სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგად გრძნობს თავს, სახლიდან აგრძელებს მუშაობას... შეხება არ ჰქონია ბატონ ბიძინასთან" - მაია ცქიტიშვილი პრემიერისა და მთავრობის წევრების მდგომარეობაზე
"კარგად გრძნობს თავს, სახლიდან აგრძელებს მუშაობას... შეხება არ ჰქონია ბატონ ბიძინასთან" - მაია ცქიტიშვილი პრემიერისა და მთავრობის წევრების მდგომარეობაზე

ვიცე-პრე­მი­ერ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია თავს კარ­გად გრძნობს და მუ­შა­ო­ბას სახ­ლი­დან აგ­რძე­ლებს.

რო­გორც ცქი­ტიშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბი არ მი­უ­ღი­ათ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნისტრს, ნა­თია თურ­ნა­ვას და გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს, მი­ხე­ილ ჩხენ­კელს.

"ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ ის კარ­გად გრძნობს თავს. დღეს მისი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით ჩა­ტარ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ის სახ­ლი­დან აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია თურ­ნა­ვა და ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. მათ დღე­ის­თვის არ აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ელო­დე­ბი­ან ტეს­ტის პა­სუ­ხებს. ესე­ნი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან გა­და­სუ­ლი. ქალ­ბა­ტონ ნა­თია მეზვრიშ­ვილს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, სამ­წუ­ხა­როდ, და­უ­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი და ისიც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, მუ­შა­ო­ბას და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ე­რის და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია და ის დაც­ვის წევ­რებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცქი­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გი­ორ­გი გა­ხა­რია ტეს­ტის პა­სუ­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და და მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ შა­ბათს გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ა­ტა­რა თა­ვი­სი პი­რა­დი დაც­ვის წევრთან, რო­მელ­საც შა­ბათსვე სის­ტე­მუ­რი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შა­ბათსვე გი­ორ­გი გა­და­ვი­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. უკვე გუ­შინ, რად­გა­ნაც გა­უჩ­ნდა სიმპტო­მე­ბი, გა­უ­კეთ­და ტეს­ტი­რე­ბა და ტეს­ტი­რე­ბის დროს დად­გინ­და ვირუ­სი. ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის კონ­ტაქ­ტი ასე­ვე არის დაც­ვის წევ­რი. ნა­თია თურ­ნა­ვას შემ­თხვე­ვა­ში ჯერ ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ მას აქვს ვა­რა­უ­დი, ჰქონ­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირ­თან კონ­ტაქ­ტი, რო­მე­ლიც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ან ნა­თია მეზვრიშ­ვილ­თან ან დაც­ვის წევ­რებ­თან. მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის კონ­ტაქ­ტი არის მისი ოჯა­ხის წევ­რი. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არ ჰქონ­და შე­ხე­ბა არც ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან და არც მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
17

გულზე მომეშვა, რაღაი ბიძინასთან არ ჰქონია შეხება

zuriko
32

ხომ დევიღუპებოდით საქოცეთო,კიდევ კარგი მამა თქვენი არქიფო ცუანა ივანიშვილი უვნებელია.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კარგად გრძნობს თავს, სახლიდან აგრძელებს მუშაობას... შეხება არ ჰქონია ბატონ ბიძინასთან" - მაია ცქიტიშვილი პრემიერისა და მთავრობის წევრების მდგომარეობაზე

"კარგად გრძნობს თავს, სახლიდან აგრძელებს მუშაობას... შეხება არ ჰქონია ბატონ ბიძინასთან" - მაია ცქიტიშვილი პრემიერისა და მთავრობის წევრების მდგომარეობაზე

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს.

როგორც ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ტესტის პასუხები არ მიუღიათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას და განათლების და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.

"ბატონი გიორგი გახარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ის კარგად გრძნობს თავს. დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. შესაბამისად, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და ბატონი მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში. მათ დღეისთვის არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი. შესაბამისად, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ელოდებიან ტესტის პასუხებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მთავრობის წევრებიდან თვითიზოლაციაში არიან გადასული. ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი და ისიც სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას, მუშაობას და საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის დაცვის წევრებს უკავშირდება. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია ტესტის პასუხის მიღებისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა და მას ბიძინა ივანიშვილთან შეხება არ ჰქონია.

"გიორგი გახარიამ შაბათს გარკვეული დრო გაატარა თავისი პირადი დაცვის წევრთან, რომელსაც შაბათსვე სისტემური ტესტირების შედეგად დაუდგინდა კორონავირუსი, ამის გათვალისწინებით შაბათსვე გიორგი გადავიდა თვითიზოლაციაში. უკვე გუშინ, რადგანაც გაუჩნდა სიმპტომები, გაუკეთდა ტესტირება და ტესტირების დროს დადგინდა ვირუსი. ნათია მეზვრიშვილის კონტაქტი ასევე არის დაცვის წევრი. ნათია თურნავას შემთხვევაში ჯერ ვირუსი დადასტურებული არ არის, მაგრამ მას აქვს ვარაუდი, ჰქონდა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთან ან ნათია მეზვრიშვილთან ან დაცვის წევრებთან. მიხეილ ჩხენკელის კონტაქტი არის მისი ოჯახის წევრი. გიორგი გახარიას არ ჰქონდა შეხება არც ბატონ ბიძინასთან და არც მთავრობის სხვა წევრებთან", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სერიოზული პრობლემებია - ვფიქრობ, დიდ ქვეყნებთან სავიზო თემები გადასახედი იქნება" - ვახტანგ გომელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"