მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე
"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა და ამის­თვის მმარ­თვე­ლი გუნ­დი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი და „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ნა­ხე­ვარ­ზე მეტი პარ­ლა­მენ­ტში შევა.

„ამას უკვე დღე­ე­ბი გვიჩ­ვე­ნებს. გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, გა­ირ­კვე­ვა ის, რომ პარ­ტი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი და ალ­ბათ ყვე­ლა პარ­ტია, მათ შო­რის, „ნაც­მოძ­რა­ო­ბაც“ მთლი­ა­ნად თუ არა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მა­ინც შევა პარ­ლა­მენ­ტში. ეს არის დღე­ვან­დე­ლი გან­წყო­ბა, რაც არის ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში და ეს გან­წყო­ბა დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა.

ფორ­მებს და მე­თო­დებს მე ვერ და­გი­კონ­კრე­ტებთ, მაგ­რამ და­გი­დას­ტუ­რებთ იმას, რომ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის­თვის და ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბაც ეს არის - ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შედ­გეს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. ამ მი­ზანს ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ.

რაც შე­ე­ხე­ბა [პარ­ტი­ე­ბის] ყიდ­ვას, გარ­წმუ­ნებთ, რომ „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ იმ პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მელ­თა­ნაც დღეს აქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ვერ იყი­დის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მიერ დღეს და­გეგ­მი­ლი აქ­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გარ­და, სხვა რის­კის შემ­ცვე­ლი არ არის.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა, მათი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბევ­რად ნაკ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ახერ­ხე­ბენ.

„რე­ა­ლუ­რად, არა­ვი­თა­რი რის­კის შემ­ცვე­ლი ეს აქ­ცია არ არის, გარ­და ერ­თი­სა, ეს არის კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბა. მათ ბა­თუ­მი­დან მო­ა­ხერ­ხეს ვირუ­სის ექ­სპორ­ტი­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ახლა იგი­ვეს აპი­რე­ბენ თბი­ლის­ში და სხვა რა­ი­ო­ნებ­ში, რაც ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­ხის კი­დევ ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ისი­ნი არ უფრთხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­გეგ­მი­ლი აქვთ და­ახ­ლო­ე­ბით 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა, თუმ­ცა, ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, ისი­ნი ბევ­რად ნაკ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ახერ­ხე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ გეგ­მებს, კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბის გარ­და, აღ­სრუ­ლე­ბა არ უწე­რია“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ას პრო­ტეს­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის რე­სურ­სი არ აქვს.

„მათ დღის და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ თით­ქმის 20 სა­ა­თი იმის­თვის, რომ გა­აპ­რო­ტეს­ტონ. მათ რე­ა­ლუ­რად არ აქვთ პრო­ტეს­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის რე­სურ­სი და სხვა რა­მე­ებ­ში მი­ზე­ზებს ნუ ეძე­ბენ, ეს არის ჩემი მო­წო­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
11

მემგონი ეს ჩურჩხელა ოპოზიციას ეხმარება ხალხის შეგროვებაში.... არადა დაქსაქვა უნდა აშკარად... მამიკოს ქონებას ვერ უშველი, უკანანოდ მოპოვებული ქონების დაბრუნება მოგიწევთ...

ნანიკო
50

კოვიდის გარდა არის რისკი, რომ მომიტინგეები დააშავონ (მსუბუქად ვამბობ).ვახაც იქ არის რამდენიმე ისლამისტით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე

"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ფორმებს და მეთოდებს მე ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ იმას, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს არის - ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ მიზანს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

რაც შეეხება [პარტიების] ყიდვას, გარწმუნებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პარტიების უმრავლესობას, რომელთანაც დღეს აქვს მოლაპარაკება, ვერ იყიდის“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მათი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას პროტესტის შენარჩუნების რესურსი არ აქვს.

„მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, - განაცხადა კობახიძემ.

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცესკო - მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება