მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად
9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“ გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნარ­ქე­ბის ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სე­რია პირ­ვე­ლი ტო­მი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა. პრო­ექ­ტი­სად­მი ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად დიდი გახ­ლდათ, რომ ავ­ტო­რე­ბის მიერ თა­ვი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 24 ტომს 12 ახა­ლი ტომი და­ე­მა­ტა და, სა­ბო­ლო­ოდ, მრა­ვალ­ტო­მე­ულ­მა სრულ­ყო­ფი­ლი სახე მი­ი­ღო.

პრო­ექ­ტის „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“ფარ­გლებ­ში,წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა 2018 წელს და­ი­წყო, 9 ნო­ემ­ბრი­დან კი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­და ბოლო – 36-ე ტომი, რო­მე­ლიც ქარ­თლ-კა­ხე­თის უკა­ნას­კნე­ლი­მე­ფის, გი­ორ­გი XIII-ის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს.

გი­ორ­გი XIII (ზო­გი­ერ­თი წყა­როს მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი XII) ერეკ­ლე II-ის შვი­ლი გახ­ლდათ. იგი მხო­ლოდ 2 წელი მე­ფობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში ქარ­თლ-კა­ხეთ­ში სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბიც უკან მი­დი­ო­და და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­შიც ბევ­რი პრობ­ლე­მა იყო.

გი­ორ­გი XIII-ს არც გა­მე­ფე­ბამ­დე აკ­ლდა პრობ­ლე­მე­ბი და მით უმე­ტეს, არც გა­მე­ფე­ბის შემ­დეგ. 1765 წელს მან მხა­რი არ და­უ­ჭი­რა ერეკ­ლე II-ის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მკაც­რად დას­ჯას, რაც მამა-შვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ გი­ორ­გი XIII-ის დე­დი­ნაც­ვლი, და­რე­ჯან დე­დო­ფა­ლი, თა­ვის შვი­ლებს მის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ერეკ­ლე მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1798 წელს გი­ორ­გი XIII-მ და­ი­კა­ვა ტახ­ტი. ამ დროს იგი უკვე მძი­მე ავად­მყო­ფი იყო.

გი­ორ­გი XIII-მ გა­მე­ფე­ბის შემ­დეგ ერეკ­ლეს დრო­ინ­დე­ლი მო­რი­გე ჯა­რის აღ­დგე­ნა სცა­და; ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში შე­მოჭ­რილ ირა­ნულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს ებ­რძო­და, შიდა მტრო­ბის ალაგმვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, გი­ორ­გი XIII რუ­სე­თის­გან 1783 წლის გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის შეს­რუ­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი ჯა­რის შე­მოყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­და, რათა სა­ში­ნაო და სა­გა­რეო მტრებს გამ­კლა­ვე­ბო­და, მაგ­რამ რუ­სე­თის ჯა­რის შე­მოს­ვლამ მე­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. უფრო მე­ტიც, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მე­ფის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო. 1800 წელს გი­ორ­გი XIII გარ­და­იც­ვა­ლა, ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო გა­უქ­მდა და რუ­სე­თის ნა­წი­ლი გახ­და.

ეს მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ ის­ტო­რი­ი­სა, რო­მელ­მაც გი­ორ­გი XIII-ს ქარ­თლ-კა­ხე­თის უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, მა­მა­სა და დე­დი­ნაც­ვალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ 36-ე ტომ­ში გა­ეც­ნო­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ სე­რი­ის ბოლო ტომი 9 ნო­მებ­რი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ერ­თად“ გა­მო­ვი­და. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 5.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 7,00 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერია „ქართველი მეფეები“ გამორჩეული პროექტია, რომელიც საქართველოს მონარქების ისტორიას მოგვითხრობს. ქართველი მეფეების სერია პირველი ტომიდანვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. პროექტისადმი ინტერესი იმდენად დიდი გახლდათ, რომ ავტორების მიერ თავიდან გათვალისწინებულ 24 ტომს 12 ახალი ტომი დაემატა და, საბოლოოდ, მრავალტომეულმა სრულყოფილი სახე მიიღო.

პროექტის „ქართველი მეფეები“ფარგლებში,წიგნების გამოცემა 2018 წელს დაიწყო, 9 ნოემბრიდან კი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა ბოლო – 36-ე ტომი, რომელიც ქართლ-კახეთის უკანასკნელიმეფის, გიორგი XIII-ის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს.

გიორგი XIII (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გიორგი XII) ერეკლე II-ის შვილი გახლდათ. იგი მხოლოდ 2 წელი მეფობდა. ამ პერიოდში ქართლ-კახეთში საშინაო საქმეებიც უკან მიდიოდა და საგარეო პოლიტიკაშიც ბევრი პრობლემა იყო.

გიორგი XIII-ს არც გამეფებამდე აკლდა პრობლემები და მით უმეტეს, არც გამეფების შემდეგ. 1765 წელს მან მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამას დაემატა ისიც, რომ გიორგი XIII-ის დედინაცვლი, დარეჯან დედოფალი, თავის შვილებს მის წინააღმდეგ ამხედრებდა. საბოლოოდ, ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წელს გიორგი XIII-მ დაიკავა ტახტი. ამ დროს იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

გიორგი XIII-მ გამეფების შემდეგ ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენა სცადა; ასევე, ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს ებრძოდა, შიდა მტრობის ალაგმვას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, გიორგი XIII რუსეთისგან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთი ჯარის შემოყვანას მოითხოვდა, რათა საშინაო და საგარეო მტრებს გამკლავებოდა, მაგრამ რუსეთის ჯარის შემოსვლამ მეფის მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. უფრო მეტიც, ის იძულებული გახდა მეფის უფლებების შეზღუდვას დათანხმებულიყო. 1800 წელს გიორგი XIII გარდაიცვალა, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთის ნაწილი გახდა.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ისტორიისა, რომელმაც გიორგი XIII-ს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის სტატუსი მიანიჭა. ვრცელ ინფორმაციას მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, პირადი ცხოვრების, მამასა და დედინაცვალთან ურთიერთობის შესახებ „ქართველი მეფეების“ 36-ე ტომში გაეცნობით.

შეგახსენებთ, „ქართველი მეფეების“ სერიის ბოლო ტომი 9 ნომებრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან ერთად“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 7,00 ლარი.

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

ამბავი ქალზე, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევა შეძლო - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“