პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი
"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ცალ­სა­ხად ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არის რუ­სე­თი და გა­მოჩ­ნდა რა იყო რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თის სი­ჩუ­მის მი­ზე­ზი მთე­ლი კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­მარ­ცხე­ბუ­ლი არის სომ­ხე­თი და ფა­ში­ნი­ა­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი ელის.

„ის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ იყო და ეს ბრძო­ლებ­ში წარ­მა­ტე­ბა აი­სა­ხა, შემ­დგომ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არის სომ­ხუ­რი მხა­რის კა­პი­ტუ­ლა­ცია, რო­მელ­საც მო­უ­წია ბევრ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა თა­ვი­სი გად­მო­სა­ხე­დი­დან. რე­ა­ლუ­რად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე, ოღონდ ეს 100%-იანი გა­მარ­ჯვე­ბა არ არის, ის იბ­რუ­ნებს კონ­ტროლს ძა­ლი­ან დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც ცალ­სა­ხად ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუ­სე­თი არის და გა­მოჩ­ნდა რა იყო რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თის სი­ჩუ­მის მი­ზე­ზი მთე­ლი კონ­ფლიქ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რუ­სე­თი შე­მო­დის უკვე კავ­კა­სი­ის მე­სა­მე რეს­პუბ­ლი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში აქვს ბა­ზე­ბი, ბაზა აქვს სომ­ხეთ­ში და ახლა უკვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რე­ა­ლუ­რად არის ის, რომ სულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს ვერ აწარ­მო­ებ სად­მე უნდა გა­ჩერ­დე. რუ­სე­თის სი­ჩუ­მე მი­ა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ რა­ღაც სა­ხის შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობ­და. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდე­ა­ლუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 2/3 იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო, იბ­რუ­ნებს, აბ­რუ­ნებს თა­ვის ლტოლ­ვი­ლებს და ჩემი აზ­რით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა მო­ი­პო­ვა საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბა, მო­გე­ბუ­ლი არის რო­გორც რუ­სე­თი, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი, ხოლო და­მარ­ცხე­ბუ­ლი არის სომ­ხე­თი და ფა­ში­ნი­ა­ნი, რო­მელ­საც მძი­მე დღე­ე­ბი ელის და უკვე ვხე­დავთ არე­უ­ლო­ბებს სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სომ­ხუ­რი მხა­რე ხში­რად ავ­რცე­ლებ­და რე­ა­ლო­ბის­გან აც­დე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი და­დე­ბი­თი მხა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ ტრავ­მე­ბის მო­შუ­შე­ბის შემ­დეგ, სომ­ხე­თი რე­ა­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კას და­უბ­რუნ­დეს.

„სომ­ხეთს არა­ერ­თი პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მათ შო­რის ის, რომ აგი­ტა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. სომ­ხუ­რი მხა­რე, ბევ­რჯერ რე­ა­ლო­ბის­გან აც­დე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და, რომ თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში არის და ვი­მარ­ჯვებთ და ამ დროს უცებ, კა­პი­ტუ­ლა­ცია ცხად­დე­ბა. ეს ცოტა რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი სი­ტუ­ა­ცია იწ­ვევს იმ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რაც იყო რე­ა­ლუ­რად და ვფიქ­რობ, რომ რაც დრო გავა ცოტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა ტრავ­მე­ბის მო­შუ­შე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა უფრო რე­ა­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კას და­უბ­რუნ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­თან ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და ილ­ჰამ ალი­ევ­თან ერ­თად ხელი მო­ა­წე­რა შე­თან­ხმე­ბას მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აზერ­ბა­ი­ჯანს აღ­და­მის რა­ი­ო­ნი 20 ნო­ემ­ბრის­თვის, ქალ­ბა­ჯა­რი - 15 ნო­ემ­ბრის­თვის, ლა­ჩი­ნი კი 1-ელი დე­კემ­ბრის­თვის უნდა და­უბ­რუნ­დეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
2

აფხაზეთშიც გაემზადონ დროა

G-ORDI
4

აფხაზეთში დღეს ცხოვრობს: 80 000 სომეხი, 70 000 აფხაზი, 60 000 ქართველი....

სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ !

სომხები დიდი ხანია არაჯანსაღ დამოკიდებულებას ავლენენ საქართველოს მიმართ...გვმტრობენ...ამის ნათელი მაგალითია ბაგრამიანის პოლკის მოქმედება აფხაზეთის ომში. 1921 წელს კოჯრის მისადგომებთან ქართული იუნკრების სისხლი მათ კისერზეა....

ავტორი:

"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი

"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული ხელშეკრულება, აზერბაიჯანისთვის ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული არის რუსეთი და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულებით დამარცხებული არის სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც ძალიან მძიმე დღეები ელის.

„ის საბრძოლო მოქმედებები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ იყო და ეს ბრძოლებში წარმატება აისახა, შემდგომში დიპლომატიურ მიმართულებაზე - ხელშეკრულებაზე, რომელიც არის სომხური მხარის კაპიტულაცია, რომელსაც მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა თავისი გადმოსახედიდან. რეალურად გამარჯვებული, რა თქმა უნდა, არის აზერბაიჯანული მხარე, ოღონდ ეს 100%-იანი გამარჯვება არ არის, ის იბრუნებს კონტროლს ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რაც ცალსახად ძალიან დიდი წარმატებაა, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვებული რუსეთი არის და გამოჩნდა რა იყო რეალურად რუსეთის სიჩუმის მიზეზი მთელი კონფლიქტის განმავლობაში.

რუსეთი შემოდის უკვე კავკასიის მესამე რესპუბლიკაში ოფიციალურადაც. საქართველოში ოკუპირებულ რეგიონებში აქვს ბაზები, ბაზა აქვს სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რეალურად არის ის, რომ სულ საბრძოლო მოქმედებებს ვერ აწარმოებ სადმე უნდა გაჩერდე. რუსეთის სიჩუმე მიანიშნებდა იმაზე, რომ რაღაც სახის შეთანხმება არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური აზერბაიჯანისთვის, თუმცა დაახლოებით 2/3 იმ ტერიტორიების, რომლებიც ოკუპირებული იყო, იბრუნებს, აბრუნებს თავის ლტოლვილებს და ჩემი აზრით, აზერბაიჯანმა მოიპოვა საკმაოდ დიდი წარმატება, მოგებული არის როგორც რუსეთი, ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დამარცხებული არის სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელის და უკვე ვხედავთ არეულობებს სომხეთის ტერიტორიებზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, ბატიაშვილმა აღნიშნა, სომხური მხარე ხშირად ავრცელებდა რეალობისგან აცდენილ ინფორმაციას და ამ სიტუაციის ერთადერთი დადებითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ ტრავმების მოშუშების შემდეგ, სომხეთი რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნდეს.

„სომხეთს არაერთი პრობლემა ჰქონდა. მათ შორის ის, რომ აგიტაციისა და პროპაგანდის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. სომხური მხარე, ბევრჯერ რეალობისგან აცდენილ ინფორმაციას ავრცელებდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, რომ ყველაფერი წესრიგში არის და ვიმარჯვებთ და ამ დროს უცებ, კაპიტულაცია ცხადდება. ეს ცოტა რეალობას მოწყვეტილი სიტუაცია იწვევს იმ უკმაყოფილებას, რაც იყო რეალურად და ვფიქრობ, რომ რაც დრო გავა ცოტა რთული იქნება ტრავმების მოშუშება, მაგრამ შეიძლება უფრო რეალისტურ პოლიტიკას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

"მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ სამჯერ აღვადგინეთ, განადგურებულია..." - რა ვითარებაა გალში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ცეცხლი სახლებსა და ხის შენობებს მოედო" - ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყდა

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში