მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს
"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

ივა­ნე (ვანო) ბურ­დულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც ცეს­კო რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა, მე­დი­ა­ში აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და. ჩა­ნა­წე­რი სა­ა­გენ­ტო "კვი­რამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ივა­ნე ბურ­დუ­ლი მის­სა­ვე თა­ნამ­შრომ­ლის­გან, იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­მარ­თლო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის­გან მისი ნა­ბი­ჯის გა­მე­ო­რე­ბას ითხოვს. ბურ­დუ­ლი ქრთა­მის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­ნაც­ვლოდ ხა­ტია ფერ­საშ­ვილს სთა­ვა­ზობს, რომ და­ტო­ვოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია და გა­ა­კე­თოს მა­დის­კრე­დი­ტე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ჩა­ნა­წე­რი­დან, რო­მე­ლიც "კვი­რას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მე­სა­მე პირ­მა მი­ა­წო­და.

  • და­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და გაქ­რი. მარ­თლა გე­უბ­ნე­ბი. და­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, გაქ­რი, თქვი, რომ ვაბ­შე არა­ფერს არ ვა­კე­თებ. ეგ იქ­ნე­ბა ა, და იქ­ნე­ბა ბ, და­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, გა­მო­დი, და­აჯ­ვი.
  • ხო, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებ 100 ლარს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებ - 300 ლარს ან 500 ლარს, მეტი რა გი­თხრა?!.. რავი, შენი არ­ჩე­ვა­ნია. მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე.

AMBEBI.GE გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის ივა­ნე ბურ­დულს და­უ­კავ­შირ­და:

- ეს ჩა­ნა­წე­რი არის ფე­ი­კი, სი­სუ­ლე­ლეა, ფაბ­რი­კა­ცი­აა, გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და ჩვენს შო­რის მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არ შემ­დგა­რა და მეტი კო­მენ­ტა­რი ფი­ზი­კუ­რად არ შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო ამ სა­კი­თხზე. ერთს გე­ტყვით, რომ ეს არის ჩემი დის­კრე­ტი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა.

- თქვენს ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­თან დი­ა­ლოგ­საც არ ადას­ტუ­რებთ?

- არ მქო­ნია მსგავ­სი სა­ხის დი­ა­ლო­გი, მი­თუ­მე­ტეს მას შემ­დეგ კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი. მარ­თლა არა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი ჩვენს შო­რის არ შემ­დგა­რა. სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის დროს მქონ­და უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არა­თუ მას­თან, არა­მედ არა­ვის­თან არ მაქვს.

- ჩა­ნა­წერ­ში თქვე­ნი ხმა არ ის­მის?

- ვერ გე­ტყვით, რო­გორ კეთ­დე­ბა ეს, მაგ­რამ ეს სა­უ­ბა­რი რომ არ შემ­დგა­რა, ამას გი­დას­ტუ­რებთ. ისევ ჩა­ნა­წე­რე­ბით, ისევ ტყუ­ი­ლე­ბით, ისევ ფე­ი­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის შე­ზი­ზღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მა­რაზ­მია უკვე ეს ყვე­ლა­ფე­რი და არის ბინ­ძუ­რი ბრალ­დე­ბა, უნ­დათ, რომ შე­ა­ზი­ზღონ ჩემი თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და თა­ნამ­შრომ­ლებს, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მე ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებს და სწო­რედ მანდ მირ­ტყა­მენ.

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ხომ არ და­გი­კავ­შირ­დნენ?

- არა, ჯერ არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია.

ვცა­დეთ, ხა­ტია ფა­რე­საშ­ვილ­თან და­რეკ­ვაც, მაგ­რამ მან ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა. ცნო­ბის­თვის, ბურ­დულ­მა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა. ცეს­კო­ში მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ­თვის უც­ნო­ბი იყო ბურ­დუ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვი. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ბურ­დუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის ახლო მე­გო­ბა­რია.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givi
5

აბა ბიჭი შენ არ ხარ. 

ზურაბ
9

როგორ გეკადრებათ, უპატიოსნესი შაშკინის ხალხი მაგას იკადრებდა? შეგახენებთ ეს ის შაშკინია სასჯელაღსრულების მინისტრი რომ იყო და პატიმრებთან საოცრად ჰუმანური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. აღარავინ კვდებოდა,არ აწამებდნენ, მკურნალობდნენ ცე ჰეპატიტს და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

ივანე (ვანო) ბურდულთან დაკავშირებით, რომელმაც ცესკო რამდენიმე დღის წინ დატოვა, მედიაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი სააგენტო "კვირამ" გამოაქვეყნა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები.

გთავაზობთ ნაწყვეტს ჩანაწერიდან, რომელიც "კვირას" ინფორმაციით, მათ მესამე პირმა მიაწოდა.

  • დაწერე განცხადება და გაქრი. მართლა გეუბნები. დაწერე განცხადება, გაქრი, თქვი, რომ ვაბშე არაფერს არ ვაკეთებ. ეგ იქნება ა, და იქნება ბ, დაწერე განცხადება, გამოდი, დააჯვი.
  • ხო, პირველ შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, მეორე შემთხვევაში მიიღებ - 300 ლარს ან 500 ლარს, მეტი რა გითხრა?!.. რავი, შენი არჩევანია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.

AMBEBI.GE გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე კომენტარისთვის ივანე ბურდულს დაუკავშირდა:

- ეს ჩანაწერი არის ფეიკი, სისულელეა, ფაბრიკაციაა, გაყალბებულია და ჩვენს შორის მსგავსი საუბარი არ შემდგარა და მეტი კომენტარი ფიზიკურად არ შემიძლია გავაკეთო ამ საკითხზე. ერთს გეტყვით, რომ ეს არის ჩემი დისკრეტიდაციის მცდელობა.

- თქვენს ყოფილ თანამშრომელთან დიალოგსაც არ ადასტურებთ?

- არ მქონია მსგავსი სახის დიალოგი, მითუმეტეს მას შემდეგ კომუნიკაცია, რაც სამსახურიდან წამოვედი. მართლა არანაირი საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა. სამსახურში ყოფნის დროს მქონდა უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები. მსგავსი საუბარი არათუ მასთან, არამედ არავისთან არ მაქვს.

- ჩანაწერში თქვენი ხმა არ ისმის?

- ვერ გეტყვით, როგორ კეთდება ეს, მაგრამ ეს საუბარი რომ არ შემდგარა, ამას გიდასტურებთ. ისევ ჩანაწერებით, ისევ ტყუილებით, ისევ ფეიკების მეშვეობით ხდება ადამიანის შეზიზღება საზოგადოებისთვის, მარაზმია უკვე ეს ყველაფერი და არის ბინძური ბრალდება, უნდათ, რომ შეაზიზღონ ჩემი თავი საზოგადოებას და თანამშრომლებს, ყველამ კარგად იცის, რომ მე ძალიან ვუფრთხილდები ურთიერთობებს და სწორედ მანდ მირტყამენ.

- სამართალდამცავები ხომ არ დაგიკავშირდნენ?

- არა, ჯერ არავინ დამკავშირებია.

ვცადეთ, ხატია ფარესაშვილთან დარეკვაც, მაგრამ მან ჯერჯერობით ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ცნობისთვის, ბურდულმა ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღის წინ დატოვა. ცესკოში მაშინვე განაცხადეს, რომ მათთვის უცნობი იყო ბურდულის გადაწყვეტილების მოტივი. მედიაში ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბურდული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს