პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციამ პრობლემა უნდა მოძებნოს არა მარტო "ოცნებაში“, არამედ საკუთარ თავშიც" - პარლამენტში არ შესვლამდე რის აწონ-დაწონვას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას
"ოპოზიციამ პრობლემა უნდა მოძებნოს არა მარტო "ოცნებაში“, არამედ საკუთარ თავშიც" - პარლამენტში არ შესვლამდე რის აწონ-დაწონვას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას

ოპო­ზი­ცი­ამ უნდა გან­სა­ზღვროს, რამ­დე­ნად გრძელ­ვა­დი­ა­ნი და ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შეძ­ლებს. თუ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს ისეთ და­მან­გრე­ველ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს ამომ­რჩევ­ლის იმედ­გაც­რუ­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რომ 4 წელ­ში ოპო­ზი­ცი­ას დღე­ვან­დე­ლი შე­დე­გიც სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ლა­გა­ზი­ძე ამ­ბობს, ოპო­ზი­ცი­ამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა გა­დათ­ვა­ლოს რის­კე­ბი, პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლას რა მოყ­ვე­ბა.

"ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში არ უნდა შე­ვი­დეს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის კარ­გად აწონ-და­წონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში: უნდა გა­დათ­ვა­ლონ რის­კე­ბი არ­შეს­ვლას რა მოყ­ვე­ბა. პირ­ვე­ლი არის ის, რომ ნამ­დვი­ლად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ რომ არ ეყო­ლე­ბათ "შტრე­ი­კბ­რე­ხე­რე­ბი“ და ვი­ღაც არ გა­მო­აკ­ლდე­ბათ უკა­ნას­კნელ მო­მენ­ტში, არ შევა ოპო­ზი­ცი­ი­დან პარ­ლა­მენ­ტში და არ "გა­უპ­რა­ვებს“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს. ასე­ვე ჩა­სა­ხე­დია კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, პარ­ტი­ის მიერ უა­რის თქმა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს თუ არა მათ მიერ წარ­დგე­ნი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი სიის ყვე­ლა წევ­რის უა­რის თქმას. თუ ეს ასე არ არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ნა­ხავს ვი­ღა­ცებს ყვე­ლა პარ­ტი­ა­ში, ვი­საც იყი­დის და შე­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტში ლი­დე­რე­ბის ნაც­ვლად. ამით კი­დევ უფრო და­ის­ხამს თავს ლაფს, რად­გან ცალ­სა­ხა იქ­ნე­ბა, რომ მო­ის­ყი­და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც პარ­ლა­მენ­ტში შე­იყ­ვანს, მაგ­რამ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას თუ არა, ქვო­რუმს გაზ­რდის.

ამას­თან, ოპო­ზი­ცია რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დეს, ეს ნიშ­ნავს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით ქუ­ჩა­ში დგო­მას, რა­საც თა­ვი­სი ლე­გი­ტი­მა­ცია სჭირ­დე­ბა უცხო­ე­თის თვალ­ში. ცალ­სა­ხაა და ცხა­დია, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იმუ­შა­ვა და­სავ­ლეთ­თან. ამ თვალ­საზ­რი­სით, წყალ­გამ­ყო­ფი იყო ადამ კინ­ზინ­გე­რის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში"ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა. კინ­ზინ­გერს აუგი ვერ და­აც­დე­ვი­ნეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ მა­შინ, რო­დე­საც მა­ნამ­დე არა მარ­ტო მისი, არა­მედ, კონ­გრეს­მე­ნე­ბის პო­ზი­ცია სუ­პერკრი­ტი­კუ­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ. ეს ნიშ­ნავ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლო­ბის­ტებ­მა კარ­გად იმუ­შა­ვეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ამან თა­ვი­სი გა­მო­ძა­ხი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის დღე­ვან­დელ შე­ფა­სე­ბებ­ში ჰპო­ვა. ახლა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის თვალ­ში, ოპო­ზი­ცი­ამ და­ამ­ტკი­ცოს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით და არ­გუ­მენ­ტე­ბით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

ამას­თან, ლა­გა­ზი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი "შუ­ა­შის­ტი“ ოპო­ზი­ცი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ალი­ყუ­რი იყო. ის, რომ ისი­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, ლა­გა­ზი­ძის შე­ფა­სე­ბით, მათი ბრა­ლია და არა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“.

"მე­ო­რე ტუ­რის წინ, კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბაც იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პარტნი­ო­რი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­კო­სე­ბის ტეს­ტი­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ პორ­ტალ­ზე მო­ნა­ცე­მე­ბის ატ­ვირ­თვაც - შე­ზღუ­დუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თა­რე­ბის დამ­ძი­მე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­აბ­რა­ლებს იმ აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც გუ­შინ რუს­თა­ველ­ზე გა­ი­მარ­თა და ამ შანსს ის ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებს. ამ­რი­გად, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა გან­სა­ზღვროს, რამ­დე­ნად გრძელ­ვა­დი­ა­ნი და ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შეძ­ლებს. თუ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, მა­შინ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს ისეთ და­მან­გრე­ველ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს, ამომ­რჩევ­ლის იმედ­გაც­რუ­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რომ 4 წელ­ში ამ ოპო­ზი­ცი­ას დღე­ვან­დე­ლი შე­დე­გიც სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­დე­ბა. "შუ­ა­შის­ტი“ ოპო­ზი­ცი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ალი­ყუ­რი იყო ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. მთა­ვა­რი კი­თხვა, რა­ზეც ოპო­ზი­ცი­ამ პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს არის ის, რო­გორ მოხ­და, რომ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბამ“, რო­მე­ლიც ხალ­ხს არა­ფერს და­პი­რე­ბია, 40% მი­ი­ღო? - ოპო­ზი­ცი­ამ პრობ­ლე­მა არა მარ­ტო "ოც­ნე­ბის“ მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ "ქუ­ჩის“ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ამომ­რჩევ­ლის თუ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევრთა მოს­ყიდ­ვა­ში უნდა ეძე­ბოს, არა­მედ სა­კუ­თარ თავ­შიც: რა­ტომ არ­ჩია ხალ­ხმა არაფ­რის­მაქ­ნი­სი "ოც­ნე­ბა“ "შუ­ა­შის­ტი“ ოპო­ზი­ცი­ის­თვის ხმის მი­ცე­მას? ასე რომ, ამ დღემ "ოც­ნე­ბის“ მიერ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ბევ­რი პრობ­ლე­მაც ამო­ი­ტა­ნა ზე­და­პირ­ზე, “, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ და დას­ძი­ნა: "თუმ­ცა, ერთი რამ ცხა­დად ვიცი, თუ "ოც­ნე­ბას“ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი მშვი­დად შერ­ჩა და უკონ­ტრო­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩა, ის ბე­ლო­რუ­სი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გზას და­ად­გე­ბა და ამ ფონ­ზე ამომ­რჩე­ველ­ში გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სი ნი­ჰი­ლიზ­მი ბევ­რი ხნით გა­დაგ­ვის­ვრის უკან“.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tttt
21

აგერ ბატონო ნამდვილი ექსპერტი ხუხაშვილთან ერთად. ვინ არიგებს ამ წოდებას ასე წაღმა უკუღმა რა საინტერესოა, თუ თვითონ ირქმევენ? 

სერმინე
19

ეჰ, ქალბატონო ხათუნა, ერთ დროს მპმწონდით, ოპოზიციაო, რა რიხით ამბობთ, განა, არ იცით, ესენი რა ოპოზიციონერებიც არიან, მაგრამ ვერა ხართ ობიექტური და...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოპოზიციამ პრობლემა უნდა მოძებნოს არა მარტო "ოცნებაში“, არამედ საკუთარ თავშიც" - პარლამენტში არ შესვლამდე რის აწონ-დაწონვას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას

"ოპოზიციამ პრობლემა უნდა მოძებნოს არა მარტო "ოცნებაში“, არამედ საკუთარ თავშიც" - პარლამენტში არ შესვლამდე რის აწონ-დაწონვას ურჩევს ექსპერტი ოპოზიციას

ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს, რამდენად გრძელვადიანი და ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას შეძლებს. თუ ეს ვერ მოახერხა, ჩათვალეთ, რომ ეს ისეთ დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს ამომრჩევლის იმედგაცრუების თვალსაზრისით, რომ 4 წელში ოპოზიციას დღევანდელი შედეგიც სანატრელი გაუხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

როგორც ლაგაზიძე ამბობს, ოპოზიციამ უპირველეს ყოვლისა უნდა გადათვალოს რისკები, პარლამენტში არშესვლას რა მოყვება.

"ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის კარგად აწონ-დაწონვის შემთხვევაში: უნდა გადათვალონ რისკები არშესვლას რა მოყვება. პირველი არის ის, რომ ნამდვილად დარწმუნებული იყვნენ რომ არ ეყოლებათ "შტრეიკბრეხერები“ და ვიღაც არ გამოაკლდებათ უკანასკნელ მომენტში, არ შევა ოპოზიციიდან პარლამენტში და არ "გაუპრავებს“ ხელისუფლებას ამ მანიპულაციებს. ასევე ჩასახედია კანონმდებლობაში, პარტიის მიერ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე ავტომატურად ნიშნავს თუ არა მათ მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ყველა წევრის უარის თქმას. თუ ეს ასე არ არის, ხელისუფლება აუცილებლად მონახავს ვიღაცებს ყველა პარტიაში, ვისაც იყიდის და შეიყვანს პარლამენტში ლიდერების ნაცვლად. ამით კიდევ უფრო დაისხამს თავს ლაფს, რადგან ცალსახა იქნება, რომ მოისყიდა ის ადამიანები, ვისაც პარლამენტში შეიყვანს, მაგრამ ლეგიტიმაციას თუ არა, ქვორუმს გაზრდის.

ამასთან, ოპოზიცია რომ პარლამენტში არ შევიდეს, ეს ნიშნავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში დგომას, რასაც თავისი ლეგიტიმაცია სჭირდება უცხოეთის თვალში. ცალსახაა და ცხადია, რომ ოპოზიციამ ბოლო თვეების განმავლობაში არ იმუშავა დასავლეთთან. ამ თვალსაზრისით, წყალგამყოფი იყო ადამ კინზინგერის ინტერვიუ, რომელიც ივლისში"ინტერპრესნიუსში“ გამოქვეყნდა. კინზინგერს აუგი ვერ დააცდევინეს "ქართულ ოცნებაზე“ მაშინ, როდესაც მანამდე არა მარტო მისი, არამედ, კონგრესმენების პოზიცია სუპერკრიტიკული იყო "ქართული ოცნების“ მიმართ. ეს ნიშნავდა, რომ "ქართული ოცნების“ ლობისტებმა კარგად იმუშავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამან თავისი გამოძახილი საერთაშორისო დამკვირვებლების დღევანდელ შეფასებებში ჰპოვა. ახლა უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ოპოზიციამ დაამტკიცოს კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, რომ არჩევნები გაყალბებულია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთან, ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ ამ არჩევნების შედეგები "შუაშისტი“ ოპოზიციისთვის სერიოზული ალიყური იყო. ის, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად ვერ ჩამოყალიბდნენ, ლაგაზიძის შეფასებით, მათი ბრალია და არა - "ნაციონალური მოძრაობის“.

"მეორე ტურის წინ, კოვიდვითარების გაუარესებაც იქნება ხელისუფლების პარტნიორი. რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში მედიკოსების ტესტირება შეჩერებული იყო და კოვიდინფიცირებულების შესახებ პორტალზე მონაცემების ატვირთვაც - შეზღუდული. შესაბამისად, ვითარების დამძიმებას ხელისუფლება დააბრალებს იმ აქციას, რომელიც გუშინ რუსთაველზე გაიმართა და ამ შანსს ის ხელიდან არ გაუშვებს. ამრიგად, ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს, რამდენად გრძელვადიანი და ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას შეძლებს. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს ისეთ დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს, ამომრჩევლის იმედგაცრუების თვალსაზრისით, რომ 4 წელში ამ ოპოზიციას დღევანდელი შედეგიც სანატრელი გაუხდება. "შუაშისტი“ ოპოზიციისთვის სერიოზული ალიყური იყო ამ არჩევნების შედეგები. მთავარი კითხვა, რაზეც ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს არის ის, როგორ მოხდა, რომ პარტია "ქართული ოცნებამ“, რომელიც ხალხს არაფერს დაპირებია, 40% მიიღო? - ოპოზიციამ პრობლემა არა მარტო "ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული თუ "ქუჩის“ რესურსის გამოყენებაში, ამომრჩევლის თუ საარჩევნო კომისიების წევრთა მოსყიდვაში უნდა ეძებოს, არამედ საკუთარ თავშიც: რატომ არჩია ხალხმა არაფრისმაქნისი "ოცნება“ "შუაშისტი“ ოპოზიციისთვის ხმის მიცემას? ასე რომ, ამ დღემ "ოცნების“ მიერ გაყალბებული არჩევნების პარალელურად სხვა ბევრი პრობლემაც ამოიტანა ზედაპირზე, “, - განაცხადა ლაგაზიძემ და დასძინა: "თუმცა, ერთი რამ ცხადად ვიცი, თუ "ოცნებას“ ამ არჩევნების შედეგი მშვიდად შერჩა და უკონტროლო ხელისუფლებაში დარჩა, ის ბელორუსისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გზას დაადგება და ამ ფონზე ამომრჩეველში გაღვივებული უკიდურესი ნიჰილიზმი ბევრი ხნით გადაგვისვრის უკან“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის: დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის უფლებამოსილება ცნო

"ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი" -  ხუხაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სიის იმ წევრებზე, რომლებიც პარლამენტში შედიან