მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები
სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები

აშშ-ის პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი აქვს. ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რო­ბით ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა, ჯოს ვაჟი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

ის 1970 წლის 4 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­და, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც ამ სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მა­მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

  • გა­ვი­გოთ უფრო მეტი ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის შე­სა­ხებ:

50 წლის ჰან­თე­რის ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლე­ბი­თაა სავ­სე, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბას. ყო­ფი­ლი ვიცე- პრე­მი­ე­რის ვაჟი ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს მა­შინ, როცა ის პე­კინ­ში და­ფუძ­ნე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

ჰან­თე­რი 2014-2019 წლებ­ში იყო კომ­პა­ნია Burisma-ს ბორ­დის წევ­რი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნალდ ტრამპს ის არა­ერ­თხელ და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბია კო­რუფ­ცი­ა­ში, თუმ­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არას­დროს წარ­მო­უდ­გე­ნია.

ოქ­ტომ­ბერ­ში "ნიუ იორკ პოს­ტი“ წერ­და, რომ არ­სე­ბობ­და მყა­რი დის­კის ასლი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, უმ­ცრო­სი ბა­ი­დე­ნის კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ნა­ხულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავ­და და მას­ზე იყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის სკან­და­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ - თუ რო­გორ ხარ­ჯავ­და ის ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლარს სტრიპ­ტიზ კლუ­ბებ­ში. ასე­ვე, ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც თრო­ბის ქვეშ მყო­ფი ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც მე­დი­ა­ში წერ­დნენ, ყო­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო რუ­სე­თის მცდე­ლო­ბას­თან, ჯო ბა­ი­დე­ნის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მისი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ. იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზეც, რომ ჯო ბა­ი­დე­ნი შვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­მა­ლად თა­ვის გავ­ლე­ნას იყე­ნებ­და.

ყო­ვე­ლი­ვეს ჯო თა­ვა­დაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ეს ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყო. მან­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო შვი­ლის და­სა­ცა­ვად თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია სამ­ხრეთ-აფ­რი­კელ რე­ჟი­სორ, 32 წლის მე­ლი­სა კო­ენ­ზე. წყვი­ლი 2019 წლის მა­ის­ში და­ქორ­წინ­და. 2020 წლის მარ­ტში კი მათ პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. მე­ლი­სა ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის მე­ო­რე ცო­ლია.

ჰან­თე­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცოლი, მე­ლი­სა

უმ­ცრო­სი ბა­ი­დე­ნი მა­ნამ­დე კეტ­ლინ ბაჰლი­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილ­მა 1993 წელს იქორ­წი­ნა, კეტ­ლინ­სა და ჰან­თერს 3 შვი­ლი ჰყავთ.

ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი პირ­ველ ცოლ­თან ერ­თად

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ძმის ქვრივ­თან

ბა­ი­დე­ნე­ბის ოჯა­ხის სკან­და­ლუ­რი წევ­რი პირ­ველ ცოლს 2016 წელს და­შორ­და და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო ჰოლი ბა­ი­დენ­თან, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვლი­ლი ძმის, ბიუ ბა­ი­დე­ნის ქვრი­ვია (ბიუ ბა­ი­დე­ნი ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა).

ფო­ტო­ზე ჰოლი, ჰან­თე­რის გარ­დაც­ვლი­ლი ძმის ცოლი

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰან­თე­რის მშობ­ლებ­მა ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნებ­მა მა­შინ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც წერ­დნენ, რომ მხარს უჭერ­დნენ შვილს: "ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ჰან­თერ­მა და ჰო­ლიმ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს, ამ­გვა­რი მწუ­ხა­რე­ბის შემ­დეგ ისი­ნი კვლავ გა­ნაგ­რძო­ბენ ცხოვ­რე­ბას“, - წერ­დნენ ბა­ი­დე­ნე­ბი.

ჰან­თე­რი­სა და ჰო­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­და და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მალე და­შორ­და.

  • შვი­ლი სტრიპ­ტიზ-კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თან

2019 წლის მა­ის­ში ჰან­თერ ბა­ი­დენს არ­კან­ზა­სელ­მა ქალ­მა, 28 წლის ლუნ­დენ ალექ­სის რო­ბერტსმა სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. ის ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ჰან­თე­რის­გან შვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის 18 თვის იყო.

ქალი ამ­ბობ­და, რომ ბა­ი­დე­ნი ვა­შინგტონ­ში იმ სტრიპ­ტიზ კლუბ­ში გა­იც­ნო, სა­დაც თა­ვად მუ­შა­ობ­და. 2020 წლის იან­ვარ­ში სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა რომ ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი მარ­თლაც იყო ამ ბავ­შვის მამა. თავ­და­პირ­ვე­ლად ის უარს ამ­ბობ­და მა­მო­ბა­ზე, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ა­კის­რა პა­ტა­რა დოს წი­ნა­შე.

ალექ­სის რო­ბერ­თსი, ქალი, რომ­ლის­გა­ნაც ჰან­თერს შვი­ლი ჰყავს

ჰან­თე­რი ადრე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ალ­კოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კებ­ზე და ამას არც თა­ვად უარ­ყოფს. "მე ამ სიბ­ნე­ლე­ში ვი­ყა­ვი, გვი­რაბ­ში ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც და­სას­რუ­ლი არ უჩან­და“, - უთხრა მან "ნიუ იორ­კერს“ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vava
10

ნუ, გაუზრდია ბიჭი.

სპირიდონი
153

ამუშავდა რუსული პროპაგანდა და ამუშავდა ქოცური პროპაგანდაც, გიხაროდენ!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მრავალრიცხოვანი ოჯახი აქვს. ოჯახის წევრებს შორის კი განსაკუთრებული სკანდალურობით ჰანთერ ბაიდენი გამოირჩევა, ჯოს ვაჟი, რომელიც პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ის 1970 წლის 4 თებერვალს დაიბადა, დამთავრებული აქვს იელის უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტია და მისი საქმიანობაც ამ სფეროს უკავშირდება. გარდა ამისა, აქტიურად იყო ჩართული მამის საარჩევნო კამპანიაში.

  • გავიგოთ უფრო მეტი ჰანთერ ბაიდენის შესახებ:

50 წლის ჰანთერის ცხოვრება სკანდალებითაა სავსე, რომლებიც უკავშირდება როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე პირად ცხოვრებას. ყოფილი ვიცე- პრემიერის ვაჟი ჩინეთის მთავრობის სტრატეგიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს მაშინ, როცა ის პეკინში დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა.

ჰანთერი 2014-2019 წლებში იყო კომპანია Burisma-ს ბორდის წევრი. ამ დროის განმავლობაში დონალდ ტრამპს ის არაერთხელ დაუდანაშაულებია კორუფციაში, თუმცა მტკიცებულებები არასდროს წარმოუდგენია.

ოქტომბერში "ნიუ იორკ პოსტი“ წერდა, რომ არსებობდა მყარი დისკის ასლი, რომელიც სავარაუდოდ, უმცროსი ბაიდენის კომპიუტერში შენახულ ინფორმაციას ინახავდა და მასზე იყო მტკიცებულებები ჰანთერ ბაიდენის სკანდალური ცხოვრების შესახებ - თუ როგორ ხარჯავდა ის ათიათასობით დოლარს სტრიპტიზ კლუბებში. ასევე, ფოტოები, რომლებზეც თრობის ქვეშ მყოფი ჰანთერ ბაიდენი იყო აღბეჭდილი.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც მედიაში წერდნენ, ყოველივე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთის მცდელობასთან, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ოჯახის წევრებზე დეზინფორმაცია გაევრცელებინათ. იმ პერიოდში ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, რომ ჯო ბაიდენი შვილის საქმიანობის დასამალად თავის გავლენას იყენებდა.

ყოველივეს ჯო თავადაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ბინძური კამპანიის ნაწილი იყო. მანვე კატეგორიულად უარყო შვილის დასაცავად თავისი მდგომარეობის გამოყენება.

  • პირადი ცხოვრება

ჰანთერ ბაიდენი დაქორწინებულია სამხრეთ-აფრიკელ რეჟისორ, 32 წლის მელისა კოენზე. წყვილი 2019 წლის მაისში დაქორწინდა. 2020 წლის მარტში კი მათ პირველი საერთო შვილი, ვაჟი შეეძინათ. მელისა ჰანთერ ბაიდენის მეორე ცოლია.

ჰანთერის ამჟამინდელი ცოლი, მელისა

უმცროსი ბაიდენი მანამდე კეტლინ ბაჰლიზე იყო დაქორწინებული. წყვილმა 1993 წელს იქორწინა, კეტლინსა და ჰანთერს 3 შვილი ჰყავთ.

ჰანთერ ბაიდენი პირველ ცოლთან ერთად

  • სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან

ბაიდენების ოჯახის სკანდალური წევრი პირველ ცოლს 2016 წელს დაშორდა და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო ჰოლი ბაიდენთან, რომელიც მისი გარდაცვლილი ძმის, ბიუ ბაიდენის ქვრივია (ბიუ ბაიდენი ტვინის სიმსივნის დიაგნოზით 2015 წელს გარდაიცვალა).

ფოტოზე ჰოლი, ჰანთერის გარდაცვლილი ძმის ცოლი

აღნიშნულთან დაკავშირებით ჰანთერის მშობლებმა ჯო და ჯილ ბაიდენებმა მაშინ ერთობლივი განცხადებაც კი გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ მხარს უჭერდნენ შვილს: "ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჰანთერმა და ჰოლიმ ერთმანეთი იპოვეს, ამგვარი მწუხარების შემდეგ ისინი კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას“, - წერდნენ ბაიდენები.

ჰანთერისა და ჰოლის ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდა და წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა.

  • შვილი სტრიპტიზ-კლუბის თანამშრომელთან

2019 წლის მაისში ჰანთერ ბაიდენს არკანზასელმა ქალმა, 28 წლის ლუნდენ ალექსის რობერტსმა სასამართლოში უჩივლა. ის ირწმუნებოდა, რომ ჰანთერისგან შვილი ჰყავდა, რომელიც იმ დროისთვის 18 თვის იყო.

ქალი ამბობდა, რომ ბაიდენი ვაშინგტონში იმ სტრიპტიზ კლუბში გაიცნო, სადაც თავად მუშაობდა. 2020 წლის იანვარში სასამართლომ დაადასტურა რომ ჰანთერ ბაიდენი მართლაც იყო ამ ბავშვის მამა. თავდაპირველად ის უარს ამბობდა მამობაზე, თუმცა სასამართლომ მას ვალდებულებები დააკისრა პატარა დოს წინაშე.

ალექსის რობერთსი, ქალი, რომლისგანაც ჰანთერს შვილი ჰყავს

ჰანთერი ადრე დამოკიდებული იყო ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე და ამას არც თავად უარყოფს. "მე ამ სიბნელეში ვიყავი, გვირაბში ვიყავი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა“, - უთხრა მან "ნიუ იორკერს“ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით