სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!
როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა სამი კვი­რის წინ და­ი­წყო და იგი ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ცე­სის მარ­თვი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი, ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ხოლო უნი­ვე­რის­ტეტ­ში და­ცუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს გა­ცე­მუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სწავ­ლე­ბა, რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე სა­ა­უ­დი­ტო­რიო რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სტუ­დენ­ტებს, სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა კვი­რა­ში ერთხელ უტარ­დე­ბათ, ხოლო და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში სწავ­ლე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი ნა­კად­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე 246 სტუ­დენ­ტი მოხ­ვდა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვენ 5 ოქ­ტომ­ბერს და­ვი­წყეთ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, რა­საც წინ უძღო­და აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში. თუმ­ცა, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე 19 ოქ­ტომ­ბრი­დან უფ­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით. რა თქმა უნდა, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, კო­ვიდ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბი.

აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ლექ­ცია, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო, სე­მი­ნა­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა თე­ო­რი­უ­ლი მიდ­გო­მით ტარ­დე­ბა ონ­ლა­ინ ფორ­მით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით. სწავ­ლე­ბის ისე­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ტუ­ტო­რინ­გი, ტეს­ტი, უკუ­კავ­ში­რი უკვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ა­უ­დი­ტო­რიო ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში, სა­დაც არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

ვი­ნა­ი­დან გვაქვს ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ სტუ­დენ­ტებს, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლიყ­ვნენ კამ­პუს­ში. დღე­ი­სათ­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 160 სტუ­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ერ­თვე­ბი­ან ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში, ასე­ვე კვი­რა­ში ერთხელ აქვთ სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი ასე­ვე კვი­რა­ში ერთხელ მო­დი­ან კამ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე და­სას­წრებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძემ.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ცე­სის მარ­თვი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ისე აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის.

„ბუ­ნებ­რი­ვია, რომ კამ­პუს­ში და­ცუ­ლია კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა სტან­დარ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კამ­პუ­სე­ბის სიმ­რავ­ლით, ამი­ტომ ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა ვფიქ­რობ, ყვე­ლა სტუ­დენ­ტის­თვის, ისე­ვე რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის არის გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სტუ­დენ­ტებს ყვე­ლა პი­რო­ბა აქვთ შექ­მნი­ლი სწავ­ლი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის და ვი­მე­დოვ­ნე, რომ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა შუ­ა­ლე­დუ­რი და სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას, ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი 10 იან­ვრი­დან იწყე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი მზად არის გა­მოც­და რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე სა­ა­უ­დი­ტო­რიო სივ­რცე­ში ჩა­ა­ტა­როს.

„მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო კვი­რი­დან სტუ­დენ­ტებს შუ­ა­ლე­დუ­რი წერა ეწყე­ბათ. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე წა­რი­მარ­თე­ბა, ხოლო 10 იან­ვრი­დან სტუ­დენ­ტებს ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი ექ­ნე­ბათ.

ჩვენ მზად ვართ სწავ­ლე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­დე­ლის­თვის. თა­ვი­დან­ვე გათ­ვლი­ლი იყო, რო­გორც სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რი, ისე სრუ­ლად სა­ა­უ­დი­ტო­რიო და შე­რე­უ­ლი, ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლე­ბი. ვი­ნა­ი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე სარ­გებ­ლობს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­დე­ბი სრუ­ლად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ცე­სის მარ­თვი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის მე­ნე­ჯე­რი.

NS

ირაკლი
1

ღმერთმა დალოცოს და დღეგრძელჰყოს ბიძინა ივანიშვილი! კაცი და ადამიანი! ქვეყნის გადარჩენისა და წინ სვლა-განვითარების გულხურვალე მოსურნე და რეალურად ამ დიდ საქმეთა ავტორი, მრავალჟამიერ ,მისი სიცოცხლე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სამი კვირის წინ დაიწყო და იგი ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი, ვალერი გობრონიძე აღნიშნავს, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ხოლო უნივერისტეტში დაცულია ყველა არსებული რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით აქვს გაცემული ჯანდაცვის სამინისტროს.

მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჰიბრიდული მოდელის საშუალებით სწავლება, როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტებს, სააუდიტორიო მეცადინეობა კვირაში ერთხელ უტარდებათ, ხოლო დანარჩენ დღეებში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ნაკადში საგანმანათლებლო პროგრამებზე 246 სტუდენტი მოხვდა. სასწავლო პროცესი ჩვენ 5 ოქტომბერს დავიწყეთ ონლაინ რეჟიმში, რასაც წინ უძღოდა აკადემიური და ადმინისტრაციული საორიენტაციო ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში. თუმცა, რეგულაციებიდან გამომდინარე 19 ოქტომბრიდან უფლება მოგვეცა, რომ საგანმანათლებლო პროცესი გაგრძელებულიყო ჰიბრიდული მოდელით. რა თქმა უნდა, სწავლების პროცესში გათვალისწინებულია, კოვიდ ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნები.

აკრედიტებული პროგრამით განსაზღვრული სწავლების ფორმატები, როგორიც არის ლექცია, ცენტრალური სავარჯიშო, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა თეორიული მიდგომით ტარდება ონლაინ ფორმით, უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. სწავლების ისეთი კომპონენტები, როგორიც არის ტუტორინგი, ტესტი, უკუკავშირი უკვე ხორციელდება სააუდიტორიო ონლაინ ფორმატში, სადაც არსებობს სტუდენტების რაოდენობისა და საკონტაქტო საათების გათვალისწინებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები.

ვინაიდან გვაქვს ჰიბრიდული მოდელი, ჩვენ შევთავაზეთ სტუდენტებს, მათი სურვილის შემთხვევაში განთავსებულიყვნენ კამპუსში. დღეისათვის დაახლოებით 160 სტუდენტი იმყოფება უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი ერთვებიან ონლაინ სწავლების რეჟიმში, ასევე კვირაში ერთხელ აქვთ სააუდიტორიო მეცადინეობა, ხოლო დანარჩენი სტუდენტები ასევე კვირაში ერთხელ მოდიან კამპუსის ტერიტორიაზე სააუდიტორიო მეცადინეობებზე დასასწრებლად“, - განაცხადა ვალერი გობრონიძემ.

ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ცხოვრება საინტერესოა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

„ბუნებრივია, რომ კამპუსში დაცულია კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი. მოგეხსენებათ საქართველოში მაინცდამაინც არ ვართ განებივრებულები საუნივერსიტეტო კამპუსების სიმრავლით, ამიტომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრება ვფიქრობ, ყველა სტუდენტისთვის, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის არის გარკვეული სიახლე და ცხოვრებისეული გამოწვევა. შეიძლება ითქვას, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება სასიამოვნო რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი სწავლისა და დასვენებისთვის და ვიმედოვნე, რომ არსებულ სიტუაციას შევინარჩუნებთ სასწავლო პროცესის დასრულებამდე.

რაც შეეხება შუალედური და საგამოცდო პროცესის წარმართვას, ვალერი გობრონიძე აღნიშნავს, ფინალური გამოცდები 10 იანვრიდან იწყება. უნივერსიტეტი კი მზად არის გამოცდა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში ჩაატაროს.

„მიმდინარე სასწავლო კვირიდან სტუდენტებს შუალედური წერა ეწყებათ. სასწავლო პროცესი დეკემბრის ბოლომდე წარიმართება, ხოლო 10 იანვრიდან სტუდენტებს ფინალური გამოცდები ექნებათ.

ჩვენ მზად ვართ სწავლების ყველანაირი მოდელისთვის. თავიდანვე გათვლილი იყო, როგორც სრულად დისტანციური, ისე სრულად სააუდიტორიო და შერეული, ჰიბრიდული სწავლების მოდელები. ვინაიდან უნივერსიტეტი უკვე სარგებლობს ონლაინ პლატფორმებით, საჭიროების შემთხვევაში გამოცდები სრულად ონლაინ რეჟიმში ჩატარდება“,- აღნიშნავს უნივერსიტეტის პროცესის მართვისა და სტუდენტური სერვისების მენეჯერი.

NS

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ვაკანსიებს აცხადებს

კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - მატჩი ანგარიშით 0:1 დასრულდა