მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 3 ნო­ემ­ბერს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" კან­დი­და­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, რად­გა­ნაც ხმე­ბი ყვე­ლა შტატ­ში ჯერ კი­დევ არ არის დათ­ვლი­ლი.

  • რო­მე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ლი­დე­რობს ამ ეტაპ­ზე და რო­დის გვე­ცო­დი­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი?

რთუ­ლია იმის თქმა, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის გვე­ცო­დი­ნე­ბა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი და ამას შე­იძ­ლე­ბა კვლავ რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დეს. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია 5 შტა­ტის - ნე­ვა­დის, ალას­კის, პენ­სილ­ვა­ნი­ის, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნი­სა და ჯორ­ჯი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი. CNN-ის მი­ხედ­ვით, ამ ეტაპ­ზე ჯო ბა­ი­დენს ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 253 ხმა აქვს, ხოლო დო­ნალდ ტრამპს - 213, The Guardian-ის ცნო­ბით კი, ბა­ი­დენს 264 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს - 214. რო­გორც ვხე­დავთ, ამ დრო­ის­თვის "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი ლი­დე­რობს, თუმ­ცა დო­ნალდ ტრამპს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი კვლავ აქვს. ცნო­ბის­თვის, რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტი არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად რომ გა­მო­ცხად­დეს, მან ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის მი­ნი­მუმ 270 ხმა უნდა მო­ი­პო­ვოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ნე­ვა­დას შე­დე­გე­ბი 12 ნო­ემ­ბრამ­დე არ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ შტა­ტის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯონ გლო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" ნე­ვა­და­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სას დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, 3 ათას­ზე მეტი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­სა­ბა­მი­სი სა­ჩივ­რე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს.

ერთ-ერთი დარ­ღვე­ვის მი­ხედ­ვით, ნე­ვა­და­ში ხმა მის­ცეს ისეთ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც შტა­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ ცხოვ­რო­ბენ. აღ­ნიშ­ნულ შტატ­ში ამ დრო­ის­თვის ხმე­ბის 89%-ია დათ­ვლი­ლი და 11 400 ხმით ჯო ბა­ი­დე­ნი ლი­დე­რობს.

  • დო­ნალდ ტრამ­პის გა­მოს­ვლა თეთრ სახ­ლში და გა­თი­შუ­ლი პირ­და­პი­რი ეთე­რი

ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია შე­წყვი­ტა. ასეთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს შო­რი­საა ABC, CBS, MSNBC. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რად­გა­ნაც, ტრამ­პი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და.

"ჩვენ არა მხო­ლოდ ვაწ­ვე­ტი­ნებთ დო­ნალდ ტრამპს სი­ტყვას, არა­მედ მისი გან­ცხა­დე­ბის შეს­წო­რე­ბა გვი­წევს”, - აღ­ნიშ­ნა ტრანსლა­ცი­ის გა­თიშ­ვის შემ­დეგ MSNBC-ის წამ­ყვან­მა.

თა­ვი­სი გა­მოს­ვლის დროს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თაღ­ლი­თო­ბა­სა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ასე­ვე მან გა­ნა­ცხა­და, რომ იმარ­ჯვებს იმ შტა­ტებ­ში, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი ჯერ დათ­ვლი­ლი არ არის. სწო­რედ ეს გახ­და მის­თვის პირ­და­პი­რი ეთე­რის გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი.

  • საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შემ­დეგ

დო­ნალდ ტრამპმა არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თქვა, რომ ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ მან "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და­წე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კი, სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ად მო­ნიშ­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრამპმა თეთრ სახ­ლში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც თქვა, რომ თუ "კა­ნო­ნი­ერ ხმებს და­ით­ვლიდ­ნენ", ის გა­ი­მარ­ჯვებ­და.

"უკვე ნამ­დვი­ლად გა­ვი­მარ­ჯვე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შტატ­ში, მათ შო­რის ფლო­რი­და­ში, აი­ო­ვა­ში, ინ­დი­ა­ნა­ში, ოჰა­ი­ო­ში. ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლი რი­ცხვე­ბით მო­ვი­გეთ. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გვქონ­და. ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე და ტყუ­ი­ლი იყო და ამას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვერ ავი­ტანთ. ჩვენ იუ­რი­დი­უ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ყვე­ლა შტა­ტის მო­ნა­ცე­მებს, სა­დაც ბა­ი­დე­ნი იმარ­ჯვებს", - ამ­ბობს ტრამ­პი.

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის "დე­მოკ­რატ" კან­დი­დატს, ჯო ბა­ი­დენს, ჯერ­ჯე­რო­ბით თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად არ აცხა­დებს, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა.

"მე აქ იმის­თვის არ ვარ, გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ, არა­მედ იმის­თვის, რომ გაც­ნო­ბოთ, გვჯე­რა, რო­დე­საც ხმის დათ­ვლა დას­რულ­დე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვენ ვიქ­ნე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა. მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ხმის დათ­ვლა. "დე­მოკ­რა­ტი­ას ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს,“- აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა. მან ამომ­რჩევ­ლებს ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დაც­ვის პი­რო­ბა კი­დევ ერთხელ მის­ცა. “ვიცი, რომ ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა. მე არ ვარ გუ­ლუბ­რყვი­ლო. ვიცი, რამ­დე­ნად ღრმა და მძი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი რა­მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ასე­ვე ვიცი, რომ პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა, შევ­წყვი­ტოთ ოპო­ნენ­ტებ­თან მტრუ­ლად მო­პყრო­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა.

  • საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი

აშშ-ის ქა­ლაქ ნიუ-იორკში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა, რომ­ლის დრო­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 50-მდე პირი და­ა­კა­ვეს. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბე­ბი მო­ე­წყო ქა­ლაქ პორტლენდშიც, სა­დაც პო­ლი­ცი­ამ 10 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა და პი­რო­ტექ­ნი­კა, ურო­ე­ბი და ცე­ცხლსა­სა­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რძე­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა ატ­ლან­ტა­ში, დეტ­რო­იტ­სა და ოკ­ლენდშიც.

ვა­შინგტონ­ში ბა­ი­დე­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­გე­ბი­სას

  • ირა­ნი­სა და რუ­სე­თის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს მთე­ლი მსოფ­ლიო ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა, ხოლო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე უკვე არა­ერ­თი შე­ფა­სე­ბა გა­კეთ­და, მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ირა­ნის სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ი­ნის ერ­თგვა­რად ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა. მან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ნა­ხა­ო­ბა უწო­და.

რა სა­ნა­ხა­ო­ბაა! ერთი ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ზე თაღ­ლი­თუ­რი არ­ჩევ­ნე­ბია ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში. ვინ ამ­ბობს ამას? პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოქ­მე­დია. მისი კონ­კუ­რენ­ტი კი ამ­ბობს, რომ ტრამ­პი აპი­რებს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას! ასე­თია ამე­რი­კუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და დე­მოკ­რა­ტია - წერს ირა­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“.

აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვა­მაც.

"ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბას. რო­გორც ვხვდე­ბით, ამ­ჟა­მად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯერ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, კან­დი­და­ტე­ბი თა­ნაბ­რად მი­ი­წე­ვენ წინ და მათ შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რია. მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს გა­ყალ­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მთელ რიგ შტა­ტებ­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გეგ­მებ­ზე, სა­დაც მას ხმე­ბის დათ­ვლის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნია. ამ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ შე­დე­გე­ბის გან­სა­ზღვრის პრო­ცე­სი გა­ი­წე­ლე­ბა.

თავს იჩენს ამე­რი­კუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის აშ­კა­რა ხარ­ვე­ზე­ბი, რა­ზეც არა­ერ­თხელ მი­უ­თი­თეს სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა. ნა­წი­ლობ­რივ, ეს აიხ­სნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არ­ქა­უ­ლი ხა­სი­ა­თი­თა და მას­ში მთე­ლი რიგი პრინ­ცი­პუ­ლი მო­მენ­ტე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

აქვე მან ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის არ­ჩე­ვა არის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ხმე­ბის სწო­რად დათ­ვლას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

"ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ამე­რი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით, გა­ნი­სა­ზღვროს ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი მე­თა­უ­რი და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ამა­ვე დროს, ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის არ­ჩე­ვა არის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ მათი ხმე­ბი სა­თა­ნა­დოდ იქ­ნას დათ­ვლი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა სა­გა­რეო უწყე­ბის პრესს­პი­კერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
38

თუ ტრამპმა მოიგო, პუწინის ბრალი იქნება. თუ ბაიდენმა მოიგო მაინც პუწინის ბრალი იქნება.

ერთდროს გვეკიდა !!!
84

არ ვაფასებით, სსრკ-ს მოქალაქეებს მათი არჩევნები "იმეენნო" რომ გვეკიდა!

ახლა კი ჩვენს ფაქტიურ ბატონს ირჩევენ კრიმინალიტეტის შთამომავალნი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ერთმანეთს "დემოკრატების" კანდიდატი, ჯო ბაიდენი და მოქმედი პრეზიდენტი, "რესპუბლიკელების" კანდიდატი, დონალდ ტრამპი დაუპირისპირდნენ. არჩევნების შედეგი ამ დრომდე უცნობია, რადგანაც ხმები ყველა შტატში ჯერ კიდევ არ არის დათვლილი.

  • რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი ლიდერობს ამ ეტაპზე და როდის გვეცოდინება არჩევნების საბოლოო შედეგი?

რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად როდის გვეცოდინება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და ამას შეიძლება კვლავ რამდენიმე დღე დასჭირდეს. ამ დროისთვის უცნობია 5 შტატის - ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მონაცემები. CNN-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 253 ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს - 213, The Guardian-ის ცნობით კი, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს - 214. როგორც ვხედავთ, ამ დროისთვის "დემოკრატების" კანდიდატი ლიდერობს, თუმცა დონალდ ტრამპს გამარჯვების შანსი კვლავ აქვს. ცნობისთვის, რომელიმე კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებულად რომ გამოცხადდეს, მან ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა უნდა მოიპოვოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნევადას შედეგები 12 ნოემბრამდე არ იქნება ცნობილი. ამის შესახებ შტატის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჯონ გლორიამ განაცხადა. "რესპუბლიკელები" ნევადაში საარჩევნო პროცესისას დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, 3 ათასზე მეტი დარღვევა აღმოაჩინეს და გენერალურ პროკურატურას შესაბამისი საჩივრები გაუგზავნეს.

ერთ-ერთი დარღვევის მიხედვით, ნევადაში ხმა მისცეს ისეთმა პირებმა, რომლებიც შტატის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ. აღნიშნულ შტატში ამ დროისთვის ხმების 89%-ია დათვლილი და 11 400 ხმით ჯო ბაიდენი ლიდერობს.

  • დონალდ ტრამპის გამოსვლა თეთრ სახლში და გათიშული პირდაპირი ეთერი

ამერიკული ტელეკომპანიების ნაწილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა. ასეთ ტელევიზიებს შორისაა ABC, CBS, MSNBC. ტელევიზიებში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგანაც, ტრამპი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

"ჩვენ არა მხოლოდ ვაწვეტინებთ დონალდ ტრამპს სიტყვას, არამედ მისი განცხადების შესწორება გვიწევს”, - აღნიშნა ტრანსლაციის გათიშვის შემდეგ MSNBC-ის წამყვანმა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">WATCH: &quot;OK. Here we are again in the unusual position of not only interrupting the president of the United States, but correcting the president of the United States,&quot; Brian Williams says on <a href="https://twitter.com/MSNBC?ref_src=twsrc%5Etfw">@MSNBC</a> moments into the president&#39;s statement tonight. <a href="https://t.co/2AliTQuSsr">pic.twitter.com/2AliTQuSsr</a></p>&mdash; MSNBC (@MSNBC) <a href="https://twitter.com/MSNBC/status/1324502930456825856?ref_src=twsrc%5Etfw">November 6, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

თავისი გამოსვლის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები თაღლითობასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ასევე მან განაცხადა, რომ იმარჯვებს იმ შტატებში, რომელთა შედეგები ჯერ დათვლილი არ არის. სწორედ ეს გახდა მისთვის პირდაპირი ეთერის გათიშვის მიზეზი.

  • საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებები საარჩევნო პროცესის შემდეგ

დონალდ ტრამპმა არჩევნებიდან რამდენიმე საათში თქვა, რომ ის გამარჯვებულია. ამის შესახებ მან "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა. აღნიშნული განცხადება კი, სოციალურმა ქსელმა ცრუ ინფორმაციად მონიშნა. მოგვიანებით ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ თუ "კანონიერ ხმებს დაითვლიდნენ", ის გაიმარჯვებდა.

"უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ. აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ. ჩვენ იურიდიულად გავასაჩივრებთ ყველა შტატის მონაცემებს, სადაც ბაიდენი იმარჯვებს", - ამბობს ტრამპი.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტობის "დემოკრატ" კანდიდატს, ჯო ბაიდენს, ჯერჯერობით თავს გამარჯვებულად არ აცხადებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კანდიდატი იქნება.

"მე აქ იმისთვის არ ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, არამედ იმისთვის, რომ გაცნობოთ, გვჯერა, როდესაც ხმის დათვლა დასრულდება, გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, აუცილებელია თითოეული ხმის დათვლა. "დემოკრატიას ვერავინ წაგვართმევს,“- აღნიშნა ბაიდენმა. მან ამომრჩევლებს ქვეყნის გაერთიანებისა და განსხვავებული აზრის დაცვის პირობა კიდევ ერთხელ მისცა. “ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება. მე არ ვარ გულუბრყვილო. ვიცი, რამდენად ღრმა და მძიმე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამის შესახებ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ პროგრესის მისაღწევად საჭიროა, შევწყვიტოთ ოპონენტებთან მტრულად მოპყრობა,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

  • საპროტესტო აქციები

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 50-მდე პირი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობები მოეწყო ქალაქ პორტლენდშიც, სადაც პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა და პიროტექნიკა, უროები და ცეცხლსასაროლი იარაღი ამოიღო.

დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ატლანტაში, დეტროიტსა და ოკლენდშიც.

ვაშინგტონში ბაიდენის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების გაგებისას

  • ირანისა და რუსეთის გამოხმაურება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდება, ხოლო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე უკვე არაერთი შეფასება გაკეთდა, მათ შორის აღსანიშნავია ირანის სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის ერთგვარად ირონიული შეფასება. მან შეერთებულ შტატებში შექმნილ სიტუაციას სანახაობა უწოდა.

რა სანახაობაა! ერთი ამბობს, რომ ეს ყველაზე თაღლითური არჩევნებია ამერიკის ისტორიაში. ვინ ამბობს ამას? პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მოქმედია. მისი კონკურენტი კი ამბობს, რომ ტრამპი აპირებს არჩევნების გაყალბებას! ასეთია ამერიკული არჩევნები და დემოკრატია - წერს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“.

აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამაც.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აშშ-ში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგების შეჯამებას. როგორც ვხვდებით, ამჟამად გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა, კანდიდატები თანაბრად მიიწევენ წინ და მათ შორის მინიმალური ზღვარია. მოქმედი პრეზიდენტი საჯაროდ საუბრობს გაყალბების შესაძლებლობებსა და მთელ რიგ შტატებში სასამართლო პროცესების გეგმებზე, სადაც მას ხმების დათვლის წინასწარი შედეგები საეჭვოდ მიაჩნია. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ შედეგების განსაზღვრის პროცესი გაიწელება.

თავს იჩენს ამერიკული საარჩევნო სისტემის აშკარა ხარვეზები, რაზეც არაერთხელ მიუთითეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ნაწილობრივ, ეს აიხსნება შესაბამისი კანონმდებლობის არქაული ხასიათითა და მასში მთელი რიგი პრინციპული მომენტების გაუთვალისწინებლობით“, - განაცხადა ზახაროვამ.

აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევა არის ამერიკის მოქალაქეების განსაკუთრებული უფლება, რომლებიც ხმების სწორად დათვლას იმსახურებენ.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებულ შტატებში არსებული სამართლებრივი მექანიზმები საშუალებას მისცემს, ამერიკის კონსტიტუციის სრული დაცვით, განისაზღვროს ქვეყნის მომავალი მეთაური და რაც მთავარია, თავიდან იქნას აცილებული მასობრივი არეულობა ქვეყანაში. ამავე დროს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევა არის ამერიკის მოქალაქეების განსაკუთრებული უფლება, რომლებიც იმსახურებენ, რომ მათი ხმები სათანადოდ იქნას დათვლილი“, - აღნიშნა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა