პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედიის ღამეს აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა" - რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!
"ტრაგედიის ღამეს აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა" - რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!

7 ნო­ემ­ბერს დი­ლით 43 წლის თედო გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ამ ფაქტს დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. მომ­ხდარ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ოპო­ზი­ცია და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"და­ი­ღუ­პა ის­ნის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თედო გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და 2006 წლი­დან. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს რეპ­რე­სი­ე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ზე­წო­ლის ერთ-ერთი შემ­თხვე­ვა მოხ­და ის­ნის სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ა­ში, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე გარ­და­იც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გი­ორ­გი ხე­ლაშ­ვილ­მა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­უ­წო­და, ამ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღეძ­რათ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

იმა­ვე დღეს შს სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამ საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს ორი პირი - აკა­კი ხუს­კი­ვა­ძე და აკა­კი კო­ბა­ლა­ძე. "გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 6 ნო­ემ­ბერს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ის­ნის N#5 სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თედო გო­ბე­ჯიშ­ვილს შეხ­ვდნენ და შეს­თა­ვა­ზეს, 50.000 აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით პრე­სის თან­დას­წრე­ბით დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა და გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, სა­ნაც­ვლოდ კი მეტი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა­საც დაჰ­პირ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის­გან უარი მი­ი­ღეს, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქრნენ, თან აი­ძუ­ლებ­დნენ, დას­თან­ხმე­ბო­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მე­ო­რე დღეს თედო გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა" - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

მომ­ხდარ­ზე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ოპო­ზი­ცია ხელს "ოც­ნე­ბის­კენ" იშ­ვერს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თვი­თონ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ზე­წო­ლა გო­ბე­ჯიშ­ვილ­ზე, რად­გან მან შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­არ­ჩევ­ნო ოქმს ხელი არ მო­ა­წე­რა."გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის, უამ­რავ ადა­მი­ან­ზე, კო­მი­სი­ის წევ­რებ­ზე ზე­წო­ლის შემ­დეგ გა­მო­დი­ან და ჰყოფ­ნით თავ­ხე­დო­ბა, კვლავ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლით პო­ლი­ტი­კურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რონ" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხუს­კი­ვა­ძი­სა და კო­ბა­ლა­ძის და­კა­ვე­ბას ისან­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე.

"თე­დომ აღელ­ვე­ბულ­მა და­მი­რე­კა, ჩემი ნახ­ვა უნ­დო­და, რომ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­წო­დე­ბი­ნა"

საქ­მე­ში არის მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გვა­რებს ასა­ხე­ლებს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სწო­რედ ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის და­ყო­ლი­ე­ბას. ზაალ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია და არ­ჩევ­ნებ­ზე ის თედო გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და.

- პო­ლი­ცი­ას ვუ­ამ­ბე ყვე­ლა­ფე­რი, რაც თე­დომ მი­თხრა ტრა­გე­დი­ის ღა­მეს. აღელ­ვე­ბულ­მა და­მი­რე­კა, ჩემი ნახ­ვა უნ­დო­და, რომ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­წო­დე­ბი­ნა - თან მინ­და რჩე­ვაც გკი­თხო და ერ­თად მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაო. ერ­თმა­ნეთს გვი­ან ღა­მით ქუ­ჩა­ში შევ­ხვდით. ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და მი­თხრა, რომ მისი მე­გობ­რე­ბი აკა­კი კო­ბა­ლა­ძე და აკა­კი ხუს­კი­ვა­ძე ჯერ ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ, მერე კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რა სთხო­ვეს. "რომ შევ­ხვდი, მი­თხრეს, ხომ ხე­დავ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლია, აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბათ, დროა, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც შენს ოჯახ­საც წა­ად­გე­ბა და ქვე­ყა­ნა­საც. სა­ჯა­როდ უნდა გა­მოხ­ვი­დე და ილა­პა­რა­კო იმა­ზე, რო­გორ გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი, რომ შენ ამ ფარსში არ იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ხმა­უ­რით და­ტო­ვო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბაო". ისიც უთ­ქვამთ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბაც იქ­ნე­ბაო. 50.000 დო­ლარ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რა­ზეც თე­დომ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნუ­ცხა­და. გა­ნიც­დი­და, ში­ნა­უ­რე­ბი არი­ან და ასე­თი რამ რო­გორ მა­კად­რეს, ხომ იცი­ან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და ბო­ლომ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს საქ­მე­სო. ჩემ­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი რომ მი­ი­ღეს, მერე მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვიდ­ნე­ნო. უთ­ქვამთ, რაც გი­თხა­რით, ის ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მოხ­დე­ბა და ორი დღის ვა­დას გაძ­ლევთ მო­სა­ფიქ­რებ­ლა­დო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და­პა­ტიმრდე­ბა და კი ვართ მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ მერე ჩვენ ვე­ღა­რა­ფერს გიშ­ვე­ლი­თო. ამა­ზე ძა­ლი­ან იყო აღელ­ვე­ბუ­ლი.

- მათ­გან სა­შიშ­რო­ე­ბას გრძნობ­და?

- სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ის კი თქვა, ეს სის­ტე­მა თუ მობ­რუნ­და, უა­რე­სის გამ­კე­თებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს არ უნდა ეკად­რე­ბი­ნა­თო. უთ­ქვამთ, არ გე­გო­ნოს ამ სა­კი­თხზე მარ­ტო შენ გხვდე­ბით, ივა­ნე ბურ­დუ­ლი უკვე გა­და­ვი­ბი­რეთ, ცეს­კოს სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ახლა ყვე­ლა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში მი­ვალთ და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი­თო. გა­აგ­რძე­ლეთ სტა­ტი­ის კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრეი
80

სათაური ქოცურია..............ნუ გაიხდი სანერვიულოდ საქმეს და არავინ განერვიულებს........

სამწუხაროა!
57

ნაცების კიდევ ერთი მსხვერპლი!!! თანაუგრძნობ ოჯახს!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"ტრაგედიის ღამეს აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა" - რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!

"ტრაგედიის ღამეს აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა" - რას შეეწირა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე?!

7 ნოემბერს დილით 43 წლის თედო გობეჯიშვილი ოჯახის წევრებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. მომხდარში "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია დაადანაშაულა.

"დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან. ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ზეწოლის ერთ-ერთი შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიაში, რომლის თავმჯდომარე გარდაიცვალა", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ხელაშვილმა და სამართალდამცველებს მოუწოდა, ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე.

იმავე დღეს შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ საქმეზე დააკავეს ორი პირი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს ბრალდებულები ისნის N#5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, 50.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით პრესის თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, სანაცვლოდ კი მეტი სარგებლის მიღებასაც დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, თან აიძულებდნენ, დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედო გობეჯიშვილი საკუთარ ბინაში გარდაიცვალა" - აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ოპოზიცია ხელს "ოცნებისკენ" იშვერს და ირწმუნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თვითონ განახორციელეს ზეწოლა გობეჯიშვილზე, რადგან მან შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს ხელი არ მოაწერა."გაყალბებული არჩევნების, უამრავ ადამიანზე, კომისიის წევრებზე ზეწოლის შემდეგ გამოდიან და ჰყოფნით თავხედობა, კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ" - ასე გამოეხმაურა ხუსკივაძისა და კობალაძის დაკავებას ისანში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

"თედომ აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა"

საქმეში არის მოწმის ჩვენება, რომელიც დაკავებულების გვარებს ასახელებს და ირწმუნება, რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ გობეჯიშვილის დაყოლიებას. ზაალ ზაალიშვილი გარდაცვლილის უახლოესი მეგობარია და არჩევნებზე ის თედო გობეჯიშვილის თანაშემწედ მუშაობდა.

- პოლიციას ვუამბე ყველაფერი, რაც თედომ მითხრა ტრაგედიის ღამეს. აღელვებულმა დამირეკა, ჩემი ნახვა უნდოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა - თან მინდა რჩევაც გკითხო და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებაო. ერთმანეთს გვიან ღამით ქუჩაში შევხვდით. ძალიან აღელვებული იყო და მითხრა, რომ მისი მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ჯერ ტელეფონით დაუკავშირდნენ, მერე კონსპირაციული შეხვედრა სთხოვეს. "რომ შევხვდი, მითხრეს, ხომ ხედავ, ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია, აღარაფერი ეშველებათ, დროა, მიიღო გადაწყვეტილება, რაც შენს ოჯახსაც წაადგება და ქვეყანასაც. საჯაროდ უნდა გამოხვიდე და ილაპარაკო იმაზე, როგორ გაყალბდა არჩევნები, რომ შენ ამ ფარსში არ იღებ მონაწილეობას და ხმაურით დატოვო კომისიის თავმჯდომარეობაო". ისიც უთქვამთ, მატერიალური წახალისებაც იქნებაო. 50.000 დოლარზე იყო ლაპარაკი, რაზეც თედომ კატეგორიული უარი განუცხადა. განიცდიდა, შინაურები არიან და ასეთი რამ როგორ მაკადრეს, ხომ იციან, ადმინისტრაციის თანამშრომელი ვარ და ბოლომდე ვემსახურები ჩემს საქმესო. ჩემგან კატეგორიული უარი რომ მიიღეს, მერე მუქარაზე გადავიდნენო. უთქვამთ, რაც გითხარით, ის ყველაფერი მაინც მოხდება და ორი დღის ვადას გაძლევთ მოსაფიქრებლადო. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დაპატიმრდება და კი ვართ მეგობრები, მაგრამ მერე ჩვენ ვეღარაფერს გიშველითო. ამაზე ძალიან იყო აღელვებული.

- მათგან საშიშროებას გრძნობდა?

- საშიშროებაზე ვერაფერს ვიტყვი, ის კი თქვა, ეს სისტემა თუ მობრუნდა, უარესის გამკეთებლები არიან, მაგრამ ჩემთვის ეს არ უნდა ეკადრებინათო. უთქვამთ, არ გეგონოს ამ საკითხზე მარტო შენ გხვდებით, ივანე ბურდული უკვე გადავიბირეთ, ცესკოს სპეციალისტი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ახლა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში მივალთ და დაველაპარაკებითო. გააგრძელეთ სტატიის კითხვა

"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"ერთმანეთს დიდი ხანია ვეღარ უგებდნენ" - რა განმარტებას აკეთებენ "გირჩის" პრესსამსახურში ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი