პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი მარსზე გაფრინდება... ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ" - ირაკლი კობახიძე
"სააკაშვილი მარსზე გაფრინდება... ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ" - ირაკლი კობახიძე

მარსზე გაფ­რინ­დე­ბა, - ასე პა­სუ­ხობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, აი­ღებს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სას­ვლელ ბი­ლეთს.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა რე­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა იყო.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი, ეს მან და­ამ­ტკი­ცა მა­შინ, როცა 9 წელი იყო მმარ­თვე­ლო­ბა­ში და ამ­ტკი­ცებს დღემ­დე, როცა არის ოპო­ზი­ცი­ა­ში და არის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი.

ჩვენ ვის­მენთ თან­და­თან აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბებს, გუ­შინ გა­მო­ვი­და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მოგ­ვცა რო­გორ ძა­ლა­დობ­რი­ვად აპი­რებ­დნენ ისი­ნი ცეს­კო­ში შეჭ­რას, დე­ტა­ლე­ბი მოყ­ვა, ახლა ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ დესტრუქ­ცია არის მათ ბუ­ნე­ბა­ში, თუმ­ცა, აქ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს პირ­ველ რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს, მათ შო­რის, იმ 930 000 ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ჩვენ მიერ აღე­ბუ­ლი კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბას. ამ ხალ­ხს არ უნდა რუ­სუ­ლი საქ­მის მკე­თე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მათ უნ­დათ პრო­და­სავ­ლუ­რი ძალა, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის აღე­ბულ კურსს,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ უბე­დუ­რე­ბაა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ხმა მი­ი­ღო.

„გუ­შინ ალ­ბათ უყუ­რებ­დით სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას, ამ ადა­მი­ან­მა წარ­მო­იდ­გი­ნეთ აიღო ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ხმა, ეს არის უბე­დუ­რე­ბა, ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ აღე­ბუ­ლი 27% არის უბე­დუ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც უბე­დუ­რე­ბაა 3.8 პრო­ცენ­ტი, რო­მე­ლიც აიღო „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ და ა.შ. მაგ­რამ ეს არის ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბა, რაც იყო გან­წყო­ბა ის და­ფიქ­სირ­და ცეს­კო-ს მიერ,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ არას­წო­რი მიდ­გო­მაა.

„ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა, რომ უნდა ჩა­ვა­ტა­როთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და ამის შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდე­ბი­ან, არას­წო­რი სა­უ­ბა­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. ოპო­ზი­ცი­ამ მიდ­გო­მა უნდა შეც­ვა­ლოს და ჩვენ ვმუ­შა­ობთ, რომ სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი, რო­მე­ლიც ფუ­ლის ხარ­ჯვას­თან და რე­ა­ლო­ბის აღ­ქმას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ უბიძ­გებს.

"გარ­და იმი­სა, რომ პარ­ტი­ებს უკვე აქვთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­შიც" არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელთგა­ნაც თი­თო­ე­ულს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და მათ პირ­და­პირ ინ­ტე­რე­სებ­შია პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა... ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნია ყვე­ლა ოლ­ქის მო­გე­ბა. იმე­დია, ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა ოლ­ქში მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია მე­ო­რე ტურ­შიც შედ­გეს სრუ­ლად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ვი­ცით, რომ უკვე ემ­ზა­დე­ბი­ან მე­ო­რე ტუ­რის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ას არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პარტნი­ო­რებს ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით ესა­უბ­როს.

„ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მო­უ­წო­დებს დი­ა­ლო­გის­კენ, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­კენ, მათი პა­სუ­ხის არის ულ­ტი­მა­ტუ­მი. ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი მკაცრ პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ ასეთ ულ­ტი­მა­ტუ­მებ­ზე ყვე­ლას­გან, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან. ამას მათ არა­ვინ გა­უ­ტა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ულ­ტი­მა­ტუმს, რომ ჯერ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა და­ი­ნიშ­ნოს და მერე დას­ხდე­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, არას­წო­რი სა­უ­ბა­რია ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მიდ­გო­მა უნდა შე­იც­ვა­ლონ. ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ისი­ნი სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
5

წარმიმიდგენია როგორ ხარხარებს ოპოზიცია...........

ი--კაკუნა
6

მასხარა)))

ავტორი:

"სააკაშვილი მარსზე გაფრინდება... ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილი მარსზე გაფრინდება... ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ" - ირაკლი კობახიძე

მარსზე გაფრინდება, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, აიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წამოსასვლელ ბილეთს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა რეალურად აღიარებითი ჩვენება იყო.

„სააკაშვილი რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა მაშინ, როცა 9 წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როცა არის ოპოზიციაში და არის ოპოზიციის ლიდერი.

ჩვენ ვისმენთ თანდათან აღიარებით ჩვენებებს, გუშინ გამოვიდა ალეკო ელისაშვილი და აღიარებითი ჩვენება მოგვცა როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ისინი ცესკოში შეჭრას, დეტალები მოყვა, ახლა ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში, თუმცა, აქ არის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს პირველ რიგში საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის, იმ 930 000 ადამიანის ინტერესებს, რომლებმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენ მიერ აღებული კურსის გაგრძელებას. ამ ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი ხელისუფლება, მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის აღებულ კურსს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან კობახიძე ამბობს, რომ უბედურებაა, რომ სააკაშვილმა ნახევარი მილიონი ხმა მიიღო.

„გუშინ ალბათ უყურებდით სააკაშვილის გამოსვლას, ამ ადამიანმა წარმოიდგინეთ აიღო ნახევარი მილიონი ხმა, ეს არის უბედურება, ამ პოლიტიკური პარტიის მიერ აღებული 27% არის უბედურება ისევე, როგორც უბედურებაა 3.8 პროცენტი, რომელიც აიღო „ევროპულმა საქართველომ“ და ა.შ. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის განწყობა, რაც იყო განწყობა ის დაფიქსირდა ცესკო-ს მიერ,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების მიმართ არასწორი მიდგომაა.

„ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორი საუბარია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს.

"გარდა იმისა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა... ჩვენი მოლოდინია ყველა ოლქის მოგება. იმედია, ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა ოლქში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია მეორე ტურშიც შედგეს სრულად კონკურენტული არჩევნები. ვიცით, რომ უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს.

„ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამას მათ არავინ გაუტარებს. რაც შეეხება ულტიმატუმს, რომ ჯერ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და მერე დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორ შემსუბუქდება შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე და რას შეეხება ცვლილება 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში?

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე - რა ტიპის მომსახურების გაწევა შეეძლებათ კვების ობიექტებს?

შეჩერდება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იხურება მაღაზიები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით?