ავტორი:

"ხელმოცარული პროკურორი, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდა თანამდებობაზე... "იმედს" არბევდა და ახლა მედიასივრცეს აბინძურებს, ფსკერი გახვრიტა" - ირაკლი ჩიხლაძე გვარამიას მორიგ სკანდალურ განცხადებაზე

"ხელმოცარული პროკურორი, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდა თანამდებობაზე... "იმედს" არბევდა და ახლა მედიასივრცეს აბინძურებს, ფსკერი გახვრიტა" - ირაკლი ჩიხლაძე გვარამიას მორიგ სკანდალურ განცხადებაზე

"იმედის" წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მორიგ სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არასოდეს არ ვიმჩნევდი ამ არარაობას, ან როგორ უნდა შემემჩნია სასაცილო ტელეპერსონაჟი, რომელსაც საკუთარი გარემოცვაც კი სიბრალულით უყურებს მისი მდგომარეობის გამო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დასაცინი და დასაზრახი არ არის, მაგრამ ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშიც არის. მისი "სამეგობრო", რომელიც ამ მდგომარეობის გამო ზურგსუკან დასცინის, წესით მასზე უნდა ზრუნავდეს.

ისე გამოვიდა რომ მეორე დღეა ჩემს ვოლზე მასზე ვწერ. ჟურნალისტებს რომ არ ეხებოდეს და იმ ტელეკომპანიას, რომელიც მიწასთან აქვს გასწორებული 2007 წელს, ვერაფრით მიიქცევდა ჩემს ყურადღებას. ხელმოცარული პროკურორი, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდა თანამდებობაზე, სულ გვახსენებს თავს რომ არ დავივიწყოთ. პრინციპში არ დაგვავიწყდება, ესაა კაცი, რომელიც "იმედს" "სუბიექტურობის" გამო არბევდა და ახლა მედიასივრცეს აბინძურებს, ისე რომ ფსკერი გახვრიტა.

წლების შემდეგ როცა ბინძურ ჟურნალისტიკას გავიხსენებთ, ყველას ეს პარტიული არარაობა გაგვახსენდება - როგორც ილუსტრაცია იმის თუ რა არ უნდა გააკეთო არასოდეს", - წერს ირაკლი ჩიხლაძე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: "იმედის ჟურნალისტს მოუვიდა ხმოვანი შეტყობინება: მგონი დაგვერხა, აწიეთ ტრაკები რამე ქენით, თორე მოდიან ნაცები და დაგვ** გოჭებივითო. არავინ არავის არ და**ნავს, გარანტიაში ვდგები. მით უმეტეს, ჟურნალისტებს".

შეგახსენებთ, ტელეწამყვანები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ. საუბარია გორთან მომხდარი ავარიის შესახებ ნიკა გვარამიას და ირაკლი ჩიხლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ნახეთ ვრცლად

"გვეგონა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, თუმცა თავიდან იწყება... ის ჩემი ერთადერთი, ნანატრი შვილია" -  4 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა