მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს
"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, და­სავ­ლურ მე­დი­ას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალ­ყურს რუ­სუ­ლი მე­დი­აც. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ასე­ვე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტია იგებს, ოპო­ზი­ცია აქ­ცი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა" - წერს dw.com/ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" აიღო ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა - 48%, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 27%-ზე მცი­რე­დით მეტი.

"და­უ­ჭერს თუ არა მხარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, პან­დე­მი­ის ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში, ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში და რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბით გა­ირ­კვე­ვა. ისე­ვე, რო­გორც ის, გა­იზ­რდე­ბა თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნე­ბი ახალ ქარ­თულ პარ­ლა­მენ­ტში", - წერს იგი­ვე გა­მო­ცე­მა.

rbc.ru-ს ცნო­ბით, ქარ­თუ­ლი ცეს­კო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ასა­ხე­ლებს, მე­ო­რე ად­გილ­ზეა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია", თუმ­ცა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ცალ­სა­ხად გა­ყალბ­და.

actualcomment.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არა­ფორ­მა­ლურ ლი­დერს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებ­და, ის უფრო კონ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე. თუმ­ცა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძალა კვლავ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა", და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი კი მის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბი­ან".

"2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­და­ვო შე­დე­გი" - ასე აფა­სებს 31 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ქარ­თე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა ria.ru რია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს ინ­ტერ­ნე­ტით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუ­სე­ბიც. მათი ნა­წი­ლის თქმით, ისე­თი­ვე გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, რად­გან ვერ გა­არ­კვი­ეს, ვინ იგებს.

"თუ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა, სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ტომ ულო­ცავ­და გა­მარ­ჯვე­ბას თა­ვის მომ­ხრე­ებს?! მი­ბა­ძეთ რა, რუ­სე­თის დუ­მას "დე­მოკ­რა­ტი­ა­ში", ჩვენ­თან 20 წე­ლია სულ ერთი და იგი­ვიე ძალა იგებს და აღარც ახა­ლი რა­მის მო­ლო­დი­ნია და არც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ", - წერს ოლეგ სო­ლო­ვი­ნი.

"დღეს მოლ­და­ვეთ­შიც არ­ჩევ­ნე­ბია, იმე­დია, დო­დო­ნი, გა­ი­მარ­ჯვებ, თო­რემ ვლა­დი­მირ პუ­ტინს ორი "პა­რა­დის" ყუ­რე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მო­უ­წევს", - წერს ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით "ალექ­სან­დრ მი­ჟებ­რა­ტე­ვი".

"აშ­კა­რად ორი­ვე მხრეს აქვს საქ­მე სას­პე­კუ­ლა­ცი­ოდ, რად­გან მცი­რე­დი გან­სხა­ვა­ვე­ბაა. 8 წლის შემ­დეგ, ასე­თი და­ბა­ლი, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი რე­ი­ტინ­გი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კავ­ში­რე­ბი­სა და კო­ჰა­ტი­ბა­ცი­ის? თუ "ოც­ნე­ბას" ეს გა­მარ­ჯვე­ბა შერ­ჩა, აშ­კა­რად უნდა და­ფიქ­რდეს, რას გა­ა­კე­თებს 2024 წლის­თვის, რო პირმ­წინ­დად არ წა­ა­გოს?!", - წერს ლუდ­მი­ლა კუზ­მი­ნა.

"აშ­კა­რად წინსვლა აქვს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ა­ში, რად­გან ისე­თი გუნ­დე­ბი ხვდე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში, ვი­საც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის­თვის და შემ­დე­გაც, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ფული არ და­უ­ხარ­ჯავს. ეს კი კავ­კა­სი­ა­ში და, ზო­გა­დად, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ნონ­სენ­სია. ახლა მთა­ვა­რია, იქ და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სიც ბე­ლო­რუს­ში მიმ­დი­ნა­რეს არ და­ემ­სგავ­სოს, სა­დაც აქ­ცი­ე­ბი უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლა", - წერს "ირი­ნა ტვე­ნი".

მიშა
27

არა ბელორუსიას არ დაესმსგავსება რადგან ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, დასავლურ მედიასთან ერთად, აქტიურად ადევნებს თვალყურს რუსული მედიაც. არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან ასევე რუსეთის მოქალაქეები.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იგებს, ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება" - წერს dw.com/ru, რომლის ცნობითაც, "ქართულმა ოცნებამ" აიღო ხმათა უმრავლესობა - 48%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 27%-ზე მცირედით მეტი.

"დაუჭერს თუ არა მხარს ხელისუფლებას მოსახლეობის უმრავლესობა, პანდემიის ფონზე ჩატარებულ არჩევნებში, ეს რამდენიმე დღეში და რამდენიმე ოლქში განმეორებით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით გაირკვევა. ისევე, როგორც ის, გაიზრდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გავლენები ახალ ქართულ პარლამენტში", - წერს იგივე გამოცემა.

rbc.ru-ს ცნობით, ქართული ცესკო გამარჯვებულად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მეორე ადგილზეა - "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები ცალსახად გაყალბდა.

actualcomment.ru-ს მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს არც ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებდა, ის უფრო კონცენტირებული იყო 2024 წლის არჩევნებზე. თუმცა, არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტიის ალტერნატიული ძალა კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა", დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი მის გარშემო ერთიანდებიან".

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგი" - ასე აფასებს 31 ოქტომბრის შემდეგ საქართელოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი რუსული ინტერნეტ-გამოცემა ria.ru რია.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ინტერნეტით ეხმაურებიან რუსებიც. მათი ნაწილის თქმით, ისეთივე გაურკვევლობაში არიან, როგორც საქართველოს მოსახლეობა, რადგან ვერ გაარკვიეს, ვინ იგებს.

"თუ ივანიშვილმა გაიმარჯვა, სააკაშვილი რატომ ულოცავდა გამარჯვებას თავის მომხრეებს?! მიბაძეთ რა, რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია სულ ერთი და იგივიე ძალა იგებს და აღარც ახალი რამის მოლოდინია და არც გაურკვევლობაში ვართ", - წერს ოლეგ სოლოვინი.

"დღეს მოლდავეთშიც არჩევნებია, იმედია, დოდონი, გაიმარჯვებ, თორემ ვლადიმირ პუტინს ორი "პარადის" ყურება ერთდროულად მოუწევს", - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ფსევდონიმით "ალექსანდრ მიჟებრატევი".

"აშკარად ორივე მხრეს აქვს საქმე სასპეკულაციოდ, რადგან მცირედი განსხავავებაა. 8 წლის შემდეგ, ასეთი დაბალი, არადამაჯერებელი რეიტინგი "ქართული ოცნების" სისუსტის გამოვლინებაა, თუ "ნაციონალების" კავშირებისა და კოჰატიბაციის? თუ "ოცნებას" ეს გამარჯვება შერჩა, აშკარად უნდა დაფიქრდეს, რას გააკეთებს 2024 წლისთვის, რო პირმწინდად არ წააგოს?!", - წერს ლუდმილა კუზმინა.

"აშკარად წინსვლა აქვს ქართულ საზოგადოებას დემოკრატიაში, რადგან ისეთი გუნდები ხვდებიან პარლამენტში, ვისაც პოლიტიკაში მოსვლისთვის და შემდეგაც, საარჩევნო კამპანიაში ფული არ დაუხარჯავს. ეს კი კავკასიაში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ნონსენსია. ახლა მთავარია, იქ დაწყებული პროცესიც ბელორუსში მიმდინარეს არ დაემსგავსოს, სადაც აქციები უსასრულოდ გაიწელა", - წერს "ირინა ტვენი".

საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა