სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ დავბრუნებულიყავი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ
"ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ დავბრუნებულიყავი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ

მა­რი­ა­მი 23 წლი­საა. რუს­თავ­ში, ერთ ლა­მაზ, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ფა­სე­ბელ მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია, რომ მუ­სი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ღრმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჰქო­ნო­და?! ამ­ბობს, - პირ­ვე­ლად, 5 წლის ასაკ­ში დავ­დე­ქი რუს­თა­ვის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, მზის როლს ვას­რუ­ლებ­დი, რა­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­შიო. ამ­გვარ­მა და­სა­წყის­მა ჩანს, მარ­თლაც მზე­სა­ვით გა­უ­ნა­თა ცხოვ­რე­ბა, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან რა­ტომ­ღაც სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და დღეს უკვე იტა­ლი­ა­ში სწავ­ლობს და მღე­რის. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა რუს­თა­ველ­მა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძემ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სწო­რედ იტა­ლი­ა­ში, სა­ო­პე­რო მუ­სი­კის მე­ქა­ში და რამ მის­ცა სა­ა­მი­სოდ სტი­მუ­ლი, ვინ შე­ა­გუ­ლი­ა­ნა ან ვინ გა­უკ­ვა­ლა გზა? - მა­რი­ამს იტა­ლი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ვთხო­ვეთ იტა­ლი­ამ­დე გავ­ლილ გზა­სა და სა­ო­პე­რო თუ მის მიღ­მა ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ე­თხრო.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ჩემი სა­ო­პე­რო ცხოვ­რე­ბით რომ და­ინ­ტე­რეს­დით. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა რუს­თავ­ში მი­ვი­ღე - ჯერ მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­ვსწლე­დი და­ვამ­თავ­რე (რ. ლა­ღი­ძის მე-3 სა­მუ­სი­კო სკო­ლა) და შემ­დეგ თბი­ლის­ში, ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სახ. ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დის სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე გან­ვაგ­რძე სწავ­ლა. პა­რა­ლე­ლუ­რად, უამ­რავ მუ­სი­კა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ, რო­გორც გი­თხა­რით, ოპე­რა მი­ტა­ცებ­და და სწო­რედ ამი­ტომ 16 წლის ასაკ­ში ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­დაც ვო­კა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე მყავ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი დოდო დი­ა­სა­მი­ძე, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი აღ­ზარ­და. მეც ნელ-ნელა ვიზ­რდე­ბო­დი მის ხელ­ში, ამა­სო­ბა­ში სკო­ლაც და­ვამ­თავ­რე და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მე­გობ­რის­გან იტა­ლი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო აკა­დე­მი­ის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე. და­ვინ­ტე­რეს­დი და მათ ჩემი ჩა­ნა­წე­რი გა­ვუგ­ზავ­ნე. მა­ლე­ვე მი­პა­სუ­ხეს და მათ აკა­და­ე­მი­ა­ში სწავ­ლა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ოჯახ­მა მირ­ჩია და მხა­რიც და­მი­ჭი­რა, სწავ­ლა იტა­ლი­ა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- იტა­ლი­უ­რი იცო­დით?

