სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს
"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს

ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტს, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. მისი თქმით, ვირუ­სი რთულ ფორ­მებ­ში არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რიტ­მში აგ­რძე­ლებს.

"დღეს შა­ბა­თია, 7 ნო­ემ­ბე­რი, 2020 წელი, მე ვიმ­ყო­ფე­ბი ახალ­ქა­ლაქ­ში, წმინ­და სა­მე­ბის მო­ნას­ტერ­ში. მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­ვიდ 19-თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც პი­რა­დად მე და­მი­დას­ტურ­და. მინ­და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ. თუმ­ცა თუ ეს და­ე­მარ­თა ადა­მი­ანს, წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ ვერ იტყვის, რო­გორ იქ­ნე­ბა მისი შე­დე­გი.

ეს არის ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რამ. სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რია ში­შის ფაქ­ტო­რი. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ ში­ში­სა და უი­მე­დო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ მაქვს. არ შე­მიც­ვლია ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. მო­ნას­ტერ­ში ვარ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვარ. არ მაქვს და­სუს­ტე­ბის ნიშ­ნე­ბი, არ ვარ ისე, რომ მო­ტი­ვა­ცია არ მქონ­დეს. ჩემს საქ­მეს ვაგ­რძე­ლებ, ეს არის წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის მო­ძი­ე­ბის საქ­მე.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე ამას არ უმოქ­მე­დია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვი­კე­თე ტეს­ტი და და­მი­დას­ტურ­და ავად­მყო­ფო­ბა. სა­ნამ ეს მოხ­დე­ბო­და, ზუს­ტად ვი­ცო­დი რომ ავად ვი­ყა­ვი. ჩემი პირ­ვე­ლი სიმპტო­მი იყო გა­ცი­ე­ბა. და­მე­წყო ყე­ლი­დან წვა, მა­ხუ­რებ­და ტან­ში, ვი­ზო­მავ­დი სი­ცხეს და არ მქონ­და.

მა­ნამ­დე ჩვენ­თან ვირუ­სი ერთ-ერთ სტი­ქა­რო­სანს და­უ­დას­ტურ­და, შემ­დეგ მო­ძღვარ­მა მი­თხრა, რომ ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და და მა­საც და­უ­დას­ტურ­და. რისკ-ჯგუფ­ში ვარ და მე­ო­რე ხა­რის­ხის დი­ა­ბე­ტი­კი მაქვს, რა­ზეც ვმკურ­ნა­ლობ. ამი­ტომ მაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი უშაქ­რო კან­ფე­ტი, მენ­თო­ლი­ა­ნი არო­მა­ტით. პირ­ვე­ლად მისი გემო ვერ ვიგ­რძე­ნი, შემ­დეგ ყნოს­ვა დავ­კარ­გე და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ დღემ­დე საკ­მე­ვე­ლის სუნს ვგრძნობ, მაგ­რამ ძა­ლი­ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი მაქვს ყნოს­ვა" - ამ­ბობს მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი.

მისი თქმით, ექიმ­მა სი­ა­რუ­ლი და­უ­ნიშ­ნა და ამი­ტომ ღა­მის 9 სა­ა­თის შემ­დეგ ახალ­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობს. აქვე გან­მარ­ტავს, რომ ამ დროს ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა ადა­მი­ან­ზე გა­და­დე­ბის რის­კი არ არ­სე­ბობს.

"მე დიდი ხა­ნია უკვე ვცდი­ლობ, რომ ფე­ხით ვი­მოძ­რაო. ეს ექიმ­მა და­მი­ნიშ­ნა, დღე­ში ორი სა­ა­თი სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კარ­გია. ახ­ლაც კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­დამ­დე­ბი ვარ, ღამე 9 სა­ა­თის მერე ახალ­ქა­ლა­ქი მკვდა­რია... შუა ქუ­ჩა­ში დავ­დი­ვარ, ყო­ველ სა­ღა­მოს...

დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა ერთი სა­ა­თი არ ავ­დგე ლო­გი­ნი­დან, მაგ­რამ რო­გორც კი ამას შე­ვებ­რძო­ლე, დავძლიე. თით­ქმის ათი დღეა გა­სუ­ლი რაც და­ვინ­ფი­ცირ­დი და ახლა ვგრძნობ, რო­გორ ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბი. ასე­ვე ცხვი­რით სუნ­თქვი­სას სიღ­რმე­ში ვგრძნობ, თით­ქოს ცხე­ლი ჰა­ე­რი გა­დის.

ნუ გე­ში­ნი­ათ, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას დაგ­ვე­მარ­თოს ეს ვირუ­სი, მაგ­რამ მო­ვა­რი­დოთ ასაკ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვირუ­სე­ბას. აქვე გე­ტყვით, რომ შე­იძ­ლე­ბა შიში უფრო დიდ ზი­ანს აყე­ნებ­დეს ადა­მი­ანს.

ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­გო­რი უნდა იყოს კო­ვიდ 19-ის მი­მართ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. არ მინ­დო­და რომ დამ­მარ­თნო­და, შე­იძ­ლე­ბა ეს ამ­პარ­ტავ­ნე­ბაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ არ და­მე­მარ­თე­ბო­და და რომც დამ­მარ­თნო­და, მარ­ტი­ვად გა­და­ვი­ტან­დი. არ მინ­დო­და დამ­მარ­თნო­და იმი­ტომ, რომ ეს შე­მი­ზღუ­დავ­და პატ­რი­არ­ქთან სი­ახ­ლო­ვეს" - აცხა­დებს მე­უ­ფე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგზავრი
71

აიფონი როგორაა??

kat
58

ტაში!

ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს

"მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე ახალქალაქის შუა ქუჩაში დავდივარ" - როგორ ებრძვის მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი თქმით, ვირუსი რთულ ფორმებში არ აქვს, შესაბამისად ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.

"დღეს შაბათია, 7 ნოემბერი, 2020 წელი, მე ვიმყოფები ახალქალაქში, წმინდა სამების მონასტერში. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კოვიდ 19-თან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე დამიდასტურდა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. თუმცა თუ ეს დაემართა ადამიანს, წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, როგორ იქნება მისი შედეგი.

ეს არის ძალიან ინდივიდუალური რამ. სერიოზული ფაქტორია შიშის ფაქტორი. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შიშისა და უიმედობის საფუძველი არ მაქვს. არ შემიცვლია ჩემი პირადი ცხოვრება. მონასტერში ვარ და ჩვეულებრივად ვარ. არ მაქვს დასუსტების ნიშნები, არ ვარ ისე, რომ მოტივაცია არ მქონდეს. ჩემს საქმეს ვაგრძელებ, ეს არის წმინდანების ცხოვრების მოძიების საქმე.

ჩემს შემთხვევაში შრომისუნარიანობაზე ამას არ უმოქმედია. რამდენიმე დღის წინ გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა ავადმყოფობა. სანამ ეს მოხდებოდა, ზუსტად ვიცოდი რომ ავად ვიყავი. ჩემი პირველი სიმპტომი იყო გაციება. დამეწყო ყელიდან წვა, მახურებდა ტანში, ვიზომავდი სიცხეს და არ მქონდა.

მანამდე ჩვენთან ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდასტურდა, შემდეგ მოძღვარმა მითხრა, რომ ნიშნები ჰქონდა და მასაც დაუდასტურდა. რისკ-ჯგუფში ვარ და მეორე ხარისხის დიაბეტიკი მაქვს, რაზეც ვმკურნალობ. ამიტომ მაქვს სპეციალური უშაქრო კანფეტი, მენთოლიანი არომატით. პირველად მისი გემო ვერ ვიგრძენი, შემდეგ ყნოსვა დავკარგე და წარმოიდგინეთ, რომ დღემდე საკმეველის სუნს ვგრძნობ, მაგრამ ძალიან დაქვეითებული მაქვს ყნოსვა" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისი თქმით, ექიმმა სიარული დაუნიშნა და ამიტომ ღამის 9 საათის შემდეგ ახალქალაქის ქუჩებში სეირნობს. აქვე განმარტავს, რომ ამ დროს ქუჩები ცარიელია და შესაბამისად, სხვა ადამიანზე გადადების რისკი არ არსებობს.

"მე დიდი ხანია უკვე ვცდილობ, რომ ფეხით ვიმოძრაო. ეს ექიმმა დამინიშნა, დღეში ორი საათი სწრაფი სიარული ჩემი ჯანმრთელობისთვის კარგია. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ გადამდები ვარ, ღამე 9 საათის მერე ახალქალაქი მკვდარია... შუა ქუჩაში დავდივარ, ყოველ საღამოს...

დილით გაღვიძებისას შეიძლება ერთი საათი არ ავდგე ლოგინიდან, მაგრამ როგორც კი ამას შევებრძოლე, დავძლიე. თითქმის ათი დღეა გასული რაც დავინფიცირდი და ახლა ვგრძნობ, როგორ ვთავისუფლდები. ასევე ცხვირით სუნთქვისას სიღრმეში ვგრძნობ, თითქოს ცხელი ჰაერი გადის.

ნუ გეშინიათ, შეიძლება ყველას დაგვემართოს ეს ვირუსი, მაგრამ მოვარიდოთ ასაკში მყოფი ადამიანები დავირუსებას. აქვე გეტყვით, რომ შეიძლება შიში უფრო დიდ ზიანს აყენებდეს ადამიანს.

ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ დაავადებაზე, როგორი უნდა იყოს კოვიდ 19-ის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. არ მინდოდა რომ დამმართნოდა, შეიძლება ეს ამპარტავნებაა და დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დამემართებოდა და რომც დამმართნოდა, მარტივად გადავიტანდი. არ მინდოდა დამმართნოდა იმიტომ, რომ ეს შემიზღუდავდა პატრიარქთან სიახლოვეს" - აცხადებს მეუფე.

პოპულარული და და სიძე, სკანდალები კალაძე-არეშიძის ოჯახთან - საინტერესო ფაქტები დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე

გომისმთაზე ჩარჩენილი სამი ადამიანი მაშველებმა იპოვეს - როგორია მათი მდგომარეობა?

როგორ შევცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი - მომსახურების სააგენტო მძღოლებისთვის აქტუალურ კითხვებს პასუხობს