სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა
ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარს, საფ­რან­გე­თის ქარ­თველ გმირს, რო­გორც მას ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი კა­ლან­დია უწო­დებს,წიგნ­ში „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ შევ­ხვდე­ბით.12-ტო­მე­უ­ლი 16 ნო­ემ­ბრი­დან თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში. ერთ-ერთი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც 12-ტო­მე­უ­ლის პირ­ველ ტომ­ში ვკი­თხუ­ლობთ.

ვინ იყო დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იგი საფ­რან­გეთ­ში?

დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი 1906 წელს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, ბა­ზორ­კი­ნო­ში და­ი­ბა­და. სწო­რედ და­ბა­დე­ბის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით შე­ურ­ქმე­ვი­ათ მეტ­სა­ხე­ლად „ბა­ზორ­კა“. მისი ბა­ბუა XIX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე ივა­ნე ამი­ლახ­ვა­რი გახ­ლდათ, მამა ‒ პოლ­კოვ­ნი­კი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი.

1921 წელს, ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა და 1922 წელს პა­რიზ­ში და­სახ­ლდა. 1926 წელს დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლა‒ სან-სი­რის სას­წავ­ლე­ბე­ლი. სი­მა­მა­ცი­თა და ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ოფი­ცე­რი უცხო­ურ ლე­გი­ონ­ში ჩა­რი­ცხეს. 20 წლის დი­მიტ­რი უკვე კა­პი­ტა­ნია ‒ იმ დრო­ის­თვის საფ­რან­გე­თის არ­მი­ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა კა­პი­ტა­ნი.

პა­რიზ­ში დი­მიტ­რი ირი­ნე და­დი­ან­ზე და­ქორ­წინ­და. ორი შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ ‒ თა­მა­რი და ოთა­რი, მაგ­რამ მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა წყვი­ლი სა­მუ­და­მოდ და­ა­შო­რა...

„შენ ორი ტყვი­ით ორ­ჯერ მოგ­კლეს კაცო ნა­თე­ლო...“

როცა გერ­მა­ნელ­მა ფა­შის­ტებ­მა საფ­რან­გე­თი და­ი­პყრეს, რამ­დე­ნი­მე გმი­რი, მათ შო­რის დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რიც, გე­ნე­რალ შარლ დე გო­ლის მე­თა­უ­რო­ბით გა­ნაგ­რძობ­და ბრძო­ლას. 1940 წლის მა­ის­ში ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი, უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის მე-13 ნა­ხე­ვარბრი­გა­დას­თან ერ­თად, გე­მით გა­ემ­გზავ­რა ნორ­მან­დი­ა­ში. მალე მა­ი­ო­რი დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი გე­ნე­რალ შარლ დე გო­ლის „თა­ვი­სუ­ფა­ლი საფ­რან­გე­თის“ არ­მი­ას შე­უ­ერ­თდა. ამის გამო მას ფა­შის­ტურ­მა რე­ჟიმ­მა სიკ­ვდი­ლი და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა.

ამი­ლახ­ვარ­მა არა­ერთ ბრძო­ლა­ში დიდი სტრა­ტე­გი­უ­ლი ნიჭი და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და­მას­კოს აღე­ბი­სას და პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. 1942 წლის იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბრი­გა­და, გე­ნე­რალ კე­ნი­გის და მისი მო­ად­გი­ლის, ამი­ლახ­ვრის მე­თა­უ­რო­ბით, პი­რა­მი­დე­ბი­დან ფეხ­და­ფეხ მის­დევ­და იტა­ლია-გერ­მა­ნი­ის ფა­შის­ტურ ძა­ლებს. მათ და­ი­კა­ვეს უდაბ­ნოს გა­მაგ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ბირ-ჰა­ქე­ი­მი. აფ­რი­კუ­ლი კორ­პუ­სის არი­ერ­გარ­დთან ბრძო­ლე­ბის დროს ყველ­გან ჩან­და პოლ­კოვ­ნიკ ამი­ლახ­ვრის მა­ღა­ლი სი­ლუ­ე­ტი. 10 აპ­რილს გე­ნე­რალ­მა დე გოლ­მა ამი­ლახ­ვა­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის „თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჯვრით“ თა­ვად­ვე და­ა­ჯილ­დო­ვა.

