საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს
"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, გუ­შინ აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ექი­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან.

"გუ­შინ რაც ბა­ტონ­მა გვა­რა­მი­ამ ჩემ­და­მი იკად­რა... მე მას პა­სუხს არ ვცემ... ცდი­ლო­ბენ, რომ რო­გორ­მე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩა­მით­რი­ონ. არა, ბა­ტო­ნე­ბო, ვამ­ბობ, მე აპო­ლი­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბა ვარ. არ ვე­რე­ვი ამ თვქენს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში. დას­მუ­ლი იყო კი­თხვა ჩემ­და­მი პო­ლი­ტი­კუ­რი ქვე­ტექ­სტით, არ გა­ვე­ცი ამა­ზე პა­სუ­ხი, მერე ძა­ლი­ან ცუდი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა... იცის, ამ არ­ხის დი­რექ­ტორ­მა, რომ არ ვე­ხე­ბი მე მას. ერთ უბ­რა­ლო ქარ­თულ ან­და­ზას ვიხ­მარ, ვი­ღა­ცის­გან წიხ­ლი არ არი­სო სა­წყე­ნი. აღარ და­ვა­კონ­კრე­ტებ, ასე შე­ვუთ­ვლი დღეს... რაც მან გუ­შინ სა­ღა­მოს იკად­რა ჩემს მი­მართ. კი­დევ ერთხელ ვა­ფიქ­სი­რებ, რომ არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში.

ექი­მე­ბი ჩარ­თუ­ლი ვართ ამ უზარ­მა­ზარ გა­მოწ­ვე­ვას­თან ბრძო­ლა­ში ყვე­ლა­ზე უფრო წინა ხაზ­ზე. ექი­მებს თავი და­ვა­ნე­ბოთ, ნუ ვრთავთ პო­ლი­ტი­კა­ში. ექი­მებს ჩვე­ნი საქ­მე გვაქვს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. მე ხომ არ ვმა­ლავ, რო­დე­საც მე­კი­თხე­ბით რო­გორ მოქ­მე­დებს შეკ­რე­ბე­ბი პან­დე­მი­ა­ზე, გე­უბ­ნე­ბით, ცუ­დად მოქ­მე­დებს. პირ­და­პირ გე­ტყვით, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი დღეს პან­დე­მი­ას­თან აქ­ტი­ურ ბრძო­ლას უშ­ლის ხელს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ქვე­ყა­ნა­ში ვე­რა­ვინ ვერ შე­ა­ჩე­რებს იმი­ტომ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას მო­მა­ვა­ლი 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გო­რი პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა, ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ გა­ა­ჩე­რებს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ექი­მებს თავი დაგ­ვა­ნე­ბეთ, ჩვე­ნი საქ­მე გვა­კე­თე­ბი­ნეთ. პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვი, განა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, ამას ვახ­მარ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას და ცოდ­ნას"“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

გუ­შინ ცეს­კოს­თან ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ნიკა გვა­რა­მი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე პოს­ტი გა­მო­აქვყნა.

"კო­ვი­დის დროს, თან ამ სი­ცი­ვე­ში, წყლის ჭავ­ლით დარ­ბე­ვა გას­რო­ლის ტოლ­ფა­სია! სა­დაა ის სამი ფსევ­დო მუშ­კე­ტე­რი, სა­მარ­ცხვი­ნო სამი პერ­სო­ნა­ჟი, სრუ­ლი­ად რომ გა­ფარ­ჩაკ­და პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში და პარ­ტი­უ­ლი აგი­ტა­ტო­რო­ბის გარ­და ვე­რაფ­რით შე­ვიდ­ნენ ის­ტო­რი­ა­ში? სად ხართ ფარ­ჩა­კე­ბო, არა­ფე­რი გაქვთ სათ­ქმე­ლი?!!!", - წერ­და გვა­რა­მია.

ცნო­ბის­თვის, 8 ნო­ემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ამ გა­და­ი­ნაც­ვლა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ნო­ბის ბლო­კი­რე­ბა სცა­დეს. მათ დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბი მო­არ­ღვი­ეს, რის პა­სუ­ხა­დაც პო­ლი­ცი­ამ წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
65

"სწორია" გავარამია, რაღა ცივი წყლის ჭავლი გამოიყენეთ, შეგეთბოთ ცოტა, და შამპუნიც მიგეყოლებიათ ბარემ.

ყოჩაღ სამივე მუშკეტერ-ბრძენს !
151

თქვენ ბრძანდებით სულით და ხორცით ექიმად დაბადებულნი !

კეთილშობილების სიმბოლო !

ერის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგახართ მედგრად !

თქვენ რომ არა უკვე გადაშენდებოდა საქართველო !

თქვენი პროფესიონალიზმი, ღვთისმშობლის წილხვედრობა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიბრძნე და ბატონი გიორგი გახარიას სიმტკიცე გადაარჩენს ჩვენ აყვავებულ-ბედნიერ სამშობლოს !

თქვენ ხართ ჩვენი დროების გმირები - როგორც 100 წლის წინ გვყავდა ორჯონიკიძეები-მახარაძეები !

მერწმუნეთ ეს ანდაზა მოგიხდებოდათ ყველა ზემოთ-ჩამოთვლილს:

"ღორის ტილი ფეხზე თუ დაისვი თავზე აგაცოცდებაო" !

გიხაროდეს ერო ! ამ გმირებს საგალობელნი უნდა ვუმღეროთ !

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გუშინ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექიმები პოლიტიკაში არ ერევიან.

"გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ ჩემდამი იკადრა... მე მას პასუხს არ ვცემ... ცდილობენ, რომ როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. არა, ბატონებო, ვამბობ, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. არ ვერევი ამ თვქენს პოლიტიკურ საკითხებში. დასმული იყო კითხვა ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, არ გავეცი ამაზე პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა... იცის, ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას. ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ, ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი. აღარ დავაკონკრეტებ, ასე შევუთვლი დღეს... რაც მან გუშინ საღამოს იკადრა ჩემს მიმართ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არ ვერევი პოლიტიკაში.

ექიმები ჩართული ვართ ამ უზარმაზარ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველაზე უფრო წინა ხაზზე. ექიმებს თავი დავანებოთ, ნუ ვრთავთ პოლიტიკაში. ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მე ხომ არ ვმალავ, როდესაც მეკითხებით როგორ მოქმედებს შეკრებები პანდემიაზე, გეუბნებით, ცუდად მოქმედებს. პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას უშლის ხელს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში ვერავინ ვერ შეაჩერებს იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში, როგორი პარლამენტი იქნება, ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ მეორე მხრივ, ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. პოლიტიკაში არ ვერევი, განა არ შემიძლია, მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარია ქვეყანა, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამას ვახმარ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას"“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

გუშინ ცესკოსთან ოპოზიციის აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში თემასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტი გამოაქვყნა.

"კოვიდის დროს, თან ამ სიცივეში, წყლის ჭავლით დარბევა გასროლის ტოლფასია! სადაა ის სამი ფსევდო მუშკეტერი, სამარცხვინო სამი პერსონაჟი, სრულიად რომ გაფარჩაკდა პანდემიასთან ბრძოლაში და პარტიული აგიტატორობის გარდა ვერაფრით შევიდნენ ისტორიაში? სად ხართ ფარჩაკებო, არაფერი გაქვთ სათქმელი?!!!", - წერდა გვარამია.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირიდან ოპოზიციის აქციამ გადაინაცვლა და აქციის მონაწილეებმა შენობის ბლოკირება სცადეს. მათ დამცავი ჯებირები მოარღვიეს, რის პასუხადაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

"ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია" - ნინო სურგულაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი მონათლა

"ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს, არ ქონდა კოვიდი! მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ" - რას წერს ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი 65 წლის ქალის შვილი

"ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ექიმებმა გაიმარჯვეს" - რას წერს ლევან რატიანსა და მის კლინიკაზე covid-19-ს გადარჩენილი პაციენტი