- საქ­მეც ეგაა, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო - მივ­დი­ო­დი სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში და არ ვი­ცო­დი იტა­ლი­უ­რი ენა. მი­უ­ხე­და­ვად ამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, მოს­მე­ნი­დან 2 თვე­ში ჩა­ვე­დი იტა­ლი­ის ქა­ლაქ პე­ზა­რო­ში და სწავ­ლაც და­ვი­წყე. აკა­დე­მი­ა­ში საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი, მას­ტერკლა­სი და ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და. ნელ-ნელა გა­მოც­დი­ლე­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც მე­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე. მინ­და, დე­და­ჩემს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რად­გან ამ რთულ მო­მენ­ტებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა მან გა­მი­წია. მოკ­ლედ, აკა­დე­მი­ა­ში 6-თვი­ა­ნი სწავ­ლის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, თავი გა­მო­მე­ცა­და და იმა­ვე ქა­ლაქ­ში Gioachino Rossini-ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე გა­ვე­დი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა ავი­ღე და ჩა­ვი­რი­ცხე ორ ფა­კულ­ტეტ­ზე, მათ შო­რის კი რე­ნე­სან­სი­სა და ბა­რო­კოს ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. ვფიქ­რობ, გა­მი­მარ­თლა, რად­გან იქ შევ­ხვდი ძა­ლი­ან კარგ მას­წავ­ლე­ბელს - რო­მი­ნა ბა­სოს, რო­მელ­მაც შე­მას­წავ­ლა ბა­რო­კოს სა­ფუძ­ვლე­ბი და და­მეხ­მა­რა, კარ­გად ჩავ­წვდო­მო­დი იტა­ლი­ურ სას­წავ­ლო სის­ტე­მას. ასე და­ი­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი მე­ო­რე ეტა­პი, რად­გან მი­წევ­და მუ­სი­კი­სი ის­ტო­რი­ის იტა­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლა და პა­რა­ლე­ლუ­რად - თა­ვად იტა­ლი­უ­რი ენის სწავ­ლაც.

ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბო­და სა­ცხოვ­რებ­ლი­სა სა­ბუ­თე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პრობ­ლე­მა და ხში­რად ისე­თი რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბიც მქო­ნია, მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა და შინ, ჩემს ოჯახ­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ აქაც ჩემი მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი და ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა მამ­ხნე­ვებ­და.

დრო­დად­რო, ახალ წლამ­დე ან სა­აღ­დგო­მოდ, კონ­ცერ­ტის მე­ო­რე დღეს ვა­ხერ­ხებ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბას და 1 თვის ოჯახ­თან გა­ტა­რე­ბას, შემ­დეგ ისევ უკან ვბრუნ­დე­ბო­დი და ვაგ­რძე­ლებ­დი სწავ­ლას, ხოლო ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი რომ გა­და­მე­ხა­და, სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ზღვის­პი­რა რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი. რამ­დენ­ჯერ­მე სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბაც მო­ვა­ხერ­ხე. სირ­თუ­ლე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კვლავ გა­მი­მარ­თლა, რად­გან კი­დევ ერთ უნი­ჭი­ე­რეს მას­წავ­ლე­ბელს შევ­ხვდი - ნა­ი­რა აგა­სა­რი­ანს, რო­მე­ლიც დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და მოთ­მი­ნე­ბით მუ­შა­ობ­და ჩემ­თან. სწო­რედ მისი რჩე­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით გა­ვე­დი ქა­ლაქ ფერ­მოს Giovanni Battista Pergolesis-ის სახ. სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებ­ზე და ჩა­ვი­რი­ცხე კი­დეც ვო­კა­ლურ კა­მე­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე.

- ალ­ბათ უკვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბაც მო­გე­მა­ტათ. რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, კონ­ცერ­ტებ­ზე თუ გა­მო­დი­ხართ და რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლა?

- სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში 23 კონ­ცერ­ტი მქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით 2020 წლის მონ­ტე ვერ­დის ფეს­ტი­ვალს გა­მოვ­ყოფ, სა­დაც მთა­ვარ როლ­ზე კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. მა­ის­ში უნდა შემ­დგა­რი­ყო ჩემი დე­ბი­უ­ტი, მაგ­რამ კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო ეს ფეს­ტი­ვა­ლი ჯერ ივ­ლი­სის­თვის გა­და­ი­დო, შემ­დეგ კი სულ გა­უქ­მდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმ­დე­ნად ამ რო­ლის­თვის ისეთ კონ­კუ­რე­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვე, რომ ამან დიდი სტი­მუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მომ­ცა. შე­საძ­ლოა, ესეც კი იყო მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, ასე რომ, შე­მარ­თე­ბით ვარ და მო­უთ­მენ­ლად ველი სწავ­ლის და­წყე­ბას.