რო­გორც წიგ­ნის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ პირ­ველ ტომ­ში ვკი­თხუ­ლობთ, დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარს ერთი მო­სას­ხა­მი ჰქონ­და, რო­მელ­საც არას­დროს იშო­რებ­და და ამ­ბობ­და, სა­ნამ ეს მო­სას­ხა­მი მაქვს, ტყვი­ი­სა არ მე­ში­ნი­აო. მარ­თლაც, ბრძო­ლის ველ­ზე, ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში ამ მო­სას­ხა­მით ყო­ველ­თვის უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლა. 1942 წლის 24 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას მო­სას­ხა­მი და­კარ­გა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა... 1942 წელს, ლი­ბი­ა­ში, საფ­რან­გე­თის­თვის გმი­რუ­ლად და­ე­ცა კე­რე­ნის ბრძო­ლი­სა და სი­რი­ის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა­თა ვე­ტე­რა­ნი, ქარ­თვე­ლი დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი.

ქარ­თველ რა­ინდს გე­ნე­რა­ლი მონკლა­რი ამ სი­ტყვე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა: „ბრძო­ლის ველ­ზე და­ი­ღუ­პა გმი­რი, რო­მელ­მაც დათ­რგუ­ნა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე, ღირ­სე­უ­ლად გან­ვლო ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა და არა­ვის წი­ნა­შე არ და­უ­ჩო­ქია. მან და­უ­ჩო­ქა მხო­ლოდ უფალს, ლე­გი­ო­ნის დრო­შას, ახლა კი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რილ­მა მე­სა­მედ ჩა­ი­ჩო­ქა ისე, რომ ვე­ღარ წა­მოდ­გა. ასე და­ი­ღუ­პა 35 წლის დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი, ქარ­თვე­ლი ფრან­გი ოფი­ცე­რი, მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც ყველ­გან და ყო­ველ­თვის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი იყო თა­ვი­სი გვა­რი­სა“.

დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი ვერც საფ­რან­გე­თის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ეს­წრო და ვერც ომის დამ­თავ­რე­ბას. ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი შო­რე­ულ ეგ­ვიპ­ტე­ში, საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებს.

დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში

„დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი დღე­საც რჩე­ბა უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ლე­გენ­და­რულ ფი­გუ­რად, ერთ-ერთ იმ მებ­რძო­ლად, რო­მელ­საც შარლ დე გოლ­მა საფ­რან­გე­თის სი­ა­მა­ყე უწო­და. იგი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყე­ცაა“, ‒ ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ 2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ ქარ­თვე­ლებს. სარ­კო­ზის სი­ტყვე­ბი ადას­ტუ­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი საფ­რან­გეთ­ში დღე­საც იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ფრან­გე­ბის დიდ ნა­წილს, მით უმე­ტეს ‒ სამ­ხედ­როს, რომ სთხო­ვო, და­ა­სა­ხე­ლოს საფ­რან­გე­თის სამი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ხედ­რო პირი, ასე გი­პა­სუ­ხებთ: ნა­პო­ლე­ო­ნი, შარლ დე გოლი და პრინ­ცი ამი­ლახ­ვა­რი.

კი­დევ ბევ­რი ქარ­თვე­ლია, რომ­ლებ­საც სხვა ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს და რომ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცოტა ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვი­ცით.სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა, „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ - 12-ტო­მე­უ­ლი, რომ­ლის მა­სა­ლა­სის­ტო­რი­კო­სი და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში აგ­რო­ვებ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
5

მიხუინი რომაა საფრანგეთში ნამყოფი, აღარ ახსოვთ ამ შეჩვენებულებს!?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

დიმიტრი ამილახვარს, საფრანგეთის ქართველ გმირს, როგორც მას ისტორიკოსი გიორგი კალანდია უწოდებს,წიგნში „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ შევხვდებით.12-ტომეული 16 ნოემბრიდან თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ქართველი გახლდათ დიმიტრი ამილახვარი, რომლის შესახებაც 12-ტომეულის პირველ ტომში ვკითხულობთ.

ვინ იყო დიმიტრი ამილახვარი და როგორ აღმოჩნდა იგი საფრანგეთში?

დიმიტრი ამილახვარი 1906 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში, ბაზორკინოში დაიბადა. სწორედ დაბადების ადგილის მიხედვით შეურქმევიათ მეტსახელად „ბაზორკა“. მისი ბაბუა XIX საუკუნის გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე ივანე ამილახვარი გახლდათ, მამა ‒ პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი.

1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ოჯახი ემიგრაციაში გაემგზავრა და 1922 წელს პარიზში დასახლდა. 1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა წარმატებით დაამთავრა საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟული სამხედრო სკოლა‒ სან-სირის სასწავლებელი. სიმამაცითა და ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდა ოფიცერი უცხოურ ლეგიონში ჩარიცხეს. 20 წლის დიმიტრი უკვე კაპიტანია ‒ იმ დროისთვის საფრანგეთის არმიის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი.

პარიზში დიმიტრი ირინე დადიანზე დაქორწინდა. ორი შვილიც შეეძინათ ‒ თამარი და ოთარი, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მეორე მსოფლიო ომმა წყვილი სამუდამოდ დააშორა...

„შენ ორი ტყვიით ორჯერ მოგკლეს კაცო ნათელო...“

როცა გერმანელმა ფაშისტებმა საფრანგეთი დაიპყრეს, რამდენიმე გმირი, მათ შორის დიმიტრი ამილახვარიც, გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით განაგრძობდა ბრძოლას. 1940 წლის მაისში ქართველი მეომარი, უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადასთან ერთად, გემით გაემგზავრა ნორმანდიაში. მალე მაიორი დიმიტრი ამილახვარი გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას შეუერთდა. ამის გამო მას ფაშისტურმა რეჟიმმა სიკვდილი დაუსწრებლად მიუსაჯა.

ამილახვარმა არაერთ ბრძოლაში დიდი სტრატეგიული ნიჭი და წინდახედულობა გამოავლინა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დამასკოს აღებისას და პოლკოვნიკის წოდებაც დაიმსახურა. 1942 წლის იანვრიდან მოყოლებული, თავისუფალი ბრიგადა, გენერალ კენიგის და მისი მოადგილის, ამილახვრის მეთაურობით, პირამიდებიდან ფეხდაფეხ მისდევდა იტალია-გერმანიის ფაშისტურ ძალებს. მათ დაიკავეს უდაბნოს გამაგრებული ადგილი ბირ-ჰაქეიმი. აფრიკული კორპუსის არიერგარდთან ბრძოლების დროს ყველგან ჩანდა პოლკოვნიკ ამილახვრის მაღალი სილუეტი. 10 აპრილს გენერალმა დე გოლმა ამილახვარი გამოჩენილი მამაცობისთვის „თავისუფლების ჯვრით“ თავადვე დააჯილდოვა.

როგორც წიგნის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ პირველ ტომში ვკითხულობთ, დიმიტრი ამილახვარს ერთი მოსასხამი ჰქონდა, რომელსაც არასდროს იშორებდა და ამბობდა, სანამ ეს მოსასხამი მაქვს, ტყვიისა არ მეშინიაო. მართლაც, ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნში ამ მოსასხამით ყოველთვის უვნებლად გადარჩენილა. 1942 წლის 24 ოქტომბრის დილას მოსასხამი დაკარგა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიკვდილოდ დაიჭრა... 1942 წელს, ლიბიაში, საფრანგეთისთვის გმირულად დაეცა კერენის ბრძოლისა და სირიის სამხედრო მოქმედებათა ვეტერანი, ქართველი დიმიტრი ამილახვარი.

ქართველ რაინდს გენერალი მონკლარი ამ სიტყვებით დაემშვიდობა: „ბრძოლის ველზე დაიღუპა გმირი, რომელმაც დათრგუნა ყველა ადამიანური სისუსტე, ღირსეულად განვლო ხანმოკლე ცხოვრება და არავის წინაშე არ დაუჩოქია. მან დაუჩოქა მხოლოდ უფალს, ლეგიონის დროშას, ახლა კი სასიკვდილოდ დაჭრილმა მესამედ ჩაიჩოქა ისე, რომ ვეღარ წამოდგა. ასე დაიღუპა 35 წლის დიმიტრი ამილახვარი, ქართველი ფრანგი ოფიცერი, მეთაური, რომელიც ყველგან და ყოველთვის ღირსეული შვილი იყო თავისი გვარისა“.

დიმიტრი ამილახვარი ვერც საფრანგეთის გათავისუფლებას მოესწრო და ვერც ომის დამთავრებას. ქართველი ვაჟკაცი შორეულ ეგვიპტეში, საძმო სასაფლაოზე განისვენებს.

დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთის ისტორიაში

„დიმიტრი ამილახვარი დღესაც რჩება უცხოური ლეგიონის ლეგენდარულ ფიგურად, ერთ-ერთ იმ მებრძოლად, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა. იგი საქართველოს სიამაყეცაა“, ‒ ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 2011 წლის 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქართველებს. სარკოზის სიტყვები ადასტურებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთში დღესაც იმდენად პოპულარულია, რომ ფრანგების დიდ ნაწილს, მით უმეტეს ‒ სამხედროს, რომ სთხოვო, დაასახელოს საფრანგეთის სამი ყველაზე გამორჩეული სამხედრო პირი, ასე გიპასუხებთ: ნაპოლეონი, შარლ დე გოლი და პრინცი ამილახვარი.

კიდევ ბევრი ქართველია, რომლებსაც სხვა ქვეყნების ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს და რომლების შესახებაც შეიძლება ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი ვიცით.სწორედ ამ ადამიანების ქართველი საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება „პალიტრა L-ის“ უნიკალური გამოცემა, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - 12-ტომეული, რომლის მასალასისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია 10 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში აგროვებდა.

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?