მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“ - დავით ბაქრაძე
"მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“ - დავით ბაქრაძე

ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. შე­სუ­ლე­ბი ვართ რთულ და სა­შიშ პრო­ცეს­ში,- ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სა­კუ­თა­რი სკა­მე­ბის და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წავა.

"ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. გუ­შინ რო­გორც ნა­ხეთ, შე­ში­ნე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ტო არ­ჩევ­ნებს და ბი­უ­ლე­ტე­ნებს კი არ აყალ­ბებს, აგერ, აქ, ცო­ცხა­ლი ხალ­ხი გა­ა­ყალ­ბა და 2500 ადა­მი­ა­ნი იყოო, გვი­თხრეს. გა­ვა­გო­ნოთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჩვე­ნი ხმა, თუ რამ­დე­ნი ვართ.

ეს არის ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ხმე­ბი­თაც კი, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი­თაც კი „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ და­ი­წე­რა 48%-ზე მეტი. ეს ნიშ­ნავს, რომ თა­მარ ჟვა­ნი­ას გათ­ვლე­ბი­თაც კი ხალ­ხის 52% ვართ ჩვენ, ვი­საც ხალ­ხის 52% გო­ნია 2500 ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან მალე მწა­რედ ინა­ნებს ამას.

ჩვე­ნი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. ყვე­ლას გვეს­მის, რომ შე­სუ­ლი ვართ რთულ და სა­შიშ პრო­ცეს­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მელ­მაც გა­ა­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, გუ­შინ და­ა­მა­ტა კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლი, ეს იყო არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იქ მყო­ფი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ!

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­უქ­ცე­ვა­დად და­ად­გა ლუ­კა­შენ­კოს გზას. არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ლუ­კა­შენ­კოს გზა არის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გზა.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა არ გა­და­ვა­ყო­ლოთ ქვე­ყა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არ გა­და­ვა­ყო­ლოთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, არ შე­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის და ძა­ლა­დო­ბის სპი­რალ­ში. ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ, რომ ჩვენ გვყავს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სკა­მე­ბის და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წავა, არ­ჩევ­ნებ­საც გა­ა­ყალ­ბებს, ხალ­ხსაც და­არ­ბევს, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. მათ არ აწუ­ხებთ სა­ქარ­თვე­ლო, მათ სა­კუ­თა­რი თავი აწუ­ხებთ ამ ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

და­ვით ბაქ­რა­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ მათი ბრძო­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნი და კა­ნო­ნი­ე­რი იყოს.

"თხოვ­ნა მაქვს თი­თო­ე­ულ მო­მი­ტინ­გეს­თან, იმას­თან, ვინც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ნას­რო­ლი ქვა ხელს უშ­ლის ჩვენს ბრძო­ლას და აძ­ლი­ე­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. მეც თქვენ­თან ერ­თად ვი­დე­ქი, თქვენ­თან ერ­თად გა­ვი­წუ­წე და და­მას­ვე­ლეს, თქვენ­თან ერ­თად გავ­ბრაზ­დი გუ­შინ. მო­დით, ეს სიბ­რა­ზე სხვა­ნა­ი­რად გა­მოვ­ხა­ტოთ. ეს ბრძო­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­ვი­გოთ.

ჩვენ გვყავს მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ სი­მარ­თლე არის ძა­ლა­ში, მთავ­რო­ბას დღეს აქვს ძალა სპე­ცარზმის, პო­ლი­ცი­ის ძალა, ფუ­ლის და მოს­ყიდ­ვის ძალა. მთავ­რო­ბას ჰგო­ნია, რომ სი­მარ­თლე არის ძა­ლა­ში. მე­გობ­რე­ბო, სი­მარ­თლე არ არის ძა­ლა­ში, ძა­ლაა სი­მარ­თლე­ში“,-გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

ავტორი:

"მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“ - დავით ბაქრაძე

"მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“ - დავით ბაქრაძე

ბრძოლა გრძელდება. შესულები ვართ რთულ და საშიშ პროცესში,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, მმართველი გუნდი საკუთარი სკამების და თანამდებობებისთვის ყველაფერზე წავა.

"ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა გრძელდება. გუშინ როგორც ნახეთ, შეშინებული „ქართული ოცნება“ მარტო არჩევნებს და ბიულეტენებს კი არ აყალბებს, აგერ, აქ, ცოცხალი ხალხი გააყალბა და 2500 ადამიანი იყოო, გვითხრეს. გავაგონოთ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ხმა, თუ რამდენი ვართ.

ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. გაყალბებული ხმებითაც კი, გაყალბებული ბიულეტენებითაც კი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაიწერა 48%-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიას გათვლებითაც კი ხალხის 52% ვართ ჩვენ, ვისაც ხალხის 52% გონია 2500 ადამიანი, ძალიან მალე მწარედ ინანებს ამას.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ყველას გვესმის, რომ შესული ვართ რთულ და საშიშ პროცესში. ხელისუფლებამ, რომელმაც გააყალბა არჩევნები, გუშინ დაამატა კიდევ ერთი დანაშაული, ეს იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება იქ მყოფი ხალხის წინააღმდეგ!

ჩვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას. არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ლუკაშენკოს გზა არის, ჩრდილოეთ კორეის გზა.

ჩვენი ამოცანაა არ გადავაყოლოთ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, არ გადავაყოლოთ „ქართულ ოცნებას“, არ შევიყვანოთ საქართველო დაპირისპირების და ძალადობის სპირალში. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი სკამების და თანამდებობებისთვის ყველაფერზე წავა, არჩევნებსაც გააყალბებს, ხალხსაც დაარბევს, ყველაფერს გააკეთებს. მათ არ აწუხებთ საქართველო, მათ საკუთარი თავი აწუხებთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა თხოვნით, რომ მათი ბრძოლა მშვიდობიანი და კანონიერი იყოს.

"თხოვნა მაქვს თითოეულ მომიტინგესთან, იმასთან, ვინც გაბრაზებულია, რომ თითოეული ნასროლი ქვა ხელს უშლის ჩვენს ბრძოლას და აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს. მეც თქვენთან ერთად ვიდექი, თქვენთან ერთად გავიწუწე და დამასველეს, თქვენთან ერთად გავბრაზდი გუშინ. მოდით, ეს სიბრაზე სხვანაირად გამოვხატოთ. ეს ბრძოლა მშვიდობიანად მოვიგოთ.

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში, მთავრობას დღეს აქვს ძალა სპეცარზმის, პოლიციის ძალა, ფულის და მოსყიდვის ძალა. მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“,-განაცხადა ბაქრაძემ.