სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით
ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით

აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალი, იზა­ბელ დოს სან­ტო­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში აღ­მოჩ­ნდა.

არა­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის New York Times, BBC და The Guardian სა­ტო­სის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის შე­სა­ხებ წერ­და. "Luanda Leaks" - მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა 70 000 სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სან­ტოსს კო­რუმ­პი­რე­ბულ ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბებ­ში ედე­ბო­და ბრა­ლი.

აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღემ­დე არ და­წყე­ბუ­ლა. სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი მე­დი­ა­მაც ნელ-ნელა მი­ი­ვი­წყა. დღეს სან­ტო­სი მე­ო­რედ აღ­მოჩ­ნდა მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მისი მე­უღ­ლე, სინ­დი­კა დო­კო­ლო 48 წლის ასაკ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი აფ­რი­კის “პრინ­ცე­სა“ მარ­ტო დარ­ჩა.

ვინ არის იზა­ბელ დოს სან­ტო­სი?

დოს სან­ტო­სის მამა ან­გო­ლას 38 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა 2017 წელს და­ტო­ვა. Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი წმინ­და ქო­ნე­ბა 1,4 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გეს, რაც 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით 3,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

იზა­ბელ დოს სან­ტო­სი 1973 წლის 20 აპ­რილს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წევრ ქვე­ყა­ნა­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, კერ­ძოდ ბა­ქო­ში და­ი­ბა­და.

იზა­ბე­ლი ან­გო­ლას ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის - ხოსე ედუ­არ­დო დოს სან­ტო­სი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, რუსი ტა­ტი­ა­ნა კუ­კა­ნო­ვას უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია. მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს.

იზა­ბელ­მა გო­გო­ნა­თა ინ­ტერ­ნა­ტი და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ სწავ­ლა ლონ­დო­ნის კინგსის კო­ლე­ჯში ელექტრო­ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო. სწო­რედ აქ გა­იც­ნო ლა­მაზ­მან­მა მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ზა­ი­რი­დან (ახ­ლან­დე­ლი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა), მი­ლი­ო­ნე­რის ვაჟი სინ­დი­კა დო­კო­ლო.

იზა­ბელ დოს სან­ტო­სის მამა ხოსე ედუ­არ­დო დოს სან­ტო­სი ან­გო­ლას ქვე­ყა­ნას 1979 წლი­დან 2017 წლამ­დე მარ­თავ­და. Forbes-ის მი­ხედ­ვით, 2013 წელს იზა­ბე­ლის შე­მო­სა­ვალ­მა 2 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა და სწო­რედ მა­შინ მოხ­ვდა იგი მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში, ასე­ვე გახ­და აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალი.

Forbes-ის მი­ხედ­ვით იზა­ბე­ლის დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა მისი ოჯა­ხის ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან არის კავ­შირ­ში. 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში BBC-მ სან­ტო­სი 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქალს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა.

იზა­ბელ დოს სან­ტო­სი და ოპო­ზი­ცია

ან­გო­ლის მთავ­რო­ბა 2018 წლი­დან ცდი­ლობს იზა­ბელ დოს სან­ტო­სი წარ­სულ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

2019 წლის 30 დე­კემ­ბერს, ლუ­ან­დას პრო­ვინ­ცი­ულ­მა სა­სა­მარ­თლომ დოს სან­ტო­სის ან­გო­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი გა­ყი­ნა და რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში მას წი­ლე­ბი წა­არ­თვა. მას ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა კონ­კუ­რენ­ტებ­მა კო­რუფ­ცი­ა­ში და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გზით ფუ­ლის მო­პო­ვე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი. ან­გო­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა, თუმ­ცა ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. დოს სან­ტოს­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას “ყალ­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლე­ბი უწო­და“.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით იგი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა. დოს სან­ტო­სი ასე­ვე ფლობს დიდ ქო­ნე­ბას არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში.

სან­ტო­სის ქო­ნე­ბა

ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დოს სან­ტო­სი ევ­რო­პის სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე, რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

იგი ლონ­დო­ნი­დან ლუ­ან­და­ში 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში დაბ­რუნ­და და მა­მას­თან ერ­თად, “ურ­ბა­ნა 2000“-ში, “Jembas Group“-ში მე­ნე­ჯე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. (კომ­პა­ნი­ებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ევა­ლე­ბო­დათ). ამის შემ­დეგ მან შექ­მნა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის ბიზ­ნე­სი. ვოკი-ტო­კის ტექ­ნო­ლო­გი­ის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბამ მას გზა გა­უხ­სნა ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ში.

1997 წელს დოს სან­ტოს­მა ლუ­ან­დას კუნ­ძულ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ღა­მის კლუ­ბი და პლა­ჟის რეს­ტო­რა­ნი Miami Beach Club გახ­სნა. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო და უფრო გა­ა­ფარ­თო­ვა. შექ­მნა რამ­დე­ნი­მე ჰოლ­დინ­გი ან­გო­ლა­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ.

2016 წლის ივ­ნის­ში, დოს სან­ტო­სი მა­მამ ან­გო­ლის სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის სო­ნან­გო­ლის თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. 2016 წლი­დან დღემ­დე სან­ტო­სის ბიზ­ნეს სფე­რო­ე­ბი გა­ფარ­თოვ­და. აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ქალ­მა დე­დას­თან ერ­თად ბრი­ლი­ან­ტის ბიზ­ნე­სი, Trans Africa Investment Services და­ა­ფუძნა.

ფლობს ჰოლ­დინ­გებს ამ­სტერ­დამ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ლი­სა­ბონ­ში, ლუ­ან­და­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში და ა.შ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით

ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით

აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი, იზაბელ დოს სანტოსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასული წლის იანვარში აღმოჩნდა.

არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის New York Times, BBC და The Guardian სატოსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ წერდა. "Luanda Leaks" - მა გამოაქვეყნა 70 000 საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სანტოსს კორუმპირებულ ბიზნეს გარიგებებში ედებოდა ბრალი.

აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღემდე არ დაწყებულა. სკანდალური ბრალდებები მედიამაც ნელ-ნელა მიივიწყა. დღეს სანტოსი მეორედ აღმოჩნდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, მისი მეუღლე, სინდიკა დოკოლო 48 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის “პრინცესა“ მარტო დარჩა.

ვინ არის იზაბელ დოს სანტოსი?

დოს სანტოსის მამა ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობა 2017 წელს დატოვა. Forbes-ის მონაცემებით, მისი წმინდა ქონება 1,4 მილიარდ დოლარს შეადგეს, რაც 2014 წელთან შედარებით 3,7 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.

იზაბელ დოს სანტოსი 1973 წლის 20 აპრილს, საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში დაიბადა.

იზაბელი ანგოლას ყოფილი პრეზიდენტის - ხოსე ედუარდო დოს სანტოსისა და მისი პირველი ცოლის, რუსი ტატიანა კუკანოვას უფროსი ქალიშვილია. მშობლებმა ერთმანეთი მაშინდელ საბჭოთა რესპუბლიკაში, უნივერსიტეტში გაიცნეს.

იზაბელმა გოგონათა ინტერნატი დაამთავრა, შემდეგ სწავლა ლონდონის კინგსის კოლეჯში ელექტროტექნიკური მიმართულებით განაგრძო. სწორედ აქ გაიცნო ლამაზმანმა მისი ყოფილი მეუღლე ზაირიდან (ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), მილიონერის ვაჟი სინდიკა დოკოლო.

იზაბელ დოს სანტოსის მამა ხოსე ედუარდო დოს სანტოსი ანგოლას ქვეყანას 1979 წლიდან 2017 წლამდე მართავდა. Forbes-ის მიხედვით, 2013 წელს იზაბელის შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და სწორედ მაშინ მოხვდა იგი მილიარდერთა სიაში, ასევე გახდა აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი.

Forbes-ის მიხედვით იზაბელის დიდძალი ქონება მისი ოჯახის ძალაუფლებასთან არის კავშირში. 2015 წლის ნოემბერში BBC-მ სანტოსი 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.

იზაბელ დოს სანტოსი და ოპოზიცია

ანგოლის მთავრობა 2018 წლიდან ცდილობს იზაბელ დოს სანტოსი წარსულში განხორციელებული კორუფციული დანაშაულების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

2019 წლის 30 დეკემბერს, ლუანდას პროვინციულმა სასამართლომ დოს სანტოსის ანგოლის საბანკო ანგარიშები გაყინა და რამდენიმე კომპანიაში მას წილები წაართვა. მას ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა კონკურენტებმა კორუფციაში და არაკეთილსინდისიერი გზით ფულის მოპოვებაში დასდო ბრალი. ანგოლის პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა ბრალის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დოს სანტოსმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას “ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული ტყუილები უწოდა“.

დღეის მდგომარეობით იგი პორტუგალიაში, დევნილობაში რჩება. დოს სანტოსი ასევე ფლობს დიდ ქონებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

სანტოსის ქონება

ბოლო 20 წლის განმავლობაში დოს სანტოსი ევროპის საფონდო ბირჟებზე, რამდენიმე წამყვან კომპანიაში მენეჯმენტის განხრას ხელმძღვანელობდა.

იგი ლონდონიდან ლუანდაში 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და მამასთან ერთად, “ურბანა 2000“-ში, “Jembas Group“-ში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. (კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების შესრულება ევალებოდათ). ამის შემდეგ მან შექმნა სატვირთო მანქანების ბიზნესი. ვოკი-ტოკის ტექნოლოგიის ფართო გამოყენებამ მას გზა გაუხსნა ტელეკომუნიკაციებში.

1997 წელს დოს სანტოსმა ლუანდას კუნძულზე ერთ-ერთი პირველი ღამის კლუბი და პლაჟის რესტორანი Miami Beach Club გახსნა. 20 წლის განმავლობაში ბიზნეს ინტერესები უფრო და უფრო გააფართოვა. შექმნა რამდენიმე ჰოლდინგი ანგოლაში და საზღვარგარეთ.

2016 წლის ივნისში, დოს სანტოსი მამამ ანგოლის სახელმწიფო ნავთობკომპანიის სონანგოლის თავმჯდომარედ დანიშნა. 2016 წლიდან დღემდე სანტოსის ბიზნეს სფეროები გაფართოვდა. აფრიკის ყველაზე მდიდარმა ქალმა დედასთან ერთად ბრილიანტის ბიზნესი, Trans Africa Investment Services დააფუძნა.

ფლობს ჰოლდინგებს ამსტერდამში, ჰოლანდიაში, ლისაბონში, ლუანდაში, არგენტინაში და ა.შ. წაიკითხეთ სრულად

სახელმწიფომ 8 თვეში საკარანტინო სივრცეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე - "ეს იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან"

3.2988-დან 3.3409-მდე - ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა