სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე" - რას ყვება ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულზე მისი მეგობარი
"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე" - რას ყვება ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულზე მისი მეგობარი

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი კი­თხვა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. გრძელ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 32 წლის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს ბად­რი ესე­ბუ­ას და­სა­კა­ვებ­ლა­დაც, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ სჯე­რა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ნამ­დვი­ლად ის არის. "კვი­რის პა­ლიტ­რა" მის მე­გო­ბარს ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ირაკ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო:

- რო­გორც კი ვი­დე­ო­ფი­რი ვნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ბან­კში შეჭ­რი­ლი პირი მოქ­მე­დი ან ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო იყო. ჩვენ მა­შინ­ვე ვცნობთ ერ­თმა­ნეთს მა­ნე­რე­ბით, სა­უბ­რით, ია­რა­ღის ჭე­რით... ერ­თა­დერ­თი, რა­მაც გა­მაკ­ვირ­ვა, აგ­რე­სია იყო, ფეხს რომ უქ­ნევს მძე­ვალს. ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა, ძა­ლი­ან გა­ამ­წა­რეს-მეთ­ქი... ფორ­მაც ვი­ცა­ნი - ნას­ხვი­სა­რი არ იყო, ეტყო­ბო­და, დიდ­ხანს ჰქონ­და ნა­ტა­რე­ბი.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­მო­ვე­დი ჯა­რი­დან და არ ვიცი, შიგ­ნით რა ხდე­ბა. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, კვე­ბა, ტან­საც­მე­ლი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დაო. იმე­დია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა.

ვი­ცო­დი, ესე­ბუა ჯან­მრთე­ლო­ბის გამო წა­ვი­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან, ფილ­ტვე­ბი აწუ­ხებ­და და გა­მიკ­ვირ­და, იმ მძე­ვალ­მა რომ თქვა, მი­თხრა, შენი სამ­სა­ხუ­რი სამ­სა­ხუ­რი გგო­ნი­აო? შემ­დეგ მძევ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია შიდა ვი­თა­რე­ბა­ზე და ვი­ფიქ­რე, ხელ­ყუმ­ბა­რას არ გახ­სნი­და-მეთ­ქი. ახ­ლაც ასე მგო­ნია.

- რა­ტომ?

- არ გა­ი­მე­ტებ­და ხალ­ხს, აღარ სჭირ­დე­ბო­და სის­ხლის ღვრა. ორ­ჯე­რაც შე­სა­ში­ნებ­ლად გა­ის­რო­ლა. სამ­ხედ­რო­ებს სიკ­ვდი­ლი ყელ­ში გვაქვს ამო­სუ­ლი და მცი­რე მი­ზე­ზი საკ­მა­რი­სია, რომ სის­ხლი არ დავღვა­როთ, თა­ნაც, სა­ხელ­მწი­ფო მის მო­თხოვ­ნებს და­ე­თან­ხმა. ისიც იცო­და, რომ გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით ხელ­ში არა­ვინ ეს­რო­და, ამი­ტო­მაც არ იშო­რებ­და ხე­ლი­დან.

როცა მისი გვარ-სა­ხე­ლი გა­მო­ცხად­და, ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე. ალ­ბათ, ბევ­რს უთ­ქვამს, მის­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­აო და, მეც ვამ­ბობ - სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო და­ვი­ჯე­რებ­დი ასეთ რა­მეს, ვიდ­რე ესე­ბუ­ა­ზე. ერთ-ერთი მე­დი­ის ცნო­ბით, სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სხვა სამ­ხედ­რო­ებ­ზეც მი­ი­ტა­ნეს ეჭვი, თე­მურ ხვიბ­ლი­ან­ზე, რო­მე­ლიც მარ­თლა არა­ფერ შუ­ა­შია, თით­ქმის დავ­რწმუნ­დი, რომ ესე­ბუ­ა­ში შე­ე­შა­ლათ." წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

საერთოდ, მოძებნონ, ეს ესბუა ცოცხალი თუა რა... იმდენმა დაწერა სოციალურ ქსელში, არ მჯერა და არაგავსო, რომ მცდარი კვალი არ იყოს და არაფერი დამართონ ამ ესებუას, თუ არაა დამნაშავე, და თუ დამნაშავეა, თანამზრახველებმა არ მოიშოროN და კვალი არ წაშალონ საერთოდ...

ნანიკო
2

ესებუა ჩაბარდი, თორემ ვიღაცა ან ფულისთვის, ან პოლიტიკური ქულებისთვის მოგკლავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე" - რას ყვება ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულზე მისი მეგობარი

"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე" - რას ყვება ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულზე მისი მეგობარი

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაზე არსებული არაერთი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. გრძელდება ღონისძიებები 32 წლის ყოფილი სამხედროს ბადრი ესებუას დასაკავებლადაც, თუმცა საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ დანაშაულის ჩამდენი ნამდვილად ის არის. "კვირის პალიტრა" მის მეგობარს ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

ირაკლი, ყოფილი სამხედრო:

- როგორც კი ვიდეოფირი ვნახე, მივხვდი, რომ ბანკში შეჭრილი პირი მოქმედი ან ყოფილი სამხედრო იყო. ჩვენ მაშინვე ვცნობთ ერთმანეთს მანერებით, საუბრით, იარაღის ჭერით... ერთადერთი, რამაც გამაკვირვა, აგრესია იყო, ფეხს რომ უქნევს მძევალს. ვიფიქრე, ეტყობა, ძალიან გაამწარეს-მეთქი... ფორმაც ვიცანი - ნასხვისარი არ იყო, ეტყობოდა, დიდხანს ჰქონდა ნატარები.

რამდენიმე წლის წინ წამოვედი ჯარიდან და არ ვიცი, შიგნით რა ხდება. ბიჭები ამბობენ, კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდაო. იმედია, დამოკიდებულებაც შეიცვალა.

ვიცოდი, ესებუა ჯანმრთელობის გამო წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, ფილტვები აწუხებდა და გამიკვირდა, იმ მძევალმა რომ თქვა, მითხრა, შენი სამსახური სამსახური გგონიაო? შემდეგ მძევლებმა გაავრცელეს ინფორმაცია შიდა ვითარებაზე და ვიფიქრე, ხელყუმბარას არ გახსნიდა-მეთქი. ახლაც ასე მგონია.

- რატომ?

- არ გაიმეტებდა ხალხს, აღარ სჭირდებოდა სისხლის ღვრა. ორჯერაც შესაშინებლად გაისროლა. სამხედროებს სიკვდილი ყელში გვაქვს ამოსული და მცირე მიზეზი საკმარისია, რომ სისხლი არ დავღვაროთ, თანაც, სახელმწიფო მის მოთხოვნებს დაეთანხმა. ისიც იცოდა, რომ გახსნილი ხელყუმბარით ხელში არავინ ესროდა, ამიტომაც არ იშორებდა ხელიდან.

როცა მისი გვარ-სახელი გამოცხადდა, ყურებს არ დავუჯერე. ალბათ, ბევრს უთქვამს, მისგან წარმოუდგენელიაო და, მეც ვამბობ - საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე. ერთ-ერთი მედიის ცნობით, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სხვა სამხედროებზეც მიიტანეს ეჭვი, თემურ ხვიბლიანზე, რომელიც მართლა არაფერ შუაშია, თითქმის დავრწმუნდი, რომ ესებუაში შეეშალათ." წაიკითხეთ სტატია სრულად

"პარლამენტთან აქცია დასრულებულია... ამჟამად ვმუშაობთ, რომ აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გავიყვანოთ" - ვაჟა სირაძე

შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რადიკალურ ჯგუფებთან დაპირისპირებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა - მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