ვე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლომ უნდა იმ­სჯე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ზე, ან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე და არა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ გაზ­რახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbilisi
2

აუ ეს ადვოკატები ..... მისი აზრით ბენზინს თუ გადაასხამ ადამიანს და ცეცხლს წაუკიდებ, მისი დაინვალიდება და მოკვლა სულაც არ გინდა. შემდეგ ეტაპზე იტყვის, რომ ამ გოგომ თვითონ გადაისხა ბენზინი. ვერ გავიგე, უნამუსო ხალხი მიდის ამ სფეროში თუ იქ კარგავენ ნამუსს?

გიორგი
0

მართლა უკომენტაროდ... ადვოკატს თუ პროკურორი არ ჯობდეს სტატისტიკური სინდის–ნამუსით...

ავტორი:

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შეყვარებულის მიერ 24 წლის სევა შამოიანის დაწვის გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

11 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი წერდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია. ადვოკატის ამ პოსტს სოციალურ ქსელში ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ამ საქმეში ახალი ჩართულია, Ambebi.ge-სთან საქმის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატი რამდენიმე გარემოებას ეხება, რაც მისი შეფასებით, მკვლელობის განზრახვის არარსებობაზე მიუთითებს.

"პირველ ყოვლისა, ნამდვლად არ ველოდი, თუ ასეთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოიწვევდა ჩემი პოსტი. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ თუ გვსურს კანონი უზენაესი იყოს და განვითარებული ქვეყანა გვერქვას, პატივი ვცეთ ერთმანეთს და სიძულვილის ენით არ ვისაუბროთ. და ვიდრე სასამრთლო გადაწყვეტილება არ დადგება, ქუჩაში, პირველყოფილური წესებით, ნუ გამოვუტანთ ერთმანეთს განაჩენს.

ძალიან დასანანია, რაც სევას შეემთხვა და ამაზე გულწრფელად წუხს, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე მისი ოჯახის წევრები.

ახლა რაც შეეხება საქმის გარემოებებს, ის რომ მკვლელობის განზრახვას ადგილი არ ჰქონია, ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება. ყველაზე ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე. უპირველესად, განზრახვის არარსებობას ადასტურებს ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სევასთან ბენზინით არ მისულა. მათ ერთად იყიდეს იგი. მეორე - თუ პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ისინი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემუქრებოდა, მაშინვე რატომ არ განაცხადა პოლიციაში.

კიდევ ერთი, არსებობს საქმეში ფოტოც, სადაც ჩანს, რომ საწვავი ძირს არის დასხმული, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა შამოიანის შეშინების მიზნით გააკეთა. ბენზინის ფეხებზე შესხმა ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა სევას მოკვლა განზრახული, ეს რომ ნდომოდა, ტანზე გადაასხამდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სევას ბენზინი შემთხვევით შეესხა, როდესაც ძირს ასხამდა ბენზინს. რაც შეეხება უკვე ცეცხლის მოკიდების ფაქტს, ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩხუბის დროს შალვას ერთ ხელში სანთებელა ეჭირა, მეორეში ბენზინის ბოთლი, სევას ხმამაღლა მოუწოდებდა შესულიყო სახლში, ამ დროს ხდება სანთებელის შემთხვევით გაჩხაკუნება და აალება. საქმეში არსებობს წერილი, რომლითაც ოჯახი მზადყოფნას გამოთქვამს სევას მკურნალობის ხარჯების სრულად ასანაზღაურებლად, მაგრამ ამაზე თანხმობა არ მიუღიათ", - ამბობს ადვოკატი.

შემზარავი ფაქტი 30 ივნისს, ღამის საათებში თბილისში, ბაგრატიონის 45 ნომერში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, სევა შამოიანს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, მისსავე სახლთან ახლოს, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევას გოგოს მეზობლები და და შეესწრნენ, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა სახანძროს მოსვლამდე მოახერხეს. სევამ სხეულის 37% დაეწვა. როგორც თავად ამბობს, ივნისიდან მოყოლებული 5 ჯოჯოხეთური თვე გაიარა და რეაბილიტაციის მტკივნეული პროცესი კვლავ გრძელდება. იგი Ambebi.ge-სთან ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ საუბრობს და იმედოვნებს, რომ ეს საქმის ობიექტურად გამოძიებაზე გავლენას არ მოახდენს.

სევა შამოიანი წარმოუდგენლად მიიჩნევს საქმეში კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას. როგორც თავად ამბობს, თუ ეს მოხდა, მოძალადეებს „მწვანე შუქი აენთებათ.“

"ეს ესაა თითქოს გონს მოვედი და ამ პოსტმა ყველა ტკივილი თავიდან განმიახლა. სიტყვით ვერ გადმოვცემ ვერც იმ ფიზიკურ ტკივილს, რასაც განვიცდიდი და ვერც ფსიქოლოგიურ სტრესს. თუ მას ვინმე სასჯელს შეუმსუბუქებს, როდესაც ხელის გულზე დევს ყველანაირი მტკიცებულება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ.

30 ივნისიდან მოყოლებული დღემდე საწოლში ვწევარ და ვმკურნალობ. გავიარე წარმოუდგენელი ტკივილით სავსე დღეები, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ, ჩამიტარდა რამდენიმე ოპერაცია და ჯერ კიდევ ვერ დავდივარ. უდიდეს ტკივილს მაყენებს ფეხის გამართვის თითოეული მცდელობა.

მე არ ვიცი, რა გადაუხადეს ამდენი ამ ადვოკატს, რომ ასეთ აბსურდულ და უხერხულ განცხადებებს აკეთებს. შავი პიარიც პიარია და ალბათ თავის გაპიარება სურს. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, მან დაამტკიცოს სასამართლოში ის, რასაც ამბობს, თითქოს ბრალდებულს ჩემი მოკვლის, ცოცხლად დაწვის განზრახვა არ ჰქონია. მას რომ ამ დანაშაულის ჩადენა წინასწარ ჰქონდა განზრახული, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს საქმეში, მოწმეების ჩვენებიდან დაწყებული, sms-შეტყობინებებით დამთავრებული. ყველაფერი დევს ხელის გულზე.

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე შევატყვე, რომ ძალადობისკენ ჰქონდა მიდრეკილება და მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის გამო ურთიერთობა გავწყვიტე. ის კი გამუდმებით მწერდა და შეხვედრას მთხოვდა. 30 ივნისს გამომიგზავნა შეტყობინება, თუ არ გამოხვალ და მნახავ, დაგწვავო. იძულებული გავხდი, გავსულიყავი. შევხვდი პოლიციის შენობასთან ახლოს. ვიფიქრე, აქ ვერაფერს გაბედავს-მეთქი. უცებ გარდაისახა და ძალიან თბილად დამიწყო საუბარი, გეხუმრები, მართლა ხომ არ დაგწვავო. მანქანაში ბენზინი გამითავდა და საყიდლად წამომყევიო. გავყევი ბენზინგასამრთ სადგურამდე. იყიდა იქ 5 ლიტრი ბენზინი. ჩემს სახლს როცა მოვუახლოვდით, ამოიღო და ფეხებზე მომასხა. შემდეგ ირგვლივაც მოასხა. შევბრუნდი, გაქცევა მინდოდა და სწორედ ამ დროს მომიკიდა სანთებელათი ცეცხლი. კიდევ კარგი, რომ მეზობლებმა დროულად გაიგეს ჩემი ყვირილი და გადამარჩინეს.

ყოველივე ამის ფონზე ადვოკატის განცხადება რას ნიშნავს და როგორც ჟღერს, გასაგები იქნება ალბათ ყველასთვის", - ამბობს სევა შამოიანი.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ოჯახში ძალადობა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ არ გაითვალისწინა შალვა გოგოლაძის დაცვის მხარის პოზიცია 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ და იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი ბარდაველიძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე და არა გენდერული ნიშნით ჩადენილ გაზრახ მკვლელობის მცდელობაზე.

შსს-მ სოფელ რიონში ძმების მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - "თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით  ჭრილობები მიაყენა და მიიმალა"

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი

ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა