პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს, ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას" - რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება
"არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს, ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას" - რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბა. ფეხ­მძი­მე მსა­ხი­ო­ბი "ინ­სტაგ­რა­მი­სა" და "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დებ­ზე ახალ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ცნო­ბის­თვის, რუს­კას და სან­დრო ნი­ჟა­რა­ძეს ერთი შვი­ლი ჰყავთ, 3 წლის ილია.

"რა­ღაც­ნა­ი­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, მარ­თლა, სა­სა­ცი­ლოა, კე­თი­ლია. არ მო­მე­რი­დე­ბა და ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ალ­ბათ, ყვე­ლა დე­დის­თვის ასეა, მაგ­რამ... უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია აქვს, ვერ დაღ­ლი. ბავ­შვი ცელ­ქი კი უნდა იყოს, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე­თი ცელ­ქი თუ იქ­ნე­ბო­და.

ძიძა არ მყავს, ძი­ძე­ბის ფო­ბია მაქვს და ამი­ტომ, მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი დრო გა­ვა­ტა­როთ მას­თან. ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა მინ­და, მაგ­რამ დრო აღარ მრჩე­ბა - ათ­ვლა იწყე­ბა ილი­ა­დან, ჯერ ის არის მთა­ვა­რი. ერთხანს სამ­სა­ხურ­შიც დამ­ყავ­და, მაგ­რამ ახლა უკვე ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რია და შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი სამ­სა­ხურ­ში მოყ­ვა­ნა, არა­ვის არაფ­რის კე­თე­ბას არ და­აც­დის...

მგო­ნია, რომ დე­დაშ­ვი­ლო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად რა­ღაც ახა­ლი სი­ტყვა უნდა მო­ვი­ფიქ­როთ. არც სა­ო­ცა­რი, არც კარ­გი, არც ძლი­ე­რი - არც ერთი სი­ტყვა არ გა­მო­ხა­ტავს დე­დის სიყ­ვა­რულს. ეს გრძნო­ბა სცდე­ბა მთელ გა­ლაქ­ტი­კას. ილია გაჩ­ნდა და დამ­თავ­რდა - მა­ნამ­დე რა იყო, აღარ მახ­სოვს. მგო­ნია, ილი­ას­თან ერ­თად და­ვი­ბა­დე, ალ­ბათ ყვე­ლა დე­დას ასე­თი შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბა.

ხომ ასე ემო­ცი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც ცუ­დად არის, მა­შინ არ ვფო­რი­ა­ქობ, პა­ნი­კა­ში არ ვვარ­დე­ბი. პი­რი­ქით, უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ და ჩემი ეს სიმ­შვი­დე, სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩემ­საც უკ­ვირს და ჩემს მე­ო­რე დე­და­საც...", - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
16

რა ლამაზია <3 

სტალინი
10

კარგი გოგო. ზედმეტად არც პოლიტიკაში ეჩრება სხვებივით. გაიხარე

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს, ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას" - რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება

"არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს, ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას" - რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება

რუსკა მაყაშვილი მეორე ბავშვს ელოდება. ფეხმძიმე მსახიობი "ინსტაგრამისა" და "ფეისბუქის" გვერდებზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

ცნობისთვის, რუსკას და სანდრო ნიჟარაძეს ერთი შვილი ჰყავთ, 3 წლის ილია.

"რაღაცნაირად განსაკუთრებული გამოვიდა, მართლა, სასაცილოა, კეთილია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ძალიან საყვარელია. ალბათ, ყველა დედისთვის ასეა, მაგრამ... უზარმაზარი ენერგია აქვს, ვერ დაღლი. ბავშვი ცელქი კი უნდა იყოს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ცელქი თუ იქნებოდა.

ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია მისი სამსახურში მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის...

მგონია, რომ დედაშვილობის გამოსახატავად რაღაც ახალი სიტყვა უნდა მოვიფიქროთ. არც საოცარი, არც კარგი, არც ძლიერი - არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს. ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას. ილია გაჩნდა და დამთავრდა - მანამდე რა იყო, აღარ მახსოვს. მგონია, ილიასთან ერთად დავიბადე, ალბათ ყველა დედას ასეთი შეგრძნება ეუფლება.

ხომ ასე ემოციურად ვარ განწყობილი, მაგრამ როდესაც ცუდად არის, მაშინ არ ვფორიაქობ, პანიკაში არ ვვარდები. პირიქით, უფრო მობილიზებული ვარ და ჩემი ეს სიმშვიდე, სხვათა შორის, დედაჩემსაც უკვირს და ჩემს მეორე დედასაც...", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.