მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?
"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის პოს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ცენ­ტრის - გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და კონ­კრე­ტუ­ლად - მისი მთა­ვა­რი ტაძ­რის დრო­ე­ბით გა­და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.დე­კა­ნო­ზი აქ­ვეყ­ნებს გე­ლა­თის ახალ ფო­ტო­ებს და წერს:

"ქოც­თა საქ­მე­ნი საგ­მი­რო­ნი... არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რეს­ტავ­რა­ცი­ის გამო გა­პარ­ტა­ხე­ბულ-და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გე­ლა­თი დრო­ე­ბი­თი ცინ­კით იხუ­რე­ბა!

მინ­და გა­გაც­ნოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ არ­სე­ბი­თია გე­ლა­თის მიმ­დი­ნა­რე ტრა­გე­დი­ა­ში:

ა) გუმ­ბა­თის კო­ნუ­სი გა­და­ხუ­რუ­ლია მშრა­ლი წე­სით, ხის კო­ჭებ­ზე კრა­მი­ტის მი­მაგ­რე­ბით შუ­რუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. რა­მაც გა­უძ­ლო დროს და ხა­რის­ხი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა (იგი­ვე ნა­ი­რა­და ჩრ. კა­რიბ­ჭის ორ­ქა­ნო­ბი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვიც, ოღონდ უვა­რი­გი­სი ახ. კრა­მი­ტით);

ბ) და­ნარ­ჩენ სა­ხუ­რავ­ზე კრა­მი­ტი და­წე­ბე­ბუ­ლია კირხნარ­ზე, ზო­გი­ერთ ად­გილ­ზე და­მა­ტე­ბუ­ლია ასე­ვე სი­ლი­კო­ნი. ამ წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა უვარ­გი­სი.გ) იმი­სათ­ვის რათა მკლა­ვებ­ზე, აფ­სი­დებ­ზე, ეგვტე­რებ­ზე, ნარ­თექსზე, სამ. კა­რიბ­ჭის ორ­ქა­ნო­ბი­ან სა­ხუ­რა­ვებ­ზე არ მო­ა­წყვეს ხის კო­ჭე­ბი, რო­გორც გუმ­ბათ­ზე და გა­ა­კე­თეს კირხსნარ­ზე და­წე­ბე­ბით, არ იყო რა გლუ­ვი ზე­და­პი­რი, რაც ძვე­ლი სა­ხუ­რა­ვის ახ­დის მერე წარ­მო­ჩინ­და, არა­მედ იყო ღრმა სი­ცა­რი­ე­ლე­ე­ბი, ამო­ავ­სეს ტო­ნო­ბით სიმ­ძი­მის (დახ. 450 ტონა) კირხსნა­რე­ბით და ჰიდ­რო­ი­ზო­ლა­ცი­ე­ბით, რი­თაც და­ამ­ძი­მეს თაღ-კა­მა­რე­ბი და კონ­ქე­ბი, ასე­ვე აღარ ეძ­ლე­ვა ქვას "სუნ­თქვის" ანუ ვენ­ტი­ლა­ცი­ის ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა! ამი­ტომ:

  • 1. სა­ა­გენ­ტომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის სა­ხუ­რა­ვის ახ­სნის შე­დე­გად გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა;
  • 2. მო­შორ­დეს ტო­ნო­ბით (დაახ. 450 ტონა!) პემ­ზის და კირხსნა­რის დას­ხმუ­ლი ფე­ნე­ბი, რათა აღ­დგეს ავ­თენ­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ზედ­მე­ტი სიმ­ძი­მის არი­დე­ბით მოხ­დეს ნა­გე­ბო­ბის სიმ­ყა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა;
  • 3. გა­და­ი­ხუ­როს და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბიც იმა­ვე წე­სით, რო­გორც გუმ­ბა­თის კო­ნუს­ზე მოხ­და, ანუ ხის კო­ჭებ­ზე კრა­მი­ტის და­ფე­ნა შუ­რუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (სხვა­თა შო­რის, იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცია იყო იტა­ლი­ე­ლი ექ­სპერ­ტის დას­კვნა­ში, რომ კრა­მი­ტი კირხსნარ­ზე არ და­წებ­დეს, არა­მედ მშრა­ლად და­ი­გოს)".

მარ­თე­ბუ­ლია თუ არა დე­კა­ნო­ზის ბრალ­დე­ბე­ბი და რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში? - და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს. კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბექა ბა­რა­მი­ძე გვპა­სუ­ხობს:

- დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძის "ფე­ის­ბუკპოს­ტებს" საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ თვალს და მას რიგ სა­კი­თხებ­ზე საკ­მა­ოდ მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი აქვს - ამას იქვე მი­წე­რი­ლი ჩემი კო­მენ­ტა­რე­ბი­თაც მიხ­ვდე­ბით. იგი სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ცე­სე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კა­ცია, მაგ­რამ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ა­ში - ნაკ­ლე­ბად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. დე­კა­ნო­ზი, ძი­რი­თა­დად, ეყ­რდნო­ბა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­დან მხო­ლოდ იმ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს, რომ­ლე­ბიც, სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ან­ტი­პა­თი­ით არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი და კი­დევ - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და არაპრო­ფე­სი­ულ მო­საზ­რე­ბებს.

გე­ლა­თის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს შე­სა­ბა­მის საბ­ჭო­ებ­ზე არა­ერ­თი გან­ხილ­ვის შემ­დეგ შე­მუ­შავ­და, არა­მედ - პრო­ექ­ტი თა­ვის დრო­ზე მი­წო­დე­ბუ­ლი იყო იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის­თვის და მისი მრჩე­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის. პრო­ექ­ტი ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მე­თო­დო­ლო­გი­აც სრუ­ლად პა­სუ­ხობს დარ­გში არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებ­სა და მიდ­გო­მებს. ამას ადას­ტუ­რებს 2015 წლის იუ­ნეს­კო, იკო­მო­სი­სა და იკ­რო­მის რე­აქ­ტი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ი­სა და 2017 წლის კო­მი­ტე­ტის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსმა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ძეგლ­მა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი და­იბ­რუ­ნა მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით და ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2013-2019 წლებ­ში გე­ლა­თის კომ­პლექ­სუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ა(ა)იპ "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრმა“. ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის გა­და­ხურ­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ეტაპს აფი­ნან­სებ­და აშშ-ის ელ­ჩის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დი და სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა 2020 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში გა­მოვ­ლე­ნილ და­ზი­ა­ნე­ბებს, ახა­ლი მწარ­მო­ებ­ლის მიერ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი კრა­მი­ტი, რო­მე­ლიც ტაძ­რის ეკვდე­რე­ბის, ნარ­თექ­სი­სა და სა­კურ­თხევ­ლის გა­და­ხურ­ვე­ბის­თვის იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ბა­ლი ხა­რის­ხის აღ­მოჩ­ნდა და არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კირ-დუ­ღაბ­ზე მო­წყო­ბი­ლი გა­და­ხურ­ვე­ბი­სათ­ვის. ეს დაგ­ვი­დას­ტუ­რა სამ­ხა­რე­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზამ. კრა­მი­ტის დამ­ზა­დე­ბამ­დე შემ­სრუ­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც ჩა­ა­ტა­რა შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­ნი­სა­ზღვრა კრა­მი­ტის ახა­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი და დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში კრა­მი­ტის მწარ­მო­ებ­ლის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რად გვაც­ნო­ბეს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს. ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზად კი და­ა­სა­ხე­ლეს პრო­ექ­ტის მოკ­ლე ვა­დე­ბი. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნეს, რომ მწარ­მო­ებ­ლის შეც­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბო­და მა­სა­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში, სა­ა­გენ­ტო­ში შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვე­ლე მი­სი­ის შე­დე­გად, ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ გა­და­ხურ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და “ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის“ მიერ 2016 წელს შეს­რუ­ლე­ბულ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძ­რის და­სავ­ლე­თის მკლა­ვის გა­და­ხურ­ვის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ებს და 2018-19 წლებ­ში შეს­რუ­ლე­ბულ ტაძ­რის ეკვდე­რე­ბის გა­და­ხურ­ვას, შე­სა­ბა­მი­სად, მათი აღ­მო­ფხვრა "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრს" და­ე­კის­რა, ჩვენ კი დის­ტან­ცი­უ­რად სის­ტე­მა­ტურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ დარ­გის წამ­ყვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­თან. შემ­სრუ­ლე­ბელ­მა და­ამ­ზა­დე­ბი­ნა სა­ნი­მუ­შო კრა­მი­ტე­ბი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­თხოვ­ნით, სრულ­ფა­სო­ვან ექ­სპერ­ტი­ზას გა­დის.

- პოს­ტში ნახ­სე­ნე­ბია იტა­ლი­ე­ლი ექ­სპერ­ტის დას­კვნაც, რო­მე­ლიც, თურ­მე, დე­კა­ნო­ზის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ემ­თხვე­ვა...

საპ­რო­ექ­ტო ჯგუ­ფის თა­ნა­ავ­ტო­რი გი­ორ­გი ტრა­პა­ი­ძე, სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ნიკო ზა­ზუ­ნიშ­ვი­ლი და ბექა ბა­რა­მი­ძე

- შე­მიძ­ლია, ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ლა­პა­რა­კია იპო­ლი­ტო მა­სა­რი­ზე, რო­მელ­საც სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კი­თხვე­ბი პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თა­ვად გა­უგ­ზავ­ნა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­სა­რიმ მო­ამ­ზა­და სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და შე­ნიშ­ვნე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ვე­ცა­ნით ცენ­ტრის გაგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად არ იყო მი­წო­დე­ბუ­ლი და იტა­ლი­ე­ლი ექ­სპერ­ტი თა­ვის დას­კვნა­ში ბევრ შე­კი­თხვა­საც სვამ­და, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო სრულ­ყო­ფას სა­ჭი­რო­ებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ეს დას­კვნა სრულ­ფა­სო­ვან დას­კვნად ვერ მი­იჩ­ნე­ო­და. ორი კვი­რის წინ სა­ა­გენ­ტო­დან იტა­ლი­ელ ექ­სპერტს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვა­წო­დეთ და ვნა­ხოთ, რა პა­სუხს მი­ვი­ღებთ. ამი­ტომ ასე­თი კრი­ტი­კა, რაც დე­კა­ნო­ზი ილი­ას ჭიღ­ლა­ძის­გან ის­მის, ზე­რე­ლე­სა და უარ­გუ­მენ­ტოს ემ­სგავ­სე­ბა.

- "ტო­ნო­ბით" პემ­ზის და კირხსნა­რის დას­ხმუ­ლი ფე­ნე­ბის მო­შო­რე­ბა­ზე რას იტყვით?

- ვინ უთხრა და ვინ და­უთ­ვა­ლა, რომ ტო­ნო­ბით კირხსნა­რია დას­ხმუ­ლი?! აბ­სო­ლუ­ტუ­რად უა­პე­ლა­ციო არ­გუ­მენ­ტე­ბია. თვი­თონ არ იცის, რას წერს. მე გე­ტყვით იქ რა არის: წარ­მო­გი­ნეთ სა­ხუ­რა­ვი და კა­მა­რა - სა­ხუ­რა­ვი არის კო­ნუ­სი და მის ქვეშ არის თა­ღო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბა, მათ შო­რის კი - სი­ცა­რი­ე­ლე ანუ კრა­მიტ­სა და კა­მა­რა­სა შო­რის სივ­რცე­ებ­ში არ­სე­ბობს სი­ცა­რი­ე­ლე. ამ სი­ცა­რი­ე­ლე­ზე ვერ გა­კეთ­დე­ბა გა­და­ხურ­ვის კონ­სტრუქ­ცია, თუ იქ რა­ღაც სიბ­რტყე არ მო­ე­წყო­ბა. პრო­ექ­ტით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა სა­ხუ­რავ­ქვე­შა სივ­რცე­ებ­ში გა­ა­კე­თეს კირ­დუ­ღა­ბის ფე­ნი­ლი, შე­ავ­სეს იგი მსუ­ბუ­ქი მა­სა­ლით და არა­ნა­ი­რად - 450 ტონა კირხსნა­რით. ამის თქმა სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. 450 ტონა კირხსნა­რი კი არა, ეს 450 ცი­ლის­წა­მე­ბაა.

- გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით რომ გა­კე­თე­ბო­და კრა­მიტს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა, არ შე­იძ­ლე­ბო­და?

- მა­ნამ­დე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ვა­ყე­ნებ­დით ეჭ­ვის ქვეშ კვა­ლი­ფი­ცი­ის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კვლე­ვის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბას, რად­გან დამ­კვეთ­მა იცო­და, რომ ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ჰქონ­და სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ ვენ­დეთ შემ­სრუ­ლე­ბელს. უკვე ვი­ცით სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბი, რო­გორ უნდა მოხ­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და კრა­მი­ტი უნდა შე­მოწ­მდეს პირ­ვე­ლი მო­წყო­ბის პი­რო­ბებ­ში, უნდა დამ­ზად­დეს თი­ხის ისე­თი­ვე კრა­მი­ტი, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლია, რო­გო­რიც აგია გუმ­ბათ­ზე, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ზე, წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ზე და ა.შ. პრობ­ლე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოვ­ლინ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კრა­მი­ტი იქ­ნე­ბა არას­წო­რად მოქ­ცე­უ­ლი. სწო­რედ მი­ვა­დე­ქით იმ სა­კითხს, სა­დაც სა­ა­გენ­ტოს ქმე­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი ხარ­ვე­ზი გა­მო­იკ­ვე­თა და რაც არა­ერ­თხელ გან­გვი­ცხა­დე­ბია - ეს გახ­ლავთ ჩვე­ნი არა­სა­თა­ნა­დო, არა­საკ­მა­რი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სა­შემ­სრუ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბო­და კრა­მი­ტის მო­წყო­ბის წესს - ეს სა­მუ­შაო იქ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ისევ და ისევ გა­დაჭ­რით ვამ­ბობთ, რომ გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც უკავ­შირ­დე­ბა ორ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას - ერთი არის კრა­მი­ტის დამ­ზა­დე­ბის მე­თო­დო­ლო­გია და მე­ო­რე უკავ­შირ­დე­ბა ისევ სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხა­რისხს, რაც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა გუმ­ბა­თის ყე­ლის ირ­გვლივ შე­ერ­თე­ბის ად­გი­ლე­ბის შევ­სე­ბას. იმი­ტომ, რომ იმ შევ­სე­ბებს არ უნდა გას­ჩე­ნო­და ბზა­რე­ბი და რა გა­დაც­დო­მაც უნდა იყოს საპ­რო­ექ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­დან, ფაქ­ტი არის ერთი: კარ­გად და­გე­ბულ კრა­მიტს, კარ­გად გა­კე­თე­ბულ შევ­სე­ბებს და სწო­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბულ კრა­მიტს პრობ­ლე­მა არ უნდა შე­ექ­მნას, კირ­ზე იქ­ნე­ბა ის და­გე­ბუ­ლი თუ ხის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე. თუ არის სწო­რად მო­წყო­ბი­ლი, მან წყალს არ უნდა გა­ა­ტა­როს.

შე­სა­ბა­მი­სად, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე გა­და­დის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მსჯე­ლო­ბებ­ში, სა­დაც, მე გე­უბ­ნე­ბით რომ, ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი არ არის და ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, მისი შე­ნიშ­ვნე­ბიც არ არის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი. დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვე­ბი გე­ლათ­ზე დარ­ჩე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე ჩვენ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი სუ­რა­თი იმი­სა, თუ რა მოხ­და და რა­ტომ მოხ­და და და­მოწ­მე­ბუ­ლად არ გვე­ცო­დი­ნე­ბა ახ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი კრა­მი­ტის ხა­რის­ხი, რომ ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყინ­ვი­სას და აქ­ტი­უ­რი წვი­მე­ბი­სას მას რამე პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა და მისი და­გე­ბის მე­თო­დო­ლო­გია-ტექ­ნი­ლო­გი­ა­ზე გვექ­ნე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა. მთლი­ა­ნად და­ზღვე­უ­ლე­ბი რომ ვი­ყოთ, დრო­ში ამ პრო­ცესს არ ვზღუ­დავთ და არ ვაჩ­ქა­რებთ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
18

გელათს ჟეშთით როგორ ხურავთ!!!!ურჯულოები ხართ?! 

 საქათმეს ან საღორეს ხომ არ ხურავთ ბნელებო?!

გიო
21

რა კომენტარი, თქვენი წამალი ;სტალინია ;. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?

"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ ილია ჭიღლაძის პოსტი საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრის - გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებთან და კონკრეტულად - მისი მთავარი ტაძრის დროებით გადახურვასთან დაკავშირებით.დეკანოზი აქვეყნებს გელათის ახალ ფოტოებს და წერს:

"ქოცთა საქმენი საგმირონი... არაპროფესიონალურად შესრულებული რესტავრაციის გამო გაპარტახებულ-დაზიანებული გელათი დროებითი ცინკით იხურება!

მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ არსებითია გელათის მიმდინარე ტრაგედიაში:

ა) გუმბათის კონუსი გადახურულია მშრალი წესით, ხის კოჭებზე კრამიტის მიმაგრებით შურუფების საშუალებით. რამაც გაუძლო დროს და ხარისხიანი აღმოჩნდა (იგივე ნაირადა ჩრ. კარიბჭის ორქანობიანი სახურავიც, ოღონდ უვარიგისი ახ. კრამიტით);

ბ) დანარჩენ სახურავზე კრამიტი დაწებებულია კირხნარზე, ზოგიერთ ადგილზე დამატებულია ასევე სილიკონი. ამ წესით შესრულებული აღმოჩნდა უვარგისი.გ) იმისათვის რათა მკლავებზე, აფსიდებზე, ეგვტერებზე, ნართექსზე, სამ. კარიბჭის ორქანობიან სახურავებზე არ მოაწყვეს ხის კოჭები, როგორც გუმბათზე და გააკეთეს კირხსნარზე დაწებებით, არ იყო რა გლუვი ზედაპირი, რაც ძველი სახურავის ახდის მერე წარმოჩინდა, არამედ იყო ღრმა სიცარიელეები, ამოავსეს ტონობით სიმძიმის (დახ. 450 ტონა) კირხსნარებით და ჰიდროიზოლაციებით, რითაც დაამძიმეს თაღ-კამარები და კონქები, ასევე აღარ ეძლევა ქვას "სუნთქვის" ანუ ვენტილაციის ბუნებრივი საშუალება! ამიტომ:

  • 1. სააგენტომ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს საბჭოთა პერიოდის სახურავის ახსნის შედეგად გამოჩენილი სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა;
  • 2. მოშორდეს ტონობით (დაახ. 450 ტონა!) პემზის და კირხსნარის დასხმული ფენები, რათა აღდგეს ავთენტური მდგომარეობა და ზედმეტი სიმძიმის არიდებით მოხდეს ნაგებობის სიმყარის შენარჩუნება;
  • 3. გადაიხუროს დანარჩენი ნაწილებიც იმავე წესით, როგორც გუმბათის კონუსზე მოხდა, ანუ ხის კოჭებზე კრამიტის დაფენა შურუფების საშუალებით (სხვათა შორის, იგივე რეკომენდაცია იყო იტალიელი ექსპერტის დასკვნაში, რომ კრამიტი კირხსნარზე არ დაწებდეს, არამედ მშრალად დაიგოს)".

მართებულია თუ არა დეკანოზის ბრალდებები და რა მდგომარეობაა დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში? - დავუკავშირდით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. კონკრეტულ თემაზე სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე გვპასუხობს:

- დეკანოზი ილია ჭიღლაძის "ფეისბუკპოსტებს" საკმაოდ აქტიურად ვადევნებ თვალს და მას რიგ საკითხებზე საკმაოდ მცდარი წარმოდგენები აქვს - ამას იქვე მიწერილი ჩემი კომენტარებითაც მიხვდებით. იგი სარესტავრაციო პროცესების გულშემატკივარი კაცია, მაგრამ არქიტექტურასა და რესტავრაციაში - ნაკლებად გათვითცნობიერებული. დეკანოზი, ძირითადად, ეყრდნობა დარგის სპეციალისტებიდან მხოლოდ იმ ხელოვნებათმცოდნეების შეფასებებს, რომლებიც, სხვადასხვა მოსაზრებების გამო, ჩვენი სააგენტოსადმი განსაკუთრებული ანტიპათიით არიან განწყობილები და კიდევ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ არაკვალიფიციურ და არაპროფესიულ მოსაზრებებს.

გელათის არქიტექტურული პროექტი, რომელიც წლების წინ არა მარტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს შესაბამის საბჭოებზე არაერთი განხილვის შემდეგ შემუშავდა, არამედ - პროექტი თავის დროზე მიწოდებული იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისთვის და მისი მრჩეველი ორგანოებისთვის. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება და მეთოდოლოგიაც სრულად პასუხობს დარგში არსებულ საერთაშორისო ნორმებსა და მიდგომებს. ამას ადასტურებს 2015 წლის იუნესკო, იკომოსისა და იკრომის რეაქტიული მონიტორინგის მისიისა და 2017 წლის კომიტეტისთვის შემუშავებული პოზიტიური შეფასებები, რის საფუძველზეც, გელათის სამონასტრო კომპლექსმა, როგორც დამოუკიდებელმა ძეგლმა თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

პროექტის მიხედვით და ჩვენი სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, 2013-2019 წლებში გელათის კომპლექსური რეაბილიტაცია განახორციელა ა(ა)იპ "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციას სხვადასხვა ეტაპს აფინანსებდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. რაც შეეხება 2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილ დაზიანებებს, ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხის აღმოჩნდა და არ არის გათვალისწინებული კირ-დუღაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის. ეს დაგვიდასტურა სამხარეულის ექსპერტიზამ. კრამიტის დამზადებამდე შემსრულებელმა კომპანიამაც ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც განისაზღვრა კრამიტის ახალი მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებლის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერად გვაცნობეს ეროვნულ სააგენტოს. ცვლილების მიზეზად კი დაასახელეს პროექტის მოკლე ვადები. ასევე, აღნიშნეს, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალის მაღალი ხარისხი. 2020 წლის თებერვალში, სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული საველე მისიის შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ გადახურვებთან დაკავშირებული ხარვეზები, რაც უკავშირდებოდა “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ 2016 წელს შესრულებულ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დასავლეთის მკლავის გადახურვის მოწყობის სამუშაოებს და 2018-19 წლებში შესრულებულ ტაძრის ეკვდერების გადახურვას, შესაბამისად, მათი აღმოფხვრა "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" დაეკისრა, ჩვენ კი დისტანციურად სისტემატურ კონსულტაციებს გავდივართ დარგის წამყვან საერთაშორისო ექსპერტებთან. შემსრულებელმა დაამზადებინა სანიმუშო კრამიტები, რომელიც ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, სრულფასოვან ექსპერტიზას გადის.

- პოსტში ნახსენებია იტალიელი ექსპერტის დასკვნაც, რომელიც, თურმე, დეკანოზის რეკომენდაციებს ემთხვევა...

საპროექტო ჯგუფის თანაავტორი გიორგი ტრაპაიძე, სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტი ნიკო ზაზუნიშვილი და ბექა ბარამიძე

- შემიძლია, ვივარაუდო, რომ ლაპარაკია იპოლიტო მასარიზე, რომელსაც სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებული შეკითხვები პროექტის შემსრულებელმა თავად გაუგზავნა. ამ ინფორმაციით მასარიმ მოამზადა საკუთარი ხედვა და შენიშვნები, მაგრამ როდესაც გავეცანით ცენტრის გაგზავნილ შეკითხვებს, აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო მასალები სრულფასოვნად არ იყო მიწოდებული და იტალიელი ექსპერტი თავის დასკვნაში ბევრ შეკითხვასაც სვამდა, რაც საინფორმაციო სრულყოფას საჭიროებდა. შესაბამისად, ეს დასკვნა სრულფასოვან დასკვნად ვერ მიიჩნეოდა. ორი კვირის წინ სააგენტოდან იტალიელ ექსპერტს დამატებითი ინფორმაციაც მივაწოდეთ და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ. ამიტომ ასეთი კრიტიკა, რაც დეკანოზი ილიას ჭიღლაძისგან ისმის, ზერელესა და უარგუმენტოს ემსგავსება.

- "ტონობით" პემზის და კირხსნარის დასხმული ფენების მოშორებაზე რას იტყვით?

- ვინ უთხრა და ვინ დაუთვალა, რომ ტონობით კირხსნარია დასხმული?! აბსოლუტურად უაპელაციო არგუმენტებია. თვითონ არ იცის, რას წერს. მე გეტყვით იქ რა არის: წარმოგინეთ სახურავი და კამარა - სახურავი არის კონუსი და მის ქვეშ არის თაღოვანი ნაგებობა, მათ შორის კი - სიცარიელე ანუ კრამიტსა და კამარასა შორის სივრცეებში არსებობს სიცარიელე. ამ სიცარიელეზე ვერ გაკეთდება გადახურვის კონსტრუქცია, თუ იქ რაღაც სიბრტყე არ მოეწყობა. პროექტით იყო გათვალისწინებული და რესტავრატორებმა სახურავქვეშა სივრცეებში გააკეთეს კირდუღაბის ფენილი, შეავსეს იგი მსუბუქი მასალით და არანაირად - 450 ტონა კირხსნარით. ამის თქმა სრული სისულელეა. 450 ტონა კირხსნარი კი არა, ეს 450 ცილისწამებაა.

- გამოყენებამდე პრევენციის მიზნით რომ გაკეთებოდა კრამიტს სამხარაულის ექსპერტიზა, არ შეიძლებოდა?

- მანამდე ვერანაირად ვერ დავაყენებდით ეჭვის ქვეშ კვალიფიციის მქონე ლაბორატორიის კვლევის სრულფასოვნებას, რადგან დამკვეთმა იცოდა, რომ ამ ლაბორატორიას ჰქონდა სათანადო გამოცდილება. ჩვენ ვენდეთ შემსრულებელს. უკვე ვიცით სპეციფიკაციები, როგორ უნდა მოხდეს ლაბორატორიული კვლევა და კრამიტი უნდა შემოწმდეს პირველი მოწყობის პირობებში, უნდა დამზადდეს თიხის ისეთივე კრამიტი, რომელიც გამოცდილია, როგორიც აგია გუმბათზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძარზე, წმინდა გიორგის ტაძარზე და ა.შ. პრობლემა შესაძლებელია გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ კრამიტი იქნება არასწორად მოქცეული. სწორედ მივადექით იმ საკითხს, სადაც სააგენტოს ქმედებების მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა და რაც არაერთხელ განგვიცხადებია - ეს გახლავთ ჩვენი არასათანადო, არასაკმარისი მეთვალყურეობა საშემსრულებლო პროცესისა, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა კრამიტის მოწყობის წესს - ეს სამუშაო იქ არასახარბიელოდ არის შესრულებული. ისევ და ისევ გადაჭრით ვამბობთ, რომ გამოვლენილი პრობლემები მაინც უკავშირდება ორ მთავარ მიმართულებას - ერთი არის კრამიტის დამზადების მეთოდოლოგია და მეორე უკავშირდება ისევ საშემსრულებლო ხარისხს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუმბათის ყელის ირგვლივ შეერთების ადგილების შევსებას. იმიტომ, რომ იმ შევსებებს არ უნდა გასჩენოდა ბზარები და რა გადაცდომაც უნდა იყოს საპროექტო კომუნიკაციიდან, ფაქტი არის ერთი: კარგად დაგებულ კრამიტს, კარგად გაკეთებულ შევსებებს და სწორი მეთოდოლოგიით დამზადებულ კრამიტს პრობლემა არ უნდა შეექმნას, კირზე იქნება ის დაგებული თუ ხის კონსტრუქციაზე. თუ არის სწორად მოწყობილი, მან წყალს არ უნდა გაატაროს.

შესაბამისად, დეკანოზი ილია ჭიღლაძე გადადის აბსოლუტურად სხვა მსჯელობებში, სადაც, მე გეუბნებით რომ, ის კვალიფიციური არ არის და ჩვენი შეფასებით, მისი შენიშვნებიც არ არის კვალიფიციური. დროებითი გადახურვები გელათზე დარჩება იქამდე, ვიდრე ჩვენ არ გვეცოდინება სრულფასოვანი სურათი იმისა, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა და დამოწმებულად არ გვეცოდინება ახლად დამზადებული კრამიტის ხარისხი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყინვისას და აქტიური წვიმებისას მას რამე პრობლემა არ შეექმნება და მისი დაგების მეთოდოლოგია-ტექნილოგიაზე გვექნება ინტენსიური მეთვალყურეობა. მთლიანად დაზღვეულები რომ ვიყოთ, დროში ამ პროცესს არ ვზღუდავთ და არ ვაჩქარებთ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?