პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ცდილობს, თუ რამე პრობლემებია პარტიაში, ჩააცხროს და დაალაგოს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?
"სააკაშვილი ცდილობს, თუ რამე პრობლემებია პარტიაში, ჩააცხროს და დაალაგოს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი კვლავ აცხა­დე­ბენ, რომ 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, რის გა­მოც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს ამ­ბო­ბენ და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ. მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ მათ პო­ზი­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ იზი­ა­რებს. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ამა­ვე აზ­რზე არი­ან ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ხარ­ვე­ზებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, თუმ­ცა შე­დე­გებს მა­ინც ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ.

პრო­ტეს­ტის ფლაგ­მა­ნად, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მოგ­ვევ­ლი­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის თა­ო­ბა­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იქაც არის.

პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბამ დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია ზო­გა­და­დაც და პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც.

  • რა თქვა ვა­შა­ძემ?

გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ავ­რცე­ლა შე­მე­დე­გი გან­ცხა­დე­ბა:

"სა­ქარ­თვე­ლო ძალ­ზედ სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა - სა­ხე­ზეა ოთხი უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვა - ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი. ამას ემა­ტე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის კონ­ტრო­ლი­დან გა­სუ­ლი მსოფ­ლიო ეპი­დე­მია. ამა­ვე დროს, უკი­დუ­რე­სად გამ­წვა­ვე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ჩვენს რე­გი­ონ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეროვ­ნუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ის ნაც­ვლად საქ­მე გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის უკი­დუ­რეს გამ­წვა­ვე­ბას­თან, რო­მელ­საც ში­შის მომ­გვრე­ლი სის­წრა­ფით მივ­ყა­ვართ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ქა­ო­სის­კენ.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი არ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის სიღ­რმეს, იმას, თუ საით მი­ე­ქა­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის დაკ­ვე­თას, არ მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის რჩე­ვებს, და იმას თუ რას გვთა­ვა­ზო­ბენ ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ანუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გზით, ჩვენ დავ­კარ­გავთ სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რი და უსაფრ­თხო გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე გაყ­ვა­ნის შანსს.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას: სას­წრა­ფოდ გა­და­ვი­ტა­ნოთ პრო­ცე­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ქუჩა ყვე­ლა დო­ნის სა­კო­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ე­ბის ტრი­ბუ­ნით და ყვე­ლა ძა­ლას მო­ვუხ­მოთ სა­ხელ­მწი­ფოს ღრმა კრი­ზი­სი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად.

ამი­სათ­ვის კი აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­დაო უბ­ნე­ბის გა­დათ­ვლი­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ ოპო­ზი­ცი­ის სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას და­ვას­რუ­ლოთ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბით და პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბით.

ცეს­კო-ს თავ­ჯდო­მა­რე უნდა გა­დად­გეს.

მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში კი უნდა შე­იქ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის დარ­ღვე­ვებს მიმ­დი­ნა­რე არ­ჩევ­ნებ­ში, გა­მო­ავ­ლენს პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­სა და გა­რე­მოს შექ­მნას, რო­მე­ლიც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­მო­რი­ცხავს გა­ყალ­ბე­ბებს და ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის მით­ვი­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჩვენ პირ­ველ რიგ­ში ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, ანუ მრა­ვა­ლი ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა კუთ­ვნი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი.

პირ­ველ ად­გილ­ზე სამ­შობ­ლოა და შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა და პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი.

გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი სამ­შობ­ლოს უსაფრ­თხო და ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.

არა­ვის, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არც ოპო­ზი­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და პრო­ტეს­ტი­სა, არ აქვს უფ­ლე­ბა შე­ე­გუ­ოს უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა!"

სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა უკი­დუ­რე­სად მკაც­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აცხა­დებ­დნენ, რომ ეს არ ყო­ფი­ლა მათ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"თუ ეს გან­ცხა­დე­ბა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ დარ­ჩე­ბა, მი­მი­ფურ­თხე­ბია ამ პარ­ტი­ის­თვის!“

  • რამ­დე­ნად ღრმაა პარ­ტი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა? - ამის გა­სარ­კვე­ვად უპირ­ვე­ლე­სად ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით

"რა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რა­საც ვფიქ­რობ­დი, დავ­წე­რე და ახა­ლი რა უნდა ვთქვა, სად ხე­დავთ გან­ხეთ­ქი­ლე­ბას? ჩემი აზ­რით, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მო­სა­ძებ­ნია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ვარ­ცხნი­ლო­ბა­ში. პრობ­ლე­მე­ბი რა არის, ჩვენ ხომ ცხვრე­ბი არ ვართ, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად არ ვფიქ­რობთ - ვა­შა­ძე ასე ფიქ­რობს და ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით. ცხვრე­ბი ბი­ძი­ნას ჰყავს ივა­ნიშ­ვილს, ყვე­ლა რომ ერ­თნა­ი­რად ფიქ­რობს, თო­რემ ჩვენ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ამ­ბა­ვია, ყვე­ლას შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად იფიქ­როს, და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­დეს. თან კი­დევ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­ა­კე­თოს გან­მარ­ტე­ბა - ეს ხომ არ ყო­ფი­ლა პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა?“ - აღ­ნიშ­ნა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

ვა­შა­ძეს მა­ლე­ვე მო­უ­წია გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ის კვლა­ვაც რჩე­ბა ქუ­ჩის პრო­ტეს­ტის მომ­ხრე, თუმ­ცა ამ თით­ქოს ერთი დე­ტა­ლი­და­ნაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა, რომ ექსმმარ­თველ პარ­ტი­ა­ში მთლად ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლად არ უნდა იყოს.

AMBEBI.GE თე­მა­ზე ესა­უბ­რა ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც ზო­გა­დად, იზი­ა­რებს ვა­შა­ძის პო­ზი­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ქუ­ჩით არ წყდე­ბა.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან ღრმად არ შე­ვი­დო­დი და არ გან­ვი­ხი­ლავ­დი ამას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სკან­და­ლად, რად­გან ერთი, რომ პარ­ტი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნა გარ­კვე­ულ­წი­ლად მორღვე­უ­ლია, ის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და რო­დე­საც მი­ნი­მუმ, პარ­ტი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლი არ არის და ის თა­ვის მო­საზ­რე­ბებს სა­უბ­რობს, პრინ­ციპ­ში, ეს უკვე თა­ვის­თა­ვად ანო­მა­ლი­აა. თუმ­ცა, ის ადა­მი­ა­ნია, მო­ქა­ლა­ქეა და სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ჰქონ­დეს თა­ვი­სი აზრი, რა­საც მე პი­რა­დად ვი­ზი­ა­რებ, რად­გან ქუ­ჩით არ წყდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნია ეს ბრძო­ლა და ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ უნდა ვი­პო­ვოთ სა­ერ­თო ენა, დი­ა­ლოგ­ში უნდა გა­და­ვი­დეს სა­დღაც და რა­ღაც კონ­სენ­სუ­სი უნდა შედ­გეს. შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­არსში მე ვა­შა­ძის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­თოსს ვი­ზი­ა­რებ, კო­რექ­ცი­აც გა­სა­გე­ბია, რა­ტომ მოხ­და, რად­გან ის ფაქ­ტობ­რი­ვად, პარ­ტი­ულ ხაზ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მან­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ და­წე­რილ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზეც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­მარ­ტე­ბას სრუ­ლად ეთან­ხმე­ბა და დას­ძენს: "უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე!“

"გა­სა­გე­ბია, ამით ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, თუ რამე პრობ­ლე­მე­ბია პარ­ტი­ა­ში, ისი­ნი ჩა­ა­ცხროს და და­ა­ლა­გოს, ესეც გა­სა­გე­ბია. პრინ­ციპ­ში, გარ­კვე­უ­ლი რყე­ვე­ბი და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა სტრა­ტე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტი­ა­ში არის და ეს ში­და­პარ­ტი­უ­ლი კრი­ზი­სის ფარ­გლებ­ში კუ­ლი­სე­ბი­დან გა­რეთ გა­მო­ვი­და. თუმ­ცა, აქე­დან გრძელ­ვა­დი­ან დას­კვნებს არ გა­ვა­კე­თებ­დი და არ და­ვას­კვნი­დი, რომ ეს ისე­თი გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე კრი­ტი­კუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვეს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე ეს არ იგ­რძნო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი მათი სამ­ზა­რე­უ­ლოს საქ­მეა“, - აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
14

პრობლემები ჩააცხროსო, საღოლ გიულიჩ? გეტყობა, რომ პამპერსი ახალი გამოცვლილი გაქვს... 

ვაი ჩვენს პატრონს!
2

პირველ რიგში სამშობლოა! და ხალხი უკიდურესად გაღატაკებული არ არის სამშობლო?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილი ცდილობს, თუ რამე პრობლემებია პარტიაში, ჩააცხროს და დაალაგოს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"სააკაშვილი ცდილობს, თუ რამე პრობლემებია პარტიაში, ჩააცხროს და დაალაგოს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

ოპოზიციური პარტიები კვლავ აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მაგრამ აშკარაა, რომ მათ პოზიციას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს. არსებული მდგომარეობით, ამავე აზრზე არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც საარჩევნო პროცესის ხარვეზებზე მიუთითებენ, თუმცა შედეგებს მაინც ლეგიტიმურად მიიჩნევენ.

პროტესტის ფლაგმანად, როგორც მოსალოდნელი იყო, მოგვევლინა "ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, როგორც ჩანს, სამოქმედო გეგმის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა იქაც არის.

პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ზოგადადაც და პარტიის შიგნითაც.

  • რა თქვა ვაშაძემ?

გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა შემედეგი განცხადება:

"საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაციის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.

თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს.

მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები.

პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები.

გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ.

არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!"

სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა უკიდურესად მკაცრი გამოხმაურება "ნაციონალურ მოძრაობაში“, ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ, რომ ეს არ ყოფილა მათთან შეთანხმებული.

“ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა გრიგოლ ვაშაძის განცხადების გავრცელების შემდეგ "ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა:

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“

  • რამდენად ღრმაა პარტიაში განხეთქილება? - ამის გასარკვევად უპირველესად ნანუკა ჟორჟოლიანს დავუკავშირდით

"რა განხეთქილება, რასაც ვფიქრობდი, დავწერე და ახალი რა უნდა ვთქვა, სად ხედავთ განხეთქილებას? ჩემი აზრით, განხეთქილება მოსაძებნია ირაკლი კობახიძის ვარცხნილობაში. პრობლემები რა არის, ჩვენ ხომ ცხვრები არ ვართ, ყველა ერთნაირად არ ვფიქრობთ - ვაშაძე ასე ფიქრობს და ჩვენ არ ვეთანხმებით. ცხვრები ბიძინას ჰყავს ივანიშვილს, ყველა რომ ერთნაირად ფიქრობს, თორემ ჩვენთან თავისუფალი ამბავია, ყველას შეუძლია დამოუკიდებლად იფიქროს, დამოუკიდებლად საკუთარი პოზიციები ჰქონდეს. თან კიდევ ყველაზე მთავარი ის არის, ველოდები, რომ გააკეთოს განმარტება - ეს ხომ არ ყოფილა პარტიის განცხადება?“ - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ვაშაძეს მალევე მოუწია განმარტების გაკეთება, სადაც აღნიშნა, რომ ის კვლავაც რჩება ქუჩის პროტესტის მომხრე, თუმცა ამ თითქოს ერთი დეტალიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ ექსმმართველ პარტიაში მთლად ყველაფერი დალაგებულად არ უნდა იყოს.

AMBEBI.GE თემაზე ესაუბრა ექსპერტ გია ხუხაშვილსაც, რომელიც ზოგადად, იზიარებს ვაშაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩით არ წყდება.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან ღრმად არ შევიდოდი და არ განვიხილავდი ამას რაღაც განსაკუთრებულ სკანდალად, რადგან ერთი, რომ პარტიული დისციპლინა გარკვეულწილად მორღვეულია, ის პარტიის თავმჯდომარეა და როდესაც მინიმუმ, პარტიაში განხილული არ არის და ის თავის მოსაზრებებს საუბრობს, პრინციპში, ეს უკვე თავისთავად ანომალიაა. თუმცა, ის ადამიანია, მოქალაქეა და სრული უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი აზრი, რასაც მე პირადად ვიზიარებ, რადგან ქუჩით არ წყდება პოლიტიკური პროცესი, მრავალკომპონენტიანია ეს ბრძოლა და ყველა კომპონენტი უნდა იყოს გამოყენებული. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა, დიალოგში უნდა გადავიდეს სადღაც და რაღაც კონსენსუსი უნდა შედგეს. შესაბამისად, შინაარსში მე ვაშაძის პირველი განცხადების პათოსს ვიზიარებ, კორექციაც გასაგებია, რატომ მოხდა, რადგან ის ფაქტობრივად, პარტიულ ხაზთან წინააღმდეგობაში მოვიდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილ გამოხმაურებაზეც, რომლის თანახმადაც ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება და დასძენს: "უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“

"გასაგებია, ამით ფაქტობრივად, სააკაშვილი ცდილობს, თუ რამე პრობლემებია პარტიაში, ისინი ჩააცხროს და დაალაგოს, ესეც გასაგებია. პრინციპში, გარკვეული რყევები და აზრთა სხვადასხვაობა სტრატეგიასთან დაკავშირებით პარტიაში არის და ეს შიდაპარტიული კრიზისის ფარგლებში კულისებიდან გარეთ გამოვიდა. თუმცა, აქედან გრძელვადიან დასკვნებს არ გავაკეთებდი და არ დავასკვნიდი, რომ ეს ისეთი განხეთქილებაა, რასაც შეიძლება რაიმე კრიტიკული განვითარება მოჰყვეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა. დანარჩენი მათი სამზარეულოს საქმეა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

"მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის - მისი გუნდი არანაირი "ოცნება 2" არ არის" - ოხანაშვილი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"