პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით" - რას ამბობენ ექსპერტები ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე
"საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით" - რას ამბობენ ექსპერტები ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე

სა­ქარ­თვე­ლო არა ერთი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ერ­თბა­შად დად­გა და ამას ზედ და­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა უნდა იყოს. პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზა - დი­ა­ლო­გი და ქუ­ჩი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან გა­დას­ვლა ურ­ჩია. ოპო­ზი­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ზი­ცი­ებს არ თმობს, ბო­ი­კოტს აგ­რძე­ლებს და ქუ­ჩი­დან და აქ­ცი­ე­ბით სა­უ­ბარს ამ­ჯო­ბი­ნებს. შე­თან­ხმდე­ბი­ან თუ არა მხა­რე­ე­ბი და მო­უ­წევთ თუ არა დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა, იქ­ნე­ბა თუ არა გან­ვი­თა­რე­ბა­დი ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტი და რო­გორ გა­მო­ვა ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან, ამ კი­თხვებ­ზე ambebi.ge-სთან ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

ანა­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლის აზ­რით, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი სე­რი­ო­ზულ მას­შტა­ბურ ხა­სი­ათს ვერ მი­ი­ღებს და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბი­ან და არა - ქუ­ჩა­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს მხო­ლოდ მათი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი მა­ინც კა­ნო­ნი­ე­რად შეძ­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

- მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ცხა­დია, სა­ზი­ა­ნოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­მე­ლიც არა­ერ­თი სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, ამას ემა­ტე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაც. ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი არე­უ­ლო­ბის და ქა­ო­სის შექ­მნის მცდე­ლო­ბა უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რად ფას­დე­ბა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან. გა­სა­გე­ბია რომ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გით ყვე­ლა მხა­რე კმა­ყო­ფი­ლი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა და­ა­ყე­ნონ.

ოპო­ზი­ცი­ის რე­ა­ლუ­რი და არა იმი­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის, ფარ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა. ასე­თი რამ მათ პერ­სპექ­ტი­ვა­შიც კი არ გა­აჩ­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­კე­უ­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი, ცხა­დია, იქ­ნე­ბა მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ მას­შტა­ბურ ხა­სი­ათს ვერ მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბას, ის მხო­ლოდ სი­ტუ­ა­ცი­ურ ხა­სი­ათს ატა­რებს და ვფიქ­რობ, ის ამ­ჟა­მა­დაც კი რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს. ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე არა­ლო­გი­კუ­რი და არა­რე­ა­ლის­ტუ­რია იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ეს არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად და კონ­კუ­რენ­ტუ­ლად სცნო ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ. რაც შე­ე­ხე­ბა უბ­ნე­ბის, ოლ­ქე­ბის შე­დე­გე­ბის ხე­ლა­ხალ გა­დათ­ვლას თუ სხვა ცალ­კე­უ­ლი დარ­ღე­ვე­ბის აღ­მო­ფხვრას, ამის მზა­ო­ბა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ღიად და­ა­დას­ტუ­რა, რაც უდა­ოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

- რა უნდა გა­კეთ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რო­გორ - ოპო­ზი­ცია?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი დი­ა­ლო­გის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს. პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა იქ­ცე­ო­დეს ისე, რო­გორც იქ­ცე­ვა, ანუ მზად უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი და ლო­გი­კუ­რად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის და ამა­ვე დროს, კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით სა­ხელ­მწი­ფო­ში არა­ვი­თა­რი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა და ქა­ო­სის შექ­მნის მცდე­ლო­ბა არ და­უშ­ვას. ამის მა­გა­ლი­თი ჩვენ 8-9 ნო­ემ­ბერს ვნა­ხეთ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის სა­ხით სა­ხელ­მწი­ფო მოქ­მე­დებ­და მტკი­ცედ და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად. რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის ერთ ნა­წილს, მათი ლი­დე­რე­ბი უნდა და­ფიქ­რდნენ, რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ერთხელ მა­ინც და­ა­ყე­ნონ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი სა­კუ­თარ სი­ხარ­ბე­სა და ამ­ბი­ცი­ებ­ზე მაღ­ლა.

დი­ა­ლოგს და სა­მარ­თლი­ან კონ­სენ­სუსს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. ქა­ო­სის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბას რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას არც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და არც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი არ მის­ცე­მენ. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნას, სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია. ოპო­ზი­ცია ქვეყ­ნის მტე­რი კი არა, სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნი და რე­ზერ­ვი უნდა იყოს. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­სურ­ვე­ლი და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს გა­და­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბი­ან და არა - ქუ­ჩა­ში.

პო­ლი­ტო­ლო­გი ნიკა ჩი­ტი­ძე ორი­ვე მხრი­დან დათ­მო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და მი­აჩ­ნია, რომ ოპო­ზი­ცია იმ პი­რო­ბით უნდა შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, რომ სა­დღაც 2 წე­ლი­წად­ში და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც წმინ­დად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტარ­დე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, ის შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ერ­თი­ა­ნო­ბას. სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სიც მო­უ­წო­დებს ორი­ვე მხა­რეს დი­ა­ლო­გის­კენ. მათი პრო­ტეს­ტი გან­ვი­თა­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ამით რთუ­ლია ვი­თა­რე­ბის შეც­ვლა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც წა­მო­ვი­დეს დათ­მო­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან არც ისი­ნი არი­ან იმით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იყოს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ი­ნა­ხოს კომ­პრო­მი­სი. ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ ოპო­ზი­ცია შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი დათ­მო­ბის, მა­გა­ლი­თად, ხმე­ბის გა­დათ­ვლის ხარ­ჯზე. ოპო­ზი­ცია იმ პი­რო­ბით შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, რომ სა­დღაც 2 წე­ლი­წად­ში და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა წმინ­დად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით. ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტი ესაა.

ეს მი­ტინ­გე­ბი გა­სა­გე­ბია - მივა ხალ­ხი, გა­აპ­რო­ტეს­ტებს, მერე და­იშ­ლე­ბა და ასე შემ­დეგ. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი და ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რა­საც ისი­ნი იყე­ნე­ბენ, ხალ­ხი და­ზა­რალ­და, პან­დე­მი­აა, თან არც სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რაა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­ინც მხარს უჭერს იდე­ას, რომ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დეს პარ­ლა­მენ­ტის შიგ­ნით.

დღეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” აქვს და მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ პრტი­ად რჩე­ბა, მაგ­რამ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა მა­ინც არაა სა­ხე­ზე, გან­სხვა­ვე­ბით მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის­გან. ახლა 9 პარ­ტი­ამ გა­და­ლა­ხა სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი და ასე მგო­ნია, ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თან­და­თან კლე­ბუ­ლობს.

ჩვენ­თვის ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან და ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ ოპო­ზი­ცია შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ 2022 წელს გა­ი­მარ­თოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი წმინ­და პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით. მი­მაჩ­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ა­მაც ტაქ­ტი­კა უნდა შეც­ვა­ლოს. ფაქ­ტია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ყალბ­და, რაც სამ­წუ­ხა­როა და ახლა ოპო­ზი­ცია იმა­ზე უნდა და­ფიქ­რდეს, რა­ტომ მოხ­და, რომ 40%-ზე მეტ­მა ისევ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” მის­ცა ხმა. “ოც­ნე­ბაც” უნდა და­ფიქ­რდეს, იმა­ზე, რა­ტომ მის­ცა ხმა მას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა, ვიდ­რე 2012 წელს (სა­დღაც მი­ლი­ონ ექ­ვსა­სი ათას­ზე მეტი იყო). ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა და აშ­კარდ არ­სე­ბობს ამის კად­რე­ბი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მი­მაჩ­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო­ბა­ზე უნდა წა­ვი­დეს ოპო­ზი­ცი­ას­თან. ოპო­ზი­ცი­ას მე­ო­რე ტურ­ში რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში აქვს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი, მისი რე­ი­ტინ­გი ახლა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
12

ისე კარგად შეცუნცულდებიან ეოგორც დაგიბარებია

სიმართლე მწარეა-არ დაბლოკოთ
2

შენი ექსპერტობა არ გაიშვას შენს იქით, ოპოზიციის რეიტინგი 0-ია. ვერც ერთ ოლქში ვერ გაიმარჯვებს თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით" - რას ამბობენ ექსპერტები ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე

"საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით" - რას ამბობენ ექსპერტები ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე

საქართველო არა ერთი გამოწვევის წინაშე ერთბაშად დადგა და ამას ზედ დაერთო პოლიტიკური კრიზისი, რომლის დაძლევაც დღეს ხელისუფლებისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. პრემიერმა გიორგი გახარიამ გაერთიანებულ ოპოზიციას კრიზისიდან გამოსვლის გზა - დიალოგი და ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადასვლა ურჩია. ოპოზიცია ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობს, ბოიკოტს აგრძელებს და ქუჩიდან და აქციებით საუბარს ამჯობინებს. შეთანხმდებიან თუ არა მხარეები და მოუწევთ თუ არა დათმობაზე წასვლა, იქნება თუ არა განვითარებადი ოპოზიციის პროტესტი და როგორ გამოვა ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან, ამ კითხვებზე ambebi.ge-სთან ექსპერტები საუბრობენ.

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის აზრით, საპროტესტო გამოსვლები სერიოზულ მასშტაბურ ხასიათს ვერ მიიღებს და კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში იქნებიან და არა - ქუჩაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მათი პრობლემა იქნება, ახალი პარლამენტი მაინც კანონიერად შეძლებს ფუნქციონირებას.

- მიმდინარე პროცესები ცხადია, საზიანოა საქართველოსთვის, რომელიც არაერთი საშინაო თუ საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, ამას ემატება საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ბუნებრივია, ყოველივე ამის ფონზე, ნებისმიერი არეულობის და ქაოსის შექმნის მცდელობა უკიდურესად ნეგატიურად ფასდება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან. გასაგებია რომ, არჩევნების შედეგით ყველა მხარე კმაყოფილი ვერასდროს იქნება, მაგრამ პოლიტიკოსებმა პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ.

ოპოზიციის რეალური და არა იმიტირებული პროტესტის გასავითარებლად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, ფართო სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა და ავტორიტეტული ლიდერები ესაჭიროება. ასეთი რამ მათ პერსპექტივაშიც კი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ცალკეული საპროტესტო გამოსვლები, ცხადია, იქნება მაგრამ სერიოზულ მასშტაბურ ხასიათს ვერ მიიღებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას, ის მხოლოდ სიტუაციურ ხასიათს ატარებს და ვფიქრობ, ის ამჟამადაც კი რეალურად არ არსებობს. ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე არალოგიკური და არარეალისტურია იმ ფონზე, როდესაც ეს არჩევნები სამართლიანად და კონკურენტულად სცნო ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ. რაც შეეხება უბნების, ოლქების შედეგების ხელახალ გადათვლას თუ სხვა ცალკეული დარღევების აღმოფხვრას, ამის მზაობა პრემიერმა გიორგი გახარიამ ღიად დაადასტურა, რაც უდაოდ მისასალმებელია.

- რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ხელისუფლება და როგორ - ოპოზიცია?

- საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, პოლიტიკური კონფლიქტები დიალოგის საფუძველზე უნდა რეგულირდებოდეს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლება უნდა იქცეოდეს ისე, როგორც იქცევა, ანუ მზად უნდა იყოს სამართლიანი და ლოგიკურად არგუმენტირებული დიალოგისთვის და ამავე დროს, კანონის სრული სიმკაცრით სახელმწიფოში არავითარი კანონდარღვევა და ქაოსის შექმნის მცდელობა არ დაუშვას. ამის მაგალითი ჩვენ 8-9 ნოემბერს ვნახეთ. სამართალდამცავების სახით სახელმწიფო მოქმედებდა მტკიცედ და პასუხისმგებლიანად. რაც შეეხება ოპოზიციის ერთ ნაწილს, მათი ლიდერები უნდა დაფიქრდნენ, რეალურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და ერთხელ მაინც დააყენონ ქვეყნის ინტერესები საკუთარ სიხარბესა და ამბიციებზე მაღლა.

დიალოგს და სამართლიან კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ქაოსის მოწყობის უფლებას რადიკალურ ოპოზიციას არც ჩვენი მოქალაქეები და არც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეები არ მისცემენ. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სასიცოცხლოდ სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია. ოპოზიცია ქვეყნის მტერი კი არა, საიმედო საყრდენი და რეზერვი უნდა იყოს. ბუნებრივია, სასურველი და კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერს გადასული პარტიები პარლამენტში იქნებიან და არა - ქუჩაში.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე ორივე მხრიდან დათმობის აუცილებლობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ოპოზიცია იმ პირობით უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ სადღაც 2 წელიწადში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც წმინდად პროპორციული წესით ჩატარდება.

- შესაძლებელია არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საერთო ჯამში, ის შეინარჩუნებს ერთიანობას. საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსიც მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ. მათი პროტესტი განვითარებადი იქნება, თუმცა ამით რთულია ვითარების შეცვლა. გარკვეულწილად, შეიძლება ხელისუფლებაც წამოვიდეს დათმობაზე, ვინაიდან არც ისინი არიან იმით დაინტერესებული, რომ ერთპარტიული პარლამენტი იყოს და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გამოინახოს კომპრომისი. ამ ეტაპზე შესაძლებელია შეთანხმება, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ოღონდ გარკვეული დათმობის, მაგალითად, ხმების გადათვლის ხარჯზე. ოპოზიცია იმ პირობით შევიდეს პარლამენტში, რომ სადღაც 2 წელიწადში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ჩატარდება წმინდად პროპორციული წესით. ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა.

ეს მიტინგები გასაგებია - მივა ხალხი, გააპროტესტებს, მერე დაიშლება და ასე შემდეგ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ხელისუფლების ქმედებები და ის საშუალებები, რასაც ისინი იყენებენ, ხალხი დაზარალდა, პანდემიაა, თან არც საერთაშორისო მხარდაჭერაა. საერთაშორისო საზოგადოება მაინც მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით.

დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს და მთავარ ოპოზიციურ პრტიად რჩება, მაგრამ ორპოლუსიანობა მაინც არაა სახეზე, განსხვავებით მე-8 მოწვევის პარლამენტისგან. ახლა 9 პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და ასე მგონია, ორპოლუსიანობის მაჩვენებელი თანდათან კლებულობს.

ჩვენთვის ამ ეტაპზე პოლიტიკური კრიზისიდან და ჩიხიდან გამოსავალი ისაა, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, მაგრამ 2022 წელს გაიმართოს ვადამდელი არჩევნები წმინდა პროპორციული წესით. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამაც ტაქტიკა უნდა შეცვალოს. ფაქტია, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა, რაც სამწუხაროა და ახლა ოპოზიცია იმაზე უნდა დაფიქრდეს, რატომ მოხდა, რომ 40%-ზე მეტმა ისევ “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა. “ოცნებაც” უნდა დაფიქრდეს, იმაზე, რატომ მისცა ხმა მას გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე 2012 წელს (სადღაც მილიონ ექვსასი ათასზე მეტი იყო). ორივე მხარემ უნდა გამოიტანოს დასკვნა, მაგრამ ვითარების ესკალაციაზე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, გამოძიების შემთხვევაში, დარღვევები გამოვლინდება და აშკარდ არსებობს ამის კადრები. ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია, ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს ოპოზიციასთან. ოპოზიციას მეორე ტურში რამდენიმე ოლქში აქვს გამარჯვების შანსი, მისი რეიტინგი ახლა გაცილებით მაღალია.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს