პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი მაინც და მაინც მურუსიძეს უნდა გავასამართლებინოთ?" - რას ფიქრობენ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში"
"სააკაშვილი მაინც და მაინც მურუსიძეს უნდა გავასამართლებინოთ?" - რას ფიქრობენ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში"

ის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, ვინც ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა და მან­და­ტე­ბი მო­ი­პო­ვა, შე­თან­ხმდნენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­ლენ. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აშ­კა­რაა, რომ პრო­ცე­სე­ბის ორ­კესტრი­რე­ბას ცდი­ლობს. მისი თქმით, თუ ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა ჩათ­ვლის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად მისი ჩა­მოს­ვლა იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ია­რა­ღი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იპო­ვის. თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლის თქმით, ეს მხო­ლოდ ამ ერ­თო­ბას შე­უშ­ლის ხელს, თუმ­ცა ნა­წილს ეს აზრი მოს­წონს კი­დეც. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით "ლე­ლოს" და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აზ­რით:

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, "სტარ­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი":

- იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ. მე არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს ჩემი სიმ­პა­თი­ე­ბი მი­შას, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ. ყვე­ლას შე­უძ­ლია იფიქ­როს ჩა­მოს­ვლა­ზე, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე რო­გორ შე­მო­ვა? თუკი ჩვენ ვამ­ბობთ რომ სა­სა­მარ­თლო არ გაგ­ვაჩ­ნია და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ ვა­ყე­ნებთ ამ ინ­სტი­ტუტს, მი­თხა­რით, მა­შინ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­სა­ჭე­რად ხომ არ უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში? სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ინც და მა­ინც მუ­რუ­სი­ძეს უნდა გა­ვა­სა­მარ­თლე­ბი­ნოთ? ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბი ისე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნი­ჭი­ე­რი კა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი სად ჰყავს.

კახა კო­ჟო­რი­ძე, პარ­ტია "ლელო":

- მთე­ლი ოპო­ზი­ცია, ის პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ი­პო­ვეს სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბი და ისი­ნიც, ვინც ვერ მო­ი­პო­ვა და გა­რეთ დარ­ჩა, შევ­თან­ხმდით ერთ რა­მე­ზე, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი და მისი შე­დე­გე­ბი ვერ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას. არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. მოს­ყიდ­ვე­ბით, და­ში­ნე­ბით, შან­ტა­ჟით, ოქ­მე­ბის შეც­ვლით ტო­ტა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება. სწო­რედ ამი­ტომ შედ­გა ერ­თობ­ლი­ვი შე­თან­ხმე­ბა. იმ პარ­ტი­ებ­მა, რომ­ლებ­მაც მან­და­ტე­ბი მო­ი­პო­ვეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­ლენ და ეს არის მათი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დეთ, მათ შო­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­თან და ივა­ნიშ­ვილ­თან "ლელო" კო­ა­ლი­ცი­ას არ შექ­მნი­და. პარ­ტი­ა­ში არ გვიმ­სჯე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა - არ­ჩა­მოს­ვლის სა­კი­თხზე და მის როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არც ვფიქ­რობთ, რომ სა­ჭი­როა "ლე­ლოს" მხრი­დან ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ამო­ცა­ნა - და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რაც და­ვი­ნა­ხეთ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და არ შე­ვე­გუ­ოთ ამ გა­ყალ­ბე­ბას. იმის გამო, რომ მიშა იგი­ვეს ამ­ბობს, მე არ ვთქვა ჩემი სათ­ქმე­ლი? - ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. არა­ნა­ი­რად არ მა­წუ­ხებს კომ­პლექ­სე­ბი. რაც სათ­ქმე­ლია და სი­მარ­თლეა, ყო­ველ­თვის იმას ვი­ტყვი და არ მა­ინ­ტე­რე­სებს, იგი­ვე აზრი მი­შას აქვს, პეტ­რეს თუ პავ­ლეს.

არის სა­კი­თხე­ბი, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თა­ნაც". დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ის რომ, სა­ა­კაშ­ვილს შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა და მისი ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­კა­ვე­ბენ. იუ­რი­დი­უ­ლად ასე­თია მო­ცე­მუ­ლო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი, ჩა­მო­ვა თუ არა, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. ვერც მო­ვუ­წო­დებ და ვერც ხელს შე­ვუ­წყობ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უპარტიო
129

ქალბატონო თაკო საქმე იმაშია რო შენი სანუკვარი მიშა 8 წელია ხან ფეხით ხან გემით ხან წეროზე ჩამოკიდებული პირდება ხალხ ჩამოსვლას მაგრამ სინამდვილეში ჩამომსვლელი არ არის ეშინია ბიძინასი საქმეც ამაშია ნაც სექტას ატყუებს ნუ პირდება მოვდივარ მოვდივარო როცა ჩამომსვლელი არ არისო ისე რომ ჩამოსულიყო კარგი იქნებოდა რით არის ეგ მერაბიშვილზე ახალაიაზე უგულავაზე ნაკლები 

თაღლითის შპანა
61

მურუსიძე, ჩინჩალაძემ გააბახა მართმსაჯულება, კანონი დაგვამხეს თავზე, წაგვართვეს კონსტიტუციური უფლებები და საკუთრება და ისევ მთელი სასამართლო აქვთ ოკუპირებული ბიძინას მეშვეობით. სანამ ქართველი ხალხი, უპირველესად პარტიული ძალა არ ისწავლის ყველა მოქალაქის სამართლიანობის არღდგენის მოთხოვნას და მათი კანონიერი ქმედებების დაცვას, მანამდე ასე მომჯდარი გვეყოლება თაღლითი, გამყალბებელი ბიძინა თავის სასამართლო/პროკურატურა/პარლამენტ/საარჩევნო კომისიის შპანით. დიახ ეს იმიტომ მოხდა როცა მართალს წაართვეს, გაუყალბეს, შეუცურეს მტკიცებულებები სრულიად პარტიებმა და ტელევიზიებმა ხმა არ გაიღეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილი მაინც და მაინც მურუსიძეს უნდა გავასამართლებინოთ?" - რას ფიქრობენ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში"

"სააკაშვილი მაინც და მაინც მურუსიძეს უნდა გავასამართლებინოთ?" - რას ფიქრობენ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში"

ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახა და მანდატები მოიპოვა, შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში არ შევლენ. განსაკუთრებით აქტიურია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აშკარაა, რომ პროცესების ორკესტრირებას ცდილობს. მისი თქმით, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად მისი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, საქართველოში შემოღწევის საშუალებას იპოვის. თუმცა ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელთა ნაწილის თქმით, ეს მხოლოდ ამ ერთობას შეუშლის ხელს, თუმცა ნაწილს ეს აზრი მოსწონს კიდეც. ჩვენ დავინტერესდით "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელთა აზრით:

თაკო ჩარკვიანი, "სტარტეგია აღმაშენებელი":

- იცით ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მე არასოდეს დამიმალავს ჩემი სიმპათიები მიშას, როგორც პოლიტიკოსის მიმართ. ყველას შეუძლია იფიქროს ჩამოსვლაზე, მაგრამ ამ ეტაპზე როგორ შემოვა? თუკი ჩვენ ვამბობთ რომ სასამართლო არ გაგვაჩნია და კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ამ ინსტიტუტს, მითხარით, მაშინ ყოფილი პრეზიდენტი დასაჭერად ხომ არ უნდა ჩამოიყვანოთ საქართველოში? სააკაშვილი მაინც და მაინც მურუსიძეს უნდა გავასამართლებინოთ? ყოველთვის მივესალმები ისე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში, ნიჭიერი კაცია და საქართველოს დასაკარგი ქართველები სად ჰყავს.

კახა კოჟორიძე, პარტია "ლელო":

- მთელი ოპოზიცია, ის პარტიები, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები და ისინიც, ვინც ვერ მოიპოვა და გარეთ დარჩა, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ეს არჩევნები და მისი შედეგები ვერ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. არჩევნები გაყალბდა. მოსყიდვებით, დაშინებით, შანტაჟით, ოქმების შეცვლით ტოტალურად შეიცვალა ქართველი ხალხის ნება. სწორედ ამიტომ შედგა ერთობლივი შეთანხმება. იმ პარტიებმა, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ და ეს არის მათი საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, რომ სააკაშვილთან და ივანიშვილთან "ლელო" კოალიციას არ შექმნიდა. პარტიაში არ გვიმსჯელია სააკაშვილის ჩამოსვლა - არჩამოსვლის საკითხზე და მის როლთან დაკავშირებით. არც ვფიქრობთ, რომ საჭიროა "ლელოს" მხრიდან ამ თემაზე მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რაც დავინახეთ ამ არჩევნებზე და არ შევეგუოთ ამ გაყალბებას. იმის გამო, რომ მიშა იგივეს ამბობს, მე არ ვთქვა ჩემი სათქმელი? - ეს გამორიცხულია. არანაირად არ მაწუხებს კომპლექსები. რაც სათქმელია და სიმართლეა, ყოველთვის იმას ვიტყვი და არ მაინტერესებს, იგივე აზრი მიშას აქვს, პეტრეს თუ პავლეს.

არის საკითხები, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია "ნაცმოძრაობასთანაც". დღევანდელი მოცემულობა არის ის რომ, სააკაშვილს შეფარდებული აქვს პატიმრობა და მისი ჩამოსვლის შემთხვევაში მას აუცილებლად დააკავებენ. იურიდიულად ასეთია მოცემულობა. დანარჩენი, ჩამოვა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ვერც მოვუწოდებ და ვერც ხელს შევუწყობ.

"ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ბილეთს ავიღებ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"