- სულ სწავ­ლა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, იტა­ლია ისე­თი ემო­ცი­ე­ბი­სა და იმ­პულ­სე­ბის ქვე­ყა­ნაა, თავ­გა­და­სავ­ლებ­სა და ლი­რი­კას ვერ ას­ცდე­ბო­დით...

- პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი, იტა­ლი­ა­ზე საკ­მა­ოდ კარ­გი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, მაგ­რამ ნა­ნახ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა - ვიწ­რო ქუ­ჩე­ბი, მთის წვერ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი... გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია რო­გორ არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი და ახა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, იტა­ლია იმ ქვე­ყა­ნა­თა რიგ­შია, სი­ცო­ცხლე­ში ყვე­ლა ადა­მი­ან­მა რომ უნდა ნა­ხოს. ამას ემა­ტე­ბა იტა­ლი­ე­ლი ხალ­ხი. ხში­რად ამ­ბო­ბენ, ბუ­ნე­ბით ქარ­თვლებს გვგვა­ნა­ნო და მეც მსგავ­სი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, ვიდ­რე პი­რა­დად არ და­ვაკ­ვირ­დი მათ. მე ვი­ტყო­დი, იტა­ლი­ე­ლე­ბი იმ­დე­ნად გვგვა­ნან, რამ­დე­ნა­დაც გან­სხვავ­დე­ბი­ან ჩვენ­გან. ბუ­ნე­ბით შუა ასა­კამ­დე (50 წლამ­დე) მე­ტად ვგა­ვართ - ჩვენ­სა­ვით ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი, ლა­ღე­ბი არი­ან, მაგ­რამ ამ ასა­კის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კუ­რად იმ­დე­ნად აღარ აქ­ტი­უ­რობს, ნერ­ვი­უ­ლო­ბას იწყებს სი­ბე­რე­ზე. აქ კი - პი­რი­ქით, ფაქ­ტობ­რი­ვად, 50 წლი­დან იწყე­ბენ ცხოვ­რე­ბას, და­დი­ან ცეკ­ვის წრე­ებ­ზე, მხი­ა­რუ­ლო­ბენ, ვარ­ჯი­შო­ბენ. სა­სი­ა­მოვ­ნოდ გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც ვნა­ხე, რო­გორ ცეკ­ვავ­დნენ იტა­ლი­ის ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში ბე­ბო­ე­ბი ტან­გოს, ევ­რო­პულ ცეკ­ვებს და ა.შ. იტა­ლი­ე­ლებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა არც გამ­ჭირ­ვე­ბია. ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­გო­ბა­რი მყავს, ვი­საც შე­მიძ­ლია და­ვეყ­რდნო, მაგ­რამ ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი მა­ინც ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი გო­გო­ნაა - თა­მარ კუ­პა­ტა­ძე, რო­მე­ლიც აქ პე­ზა­რო­ში გა­ვი­ცა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­რი­კას - ალ­ბათ, სიყ­ვა­რულს გუ­ლის­ხმობთ, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სულ მაგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ (იღი­მის), მაგ­რამ არც ვინ­მეს, კონ­კრე­ტულს ვგუ­ლის­ხმობ და ამ ეტაპ­ზე არც ოჯა­ხის შექ­მნას ვა­პი­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­გა­და­სა­ვალს, რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, ამ­ბავს უფრო და­ვარ­ქმევ­დი: 2019 წლის ზა­ფხულ­ში, სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს მე­გო­ბარ­მა ბა­ი­კით მო­მა­კი­თხა და შინ გა­ცი­ლე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. თა­ვი­დან ვი­უ­ა­რე, რად­გა­ნაც სა­თა­ნა­დოდ არ მეც­ვა, მაგ­რამ არ მო­მეშ­ვა, თა­ვი­სი ტყა­ვის ქურ­თუ­კიც კი და­მით­მო და და­ვი­ძა­რით. პირ­ვე­ლი წა­მე­ბი სი­ხა­რუ­ლის იყო, შემ­დეგ კი შიშ­მა ამი­ტა­ნა და ვთხო­ვე, სიჩ­ქა­რე შე­ე­ნე­ლე­ბი­ნა, არა­და, გზა­დაც არა­ვინ შეგ­ვხვედ­რია. მახ­სოვს ბოლო მო­სახ­ვე­ვი, სა­დაც მთე­ლი ძა­ლით მოვ­ხვიე ხე­ლე­ბი, თვა­ლე­ბი მაგ­რად დავ­ხუ­ჭე და ბუტ­ბუ­ტი და­ვი­წყე: მა­მაო ჩვე­ნო... ვერ და­ვას­რუ­ლე, შემ­დეგ კი ტკი­ვი­ლის­გან გონს მო­ვე­დი და მივ­ხვდი, მან­ქა­ნა დაგ­ვე­ჯა­ხა. მახ­სოვს სა­ჭეს­თან გო­გო­ნა იჯდა. მე ინ­სტიქ­ტუ­რად წა­მოვ­დე­ქი და მა­ლე­ვე მუხ­ლე­ბი მო­მე­კე­ცა. მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ვი­ღე, ჩემი მე­გობ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც ფეხ­ზე მრა­ვა­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ამ ამ­ბის გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ის არის, რომ სა­ვა­ად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ ჩემს სა­ნა­ხა­ვად ორი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და. მათ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა მი­სურ­ვეს და მი­თხრეს, იღ­ბა­ლი გქო­ნია, ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყოო. თურ­მე, საგ­ზაო ინ­ცი­დენ­ტის ჩა­ნა­წე­რი უნა­ხავთ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ისე­თი სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი, რო­გორ გა­დავ­რჩი.

- რა გეგ­მე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გაქვთ, რო­დის ფიქ­რობთ, ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს წა­რუდ­გეთ და კი­დევ - გიძ­ნელ­დე­ბათ სამ­შობ­ლოს­გან, ოჯა­ხის­გან შორს ყოფ­ნა?

- მო­მა­ვალ­ზე ბევ­რი მი­ფიქ­რია, მინ­დო­და, ჩემი პრო­ფე­სია და სამ­შობ­ლო ერ­თმა­ნე­თის­თვის და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა, რად­გან ადა­მი­ა­ნი მა­შინ არის ბედ­ნი­ე­რი, როცა ყვე­ლა ემო­ცი­ას ირ­გვლივ მყო­ფებს უზი­ა­რებს. დღე არ გა­სუ­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ოჯახ­ზე რომ არ მე­ფიქ­რა, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე მი­ჭირს ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა და სამ­შობ­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა, რად­გან ბა­რო­კო სპე­ცი­ფი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით იტა­ლი­ა­ში აფა­სე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი მთლი­ა­ნად იტა­ლი­ა­ში სწავ­ლა­სა და კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ხოლო სა­მო­მავ­ლოდ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვეც­ნო­ბი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ამ­პლუ­ა­ში.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვანიჩკა
1

<3

იზა ჯაფარიძე
3

გთხოვთ ნუ იქნებით შეფასებებში სასტიკები, ეს მისი პირადი ცხოვრებაა. 

ავტორი:

"ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ დავბრუნებულიყავი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ

"ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ დავბრუნებულიყავი" - ქართველი გოგონას გზა წარმატებისკენ

მარიამი 23 წლისაა. რუსთავში, ერთ ლამაზ, ქართული ტრადიციების დამფასებელ მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მუსიკისადმი ინტერესი ღრმა ბავშვობიდანვე ჰქონოდა?! ამბობს, - პირველად, 5 წლის ასაკში დავდექი რუსთავის თეატრის სცენაზე, მზის როლს ვასრულებდი, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ინტერესების ჩამოყალიბებაშიო. ამგვარმა დასაწყისმა ჩანს, მართლაც მზესავით გაუნათა ცხოვრება, რადგან ბავშვობიდან რატომღაც საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა და დღეს უკვე იტალიაში სწავლობს და მღერის. რატომ გადაწყვიტა რუსთაველმა მარიამ ტყემალაძემ სწავლის გაგრძელება სწორედ იტალიაში, საოპერო მუსიკის მექაში და რამ მისცა საამისოდ სტიმული, ვინ შეაგულიანა ან ვინ გაუკვალა გზა? - მარიამს იტალიაში დავუკავშირდით და ვთხოვეთ იტალიამდე გავლილ გზასა და საოპერო თუ მის მიღმა ცხოვრებაზე მოეთხრო.

- ძალიან მიხარია, ჩემი საოპერო ცხოვრებით რომ დაინტერესდით. მუსიკალური განათლება რუსთავში მივიღე - ჯერ მუსიკალური ექვსწლედი დავამთავრე (რ. ლაღიძის მე-3 სამუსიკო სკოლა) და შემდეგ თბილისში, ზ. ფალიაშვილის სახ. ნიჭიერთა ათწლედის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე განვაგრძე სწავლა. პარალელურად, უამრავ მუსიკალურ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ, როგორც გითხარით, ოპერა მიტაცებდა და სწორედ ამიტომ 16 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ვოკალურ განყოფილებაზე მყავდა გამორჩეული პედაგოგი დოდო დიასამიძე, რომელმაც არაერთი ქართველი ვარსკვლავი აღზარდა. მეც ნელ-ნელა ვიზრდებოდი მის ხელში, ამასობაში სკოლაც დავამთავრე და საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამავე პერიოდში მეგობრისგან იტალიაში არსებული საოპერო აკადემიის შესახებ შევიტყვე. დავინტერესდი და მათ ჩემი ჩანაწერი გავუგზავნე. მალევე მიპასუხეს და მათ აკადაემიაში სწავლა შემომთავაზეს. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, რადგან საქართველოს კონსერვატორიაში ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ ოჯახმა მირჩია და მხარიც დამიჭირა, სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა.

- იტალიური იცოდით?

- საქმეც ეგაა, რომ ჩემი გადაწყვეტილება საკმაოდ რთული იყო - მივდიოდი სრულიად უცხო ქვეყანაში და არ ვიცოდი იტალიური ენა. მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, მოსმენიდან 2 თვეში ჩავედი იტალიის ქალაქ პეზაროში და სწავლაც დავიწყე. აკადემიაში საკმაოდ დატვირთული ვიყავი, უამრავი კონცერტი, მასტერკლასი და ღონისძიება გვქონდა. ნელ-ნელა გამოცდილება და თავდაჯერებულობაც მემატებოდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიჭირდა, უცხო ქვეყანაში ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე. მინდა, დედაჩემს მადლობა გადავუხადო, რადგან ამ რთულ მომენტებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მან გამიწია. მოკლედ, აკადემიაში 6-თვიანი სწავლის შემდეგ გადავწყვიტე, თავი გამომეცადა და იმავე ქალაქში Gioachino Rossini-ის კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე გავედი. წარმოიდგინეთ, უმაღლესი შეფასება ავიღე და ჩავირიცხე ორ ფაკულტეტზე, მათ შორის კი რენესანსისა და ბაროკოს ფაკულტეტი ავირჩიე. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან იქ შევხვდი ძალიან კარგ მასწავლებელს - რომინა ბასოს, რომელმაც შემასწავლა ბაროკოს საფუძვლები და დამეხმარა, კარგად ჩავწვდომოდი იტალიურ სასწავლო სისტემას. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების რთული მეორე ეტაპი, რადგან მიწევდა მუსიკისი ისტორიის იტალიურ ენაზე სწავლა და პარალელურად - თავად იტალიური ენის სწავლაც.

ამ ყველაფერს ემატებოდა საცხოვრებლისა საბუთების განახლების პრობლემა და ხშირად ისეთი რთული მომენტებიც მქონია, მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და შინ, ჩემს ოჯახში დავბრუნებულიყავი. მაგრამ აქაც ჩემი მიღწეული წარმატებები და ოჯახის მხარდაჭერა მამხნევებდა.

დროდადრო, ახალ წლამდე ან სააღდგომოდ, კონცერტის მეორე დღეს ვახერხებდი საქართველოში გამომგზავრებას და 1 თვის ოჯახთან გატარებას, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდი და ვაგრძელებდი სწავლას, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, სასტუმროებში ან ზღვისპირა რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი. რამდენჯერმე სტიპენდიის მოპოვებაც მოვახერხე. სირთულეების პარალელურად, კვლავ გამიმართლა, რადგან კიდევ ერთ უნიჭიერეს მასწავლებელს შევხვდი - ნაირა აგასარიანს, რომელიც დიდი სიფრთხილითა და მოთმინებით მუშაობდა ჩემთან. სწორედ მისი რჩევითა და მხარდაჭერით გავედი ქალაქ ფერმოს Giovanni Battista Pergolesis-ის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სამაგისტრო გამოცდებზე და ჩავირიცხე კიდეც ვოკალურ კამერულ ფაკულტეტზე.

- ალბათ უკვე თავდაჯერებულებაც მოგემატათ. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, კონცერტებზე თუ გამოდიხართ და რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა?

- სწავლის პერიოდში 23 კონცერტი მქონდა. განსაკუთრებით 2020 წლის მონტე ვერდის ფესტივალს გამოვყოფ, სადაც მთავარ როლზე კონკურსის საფუძველზე დამამტკიცეს. მაისში უნდა შემდგარიყო ჩემი დებიუტი, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო ეს ფესტივალი ჯერ ივლისისთვის გადაიდო, შემდეგ კი სულ გაუქმდა. მიუხედავად ამისა, იმდენად ამ როლისთვის ისეთ კონკურეციაში გავიმარჯვე, რომ ამან დიდი სტიმული და თავდაჯერებულობა მომცა. შესაძლოა, ესეც კი იყო მაგისტრატურაზე წარმატებით ჩაბარების წინაპირობა, ასე რომ, შემართებით ვარ და მოუთმენლად ველი სწავლის დაწყებას.

- სულ სწავლაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ვფიქრობ, იტალია ისეთი ემოციებისა და იმპულსების ქვეყანაა, თავგადასავლებსა და ლირიკას ვერ ასცდებოდით...

- პირველად რომ წავედი, იტალიაზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა - ვიწრო ქუჩები, მთის წვერზე გაშენებული ქალაქები, მუზეუმები... განსაცვიფრებელია როგორ არის შენარჩუნებული ძველი და ახალი ნაგებობები. ვფიქრობ, იტალია იმ ქვეყანათა რიგშია, სიცოცხლეში ყველა ადამიანმა რომ უნდა ნახოს. ამას ემატება იტალიელი ხალხი. ხშირად ამბობენ, ბუნებით ქართვლებს გვგვანანო და მეც მსგავსი წარმოდგენა მქონდა, ვიდრე პირადად არ დავაკვირდი მათ. მე ვიტყოდი, იტალიელები იმდენად გვგვანან, რამდენადაც განსხვავდებიან ჩვენგან. ბუნებით შუა ასაკამდე (50 წლამდე) მეტად ვგავართ - ჩვენსავით ხმაურიანები, ლაღები არიან, მაგრამ ამ ასაკის შემდეგ ქართველი ფიზიკურად იმდენად აღარ აქტიურობს, ნერვიულობას იწყებს სიბერეზე. აქ კი - პირიქით, ფაქტობრივად, 50 წლიდან იწყებენ ცხოვრებას, დადიან ცეკვის წრეებზე, მხიარულობენ, ვარჯიშობენ. სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი, როდესაც ვნახე, როგორ ცეკვავდნენ იტალიის ვიწრო ქუჩებში ბებოები ტანგოს, ევროპულ ცეკვებს და ა.შ. იტალიელებთან საერთო ენის გამონახვა არც გამჭირვებია. ბევრი ადგილობრივი მეგობარი მყავს, ვისაც შემიძლია დავეყრდნო, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი მაინც ქართველი პიანისტი გოგონაა - თამარ კუპატაძე, რომელიც აქ პეზაროში გავიცანი.

რაც შეეხება ლირიკას - ალბათ, სიყვარულს გულისხმობთ, შემიძლია გითხრათ, რომ სულ მაგ მდგომარეობაში ვარ (იღიმის), მაგრამ არც ვინმეს, კონკრეტულს ვგულისხმობ და ამ ეტაპზე არც ოჯახის შექმნას ვაპირებ. რაც შეეხება თავგადასავალს, რასაც მოგიყვებით, ამბავს უფრო დავარქმევდი: 2019 წლის ზაფხულში, სამუშაო დღის ბოლოს მეგობარმა ბაიკით მომაკითხა და შინ გაცილება შემომთავაზა. თავიდან ვიუარე, რადგანაც სათანადოდ არ მეცვა, მაგრამ არ მომეშვა, თავისი ტყავის ქურთუკიც კი დამითმო და დავიძარით. პირველი წამები სიხარულის იყო, შემდეგ კი შიშმა ამიტანა და ვთხოვე, სიჩქარე შეენელებინა, არადა, გზადაც არავინ შეგვხვედრია. მახსოვს ბოლო მოსახვევი, სადაც მთელი ძალით მოვხვიე ხელები, თვალები მაგრად დავხუჭე და ბუტბუტი დავიწყე: მამაო ჩვენო... ვერ დავასრულე, შემდეგ კი ტკივილისგან გონს მოვედი და მივხვდი, მანქანა დაგვეჯახა. მახსოვს საჭესთან გოგონა იჯდა. მე ინსტიქტურად წამოვდექი და მალევე მუხლები მომეკეცა. მსუბუქი დაზიანება მივიღე, ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, რომელსაც ფეხზე მრავალი ოპერაცია დასჭირდა. ამ ამბის გასაკუთრებული მონაკვეთი ის არის, რომ სავაადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ჩემს სანახავად ორი პოლიციელი მოვიდა. მათ გამოჯანმრთელება მისურვეს და მითხრეს, იღბალი გქონია, ეს ნამდვილი სასწაული იყოო. თურმე, საგზაო ინციდენტის ჩანაწერი უნახავთ და გაოგნებულები იყვნენ, ისეთი სიმაღლიდან გადმოვარდნილი, როგორ გადავრჩი.

- რა გეგმები და პერსპექტივები გაქვთ, როდის ფიქრობთ, ქართველ მაყურებელს წარუდგეთ და კიდევ - გიძნელდებათ სამშობლოსგან, ოჯახისგან შორს ყოფნა?

- მომავალზე ბევრი მიფიქრია, მინდოდა, ჩემი პროფესია და სამშობლო ერთმანეთისთვის დამეკავშირებინა, რადგან ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა ყველა ემოციას ირგვლივ მყოფებს უზიარებს. დღე არ გასულა, საქართველოსა და ოჯახზე რომ არ მეფიქრა, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მიჭირს ჩემი პროფესიისა და სამშობლოს ერთმანეთთან შეთავსება, რადგან ბაროკო სპეციფიური მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებით იტალიაში აფასებენ, შესაბამისად, ჩემი მოკლევადიანი გეგმები მთლიანად იტალიაში სწავლასა და კონკურსებში მონაწილეობას უკავშირდება. ხოლო სამომავლოდ დიდი სიამოვნებით გავეცნობი ქართველ საზოგადოებას ამ ამპლუაში.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ქერემ ბურსინი: თურქი ვარსკვლავი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს

"კარგად ჩანს, როგორ დაუნგრიეს ოცნებებით სავსე გოგონას ცხოვრება" - სერიალი The Crown, ეკრანზე "გაცოცხლებული" პრინცესა დიანა და მსახიობი, რომელმაც ბრიტანელების აზრი ორად გაყო

"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული - "ტვირთთან ერთად ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"