ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები, სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ.
ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.
უსაქმურები ხართ ? რა ცესკოსთან აქცია შევარდნაძის დროა ? :)
ესეც თუ რკინაა, რა ?! რა უყავით ბიჭო ულვაში, ამისთვის იყავით პარიზში, ესაა ბიჭო რკინა ?!