პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა - "ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო..."
ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა - "ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო..."

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის (2008-2010) და თსუ-ს ყო­ფი­ლი რექ­ტო­რის (2010-2013) ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა.

"მე შენ მიყ­ვარ­ხარ. სა­დაც უნდა იყო, მე შე­მე­შა­ლა, ვერ შევ­ძე­ლი შენი გა­დარ­ჩე­ნა, მა­პა­ტიე, საყ­ვა­რე­ლო..." - წერს ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო და 2018 წელს იქორ­წი­ნეს. სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და (2014-2015 წლებ­ში). უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და ასე­ვე ანას­ტა­სია ოს­ტროვ­სკაც. შემ­დეგ კი ორ­გა­ნი­ზა­ცია CMI-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ და კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და. ანას­ტა­სია ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის­თვის მე­ო­რე მე­უღ­ლე გახ­ლდათ.

მა­ნამ­დე სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი ნი­კოლ ჟორ­და­ნი­ა­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. ნი­კო­ლი მენ­შე­ვი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი და რე­ჯებ ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

ავტორი:

ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა - "ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო..."

ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა - "ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო..."

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის (2008-2010) და თსუ-ს ყოფილი რექტორის (2010-2013) ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა.

"მე შენ მიყვარხარ. სადაც უნდა იყო, მე შემეშალა, ვერ შევძელი შენი გადარჩენა, მაპატიე, საყვარელო..." - წერს ალექსანდრე კვიტაშვილი სოციალურ ქსელში.

ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა.

წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს. სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015 წლებში). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. შემდეგ კი ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელი გახლდათ და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობდა. წყვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლე გახლდათ.

მანამდე სანდრო კვიტაშვილი ნიკოლ ჟორდანიაზე გახლდათ დაქორწინებული, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს. ნიკოლი მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილი გახლავთ.

"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო

"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განახლებული სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდა