სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა
გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა

პო­ლი­ცი­ამ ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ე.წ. შავ ბა­ზარ­ზე 1 200 000 ლარს შე­ად­გენს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის, მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა-შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი კომ­პლექ­სუ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ა. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­ად­გენ­და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა ჯგუფს და ჩარ­თუ­ლი იყო ინ­ტერ­ნეტ­ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ დამ­ზა­დე­ბის სქე­მა­ში. ა.ა. დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და პრე­კურ­სო­რე­ბის­გან ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ამ­ზა­დებ­და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რონს“ და შემ­დეგ მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტით ახ­დენ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა. ასე­ვე, პო­ლი­ცი­ამ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ე.წ. ნარ­კო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ა.ა.-ს პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მდე­ბა­რე სა­მა­ლა­ვე­ბი­დან, სულ ამო­ი­ღეს 2 კი­ლოგ­რა­მი და 300 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნი“. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, აგ­რეთ­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ფედ­რო­ნის“ დამ­ზა­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, პრე­კურ­სო­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რი. ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შავ ბა­ზარ­ზე 1 200 000 ლარს შე­ად­გენს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით და 266-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა!
6

ქალებმა გაასწრეს კაცებს "საგმირო" საქმეებში!!!!

nini
16

ამაზრზენია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა

პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა, ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან, სულ ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აგრეთვე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს