მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის
"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, COVID-19 მას­თან ერ­თად და­უ­ფიქ­სირ­დათ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც. რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, რუს­კას თქმით, პირ­ვე­ლი ორი დღე მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი ჰქონ­და, ამ ეტაპ­ზე კი გე­მოს და ყნოს­ვის და­კარ­გვას გრძნობს.

მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­დის და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი და წამ­ყვა­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში სა­უბ­რობს:

"გა­დავ­წყვი­ტე ვი­დეო გა­და­მე­ღო, კო­რო­ნა­ვირუ­სი მაქვს. დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ამას ჩემს თავ­ზე ვი­ძა­ხი. ეს დღე­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე" არ მი­აქ­ტი­უ­რია, მე თვი­თო­ნაც ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. დრო მჭირ­დე­ბო­და, რომ გა­მერ­კვია, სად ვი­ყა­ვი და რას ვებ­რძო­დი. გა­უფრ­თხილ­დით თა­ვებს, არ ჩა­აგ­დოთ სა­კუ­თა­რი თავი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არ და­უ­ჯე­როთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს და თან არც ისე მარ­ტი­ვია, რო­გო­რიც გვე­გო­ნა და მეც წარ­მო­მედ­გი­ნა.

პირ­ვე­ლი ორი დღე მქონ­და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, შემ­დეგ დავ­კარ­გე ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვგრძნობ და ეს არ არის მარ­ტი­ვი. დღეს მე­ექ­ვსე დღეა, მარ­ტო მე არ მაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი, მთელ ოჯახს გა­დავ­დე სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს მშობ­ლებ­სა და და-ძმას, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვუვ­ლით...

ჩემი ექი­მის თქმით, შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად იმი­ტომ გა­და­მაქვს, რომ დღე­ში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგ­რე­ვე უკეთ ვხდე­ბი... ნამ­დვი­ლად შვე­ლის და თან ძა­ლი­ან, სა­კუ­თარ თავ­ზე დავ­რწმუნ­დი. არ ვი­ღებ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქარს, ვი­ღებთ C და D ვი­ტა­მინს, სულ ვმოძ­რა­ობთ, დავ­დი­ვართ, ვა­კე­თებთ სუნ­თქვის ვარ­ჯი­შებს, ბუშ­ტებს ვბე­რავთ, რაც ძა­ლი­ან ავარ­ჯი­შებს ფილ­ტვებს. შე­ე­ცა­დეთ, რომ თავი და­იც­ვათ, მაგ­რამ თუ და­გე­მარ­თათ, მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდით და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი გა­და­ლა­ხეთ, და­სას­რუ­ლი არ არის, კო­რო­ნა თუ და­გე­მარ­თე­ბათ..." - ამ­ბობს რუს­კა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღმერთმა უშველოს . . .
19

მაგრამ ვინ არის ეს პაციენტი, უნდა ვიცოდეთ?

Levani
2

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის

"დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ბუშტებს ვბერავთ" - რას ჰყვება რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ოჯახთან ერთად კორონავირუსს ებრძვის

რუსკა ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მსახიობი ამბობს, COVID-19 მასთან ერთად დაუფიქსირდათ მისი ოჯახის წევრებსაც. რაც შეეხება სიმპტომებს, რუსკას თქმით, პირველი ორი დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, ამ ეტაპზე კი გემოს და ყნოსვის დაკარგვას გრძნობს.

მკურნალობას სახლში გადის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალგაზრდა მსახიობი და წამყვანი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს:

"გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო, კორონავირუსი მაქვს. დღემდე არ მჯერა, რომ ამას ჩემს თავზე ვიძახი. ეს დღეები "ინსტაგრამზე" არ მიაქტიურია, მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. დრო მჭირდებოდა, რომ გამერკვია, სად ვიყავი და რას ვებრძოდი. გაუფრთხილდით თავებს, არ ჩააგდოთ საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში, არ დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს. არსებობს და თან არც ისე მარტივია, როგორიც გვეგონა და მეც წარმომედგინა.

პირველი ორი დღე მქონდა მაღალი სიცხეები, შემდეგ დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ და ეს არ არის მარტივი. დღეს მეექვსე დღეა, მარტო მე არ მაქვს კორონავირუსი, მთელ ოჯახს გადავდე სამწუხაროდ, ჩემს მშობლებსა და და-ძმას, ყველა ერთმანეთს ვუვლით...

ჩემი ექიმის თქმით, შედარებით მარტივად იმიტომ გადამაქვს, რომ დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები... ნამდვილად შველის და თან ძალიან, საკუთარ თავზე დავრწმუნდი. არ ვიღებ დიდი რაოდენობით შაქარს, ვიღებთ C და D ვიტამინს, სულ ვმოძრაობთ, დავდივართ, ვაკეთებთ სუნთქვის ვარჯიშებს, ბუშტებს ვბერავთ, რაც ძალიან ავარჯიშებს ფილტვებს. შეეცადეთ, რომ თავი დაიცვათ, მაგრამ თუ დაგემართათ, მომზადებულები შეხვდით და ფსიქოლოგიური მომენტი გადალახეთ, დასასრული არ არის, კორონა თუ დაგემართებათ..." - ამბობს რუსკა.

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

პარლამენტთან დაკავებულებს შორის საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე არიან - რას აცხადებენ შსს-ში?