სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება - თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ" - გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს
"ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება - თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ" - გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თავს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კის კარი მათ­თვის ღია იქ­ნე­ბა.

"დღეს იმ აქ­ცი­ა­ზე, მე­ო­რე აქ­ცი­ა­ზე - აი, ღა­მით რომ იმარ­თე­ბა, რო­გორც გა­მან­დეს, არა­ერ­თი ჩემი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი სტუ­დენ­ტი მი­დის. შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ მე მომ­წონ­დეს ან არ მომ­წონ­დეს რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი, ემ­თხვე­ო­დეს ან არ მათ ფიქ­რსა და გან­წყო­ბას ჩემი ფიქ­რი ხან­და­ხან, მაგ­რამ ისი­ნი, ეს ვი­ღა­ცის­თვის ახი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. და მიყ­ვარს არამ­ხო­ლოდ სუ­ბი­ექ­ტუ­რად - ხვა­ლინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მათ უნდა აა­შე­ნონ. ეს გარ­და­უ­ვა­ლი ამ­ბა­ვია. შე­სა­ბა­მი­სად - სულ მათ მხა­რეს ვარ და ამი­ტო­მაც, გა­ვი­მე­ო­რებ იმას, რაც ად­რეც მით­ქვამს - ბიბ­ლი­ო­თე­კის კარი ღია იქ­ნე­ბა თქვენ­თვის - თუ შეგ­ცივ­დათ ან მოგ­წყურ­დათ ან სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო მი­ზე­ზი გქონ­დეთ. და კი­დევ, ერთი პრო­ზა­უ­ლი და მო­ბეზ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ უნდა გი­თხრათ - აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია და გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე. კო­რო­ნა-ვირუ­სი ვერ არის სა­ხუ­მა­რო საქ­მე - ამ დღე­ებ­ში მისი სი­ვე­რა­გე არა­ერ­თმა ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა გა­მოს­ცა­და.

არც ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი კაცი მგო­ნია თქვენს შო­რის თავი და მით უმე­ტეს - არც გმი­რო­ბაა ჩემი ოც­ნე­ბა. ერთი უბ­რა­ლო თქვენ­გა­ნი ვარ, რომ­ლის­თვი­საც სამ­ყა­როს ცენ­ტრში გუ­ში­ნაც იდგა, დღე­საც დგას და ხვა­ლაც იდ­გე­ბა ადა­მი­ა­ნი. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. იმ წიგ­ნებ­ში, ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა რომ ინა­ხავს, უფრო სწო­რედ, იმ წიგნ­თა­გან სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნებ­ში, სწო­რედ ეს წე­რია.

p.s. მე­დი­ას­თან და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტა­რე­ბი არც შარ­შან გა­მი­კე­თე­ბია და არც წელს ვა­პი­რებ გან­გრძო­ბით პო­ზი­რე­ბას, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბის გამო. რაც წე­რია, მგო­ნი, სრუ­ლი­ად ცხა­დი და გა­სა­გე­ბია. კარს რაც შე­ე­ხე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, და­კე­ტი­ლი დაგ­ხვდე­ბათ, უბ­რა­ლოდ ძლი­ე­რად და­ა­კა­კუ­ნეთ და ძა­ლი­ან კარ­გი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დაც­ვის წევ­რე­ბი შე­გე­გე­ბე­ბი­ან. თუ არა­და და აქვე მომ­წე­რეთ" - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
19

როგორ არ მომწონს ამ ბოლო დროს თქვენი წერილები უფრო სამართლიან ადამიანად გიცნობდი

გაგა
14

ოცნებამ თავის თავს დააბრალოს, რომ ეს საბოტაჟისტები ყველა თავიანთ თბილ ადგილებზე დატოვა და ერთგულ ხალხს მოგვაფურთხა. არ დაბლოკოთ, წაიკითხონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება - თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ" - გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

"ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება - თუ შეგცივდათ, ან მოგწყურდათ, ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ" - გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ბიბლიოთეკის კარი მათთვის ღია იქნება.

"დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე - აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად - ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია. შესაბამისად - სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის - თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ - აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე - ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა.

არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს - არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია.

p.s. მედიასთან დამატებით კომენტარები არც შარშან გამიკეთებია და არც წელს ვაპირებ განგრძობით პოზირებას, ერთი ჩვეულებრივი განცხადების გამო. რაც წერია, მგონი, სრულიად ცხადი და გასაგებია. კარს რაც შეეხება, ბუნებრივია, დაკეტილი დაგხვდებათ, უბრალოდ ძლიერად დააკაკუნეთ და ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები, ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვის წევრები შეგეგებებიან. თუ არადა და აქვე მომწერეთ" - წერს გიორგი კეკელიძე.

"აღდგომის დღესასწაულზე რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება" - ეკატერინე ტიკარაძე

სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი: თანამედროვე გამოსავალი თანამედროვე ადამიანებისთვის

"ენგურის ხიდზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, 1200 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდასტურდა" - ეკატერინე ტიკარაძე